Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრებად წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს უკან გაიწვევს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება. აღნიშნულის თაობაზე გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კანდიდატურების საკითხი უნდა განეხილათ. მისივე თქმით, ხომერიკი და ყეინიშვილი კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ, რაც მათ პიროვნულ გა

ოთარ ფარცხალაძემ შვილს ეკლესიაც გადაუფორმა

"ეფ ეს ბეს"  აგენტობაში მხილებულმა, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ შვილის, ანდრია ფაცხალაძის სახელზე ეკლესიაც გადააფორმა - ამის შესახებ "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახური იუწყება. დოკუმენტებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალძემ შვილს, ანდრია ფარცხალაძეს აჩუქა ეკლესია, რომელიც მან 2019 წელს ააშენა. ამის შესახებ რეპორტაჟი "ტვ პირევლის" "შაბათის ეთერის" ჟურნალისტებმა ორი წლის წინ მოამზადეს. აშენებულ ტაძარს ამ დრომდე ოთარ ფარცხალძე კერძო საკუთრებაში ფლობდა. დღეს კი ეკლესია და 1030 კვადრატ

ნათია მეზვრიშვილი "ოცნებაზე" - 2012 წელს მოვიდნენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის იდეით და 2023 წელს სახელმწიფო მხოლოდ რუკაზე დატოვეს, ფინანსური სისტემის კოლაფსის, უსაფრთხოების უდიდესი რისკებით და საერთაშორისო იზოლაციაში

"ნაღმზე ვზივართ … მორჩილი ეროვნული ბანკით რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორით კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეებით პოლიტიზირებული (და მაღალი ალბათობით რუსული გავლენებით მოქმედი) სუსით მორჩილი ცესკოთი მორჩილი აუდიტის სამსახურით მორჩილი სახალხო დამცველით გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტ

ნათია მეზვრიშვილი - ეს პოლიციელი დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი რომ მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი, როგორც ჩანს, აღადგინეს და ტრაგედია დატრიალდა

ეს პოლიციელი დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი რომ მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი უფლებამოსილების გადამეტების გამო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, უმოქმედობის გამო ფემიციდის ფაქტებმა საგრძნობლად იმატა. "მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ რომ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა. შემდეგ, როგორც ჩანს, აღადგინეს და ტრაგედია

3 წევრის დატოვების შემდეგ დაკარგავს თუ არა სებ-ის საბჭო უფლებამოსილებას

20 სექტემბერს, დღის განმავლობაში, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისაგან შედგება, თუმცა ამჟამად საბჭოში 7 წევრია, იმ წევრების ჩათვლით, რომელთაც დღეს გადადგომის შესახებ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ გადადგომაზე განცხად

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ევროპული გზის საბოტაჟი - კრამონი

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართულ დეპატებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ევროპული გზის საბოტაჟი.

აუცილებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს - PMCG

საკონსულტაციო სააგენტო PMCG საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.  მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აუცილებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისა და ტურბულენტობისგან. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ სებ-მა უნდა უზრუნველყოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, ანტიტერორისტული ღონისძიებებისა (AML/CFT) და სხვა გლობალური სტანდარტების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების და

მათ პოლიტიკურ ზეწოლას ვერ გაუძლეს - ნათია თურნავა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობის დატოვებაზე

"არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება. მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას",  - ამის შესახებ „იმედის" ეთერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობის დატოვებაზე განაცხადა. „ეროვნული ბანკის ფუნქციონირების პრობლემა არ შეიქმნება. ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს. სამწუხარო ფაქტია, რაც ახლა განვითარდა და ვხედავ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამწუხაროს“ უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს: „ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხა

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 20 სექტემბერს, ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონება შვილს გადაუფორმა

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონების ნაწილი, 12 უძრავი ნივთი შვილს, ანზორ ფარცხალაძეს გადაუფორმა. ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე იძებნება და 20 სექტემბრით თარიღდება. ფარცხალაძის მიერ შვილისთვის ნაჩუქარ ქონებას შორისაა ნომრები სასტუმრო კომპლექსებში, მიწის ნაკვეთები, ბინები და კომერციული ფართები თბილისში. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თან

ანა ბუჩუკური - კობახიძე პოლემიკაში ვერავისთან ვეღარასოდეს შევა! (ვიდეო)

"კობახიძე პოლემიკაში ვერავისთან ვეღარასოდეს შევა!"   ანა ბუჩუკური პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 380877003_716159046989842_285704332544593931_n.mp4

პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღას აღარ მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, ქვეყანა საკუთარი თავის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე ფოკუსირდება. "უკრაინა თავს იცავს რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან და მე მესმის ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღარ მივაწვდით იარაღს უკრაინას, რადგან ახლა ვახორციელებთ პო

კახაბერ ქემოკლიძე - ნულოვანია ნდობა ამერიკისა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის... სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ემსახურებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებას და არა კონკრეტული პარტიის ინტერესებს (ვიდეო)

“ნულოვანია ნდობა ამერიკისა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის, ეს გამოკვეთა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა არ იცოდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მზადდებოდა სტრატეგიული პარტნიორის სხვადასხვა ინსიტუტის მხრიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ემსახურებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებას და არა კონკრეტული პარტიის ინტერესებს.”  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  377281943_2022622744744108_1236

ბერდია სიჭინავა - "ოცნების" ძალაუფლების ფორმულა VS “ ოცნების” დამარცხების ფორმულა (ვიდეო)

"ოცნების" ძალაუფლების ფორმულა VS “ ოცნების” დამარცხების ფორმულა.” ბერდია სიჭინავა, პარტია #საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი.  380982875_887021236473829_3278021363876282938_n.mp4

"საქართველოსთვის" - უკვე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ივანიშვილის “ოცნების” სრულ კონტროლქვეშ მოექცა

უკვე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ივანიშვილის “ოცნების” სრულ კონტროლქვეშ მოექცა, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს. პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი გადაწყვეტილებით, “ეფ ეს ბე”-სთან კავშირში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფარცხალაძის დასაცავად, ქვეყნის საბანკო და ფულად-საკრედიტო სისტემა დააყენა სერიოზული დარტყმის ქვეშ, რომელიც თითოეული მოქალაქის ფინანს

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს, 20 სექტემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, დისტანციურად ჩაერთვება. გასული სხდომა რომელიც აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, ვინაიდან მან პროცესზე დასწრება დისტანციურადაც ვერ შეძლო.

რომან გოცირიძე: ნათია თურნავამ უკანონო ბრძანება უნდა გააუქმოს და ეროვნული ბანკი დატოვოს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა ნათია თურნავამ „გარე ზეწოლით მიღებული თავისი უკანონო ბრძანებულება“ უნდა გააუქმოს და ეროვნული ბანკი დატოვოს. გოცირიძე საკუთარ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში სამოქმედო გეგმის რამდენიმე პუნქტს ასახელებს. მისი თქმით, უნდა დაიწყოს ქუჩის აქციები „ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად“. „1. დღესვე უნდა გააუქმოს ნათია თურნავამ გარე ზ

ერევანში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის შენობასთან დღეს საღამოს ყარაბაღის მხარდასაჭერად და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება, - ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციური ბლოკის „დედა სომხეთის“ ხელმძღვანელმა ანდრანიკ თევანიანმა განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეილება, ჩავატაროთ აქცია რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე", - აცხადებს თევანიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ყარაბაღზე და ის, რაც

ნიკა მელია: 17:00-ზე ეროვნულ ბანკთან ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას თქმით, დღეს, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მიზეზი სებ-ის საგამონაკლისო ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძის გამო ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.  ,,ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და

სოჭის აეროპორტთან მდებარე ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ქალაქ სოჭში ადლერის აეროპორტის მახლობლად მდებარე ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა. რუსი მაღალჩინოსნების თქმით, შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, ხანძრის გამო აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა. რუსი მაღალჩინოსნები და სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ტელეგრამარხ BAZA-ზე წერენ, რომ ნავთობსაცავის აალება უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახებამ გამოიწვია. ტელეგრამარხი SHOT-იც წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერ

ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები თეა წულუკიანს პარლამენტთან აქციით დახვდებიან

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები პარლამენტთან აქციით დახვდებიან. „მინისტრის საათის“ ფორმატში თეა წულუკიანის მოსმენის პარალელურად, 18:00 საათზე, აქცია „სიმართლის საათი“ გაიმართება. როგორც ისინი აცხადებენ, კულტურის სამინისტროს პოლიტიკა ანადგურებს კულტურას, ქვეყნის იდენტობისა და ჩვენი სიამაყის მთავარ საყრდენს. ამასთან, მათივე თქმით, რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მე

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია

სიძულვილი როდესაც იარაღდება ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის გადაყლაპა ბელარუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ხოლო უკრაინის წინააღმ

ოლაფ შოლცი: საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. მისივე თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოაგვარონ უთანხმოება დიპლომატიური გზებით. შოლცმა ეს პოზიცია ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია მიმდინარეობს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს გულწრფელი მცდელობით, რათა მივიღოთ მშვიდობიანი, ორმხრივად შეთანხმებული გადაწყვეტა ყველა არსებული საკითხისთვის როგორც სო
×
×
  • შექმენი...