Jump to content
Planeta.Ge

Blogs

კახაბერ ქემოკლიძე - ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანია, აქცენტები შოვის ტრაგედიიდან ახალ საინფორმაციო საკითხზე გადმოიტანონ და ეს თემა გადაფარონ

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანია, აქცენტები შოვის ტრაგედიიდან ახალ საინფორმაციო საკითხზე გადმოიტანონ და ეს თემა გადაფარონ. როგორც ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ასევე, იმპიჩმენტის მიზანი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ კონტექსტში დაზიანებაა. „შოვის თემამ მათი სისტემების პრობლემები გამოაჩინა, მათ შორის ის იდეოლოგიური ხაზი და

ემანუელ მაკრონი - როგორც ყოველთვის, სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან - ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე

როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოზე და ევროკავშირის კანდიდატურაზე ისაუბრა. „დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე,

სალომე ზურაბიშვილი - მოგესალმებით პარიზიდან - საფრანგეთის პრეზიდენტთან ძალიან სასარგებლო საუბარი მქონდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ფრანგ კოლეგასთან საუბარი ჰქონდა საქართველოს „ევროპულ კანდიდატურაზე“. „მოგესალმებით პარიზიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს ევროპულ კანდიდატურაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის განცხადების ვიდეომასალა პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა. იპნ

კახაბერ ქემოკლიძე - ჩვენ ვთქვით, როცა კომისია შეიქმნება, მისი დასკვნა უნდა იყოს დამაჯერებელი და პოლიტიკისგან დაცლილი

“ჩვენ ვთქვით, როცა კომისია შეიქმნება, მისი დასკვნა უნდა იყოს დამაჯერებელი და პოლიტიკისგან დაცლილი. ეს მიზანი კი მიიღწევა მხოლოდ თანმიმდევრული ნაბიჯებით. თანმიმდევრულობა კი გამოიხატება შემდეგში: დასვა პროფესიული კითხვები და დაელოდო პასუხებს. არ მოვა ეს პასუხები? დაელოდები მინისტრს. მინისტრმაც თუ ვერ გასცა შესაბამისი პასუხები, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძიო კომისიით. აი ეს იყო ჩვენი სტრატეგიული მიზადი და ის რითაც განვსხვავდებით სხვა პარტიებისგან .”      კახაბერ ქემოკლი

აშშ-ს ახალ ელჩს კერკეტი დიპლომატის რეპუტაცია აქვს, ეს კომპლიმენტია – ინტერვიუ დევიდ კრამერთან

„რთული დღეები გვიდგას“ – ასე აფასებს საქართველოსა და შეერთებული შტატების ამჟამინდელ ურთიერთობებს დევიდ კრამერი – სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორი. „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში კრამერმა არ დაიშურა კრიტიკა ხელისუფლების მისამართით – უარყოფითად შეაფასა „ოცნების“ ზოგადი საგარეო პოლიტიკა და აშშ-სთან ურთიერთობების ხაზი, კიდევ ერთხელ ისაუბრა დამატებითი სანქციების საჭიროებაზე, ჩინეთთან ურთიერთობებში სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი დ

უკრაინული გამოცემის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი კიევშია

კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება. გასულ ღამით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინული გამოცემის თანახმად, საჰაერო განგაში კიევში ბლინკენის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის აპრილსა და სექტემბერშიც. აშშ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებ

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალ პაკეტში შედის 10 000-ზე მეტი ჭურვი Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის და ასევე შეჯავშნული ხიდგამდები Beaver. გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა საზღვრის დაცვის ოთხი მანქანა, 20 000 სათვალე, 32 სატვირთო Zetros-ი, და ოთხი ნახევრადმისაბმელი.ახალ პაკეტში ასევე შედის რვა მილიონზე მეტი ვაზნა და თითქმის 40 მმ-იანი 27 000 ერთეული საბრძოლო მა

ნატალი საბანაძე - სახეზეა დემოკრატიის მოშლის აქტიური მცდელობა დემოკრატიული მეთოდებით, საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ამოცანაა ამას ხელი შეუშალოს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ამოცანაა დღეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, ამჟამად აშშ-ში მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის საირუს ვანსის სახელობის პროფესორს, გიორგი გახარიას მრჩეველს, ანალიტიკოსს, ნატალი საბანაძეს ესაუბრა.   - ქალბატონო ნატა, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში ცხელი ზაფხული იყო, მათ შორის საქართველოშიც და ამერიკაშიც, დარწმუნებული ვარ არდადეგებზეც ადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. დაგიკავშირდით ახალი პოლიტიკური სე

მუშებმა გზის შესამოკლებლად ჩინეთის დიდი კედელი "გაჭრეს"

ორმა მუშამ ჩინეთის დიდი კედელი დააზიანა. პოლიციის განცხადებით, ცენტრალური შაანსის პროვინციაში მუშებმა იმისათვის, რომ სამუშაოებამდე მანძილი შეემცირებინათ, ექსკავატორით გაიყვანეს ახალი გზა, რომლითაც პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელში "გაიარეს". ჩინეთის დიდი კედელი არამხოლოდ "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, არამედ შაანსის პროვინციაშიც მას დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს. მუშები, 38 წლის კაცი და 55 წლის ქალი, უკვე დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ჩინეთის დიდი კედლი

ბექა ლილუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად „ოცნებას”დაეხმარა იმაში, რომ ამ კვირას, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა კენჭისყრაზე საკითხი, ჩავარდება, რადგან 50 დეპუტატის ხმა არ ექნება

„ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად „ოცნებას”დაეხმარა იმაში, რომ ამ კვირას, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა კენჭისყრაზე საკითხი, ჩავარდება, რადგან 50 დეპუტატის ხმა არ ექნება.    ჩვენ საგამოძიებო კომისიას, როგორც სიმართლის დადგენის ინსტრუმენტს კი არ ვეწინააღმდეგებით. “ნაციონალური მოძრაობის” ამ დროს, ამ მოცემულობაში, ამ ფორმით დაყენებული საგამოძიებო კომისია ვერ დაადგენს ვერანაირ სიმართლეს და რატომ? პირველი- შემოიტანეს საგამოძიებო კომისიის შექმნის

ბერდია სიჭინავა - საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი, მაშინ როცა ჯერ კიდევ გარდაცვლილებს ვეძებდით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მორალურად გაუმართლებელ ქმედებად მიგვაჩნდა (ვიდეო)

“საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი, მაშინ როცა ჯერ კიდევ გარდაცვლილებს ვეძებდით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მორალურად გაუმართლებელ ქმედებად მიგვაჩნდა.  მაშინ, როცა საპარლამენტო ბერკეტები გამოუყენებელი გაქვს, საგამოძიებო კომისიის შექმნა ფორმალურ-სამართლებრივადაც გაუმართავია.  ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ გვინდა ეს თემა პოლიტიკური მდგენელისგან იყოს სრულად დაცლილი.  ხვალ კენჭისყრაზე ამ საკითხის გამოტანა არის პირდაპირ ოცნების თამაში,

ბექა ლილუაშვილი - გახარიას გუნდს სურს სიმართლის დადგენა და ამ სიმართლის დადგენის რესურსი შენარჩუნებული რომ ყოფილიყო, ამიტომ მოუწია ზუსტად „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დახევა (ვიდეო)

გახარიას გუნდს სურს სიმართლის დადგენა და ამ სიმართლის დადგენის რესურსი შენარჩუნებული რომ ყოფილიყო, ამიტომ მოუწია ზუსტად „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დახევა.      ინტერპელაცია ხომ ნაციონალური მოძრაობის მოწვეულია, თუ არ ქონდათ მოლოდინი სიმართლის დადგენის და თუ არ თვლიდნენ, რომ ინტერპელაცია შედეგის მომტანი იქნებოდა, მაშინ რატომ მოიწვიეს. ჩვენ ჩვენით მივუბრუნდებით საგამოძიებო კომისიის საკითხს, როცა კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ მინისტრი პასუხი

პარტია „საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს

პარტია „საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრო გამოეყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გაერთიანებული ორი უწყების ერთდროულად მართვა უკიდურესად დიდ გამოწვევას წარმოადგენს. იწვევს მართვის პრობლემებს და აფერხებს როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას. გლობალურმა დათბობამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმა, ამ საკითხების აქტუალობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მკაცრი გარემოს დაცვითი პოლიტიკ

მიხეილ დაუშვილი - ისე არ უნდა მოხდეს, რომ "ოცნებამ" შეძლოს და შოვის უმძიმეს ტრაგედიაზე თავისი პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბრალოს (ვიდეო)

“ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ამ საკითხზე დადგინდეს სიმართლე, დადგინდეს ჭეშმარიტება, მათ შორის ნებისმიერი საპარლამენტო ინსტრუმენტის გამოყენებით, მაგრამ ეს უნდა იყოს თამნიმდევრული და ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთ მხარის გადაწყვეტილებით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს, "ოცნებამ" შეძლოს და ამ უმძიმეს ტრაგედიაზე თავისი პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბრალოს.” მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი 375309744_1198928058175919_1122801995081212257_n.mp4

500 000 დოლარს მიიღებს რუსი პილოტი, რომელმაც უკრაინას ვერტმფრენი „მი-8“ გადასცა

რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელიც უკრაინის მხარეს გადავიდა და კიევს რუსული ვერტმფრენი „მი-8“ ჩაუყვანა, ჯილდოდ 500 000 დოლარს მიიღებს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“. გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარე, კერძოდ კი ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გურ), მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, კუზმინოვს მიბაძონ. რუსი სამხედროებისთვის უკრაინის მხარეზე ტექნიკით გადასვლისთვის ჯილდოდ ფულადი თანხის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის ბრძანებითაა გათვალისწინებული. კუზმინოვის და მისი პილოტ

"ჩხოროწყუ საქართველოსთვის" - გამოვდივართ ინიციატივით მოხდეს მეთხილე ფერმერების მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება და მიღებული ზარალის ანაზღაურება ან სუბსიდირება (ვიდეო)

პარტია “საქართველოსთვის” გამოვდივართ ინიციატივით მოხდეს მეთხილე ფერმერების მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება და მიღებული ზარალის ანაზღაურება ან სუბსიდირება, როგორც ეს დასეტყვილი ყურძნის ან კიდევ არასტანდარტული ვაშლის და ციტრუსის შემთხვევაში ხდება. ჩხოროწყუ საქართველოსთვის 10000000_265823469665687_6622979163519490605_n.mp4

პარლამენტმა ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა, დავით სერგეენკოს - არა

პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ კენჭი უყარეს უმრავლესობის დეპუტატების – დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა დავით სერგეენკოს დეპუტატის მანდატი არ შეუწყვიტა, მაგრამ 68 ხმით მხარი დაუჭირა ქეთევან დუმბაძისთვის ულფებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შეუთავ

ოკუპირებულ აფხაზეთში ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ე.წ. მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ უწყების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ინალ არძინბას გადადგომის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, თავის გუნდს განუცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს და რუსეთში ბრუნდება.

მედია - ენტონი ბლინკენი კიევს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს, 6 სექტემბერს, კიევს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ZN.ua დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ვიზიტის დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. ipn

ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვა, ირმა ხეცურიანმა კი – ბრინჯაო

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები. ტურნირზე ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში გამოვიდნენ. 2 სექტემბერს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 3 სექტემბერს კი ხმლით ასპარეზობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა. ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში იაპონელ და იტალიელ მეტოქეებს მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც პოლონ

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ლომჯარიამ განუცხადა, აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აქტივიზმით წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში. „ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ აინტერესებთ და

სტივ ნიქსი - საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება - IRI არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებაში ძალიან დიდ აქტივს დებს

მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება აქ, საქართველოში - IRI დებს მის ძალიან დიდ აქტივს არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებაში. ველით, რომ გვეყოლება 30-დან 40-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში, აგვისტოში, არჩევნების წინ, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“, ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, სტივ ნიქსმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „არასწორი რაღაცები“ სწორედ წინასაარჩვენო პერიოდში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილზე ადრე ჩახვიდე და იქ გარკვე

გაბუნია მთავარზე: როცა გამოვაცხადე, რომ ნაცების ტელევიზია აღარ ვართ, ჟრიამული იყო

მთავარი არხის დირექტორი მისივე არხის შუადღის ეთერში ამბობს, რომ წარსულში ტელევიზია და მთავარი არხის ჟურნალისტები ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ.  მისივე მტკიცებით, სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ. გაბუნია ამბობს, რომ ენმ ვაის (მელიას) და ვუის (ხაბეიშვილს) შორის არის გაყოფილი და ახლა ისინი მთავარი არხის გარეშე უნდა დალაგდნენ. "[მთავ
×
×
  • შექმენი...