Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა

ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს წითელი ნახევარმთვარის რეგიონული ოფისი ავრცელებს. ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ცნობით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ 10 000-მდე ადამიანი. ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვა მომდევნო დღეებში, შესაძლოა, 20 000-ს მიაღწიოს. ამავდროულად, გაეროს ინფორმაციით, სტიქიისგან გამოწვეული სხვადასხვა სახის ზიანის გამო დახმარები

გიორგი ვაშაძე: ვიწყებთ კამპანიას - „ევროკავშირი საქართველოსთვის“, ყველა სოფელში ჩავალთ და სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღვმართავთ

„გამარჯვების პლატფორმამ" წყალტუბოს რაიონში, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს. მათი ცნობით, პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კამპანია - „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც ისინი არაერთ რაიონსა თუ სოფელში ჩავლენ. „გამარჯვების პლატფორმის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს - სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის აუცილე

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამართალი 16.09.2023 / 11:05აა პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს და უცხოეთის 4 მოქალაქე დააკავა

სამართალდამცავებმა ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოსა და უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებიდან ორმა პირმა ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავა და ისინი დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლ

სუს-მა აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, - აცხადებენ სუს-ში.

სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარ

გიორგი ამილახვარი - ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება... 10 სკოლაში არის პრობლემა და პასუხისმგებლობას არ გავურბივართ

განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოში, პარალელურ რეჟიმში, დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. ერთ-ერთი, მაგალითად, დღეს გავხსენით და ასეთი კიდევ არის ათეულობით, ნელ-ნელა გავხსნით. იცით, რომ ვიცი ეს პრობლემა. იცით, ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება კონტრაქტორთან, იქნება უმკაცრესი მიდგომა და არის უკვე ეს გან

მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის აშენების მოთხოვნით დადიანის ქუჩაზე აქცია გამართეს

„ჩემი მომავალი აქ წყდება, დაგვიბრუნე ჩვენი სკოლა“ - ამ ლოზუნგით მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე აქცია გამართეს. მშობლები სკოლის დროულად აშენებას და მათი შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემის შესაძლებლობას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ის დღემდე არ აშენებულა. „მესამე წელია, რაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. იგივე მდგომარეობაშია ნაძალადევში არაერთი სკოლა, რაც ამ რაიონს მძიმე მდგომარეობაში აყენებს

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. შესაბამისი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სტატუსი 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, რომელთა დავალიანება ჯამში 40 მლნ ლარს შეადგენს. „სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქ

საგარეჯოში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე მოზარდი კი დაშავდა

საგარეჯოში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა ცოტ ხნის წინ საგარეჯოს 1-ელი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტომანქანას არასრულწლოვანი მართავდა. ადგილობრივების თქმით, სიჩქარის გადაჭარბებით მოძრავი „მიცუბიშის“ მარკის მანქანის მძღოლმა, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა “მიცუბიშის“ მარკის ავტომობი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20მლნ ლარით იზრდება. ძირითადად, ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარიც მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.    

ადვოკატი მოითხოვს, ქობულეთში მოკლული გიორგი ალხანიშვილის საქმის განხილვა ჯგუფური მკვლელობის კვალიფიკაციით მოხდეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2023 წლის 18 მაისს მოკლული გიორგი ალხანიშვილის ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე ითხოვს, რომ საქმის განხილვა ჯგუფური მკვლელობის კვალიფიკაციით მოხდეს. როგორც ადვოკატი წერს, საგამოძიებო უწყება მომხდარის ჯგუფურ მკვლელობად განხილვას თავს არიდებს და ლოიალურად უდგება იმ ადამიანების ქცევის შეფასებას, რომელიც საქმეში ფიგურირებენ. „ოთხმა მეგობარმა - ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა, ლუკა ჯიბლაძემ, ალექსანდრე ახვლედიანმა და დავით მენაბდემ გიორგი სტუმრად წაიყვანეს ერთ-ერთის, ალექსანდრ

იაგო ხვიჩია აპირებს სანაძლეო დადოს, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ

სანაძლეოს ვდებ, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, კენჭისყრაზე დასწრებას გეგმავს, თუმცა მასში მონაწილეობას არ აპირებს და მხოლოდ კოლეგებს დააკვირდება. ,,ამ პროცესს რომ ჩემთვის ინტერესი მიეცეს, ვაპირებ სანაძლეო დავდო, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ და დავდო მილიონი ქართული დოლარი - ესა ,,გირჩის" ვალუტა, ვინც დამენიძლავება. შესაბამისად, დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო. გადაბირების რ

გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის ფრენები და მუშაობა რომ არა, დღეს ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, სადაც ახლა „ოცნებას“ სურს დაგვაბრუნოს

სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს „ქართულმა ოცნებამ", აბსურდში არიან! - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლა გაიაშვილს სურს, რომ ის რაც ღარიბაშვილზე მედიას უთხრა, სააკაშვილზე საუბრით გადაფაროს. „ვფიქრობ, სწორი კომენტარია, რომ სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს ქართულმა „ოცნებამ", ისეთ აბსურდში არიან! სააკაშვილის ფრენები და აქტიური მუშაობა რომ არა, დღეს ჩვენ ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, რომელშიც უნდა ახლა ,,ქართულ ოცნება

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები,

ირაკლი კობახიძე: რაც დეგნანი წავიდა ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მატთვის საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის ობიექტურად იმუშავებს. „ეს არის სპეკულაციები, ისინი ცდილობენ, გადა

მამუკა მდინარაძე: 14 მილიონის გაფლანგვაზე თუა საუბარი, პირადი, აღვირახსნილი თემების საჭიროებისთვის და მიხეილ სააკაშვილის ვნებების დასაკმაყოფილებლად, წარმოუდგენელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს. მისივე თქმით, პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს 14 მილიონის გაფლანგვა წარმოუდგენელი ამბავია. „რ

გიორგი ბოტკოველი: ყველამ თავის პარტიას მიხედოს

ჩვენ სხვა პარტიაში მოღალატეს არ ვეძებთ და ყველამ თავის პარტიას მიხედოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „რუსული ოცნების" თამაშის მონაწილე არ უნდა გახდეს არც ერთი პროევროპული პოლიტიკური ძალა. „მიმდინარეობს იმ პროცესის განხილვა რა გაიარა ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" და ასევე, სამომავლო გეგმები. მათ შორის, ფრაქციის სამოქმედო გეგმა - იმპიჩმენტთან დაკავშირებით და ყველა იმ

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს - ეს არის პარტიის, ფრაქციის გადაწყვეტილება,

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის პოზიცია არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო ამ საკითხზე იმსჯელებს და ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. „თავად მოიგონა ბიძინა ივანიშვილმა, რუსულმა პარტიამ მისივე ხელდასმული პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ეს ქალბატონი არავის აურჩევია, დასვეს კრიმინალურად. მოჰპარეს ხალხს არჩევნები და ისეა ქალბატონი ზურაბიშ

პარტია „საქართველოსთვის“ თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირების ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირებას ეხება. პარტის დეპუტატებმა შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი უკვე დააინიცირეს და მის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა ბექა ლილუაშვილმა განმარტა, კანონში ცვლილება ირაკლი ღარიბაშვილის მამის და მიხეილ საა

ირაკლი კობახიძე NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შესახებ: ორპირმა ქარმა გაციება იცის

მე, ზოგადად შემიძლია გითხრათ, შემდეგი - ღია კარში ყოფნა, ამაზე ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივნის კახა კალაძის განცხადება ნატო-სთან მიმართებით, რომ თუ რაიმეს „ერთი ადგილი აქვთ“ საქართველო ნატო-შ

ხატია დეკანოიძის აზრით, სასაცილოა, რომ პრემიერის ამ კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე საუბარს იწყებს

ძალიან სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე იწყებს საუბარს - აღარ არის წინა ხელისუფლებაზე საუბარი საინტერესო, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული კორუფციონერი და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებული, ზუსტად ,,კლანთან" დაკავშირებით სხვადასხვა შავ საქმეებში ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მი

ირაკლი ნადირაძე: ,,ქართულ ოცნებას" თქვენი შვილებისთვის ნორმელური საჯარო სკოლებიც არ ემეტება

„ქართულ ოცნებას“ თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო სასწავლებლები და მათ შორის შვილები სასწავლებლებში რომ წაიყვანონ, ასობით ათას ლარის გადახდისთვის არიან მზად ჩარტერულ რეისებში, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, არ ემეტებათ ნორმალური საჯარო სკოლებიც კი, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, პარტ
×
×
  • შექმენი...