Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 48 ქართველი ემსხვერპლა.

ირაკლი ქადაგიშვილი: სუს-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაზე ხელი არავის აუღია

საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ მიზნით შემოაპარეს, რომ ქვეყანაში სრული ქაოსი და დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, რაც აღკვეთეს და შესაბამის ადგილასაა, - ასე გამოეხმაურა სუსის განცხადებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი. „ვხედავთ, რომ ამ ყველაფრისთვის იდეოლოგიური მზადება მიმდინარეობს, როცა ხდება პარტიული კლიშეების დამკვიდრება, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება" და ა.შ. აქტიურად მიმდინარეობს ამის პროპაგანდა, რათა შემდეგ სისხლიანი სცენარების გამართლების

ირაკლი ნადირაძე: როგორც ჩანს, სუს-ში ბევრი იფიქრეს როგორ გადაფარებოდნენ ფარცხალაძეს და როგორ გადაეფარათ ეს სკანდალური თემა

,,განცხადების ბოლომდე დამაკლდა, რომ იტყოდნენ, რომ თურმე ეხლა დაწყებული აქვთ ნაცმოძრაობაში საბურავების შეგროვება. სერიოზულად ამის კომენტირება უბრალოდ წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, სუს-ში ბევრი იფიქრეს, როგორ გადაფარებოდნენ ფარცხალაძეს და როგორ გადაეფარათ ეს სკანდალური თემა და აი, მოიფიქრეს ეს.“ - ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა დ

დავით უსუფაშვილი: მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესს შეიძლება ძალიან ბევრი წლით ჩამოვრჩეთ

მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესს შეიძლება ძალიან ბევრი წლით ჩამოვრჩეთ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ნაცვლად პროგნოზებისა, რა იქნება, თუ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, მმართველმა პარტიამ სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას. უსუფაშვილი ამბობს, რომ ბორელი ერთი კვირის წინ კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობდა ხელისუფლებას. „მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ შეიძლება ჩამოვრჩ

სუს-ის განცხადებით ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული ჯგუფები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას გეგმავდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება. ,,სახ

ანალენა ბერბოკმა სი ძინ პინი დიქტატორად მოიხსენია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გერმანიის მთავრობის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრისას ჩინეთის პირველპირს, სი ძინ პინს დიქტატორი უწოდა. მან აშშ-ში ყოფნისას Fox News-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, როგორ ხედავს ბერლინი უკრაინაში ომის დასასრულს, უპასუხა, რომ უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს გააგრძელებენ, რამდენიც საჭირო იქნება. ,,თუ ამ ომს პუტინი მოიგებდა, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი, ჩინეთის პრეზიდენტი? ამიტომ, უკრაინამ ეს ომი უნდა

17 სექტემბრიდან პოლონეთში რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აიკრძალება

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარიუშ კამინსკის განცხადებით, 17 სექტემბრიდან პოლონეთის ტერიტორიაზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აიკრძალება.  ,,ეს აკრძალვა რუსულნომრიან სატვირთო მანქანებზე უკვე ვრცელდება. ეს საქმე უკვე დახურულია. არც ერთი რუსული მანქანაც არ შევა პოლონეთში. ეს ეხება ყველა მანქანას, როგორც კომერციული, ისე პირადი მიზნებისთვის გამოყენებულს". - აღნიშნა კამინსკიმ. მისივე თქმით, ეს აკრძალვა ეხება როგორც რუსეთის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც რუსულნომრიანი 

შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ მოხდება

ვფიქრობ, პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და თქვას, რომ ამის შემდეგ ეს აღარ მოხდება. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და ყველაზე ევროპული გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა არათუ უნებლიედ და გარკვეული ბუნდოვანებით გადადგა ეს ნაბიჯი, არამედ განზრახ და უხეშად დაარღვია კონსტიტუ

ანრი ოხანაშვილი: დღემდე არ არის არავითარი დამატებითი ახსნა, რა მტკიცებულებები არსებობს, რომ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში იყოს დასანქცირების კონკრეტული საფუძველი

ადამიანს ერთგვარი ბრალი წაუყენო ისე, რომ არავითარი მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, უცნაურია ერთი მხრივ და მეორე მხრივ სამწუხაროც. საუბარია კონკრეტულ პირზე, რომ შესაძლოა ის გავლენას ახდენდეს ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე, თუმცა არ არის საუბარი არავითარ მტკიცებულებაზე. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, საზოგადოება რომ შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ მტკიცებულებები არსებობს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

დღეის მდგომარეობით, გურიის მხარეში შემოწმებულია 800-მდე სახლი და 300-ზე მეტ სახლზე არის რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში აქტიურად მუშაობენგეოლოგები. დღეის მდგომარეობით, მათ მიერ შემოწმებულია 800-მდე სახლი და 300-ზე მეტ სახლზე არის გაცემული რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება. ,,8 სექტემბრის სტიქიურმა უბედურებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა გურიის რეგიონს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ, სტიქიას არ ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება

ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუცია ჩვენი დასაცავია. „თუ დავუშვით ის, რომ შეიძლება, ვიღაცამ საკუთარი გემოვნებით ან რაღაც კეთილშობილი მიზნებით თქვას, კონსტიტუცია კონსტიტუციაა, მაგრამ თუ პრეზიდენტი და სახელმწიფოს მეთაური ჩათვლის, რომ არის უფრო სხვა

კვლევების თანახმად ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად

საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური, 2023 წლის კვლევით, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს.  ამავე კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით (როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა), ცხრა პუნქტით არის გაზრდილი   ამასთან, გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში, მოქალაქეების 74% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს და

ინალ არძინბა: ბელორუსმა აფხაზეთი ეკონომიკურად დე ფაქტო უკვე აღიარა

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ ბელარუსის მთავრობამ ,,ეკონომიკურად დე ფაქტო უკვე აღიარა აფხაზეთი". ამის შესახებ არძინბას უწყების" მედიაცენტრი იუწყება. არძინბას განმარტებით, ბელარუსი და ოკუპირებული აფხაზეთი ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ, ამასთან ერთად, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის, უზრუნველჰყოს,,თავისუფალუბაჟო ვაჭრობა" სოხუმსა და მინსკს შორის. ,,ჩვენთვის ეს არის დე ფაქტო ეკონომიკური აღიარება. ბელარუსის რესპუბლიკასთან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ფარცხალაძის დაუსჯელობა ხაზს უსვამს, მის როლს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში

საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებისა და ამ პროცესის შედეგად სარგებლის მიღების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა, გამდიდრება და კანონის მოთხოვნების იგნორირებაა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ დოკუმენტშია საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დაუსჯელობა და მისთვის სასათბურე პირობების შექმნა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მას ბიძინა ივანიშვილისს გარემოცვაში.

27 სექტემბრიდან ჩინეთიდან საქართველოში ყოველდღიური ავიარეისები შესრულდება

27 სექტემბრიდან ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი-ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ ავიარეისებს შეასრულებს. პანდემიისას დაწესებული სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ავიაკომპანია საქართველოს ბაზარს 2023 წლის იანვრიდან დაუბრუნდა და ამ ეტაპზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს.  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, საქართველოს მხრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და ყოველდღიური საჰაერო ფრენები ხელს შეუწყობს

ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა

ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს წითელი ნახევარმთვარის რეგიონული ოფისი ავრცელებს. ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ცნობით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ 10 000-მდე ადამიანი. ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვა მომდევნო დღეებში, შესაძლოა, 20 000-ს მიაღწიოს. ამავდროულად, გაეროს ინფორმაციით, სტიქიისგან გამოწვეული სხვადასხვა სახის ზიანის გამო დახმარები

გიორგი ვაშაძე: ვიწყებთ კამპანიას - „ევროკავშირი საქართველოსთვის“, ყველა სოფელში ჩავალთ და სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღვმართავთ

„გამარჯვების პლატფორმამ" წყალტუბოს რაიონში, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს. მათი ცნობით, პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კამპანია - „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც ისინი არაერთ რაიონსა თუ სოფელში ჩავლენ. „გამარჯვების პლატფორმის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს - სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის აუცილე

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამართალი 16.09.2023 / 11:05აა პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს და უცხოეთის 4 მოქალაქე დააკავა

სამართალდამცავებმა ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოსა და უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებიდან ორმა პირმა ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავა და ისინი დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლ

სუს-მა აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, - აცხადებენ სუს-ში.

სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარ

გიორგი ამილახვარი - ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება... 10 სკოლაში არის პრობლემა და პასუხისმგებლობას არ გავურბივართ

განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოში, პარალელურ რეჟიმში, დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. ერთ-ერთი, მაგალითად, დღეს გავხსენით და ასეთი კიდევ არის ათეულობით, ნელ-ნელა გავხსნით. იცით, რომ ვიცი ეს პრობლემა. იცით, ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება კონტრაქტორთან, იქნება უმკაცრესი მიდგომა და არის უკვე ეს გან

მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის აშენების მოთხოვნით დადიანის ქუჩაზე აქცია გამართეს

„ჩემი მომავალი აქ წყდება, დაგვიბრუნე ჩვენი სკოლა“ - ამ ლოზუნგით მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე აქცია გამართეს. მშობლები სკოლის დროულად აშენებას და მათი შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემის შესაძლებლობას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ის დღემდე არ აშენებულა. „მესამე წელია, რაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. იგივე მდგომარეობაშია ნაძალადევში არაერთი სკოლა, რაც ამ რაიონს მძიმე მდგომარეობაში აყენებს
×
×
  • შექმენი...