თბილისში, წერეთლის გამზირის ერთ-ერთ კორპუსში ნანუკა ნადირაძე და მისი 8 წლის შვილი, ბარბარე ქირაობენ ბინას.
დედაქალაქის საბინაო კრიზისის ფონზე ამ 1-ოთახიანი საცხოვრებლის ნახვაც გაუჭირდათ: ნანუკა იხსენებს, რომ ქუჩა-ქუჩა დადიოდა ისეთი ბინის საპოვნელად, რომელიც მის სამსახურთან და ბარბარეს სკოლასთანაც ახლოს იქნებოდა.
იმისთვის, რომ დედა-შვილმა ამ ბინაში ცხოვრება და თბილისში თავის გატანა შეძლოს, ხოლო ბაბის ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს, ნანუკა თვის განმავლობაში ღამის 22 ცვლაში მუშაობს. ეს ნ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
განცხადებას გაზეთ Observer-ზე დაყრდნობით, The Guardian-ი ავრცელებს.
ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის.
„თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%,
რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილს Shahed-136/131 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა განხორციელდა პორტის ინფრასტრუქტურაზე, დაშავებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
„3 სექტემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა Shahed-136/131-ის უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის რამდენიმე ტალღა განახორციელეს სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. სულ დაფიქსირდა 25 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლე
საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსს ბრიუსელში ვიზიტს ეხმიანება და აქებს.
„ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო, ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის“, – დაწერა ტვიტერზე საფრანგეთის ელჩმა.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
აღნიშნული განცხადების შემ
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა. სეტყვის შედეგად განადგურებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ნარგავები. ქარმა მოგლეჯა ელექტროგადამცემი ბოძები და ხეები, სახლებს გადახადა სახურავები.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება დილიდან დაიწყება.
„ქარბორბალას ტიპის ქარიშხალი იყო თავისი სეტყვით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფელს. ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით განადგურებულია იმ მონაკვეთში, სადაც ეს სტიქია მოხდა. ასევე, დაგლიჯა 100-წლოვანი ხეები, ელექტოგადამცემი ხაზების
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა დღეს კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.
უწყების ცნობით, ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.
„დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.
პრობლემაზე მუშაობა მყისიერად დაიწყო. ხარვეზი დღის ბოლოს სრულად იქნება აღმოფხვრილი და
ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა.
ამის შესახებ განცხადებას ნობელის ფონდი ავრცელებს.
ნობელის ფონდის ინფორმაციით, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ელჩის მოწვევის გადაწყვეტილებამ მხურვალე რეაქცია გამოიწვია.
„ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად და სწორად ვთვლით, რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ღირებულებები და მესიჯები, რომლებსაც ნობელის პრემია იცავს“, - წერია განცხადებაში.
მათი თქმით, სწ
„მეტი რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რომ ვერ გავუძლო? რის ატანას ვეღარ შევძლებ ამის მერე? იცი, რა კარგია, როცა სირთულეებს დაძლევ და ასე იწყებ ფიქრს? ვფიქრობ ახლა ასე. ორთვიანი სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ ამერიკის საჰაერო ძალებში მოსახვედრად.
წარმოიდგინეთ, ტეხასის 45 გრადუსი სიცხე, 18 საათი დგახარ ფეხზე და ღამით საშუალოდ 5 საათი გძინავს. გწვრთნიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. გაართმევ თუ არა წვრთნებს თავს, დამოკიდებულია იმაზე, კრიტიკულ მომენტში რამდენად სწორ დროს შეძლებს შენი გონება სწორი გა
ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალური ქსელის საშუალებით პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს:
“განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს”
ძვირფასო ახალგაზრდებო მინდა ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი სტუდენტობა მოგილოცოთ მთელი გულით, წარმატებები გისურვოთ და ვიქონიო იმედი, რომ აუცილებლად გაათბობთ და გაანათებთ ირგვლივ არემარეს ისე, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე ამბობდა!
მომავალი უდავოდ თქ
ევროკავშირის კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ დეზინფორმაციას ვერ აჩერებენ. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს სოციალურ ქსელებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ზეგავლენის დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა.
ანგარიშის ავტორთა თქმით, რუსული დეზინფორმაციის რაოდენობა „ტვიტერში” მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შეისყიდა და აღნიშნული სოციალური ქსელის უსაფრთხოების სტანდარტები გააუქმა.
„კრემლის მხარდამჭერ ანგარიშებს კვლავაც აქვთ წვდომა დიდ აუდ
ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ.
მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადად და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
იპნ
რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში წვრთნა ჩაატარეს, რომლის მსვლელობისას სამხედრო ობიექტებზე პირობითი მოწინააღმდეგის ტერორისტული თავდასხმის მოგერიება იქნა დამუშავებული.
„აფხაზეთში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზაზე ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფების სამხედრო წვრთნები ჩატარდა. საბრძოლო მდგომარეობასთან მიახლოებულ ვითარებაში იმიტაციის მრავალი საშუალება და ფუჭი საბრძოლო მასალა გამოიყენეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რევაზ ლაღიძის #12 ახლა მაღალი, დახურული, ხის ფაქტურის ღობითა და რკინის ჭიშკრითაა დაგმანული. ჭიშკარი შიგნიდანაა ჩარაზული, მის თავზე კი სარეკლამო ბანერია გამოკრული - "იყიდება ბინები 45 კვ მეტრიდან".
სარეკლამო ბანერი ლაღიძის 12 ნომერში
ჭიშკრის ქვეშიდან ან ჭიშკარსა და ღობეს შორის დარჩენილი ღრიჭოდან თუ შეიხედავ, ახლად მოსუფთავებულ ტერიტორიას, ე.წ. სამშენებლო ობიექტს დაინახავ. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქ ჯერ არ დაწყე
„ოცნების” გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე, პირველ რიგში, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად უქმნის საფრთხეს და მეორე მხრივ, პოლარიზაციას უწყობს ხელს.
ევროინტეგრაციის პროცესი ერთი მხრივ “ოცნებისთვის” არის არასასურველი, რადგან მათი მმართველობის ფორმა შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. მეორე მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებამ შესაძლოა გაამყაროს “ოცნების” ძალაუფლება. შესაბ
მიმდინარე ზაფხულს საზღვარგარეთ დასვენება რუსეთის დაახლოებით 5-მა მილიონმა ადამიანმა აირჩია. როგორც რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია წერს, ეს რაოდენობა 37%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება თურქეთი და აფხაზეთი იყო.
ტურისტული ბაზრის ექსპერტების წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიონი რუსი ტურისტი აფხაზეთში ჩავიდა, რაც 25%-ით მეტია, ვი
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის რვა კურსდამთავრებული სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა.
ესენია: ელენე ჯაფარიძე,
ნინი გობრონიძე,
გიორგი სირაძე,
ნუცა ღელეყვა,
ვახტანგ ბაქანიძე,
ლიზი მექვაბიშვილ,
ანანო ჩაგუნავა,
მარიამ ქათამიძე.
ვულოცავთ ამ დიდ მიღწევას და სიხარულს აწ უკვე სტუდენტებს და კვლავ გამარჯვებებს ვუსურვებთ.
მარინა ჩი
საკვებისა და სასმელის ღირებულება აეროპორტებში შესაძლოა, რამდენჯერმე აღემატებოდეს მსგავსი პროდუქტების ფასს ჩვეულებრივ მაღაზიებში. ეს ფაქტი მუდმივად იწვევს მგზავრების უკმაყოფილებას და აეროპორტების მიმართ პრეტენზიებს.
მართლაც, ქსელურ რესტორანში, რომელიც აეროპორტში მდებარეობს, ჩვეულებრივი სადილი შესაძლოა, სამჯერ ან ხუთჯერ მეტი დაგიჯდეთ, ვიდრე ანალოგიურში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ისევე, როგორც წყალი, ყავა და ა.შ.
მგზავრები იხდიან საკუთარი უსაფრთხოებისა და
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და 20 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ალბანეთის, გაერო-ში ელჩმა ფერიტ ჰოჯამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში 18 სექტემბრიდან შეიკრიბებიან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა კი 20 სექტემბერს გაიმართება.
ინტერპრესნიუსი
ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის სამხრეთში, კერძოდ ზაპოროჟიეს ოლქში, „უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წინსვლას” ხედავს ბოლო 72 საათში.
„ამ კონტრშეტევის ვერც ერთი ობიექტური დამკვირვებელი ვერ შეძლებს უარყოფას, რომ მათ პროგრესს მი
უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ბრალდება წარუდგინეს.
საუბარია თაღლითობასა და უკანონო გზით მოპოვებული საკუთრების ლეგალიზაციაზე (ე.წ. გათეთრებაზე).
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დადგინდა, რომ 2013-2020 წლებში კოლომოისკიმ მის მიერ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
publika
ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროს სხვა წარმომადგენლები მიმართავენ კულტურის სამინისტროს და მოუწოდებენ, ღიად გაემიჯნონ რუსულ ფესტივალს.
საუბარია მოსკოვში დაგეგმილ საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალზე. რუსული მედია მანამდე წერდა, რომ მასში საქართველოს მხარეც იღებდა მონაწილეობას, კერძოდ კი რუსული ცენტრის „აზბუკას“ თანამშრომლები.
წერილის ხელმომწერები მოუწოდებენ კულტურის სამინისტროს, გაავრცელოს ოფიციალური განმარტება და ღიად განაცხადოს, რომ უწყება კატეგორ
თბილისში, ლაღიძის ქუჩის N12-ში, მშენებელ კომპანიას ისე უნდა აეშენებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომ ადგილზე არსებული ძველი შენობის ერთ-ერთი კედელი შენარჩუნებულიყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “ოცნების” დეპუტატის შვილის კომპანიამ კედელი დაანგრია. მერია აცხადებს, რომ მომხდარს იკვლევს.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე შენობის სრულად გაქრობის თაობაზე საზოგადოებას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა აუწყა. ამაშუკელი პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრია მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ს