Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გიორგი გახარია აშშ-ის მიერ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებაზე - ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა

ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!- ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება. „ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უ

რიში: დღევანდელი სანქცირებები ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისაღები

აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას ეხმაურება. აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი, ჯიმ რიში, Twitter-ზე წერის, რომ დღევანდელი სანქცირებები ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისაღები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.  პუბლიკა

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარია

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. მედიას ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განუცხადა. "ზნამენკას 19-ში, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ინტენსიური წვა შეინიშნება მესამე სართულის ფანჯრიდან". – ამბობენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.  ხანძარს სირთულის ხუთი დონიდან მეორე აქვს მინიჭებულ

მურუსიძე: უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ეხლა, თუ აშშ-ში არ შემიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და გადაუტანია

უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ეხლა, ცხოვრება გაგრძელდება, რა. არ მეკუთვნის დასანქცირება. რავიცი ეხლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხო არ მოვიკლავ ეხლა, ხო? რა გავაკეთო. ძაან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ეხლა, ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ეს ესე არის, ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამ

კელი დეგნანი სანქცირებულ მოსამართლეებზე - აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში - რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები

4-მა მოსამართლემ მათი ქმედებებით უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მიმართვაში განაცხადა, რომლთაც 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ ს

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით თურქეთისთვის ტვირთის მიწოდება დაიწყო

რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმში „პირველი საკონტეინერო მატარებელი“ ჩავიდა. მედია ვარაუდობდა, რომ ეს იყო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის რუსეთის კიდევ ერთი სქემა. გამოცემა SOVA წერს, რომ სოხუმიდან თურქეთში ტვირთის გასაგზავნად ანატოლიის გემი გამოიყენებოდა. ამავე ინფორმაციით, ახლა ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის

ნათია მეზვრიშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე - პასუხისმგებლობების პერსონალიზების ნათელი მაგალითი, ხელის სხვისკენ გაშვერა აღარ მუშაობს

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეების დასანქცირებას პოსტით ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის პასუხისმგებლობების პერსონალიზების ნათელი მაგალითი. "ხელის სხვისკენ გაშვერა აღარ მუშაობს. ყველას ინდივიდუალურად მოუწევს პასუხისგება ქვეყნის და მისი მომავლის მტრობისთვის. ამიტომ, პოლიტიკური მენეჯმენტიდან დაწყებული, შუა რგოლით და რიგითებით დამთავრებული კარგად დაფიქრდით, სანამ უკანონობას ჩაიდენთ ან უკანონო და

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ასანქცირებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. როგორც განცხადებაში ბლინკენი

ეროვნული ბანკის ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის თანახმად, განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პ

შოტლანდიის პოლიციამ ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, ქვეყნის ყოფილი პირველი მინისტრის, ნიკოლა სტერჯენის მეუღლე დააკავა

შოტლანდიის პოლიციამ ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრის ნიკოლა სტერჯენის მეუღლე პიტერ მურელი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავა. „ბრალდებული დაკავებულია და მას დეტექტივები კითხავენ“, – განაცხადეს შოტლანდიის პოლიციაში. „ბიბისის“ ინფორმაციით, შოტლანდიის პოლიცია იძიებს, თუ სად გაქრა დამოუკიდებლობის მხარდამჭერი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის მიერ 2017 წელს შეგროვებული 600 000 ფუნტზე მეტი. პეტერ მურელი, რომელიც შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას ორი ათწლე

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მათივე ცნობით, განხორციელდება შესაბამისი პროცედურები. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 40 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს იმ პარტნიორი ქვეყნების, მათ Შორის საქართველოს მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან

ნატო გააგრძელებს იმ პარტნიორი ქვეყნების, მათ Შორის საქართველოს მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ივლისის თვეში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე ისაუბრეს. „ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ

დუდა - პოლონეთს ნატოსგან უკრაინისთვის უსაფრთხოების მეტი გარანტია სურს

პოლონეთი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მიიღოს ნატოს სამიტზე, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ივლისში გაიმართება, თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 5 აპრილს. "ჩვენ ვცდილობთ ნატოს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში, უკრაინისთვის მოვიპოვოთ... უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის სამხედრო პოტენციალს", - თქვა დუდამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. რადიო თავისუფლება

"უფლებები საქართველო" ეჭვობს, რომ შესაძლოა 12 წლის ანას გვამის გადამალვა სცადეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" ეჭვობს, რომ შესაძლოა, 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში 12 წლის ანას გვამის გადამალვა სცადეს. 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ოჯახის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ გარემოებაზე საუბრობს. "გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის

“გასკდა გული, ამდენი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან”

ჩემი უმცროსი ძმა, ომის დაწყებიდან ერთად ვიყავით, ირპენი, გოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით, ერთად ჰოსპიტალში . პროფესიონალი მებრძოლი და მედიკი. ძალიან დიდი დანაკარგია ჩემთვის და ჩვენი მებრძოლი მეგობრებისთვის . გასკდა გული ამდენი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან. დათო ქუჩუკიანი. დიდება შენ ძმაო. დიდება გმირებს. _ წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე და და უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპული 32 წლის დ

თბილისის ვიცე-მერი განმარტავს, რატომ არ შეუძლია უცხოური ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლის დაჯარიმება „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლებს

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე განმარტავს, თუ რატომ არ შეუძლია უცხოური ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლის დაჯარიმება „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლებს. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსული, მათ შორის, არც რუსული ნომრით მოძრავი ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებზე და მითითება მხოლოდ რუსული ნომრით მოძრავი მანქანების არდაჯარიმებასთან დაკავშირებით არ არსებობს. მისივე თქმით, თბილისის მერია საკითხის მოსაწესრიგებ

რუსთავის მერი უარს აცხადებს შიდა აუდიტორული ანგარიშების გასაჯაროებაზე

ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge, მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის თვითმმართველობებისგან. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვს საჯარო უწყებებისგან, მათი შიდა აუდიტის სამსახურების, 2022 წლის, ანგარიშების/დასკვნების და რეკომენდაციების გაცნობას. მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადების შემდეგ, რუსთავის მერიამ საკითხზე საპასუხო წერილი გამოაგზავნა. საჯარო უწყება, უარს აცხადებს შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად მომზადებული ანგარ

სასამართლომ ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა. მოსამართლემ ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ ფაქტის გულწრფელი აღიარებიდან გამომდინარე სასჯელის მინიმუმის გამოტანას მოითხოვდა, რასაც ბრალდების

ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ. პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ საპრეზიდენტო სასახლეში, რის შემდეგაც დელეგაციები გამართავენ მოლაპარაკებებს. ეს ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვარშავაში მას შემდეგ რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის პირველი პირი უცხოეთში ომის პერიოდში რამდენჯერმე იმყოფებოდა, რა დროსაც ის ვაშინგტონს, ლონდონსა და ბრიუსელს ეწვი

„ერთად უნდა გავიჭირვოთ“ - როდის დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია

წერეთლის გამზრის სრული რებალიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, შეიძლება ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამის საჭიროება არ არის და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოხდეს, მაგრამ სრული რეაბილიტაცია აუცილებელია. „აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, განახლება. წერეთლის გამზირზე სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად სრული რე

უნებართვო გარე ვაჭრობაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდეს

უნებართვო გარე ვაჭრობაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. ამას “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონის პროექტი მთავრობამ მოამზადა. მოქმედი კოდექსით დადგენილი ნორმის თანახმად, გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე იწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამასთან, იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირე

თბილისის პარკინგი ავტომანქანებს უცხოური სანომრე ნიშნით ზოგ შემთხვევაში არ აჯარიმებს

თბილისში პარკირების წესების დარღვევისას უცხოურნომრიანი ავტომანქანები მძღოლის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში არ ჯარიმდებიან. ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის მერიაში დღეს, 5 აპრილს განუცხადეს. ნეტგაზეთი აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოციალურ ქსელში ესმა გუმბერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შშმ პირებისთვის განკუთვნილ პარკინგზე დგას ავტომანქანა რუსული ნომრებით. თბილისის პარკინგის თანამშრომელი მოქალაქეს ეუბნება, რომ “უცხო ნომრებზე, მით უმეტეს რუსულებზე”, ჯარიმას “არ აწერი

ერთ-ერთი სამინისტროს 3 000-მდე კომპიუტერზე დაყენებული იყო პროგრამა და გროვდებოდა მონაცემები - პერსონალურ მონაცემთა სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა არაგეგმური შემოწმების შედეგად, ერთ-ერთ სამინისტროში დასაქმებულების კომპიუტერში გააქტიურებული პროგრამა აღმოაჩინა. სამსახურის ცნობით, ამ პროგრამით კომპიუტერით განხორციელებული ქმედებების დეტალური ინფორმაცია გროვდებოდა. სამსახურმა გამოარკვია, რომ ზემოაღნიშნულ პროცესში დამუშავებულ მონაცემებს შრომითი საქმიანობის ფარგლებში თანამშრომელთა მონიტორინგის მიზნით იყენებდა ერთ-ერთ დეპარტამენტი (მაგალითად, დეპარტამენტის უფროსი მივლინების დროს აკონტროლებდა თავისი თან
×
×
  • შექმენი...