იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, კიდევ ათობით ადამიანი დაშავებულია. ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში პირველ იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ნოტო-ს ნახევარკუნძულისა და იშიკავას პრეფექტურაში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად ათობით შენობა დაინგრა, ათას
ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს თხოვნა და ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავეს.
ზურაბ გურიელიძემ ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
„წინა წლებთან შედარებით, ახალი წლის ღამემ გაცილებით მშვიდად ჩაიარა. ზოოპარკის ახლოს მცხოვრებლებმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და სროლები არ ყოფილა, შორიდან კი ნაკლებად მოქმედებს ხოლმე. ამიტომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ამისთვის
თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტომობილების მოძრაობა ამ მონაკვეთზე ზვავდამცავი გვირაბების გავლით იქნება შესაძლებელი. გაუჩერებლად შეეძლებათ მოძრაობა ავტომობილ
ბელგიას ევროკავშირის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობას ვუსურვებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) წერს.
„მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაძლიერებას ამ ვადის განმავლობაში, მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს განიცდის", - წერს ზურაბიშვილი.
იპნ
ახალი წელი ისევე დამთრგუნველად დაიწყო, როგორც გასული წელი დასრულდა. სიკვდილმა და ნგრევამ მოიპარა ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორგისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ეუთო-ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი წლის დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ მასიურ შეტევებს ეხმაურება.
„ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს.
ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველოს უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
იპნ
ივანიშვილის გამოჩენას გახარიას ეფექტს მივაწერდი.
დღეიდან “ოცნებას” ერთით ნაკლები ტყუილის თქმა მოუწევს, რადგან ივანიშვილმა თავად დაადასტურა, რომ ამ დროის მანძილზე კავშირი არ ჰქონდა გაწყვეტილი პარტიასთან.
დღევანდელი დღე ნიშნავს იმას, რომ გახარია და ჩვენი პარტია სწორ გზაზე დგას და გამოჩნდა, რომ რეალურად “ოცნების” მთავარი ოპოზიცია ვართ ჩვენ.
ოცნების მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამიტომ დასაჭირდათ ივანიშვილი.
არ შეიძლება ერთი და იგივე ადამ
“კარგია, რომ როგორც იქნა ივანიშვილმა მოახერხა ჩრდილიდან გამოსვლა. თავის მართლება იყო სუსტი. გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!”
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე, ნაწილი კი მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად შევა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამ ჩამონათვალს გთავაზობთ:
2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია და შემოყვანა იკრძალება
2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულება ძალაში შედის
“ევროპა რუსულ გაზს თავიდან იცილებს, საქართველო კი რუსულ გაზზე ჯდება. საგანგაშოდ იცვლება ქვეყანაში რუსული გაზის მოხმარების ტენდენცია” - რუსული გაზის საქართველოში მოხმარების სტატისტიკაზე, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თუ 2018 წელს გაზის მთლიან მოხმარებაში რუსული გაზის ხვედრითი წილი იყო მხოლოდ 1,7 პროცენტი, 2019 წელს იგი გახდა 6,3 პროცენტი , 2020 წელს 7,9 პროცენტი, 2021 წელს 15 პროცენტი, 2022 წელს 12 პროცენტი, ხოლო 2023 წლის თერთმეტი თვის მდგ
ევროპული ქალაქები, სადაც საახალწლო ფეიერვერკი აიკრძალა - რა ალტერნატივას მიმართავენ მუნიციპალიტეტები...
ჩეხეთის ქალაქ ვრხლაბის მერიამ გადაწყვიტა, ახალი წლის დღეებში ტრადიციული ფეიერვერკი აღარ გამართოს, რომ ჰაერში მავნე წვის პროდუქტების ემისიები თავიდან აიცილოს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ფეიერვერკის ნაცვლად ქალაქელებისთვის ლაზერული შოუ მოეწყობა.
ასევე, მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვა, საახალწლო ფეიერვერკი არც „პირადად“ გამოიყენონ, რაც, ოფ
ჩინეთი ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ავრცელებს.
აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ცნობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამერიკელ ტურისტებს ჩინეთის სავიზო განაცხადის შევსებისას მოთხოვნილი საბუთების ნაკლები რაოდენობით წარდგენა დასჭირდებათ.
ჩინეთის ტურისტული ვიზის მისაღებად ამერიკელებისთვის მოსაწვევი წერილის, ავიაბილეთისა და სასტუმროს ჯავშნის წარდგენა აუცილებელი აღარ იქნება. ჩინეთის ეს ნაბიჯი, COVID-19 პანდემიის შემდეგ, ტური
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„მთელ უკრაინაში სარაკეტო საფრთხეა! დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა. საჰაერო თავდასხმის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ!“ - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთმა, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაზე ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული, უკრაინაში რუსეთის თა
თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის 17 თანამშრომელი, რომლებიც შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცულები იყვნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძე ავრცელებს. მან ნეტგაზეთს მიაწოდა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის წერილი, სადაც ის გაფიცულთა გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს.
ამ პასუხის
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 23.4 მლრდ აშშ დოლარი (62.6 მლრდ ლარი) შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკუთრივ საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2023 წლის მესამე კვარტალში 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
„მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო ს
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო.
ბიძგები 08:58 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.
იპნ
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს.
როგორც ის განმარტავს, შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით.
„ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება!
ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არც ერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწე
ზუგდიდის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ...
გიგა ფარულავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - პარტია "საქართველოსთვის".
GIORvhgro3IRKAMFANpmJYfTBMFbbmdjAAAF.mp4
რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა, - ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა მაცეი კლიშჩმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, წინა ღამე “რთული იყო” უკრაინისთვის და “დაძაბული იყო პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყველა ელემენტისთვის”. კლიშჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ფრენის მთელ გზას პოლონეთის რადიოლოკაციური სისტემები ადევნებდნენ თვალს.
მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარ
საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში არსებობს პოზიტიური შედეგი, რომელსაც ახლა ვერ გააჟღერებს. როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება.
„დავით გარეჯთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი. იცით, რომ ამასთან დაკავშირებით კომისიები მუშაობს. ჩატარდა სხდომა პანდემიამდე. ეს მუშაობა აუცილ
„ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად იმუშავეს, მოახდინეს კერის ლოკალიზაცია და აღკვეთეს სხვა საწყობებზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა. ხანძრის ფართობი 4000 კვადრატამდეა, - ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
„ხანძარი
პარტია "საქართველოსთვის" განცხადება ოპოზიციურ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით:
"როგორც საკუთარი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ინფორმირების მიზნით, გვსურს გაცნობოთ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ ფლობს გადამწყვეტ სადეპუტატო მანდატებს: რუსთავში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირა და მიიღო ამ მუნიციპალიტეტების 2024 წლის ბიუჯეტები. მათ შორის: - 21 დე