Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ოზურგეთში, სტიქიის ზონაში, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ სილაურში მოხუცი ქალის საცხოვრებელი სახლი წუხელ განვითარებულმა მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. სტიქიის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. ცნობისთვის, წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში პრობლემები შეიქმნა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მაშველები 3 ადამიანს ეძებდნენ, საიდანაც ორი უკვე ნაპოვნია. 1 გარდაცვლილი ბავშვია, კიდევ ერთ მოზარდს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

ბექა ლილუაშვილი - ბორელთან დღევანდელ შეხვედრას შევაფასებდი, როგორც "ოცნებისთვის" და ასევე ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ცივი წყლის გადავლებად, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა "ოცნების" მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას

ბორელთან დღევანდელ შეხვედრას მე შევაფასებდი, როგორც ოცნებისთვის და ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ცივი წყლის გადავლებად, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა ოცნების მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, დღეს, ოცნებამ სცადა, კვლავ გადაეტანა პასუხისმგებლობა ყველაზე, საკუთარი თავის გარდა, რაც  არ გაუვიდათ - მათ შეახსენეს, რომ მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული.  

როგორ წაართვა კულტურის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდი მწერალთა სახლის შემოქმედებით ჯგუფს

გუშინ და დღეს მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წინააღმდეგობრივი განცხადება გამოქვეყნდა. 7 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე გაზიარდა კულტურის სამინისტროს განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი ნატაშა ლომოური. მოგვიანებით განცხადება წაიშალა და დაწერეს, რომ ის იყო შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური. მოგვიანებით აღნიშნული განცხადებაც წაიშალა ფეისბუქისგვერდიდან. 8 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე ისევ გამოქვეყნდა კულტურის სამინისტროს ის განცხადება,

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია, არც მიატოვებს! - საქმეა გასაკეთებელი და დროც არის ამისთვის, გააკეთეთ! ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ!

გთხოვთ, არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ასეთი რამ არასდროს იქნება მიღებული ჩემს მიერ, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია - თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბორელმა აღნიშნა, ახლა მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს მიმართული რ

ფრენების აღდგენა, ინფორმაციის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება - გზავნილები ბორელისგან

ფრენების აღდგენარუსეთთან, ინფორმაციის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, დემოკრატიული სისტემების მნიშვნელობა – ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

ჯოზეფ ბორელი - ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული

ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე, დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრ

შსს - მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, ჯუმათის დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი პირი, ხოლო სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა. „სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები. ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილ

ანა ბუჩუკური - ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ტყუილი "რუსთავი 2"- გან და ეს არ არის პირველი შემთხვევა

„ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ტყუილი რუსთავი 2- გან. ეს არ არის პირველი შემთხვევა მათგან. ზუსტად რუსთავი 2 იყო, რომელმაც ვითომ „ექსკლუზიური“ ამბავი - აბსოლუტური ტყუილი გაავრცელა და იქიდან დაიწყო პროპაგანდა, თითქოს ვაშინგტონში გიორგი გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, ეს იყო დიდი ტყუილი #1, დიდი ტყუილი #2 - გიორგი გახარიას „კოკაინშიკობასთან“ დაკავშირებით და გუშინდელი დიდი ტყუილი #3, რაც ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან კადრში, ვიდეოში ჟურნალისტებთან გახარია სხვა რამეს ამბობს და რ2-მა მაგ

ლილუაშვილი - ღარიბაშვილს გააზრებული არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ ის პრემიერ-მინისტრია, სახელმწიფო ბიუჯეტი კი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები ისევ ხალხის სარგებელისთვის და არა იმისთვის, რომ  ხელისუფლებიდან ვინმე გამდიდრდეს (ვიდეო)

"ღარიბაშვილს გააზრებული არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ ის არის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი. სახელმწიფო ბიუჯეტი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები, იმისთვის, რომ მათვე მიიღონ სარგებელი და არა იმისთვის, რომ  ხელისუფლებიდან ვინმე გამდიდრდეს."   ბექა ლილუაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი. 372962081_143101832197109_4400962185295229762_n.mp4

მიხეილ დაუშვილი - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი... ამ უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები და მონაწილეები, დასჯილები კი არა, ამნისტირებული არიან, ეს ყველაფერი არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი და იქ ჩადენილი იყო კონკრეტული დანაშაულები.  მეორე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მელია დასაკავებელი იყო და მისი დაკავების საფუძველი იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი და იქ არ შეიძლება, რაიმე კითხვა არსებობდეს.  მესამე, ის ფაქტი, რომ დღეს ამ უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები და მონაწილეები არათუ დაუსჯელები, რამედ ამნისტირებული არიან, ეს ყველაფერი არის „ოცნების“

ქობულეთში ადიდებულმა მდინარემ ქუჩები დატბორა

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქალაქში გუშინ ძლიერი წვიმა იყო, ადიდდა მდინარე აჭყვა და დაიტბორა ქუჩები. რამდენიმე სოფელში კი მეწყერული პროცესები განვითარდა.    

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის გარკვეულ მონაკვეთზე უხვი ნალექის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე უხვი ნალექის გამო, მდ. ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს,  მყისიერად დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენ

„კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა საჭირო“ — ბორელის მიმართვა

ჟოზეფ ბორელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის რანგში პირველად სტუმრობს საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, პარლამენტსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ბორელის თქმით, მათთან განიხილავ აქამდე მიღწეულ პროგრესს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელ

პირმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოები მოიპოვა და სოცქსელში ყიდდა — საგამოძიებო სამსახური

15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების მოპოვებისა და შემდეგ სოციალურ ქსელში მათი გაყიდვის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო, მისი ნდობა მოიპოვა, გააგზავნინა ინტიმური ფოტოები და ვიდეოები, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიში შექმნა და სხვა პირებს აღნიშნულ ფოტო-ვიდეოს თანხის სანაცვლოდ უგზავნიდა. გამოძიება დაზარალებულ

შსს - სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, საძიებო სამუშაოები გრძელდება

სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. მათივე ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე

ლანჩხუთის მერი - ლანჩხუთში ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო, სახლი კი სტიქიის შემდეგ მიწაში დაიმარხა, ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფია და ტალახია - გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მის მუნიციპალიტეტში ერთ მოზარდს ეძებენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მეწყერსაშიში ზონებიდან მოქალაქეები გამოჰყავთ. „მთელი ღამის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი წვიმა იყო გუშინ, 21:00 საათზე რომ დაიწყო, არ გაჩერებულა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მაქსიმალურად იყვნენ გასულები. ყველგან მუშაობდნენ, მაგრამ ფიზიკურად უძლურები იყვნენ. მეწყერმა

ბერდია სიჭინავა - ვინ გაასხვისა რაჭის ტყეები? (ვიდეო)

ვინ გაასხვისა რაჭის ტყეები?   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 374652513_1300148120613093_6982611464863588345_n.mp4

პრეზიდენტი მოქალაქეებს - მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ ევროპის დედაქალაქებში, ამაყი ვარ, რომ ამას დღეს ვაკეთებ ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი

თქვენ რომ არ გამოსულიყავით და მთელი ევროპისთვის არ გეჩვენებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ევროპული პერსპექტივა, მაშინ მეც არ მექნებოდა ნდობა, როდესაც ევროპის სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროპაში ვიზიტების დროს მან ისარგებლა საკუთარი კონტაქტებით და ნდობით, რომელიც მის მიმართ აქვთ ევროპაში. „საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლო

პრეზიდენტი - ყველამ იცის, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ერთად გვაქვს დასაცავი - თუ ხელისუფლება გაიგებს და შეეგუება, იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული - თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი ი

მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რუსეთის „ფეხქვეშ“ აღარასოდეს არ უნდა დადგეს და ეს მიზანი ყველას ერთად გვაქვს დასაცავი. პრეზიდენტის განცხადებით, ეს იქნება ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი, რაშიც პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთად

სალომე ზურაბიშვილი - მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს - მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, რადგან ეს ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულებაა

ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს, მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე, საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა. „მინდა, მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგან მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ

დღეს, 21:00 საათზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს

დღეს, 21:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს

„ფაქტობრივად, წამალი ხელში გვიჭირავს“ — აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელ შეხვედრაზე მათი შვილების „ვოზორიდიტით“ მკუნალობაზე თანხმობას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ მაკუნა გოჩიაშვილი ავრცელებს: „ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში. დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ ,,ვოზორიტიდით” და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვ

მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს საშუალება, თუ ოჯახი არ მომეხმარა – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მას არ უჩნდება კითხვა იმაზე თუ როგორ შეძლო პრემიერ-მინისტრმა ევროპამდე ჩარტერული რეისის თანხის გადახდა. მდინარაძის თქმით, მან დეტალები არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ პრემიერის მიერ გაწეულ ხარჯებზე ინფორმაცია დეკლარაციაში მოხვდება. ჟურნალისტებმა მდინარაძეს ჰკითხეს, აქვს თუ არა პირადად მას საშუალება, რომ ჩარტერით ევროპაში გაფრინდეს, რაზეც მან უპასუხა: „მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალ
×
×
  • შექმენი...