Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ გ.მ.-ს სააპელაციო საჩივარი და განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის

ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 3 000-მდე გაიზარდა, 10 000 ამ დრომდე დაკარგულია

წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციასა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში ლიბიის წარმომადგენლის, ტამერ რამადანის ცნობით, ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანია დაღუპული, დაკარგულთა რაოდენობა კი 10 000-ს აღწევს. ამის შესახებ რამადანიმ ჟენევაში, გაეროს ბრიფინგის დროს ისაუბრა. ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი, ოთმან აბდელ ჯალილი კი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამჟამად 3 000-ს აჭარბებს, თუმცა,

ელისაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტს რეალურად უყურებს და აშკარად ნაფიქრი აქვს, რა უნდა გააკეთოს იმპიჩმენტის შემთხვევაში

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მის იმპიჩმენტს რეალურად მიიჩნევს. ,,პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. მართალია, ,,ქართული ოცნება“ თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვს და ამას გამოვრიცხავთო, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, ,,ქართული ოცნება“ ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ ეს 100 ხმა ჰქონდეს. ამიტომ, არ გამორიცხავს და სიმართლე გითხრათ, ძალიან ჩვ

ერგნეთის შეხვედრაზე უკანონო ბორდერიზაციისა და პატიმრობის საკითხებს განიხილავენ

დღეს, 12 სექტემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში იკრიბებიან. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება.  ,,წლიური სტატისტიკა თუ გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ, რომ დღეის მონაცემებით, ჯამში უკანონოდ 25 მოქალაქე დააკავეს და უკანონო ბორდერიზაციის 28 შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება 4 თანამოქალაქე. შეხვედრაზე მოვ

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული შეიწყალა. 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს  

,,ნარკოტიკს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-მდე პირი დააკავეს

საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-მდე პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, რომ რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის, მათ შორის უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები. თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი უკრაინელი ქალია, ,,რომელიც ნარკოტიკულ სა

ხათუნა სამნიძე - ირაკლი ღარიბაშვილს არ უშველის ისრების წინა ხელისუფლებაზე გადატანა და სასაცილო განცხადებები, რომ 34 ათასი ევრო პენსიონერმა მამამ გადაუხადა - გამოძიება აუცილებელია

,,ჩანს, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიდინა - მას არც ისრების წინა ხელისუფლებაზე გადატანა და არც ისეთი სასაცილო და კომიკური განცხადებები უშველის, რომ თურმე მგზავრობის საფასური, 34 ათასი ევრო პენსიონერმა მამამ გადაუხადა - ველოდებით, გენერალური პროკურორის პოზიციას!“ - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ანზორ ჩუბინიძის განცხადებით საზოგადოებას მოატყუებს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის და

ანა წითლიძე - პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც იმპიჩმენტზე მეტად აღელვებს მას

პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას იმპიჩმენტზე მეტად, რაც საუბარში გამოიკვეთა, აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს. მან იცის პარტიის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმპიჩმენტს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი საკუთარ იმპიჩმენტზე ნაკლებად ღელავს. „პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდა

თეონა აქუბარდია - ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები - პრემიერთან კითხვები არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით

ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები - პრემიერთან კითხვები არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით, - ასე ეხმიანება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას პრემიერის ჩარტერულ რეისზე ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია. მისი თქმით, უცნობია, საიდან აქვს პრემიერის პენსიონერ მშობლებს ამ ოდენობის შემოსავალი მაშინ, როცა მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია. „ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები, მათ შორის, მეც და არ მახსენდება რაიმე შესაძლებლობა ჰქონოდათ ჩემს მშობლებს არათუ ჩარტ

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას, რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტს განუცხადა. ჩუბინიძის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშ

პარლამენტმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე უარის თქმისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ მოქალაქეთა პეტიციის განხილვაზე უარი თქვა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოქალაქეთა პეტიციის განხილვა, რომელშიც წარმოდგენილი იყო მოთხოვნა - უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის. აღნიშნული პეტიცია პარლამენტში 6 084 მოქალაქის ხელმოწერით შევიდა და ბიუროს გადაწყვეტილებით, შესასწავლად და განსახილველად დარგობრივ კომიტეტს გადაეცა. კომიტეტმა პეტიციაზე უარი ისე განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომაზე მყოფ საინი

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოფარეხის სახურავიდან მშენებლობისას კაცი გადმოვარდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოფარეხის სახურავიდან მშენებლობისას კაცი გადმოვარდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. იპნ

კახაბერ ქემოკლიძე - ხელისუფლება ძალაუფლებით გაირყვნა და ამის ავტორი ერთი კაცია - ბიძინა ივანიშვილი

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მედიის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტებისთვის გამოყენების თაობაზე და აცხადებს, რომ "იმის ნაცვლად, საქართველოს უახლესი ისტორია ოქროს ასოებით დაეწერა (ივანიშვილს) ზოგიერთი მიმართულებით, სააკაშვილს გაასწრეს უგუნურებაში, სიბინძურეებში და გარყვნილობაში" მისი თქმით, ქვეყანა კორუფციის და ღირებულებითი აღრევის პიკში შევედა, სადაც "ქართულ

ანასტასია გუბანოვამ ლომბარდიის თასი მოიგო

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ლომბარდიის თასი. გუბანოვამ მოიგო მოკლე პროგრამა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში გავიდა მეოთხე ადგილზე. ორი პროგრამის ჯამში დაგროვილი ქულები საკმარისი აღმოჩნდა ტურნირზე მისი გამარჯვებისთვის. ანასტასია გუბანოვა მესამე სეზონია, რაც საქართველოს სახელით ასპარეზობს, იქამდე იგი წარადგენდა რუსეთის  ფედერაციას. 2022 წელს, მოციგურავემ საქართველოს სახელით  მოიგო ფიგურული სრიალის ევრ

არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციისა დაპრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა

გიორგი გახარია - ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს - მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”

ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს - მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. „ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება. ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს. სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს. მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - წერს გახარია. ინტერ

გარემოს ეროვნული სააგენტო - გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სპეციალისტების

"საქართველოსთვის" - მივმართავთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია

მოქმედი სისტემის პირობებში, კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს. პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ მომხდარს ობიექტური გამოძიებით დადასტურება-უარყოფა სჭირდება, რაც პროკურატურის კომპეტე

უკრაინამ ზაპოროჟიეში მდებარე რუსეთის საარჩევნო შტაბს დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში მდებარე რუსეთის საარჩევნო შტაბს დაარტყა. ინფორმაციას სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით, უკრაინული გამოცემა Unian-ი ავრცელებს და დამადასტურებელ ვიდეოს აქვეყნებს. „ორმა „კამიკაძე-უპილოტო აპარატმა“ ვასილიევსკის რაიონში მდებარე საარჩევნო შტაბს დაარტყა, სადაც საარჩევნო ბიულეტენები და დოკუმენტები ინახებოდა. დარტყმის შედეგად, შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რუსი სამხედროები პანიკამ მოიცვა, მათ ახლომდებარე ქუჩები ალყაში მოაქციე

კირილ ბუდანოვი - არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ომი ხანგრძლივი იქნება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი არ იქნება. „არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი აზრი, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მოწინააღმდეგის შესახებ", - განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, რუსებს ფიზიკურად არ შეუძლიათ გრძელვადიანი ომის წარმოება. ”მაგრამ, თუ თქვენ საუბრობთ ექვს თვეზე, შვიდ თვე

რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაც

„სოვლაბი“ ეროვნული არქივის შენობაში ხანძრის შედეგებზე კომისიის შექმნას ითხოვს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გუშინ, 8 სექტემბერს ეროვნული არქივის კინოსაცავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, რომელმაც ისტორიული კინოფირები გაანადგურა, განცხადებას აქვეყნებს და კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისიის შექმნას ითხოვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი რა პერიოდის და რა მოცულობის მასალა დაიღუპა აუნაზღაურებლად, მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე, ხშირად კი დესტრუქციუ

მერაბ გამყრელიძე - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია, ხოლო ელექტროენერგია არ მიეწოდება 4 სოფელს, გაზის მიმართულებით 1500 აბონენტია გათიშული

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცხადებით, გურიის რეგიონში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, იწმინდება ცენტრალური გზები, რის შემდეგაც დაიწყება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. როგორც მან აღნიშნა, ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 4 სოფელია დარჩენილი. მისივე თქმით, წყლის მიწოდება რეგიონში სრულად არის აღდგენილი, ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულებით ჯერ კიდევ პრობლემებია.
×
×
  • შექმენი...