Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბერდია სიჭინავა - მომაკვდავი სააკაშვილი გაცოცხლდა და უკვე ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი სარდალიც გახდა... ეს ყველა ქაოსსა და ალიაქოთზე თანახმა იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს

დასხივებული და მოწამლული, მომაკვდავი სააკაშვილი გაცოცხლდა და გამოჯანმრთელდა, პოლიტიკიდან არსად წასული ისევ ქართულ პოლიტიკაში “დაბრუნდა” და უკვე ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი სარდალიც გახდა! ეს ყველა ქაოსსა და ალიაქოთზე თანახმა იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს! პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი - ბერდია სიჭინავა. Facebook    

შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ ჩატარდება - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ჩატარდება. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

გრიგორიადისის ადვოკატებმა ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ადვოკატებმა შესაბამისი სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანეს - მორალური ზიანის სახით ისინი 15-15 ლარის დაკისრებას ითხოვენ. "პირველივე დღეებიდან დაიწყო მისი დისკრედიტაცია, დემონიზება, შეურაცხყოფა. ამ კამპ

უკრაინა იუწყება როვნოპოლზე კონტროლის დამყარებას

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუწყება უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლის გათავისუფლებას. "მივდივართ წინ" - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამით. როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია, ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის მდებარეობს ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით, და უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ივნისის პირველ რიცხვებში ფაქტობრივად ნახევრად იყო ალყაში. ცნობა თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა ფაქტობრივად "ჩაჭრე

უკრაინის პრეზიდენტმა სიკვდილის შემდგომ ქართველი მოხალისე მიხეილ კაპლანი (ყაფლანიშვილი) დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის, სიკვდილის შემდგომ მესამე ხარისხის „მამაცობის ორდენით“ დააჯილდოვა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი (კაპლანი). ჯილდოსა და უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერილი სიგელის სურათებს თავიანთ ფეისბუკის გვერდებზე აქვეყნებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები. ისინი წერენ, რომ ორდენს მიშა კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს.     მიხ

იენს სტოლტენბერგი - რუსეთში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, თუ რა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით

რუსეთში შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით "დიდი სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა, რითაც რუსეთში „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ განხორციელებულ ამბოხების მცდელობას გამოეხმაურა. „შაბათ-კვირის მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა,

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს საფრთხეები და ინფორმაცია ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ხელმძღვანელობას მიაწოდოს - მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხდება, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდოს, - ასე პასუხობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უსაფრთხოების საბჭოს შეკრების ინიციატივაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. კონსტიტუციასთან და პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერის განცხადებას გიორგი მსხილაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. "ვფიქრობ, მოსახლეობის შეგნებულა

მედია - „ვაგნერმა“, ამბოხების დროს, რუსული IL-22M თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომლის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა

"ვაგნერის" ბოევიკებმა, ამბოხების დროს, რუსული IL-22M ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია Oryxspioenkop-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავდროულად, რუსულ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, სავარაუდოდ, ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან, რომლის ავთენტურობის გადამოწმება ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი. კადრები მოწმობს, რომ IL-22M-სგან პრაქტიკულად არაფერი დარჩა. ამასთან, რუსი ჟურნალისტი, ირინა კუკსენკოვა „ტელეგრამში“ წერს, რომ რომ აღნიშნული IL-22M ტიპ

რუსუდან თევზაძე - რა ვითარებაა სკოლებში... როგორ ექცევა განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს (ვიდეო)

- რა ვითარებაა სკოლებში  - როგორ ექცევა განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, განათლების ექსპერტი -  რუსუდან თევზაძე 356155005_1472893323445737_5461265967697010698_n.mp4

"საქართველოსთვის" - მივმართავთ თავდაცვის მინისტრს სათანადოდ განმარტოს ვაზიანის სამხედრო ბაზის მიმდებარედ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა და შესაძლო რისკები

პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი მიმართავს თავდაცვის მინისტრს, წარდგეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უახლოეს სხდომაზე და სათანადოდ განმარტოს ვაზიანის სამხედრო ბაზის მიმდებარედ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა და შესაძლო რისკები.   "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რის შემდეგაც არ მოგვისმენია არანაირი ოფიციალური განმარტებ

ოლექსი რეზნიკოვი - მიმდინარე კონტრშეტევა მოსამზადებელი ოპერაციაა, ის წარმატებული იქნება, როგორც კი სრულად ამოქმედდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ამჟამინდელი კონტრშეტევა „მოსამზადებელი ოპერაციაა“ და ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება. "ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ოპერაცია. თუმცა მან დასძინა, რომ როგორც კი ის სრულად ამოქმედდება, წარმატებული იქნება და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯით მიგვაახლოებს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. მისი თქმით, უკრაინა ძალიან ფრთხილია, როცა საქმე მის მამაც და მოტივირებულ მებრძოლებს ეხება და ცდილობს, მათი სიცოცხლის გადარჩენას მაშინ, როცა რ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების 6 დრონი და 10 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს 8 დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, ერთ დღეში, მტრის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინელი არტილერისტების წარმატებებზე. „სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე-ღამ

გიტანას ნაუსედა - თუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, ნატო-მ აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ბელარუსი „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს მიიღებს. „თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმ

უკრაინა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით 1 კილომეტრამდე წაიწია წინ

კიევის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 1 კილომეტრამდე წინ წაიწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის ჯარის აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც kyivindependent წერს, უკრაინული მხარის განცხადებით, მართ ჯარს სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე 600-დან 1000 მეტრამდე წინსვლა აქვს. გამოცემა წერს, რომ დღის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა 186 სამხედროს განეიტრალება შეძლეს, 224 დაჭრეს, 8 კი დააკავეს. როგორც თავდაცვის მინისტრის მო

“გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს” – DRI

“გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს. რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად სთავაზობენ ახალ პროექტებსა და ღონისძიებებს. როგორც DRI აცხადებს, ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის

სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი დღეს თბილისს ეწვევა

დღეს, 26 ივნისს სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ოფიციალური ცნობითვე, ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. “ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშ

რატომ თქვეს უარი ლას-ვეგასელმა მამა-შვილმა ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად ბატისკაფით ჩაყვინთვაზე

ლას-ვეგასელმა მამა-შვილმა, ჯეი და შონ ბლუმებმა CNN - ითვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ისინი ბატისკაფ ,,ტიტანის“ წყალქვეშა ეკიპაჟის თავდაპირველ სიაში იყვნენ, მაგრამ შონს წყალქვეშა მცურავი მოწყობილობის შესახებ მოძიებული ინფორმაცია საიმედოდ არ ეჩვენა, ამიტომ მათ უარი თქვეს ჩაყვინთვაზე და თავიანთი ადგილი ბრიტანელ მამა-შვილს დაუთმეს. 20 წლის შონის თქმით, მას შემდეგ, რაც სუბმარინის შესახებ ვიდეოებს უყურა, ის თითქმის დარწმუნებული იყო, რომ წყალქვეშა მცურავ აპარატს შეიძლებოდა ოკეანის ზედაპირ

ნათია მეზვრიშვილი - "ოცნება" რუსეთს გულშემატკივრობს და ღმერთმა ნუ ქნას მიზანში ამოგვიღონ, 1 საათიც არ დასჭირდება ხელისუფლებას ისე მოკურცხლავს - სხვათა შორის გაქცევაში კობახიძე ჩემპიონია

ეს კაცი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები კონსტიტუციის მის მიერ დაწერილი კომენტარებითაც კი არ არის მისი საქმე, პრეზიდენტს უწუნებს მანდატის ცოდნას (რომელიც სხვათაშორის გუშინ სწორედ რომ მის მანდატში მოქმედებდა), მაგრამ არ მიკვირს, ასეთია მისი ბუნება - რასაც ჩასძახებ, იმას ამოსძახებს, ავტომატურ რეჟიმზეა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრისვილი წერს. მეზვრიშვილის განცხადებით, გუშინდელმა დღემ

ანტონიო ტაიანი: პრიგოჟინის მიერ გამოწვეულმა სამხედრო არეულობამ დაამსხვრია მითი ერთიანი რუსეთის შესახებ

,,ევგენი პრიგოჟინისა და ,,ვაგნერის“ მცდელობამ, მოეწყოთ გადატრიალება რუსეთში, გაანადგურა მითი პუტინის ერთიანი რუსეთის შესახებ და აჩვენა რუსეთისა და მისი ხელისუფლების სისუსტე." - განაცხადა იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ. ის დარწმუნებულია, რომ პუტინის ეპოქა რუსეთში ,,ვაგნერელების“ შეტევამ დაასრულა. ,,შიდა დაძაბულობა რუსეთის სამხედრო ძალებს შლის. ეს გარდაუვალი შედეგია, როდესაც დაქირავებულ ლეგიონს მხარს უჭერ და აფინანსებ". - განმარტავს ტაიანი. გარდა ამისა, იტალიის მთა

აშშ-ის დაზვერვამ ვერ იპოვა იმის მტკიცებულება, რომ COVID 19 ვუჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა ვერ მოიპოვეს იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ Covid-19 ჩინეთში, ვუჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა. ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის თქმით, ვირუსის როგორც ბუნებრივი, ასევე ლაბორატორიული წარმოშობა დამაჯერებელ სცენარებად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების უმრავლესობა თანხმდება, რომ ვირუსი ,,ლაბორატორიულად ადაპტირებული" და გენეტიკური ინჟინერიით მიღებული არ ი

ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ყოფილი გამომძიებლის ოჯახმა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს შეატყობინა. შუბითიძე გუშინ ღამით კახეთში დააკავეს. სერგო შუბითიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრ

ასლან კობახია: ჩვენს მეზობლებს დიდი პრობლემები აქვთ და მათ ჩვენთვის არ სცალიათ

რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზი ვეტერანი, სხვადსხვა დროს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ,,ეროვნული გმირი“ ასლან კობახია რუსი ოლიგარებისგან აფხაზეთის მიმართ გამოჩენილ ინტერესს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ,,როდესაც მათ მთელ მსოფლიოში დევნა დაუწყეს, მაშინ გაახსენდათ აფხაზეთის არსებობა. ხანდახან მგონია, რომ აფხაზეთი სულ სხვა პლანეტაზეა და როცა აფხაზეთის ირგვლივ ამდენ იდიოტობას ვხედავ, მინდა ვიყვირო: აფხაზებო, გაუფრთხილდით სამშობლოს!!!

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 276%-ით გაიზარდა

2023 წელს 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის, 276%-ით ანუ თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 6,360 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,690 მლნ ლარი. ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტ
×
×
  • შექმენი...