პარტია ,,ლელოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ იმ ჩარტერული რეისის საბაზრო ფასი, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში გაფრინდა, 110 000-დან 130 000 ევრომდეა. დათუნაშვილის თქმით, ადგილი აქვს კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რომლითაც სახელმწიფომ 80-90 ათასი ევრო იზარალა.
,,რეალურად, ის თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს პირველ პირებს ატარებს, არის, სადღაც 30-40 მგზავრიანი. მოკლედ რომ გითხრათ, ასეთი თვითმფრინავის, თბილისსა და მიუნხენს შორის ასეთი რეისის, ზუსტად იმის ანალო
თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.
ამასთან, როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უკვე განსაიდუმლოებუ
ბატონო მინისტრო, კეთილი ინებეთ და გამობრძანდით კაბინეტიდან! ნაძალადევის რაიონში როგორ მოახერხეთ, რომ ერთდროულად 5 სკოლა დაანგრიეთ და ბოლო 3-4 წელია ქვა ქვაზე არ დადებულა, - ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.
როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, უკვე წლებია, რაც „ქართული ოცნება“ სასკოლო განათლების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს. მისივე თქმით, თბილისის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებ
ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე, როგორც უცხოელი დიპლომატი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ მსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ის, თუ რა გვსურს საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვსურს, ს
ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ საქართველოს მთავრობას ევროპული საბჭოს მიერ მიცემული 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, ამიტომ ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ოქტომბერში მათი ანგარიში მზად იქნება.
,,ვფიქრობ ძალიან ცხადია, რა არის პირობები საქართველოსთვის, რომ კანდიდატი ქვეყანა გახდეს. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ ძალიან ცხადი პირობები წამოაყენა. ვიმედოვნებ, საქართველო მათ შეასრულებს, რათა მათთვის დადებ
გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი.
მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 432 აბონენტია დარჩენილი.
„ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ ოჯახს გაეწია. არცერთ სოფ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა.
უწყების ცნობით, სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად ზრუნვას აგრძელებს. ამ მიმართულებით სისტემაში წარმატებულად გატარებული რეფორმების შედეგად წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი გახდა დამატებით 16 მსჯავრდებული.
პ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელ
სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე მას მოღალატედ აცხადებდა.
„სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიური „ნა
იმ ფონზე, რა რეაქციაც მოჰყვა პრემიერის ჩარტერს, მას აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, არათუ თანამდებობიდან არის გადასაყენებელი ღარიბაშვილი, არამედ, დასაჭერია! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ საკითხის გამოსაძიებლად, მისმა პარტიამ უკვე მიმართა პროკურატურას, თუმცა, რაიმე რეაგირების შესახებ დღემდე არაფერი სმენიათ.
ამასთან, ბუჩუკურ
ევროკავშირი „2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს, - აღნიშნული განცხადება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
„უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემ
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას და ეს კანონპ
დანია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც 830 მილიონი დოლარის ოდენობის იქნება. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, სატანკო საბრძოლო მასალას და საზენიტო იარაღებს. ინფორმაციას დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დანიისგან დახმარების ეს პაკეტი იქნება მე-12 და ყველაზე მასშტაბური.
,,იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის უკანონო
მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საექსპერტო კვლევა უკვე დასრულების ეტაპზეა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მორიგ ცილის
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისა და 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო დღეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
ახალი პლატფორმის ფარგლებში გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ას
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელ კევინ მაკკარტის განცხადებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას დაიწყებს, რაც იმპიჩმენტის პროცესის დაწყების ფორმალური საფეხურია.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მოკვლევის დაწყების მიზეზი პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს საქმიანობაა.
მაკკარტის თქმით, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის ოჯახის საქმიანობაში ,,კორუფციის კულტურა" შეამჩნია. ბრალდებების დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია.
აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვა
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თხინვალა, ლისი, თელეების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფელბში ახალშენი, პეტრიანი, ებნისი, ლამოვანი, ბურღულები და მიმდებარე სოფლებში; 12:00
,,ვინ დაიჯერებს ამ კომიკურ ზღაპრებს და ბოდვას, რომ ღარიბაშვილის მამამ რაღაც გადაიხადა, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა დაადასტურა, უბრალოდ წინა მთავრობა და პრეზიდენტი უფრო უარესად იქცეოდნენო.“ - აცხადებს პარტია ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განმარტებაზე.
ბოკერია თქმით, მთავარი, რაზეც ახლა საზოგადოების ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული, არის ის ფაქტი, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ივანიშვილის
,,არ შეიძლება სხვა რაღაცით შეიფუთოს კონსტიტუციის დარღვევა. არავითარ შემთხვევაში კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს. კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ჩვენ ევროპული საქმე, ეროვნული საქმე.“ - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს პარტია ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ იძლევა და ამის შესახებ კითხვაც არ არსებობს.
,,დაირღვა თუ არა კონსტიტუცია
2007 წელს, სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, ხის სახლი ააშენა. ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე ახლოს იყო წყალსაცავთან. გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ, - ასეთ ისტორიას იხსენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ექს-პრეზიდენტის თქმით, სანდრას მამას მისთვის მატერიალური ზიანის მიყენება დღემდე ვერ უპატიებია.
„მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ელჩებისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა სავარაუდოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს უკავშირდება.