Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს

ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი დღეიდან კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება - იტალიის ქალაქ ასისში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში სულ სამი ვეტერანი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას: სენიორ ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოფიკო ტერელაძე და სენიორ მამაკაცებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ზურაბ სტურუა. ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერანთა მსო

აშშ-ის ფლოტმა ჩაძირა კატარღა, რომელსაც ირანიდან იემენელი მეამბოხეებისათვის ასაფეთქებელი მასალები გადაჰქონდა

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 15 ნოემბერს განაცხადეს, რომ ჩაძირეს კატარღა, რომელსაც იემენში ჰუთი მეამბოხეებისთვის საკმაოდ მძლავრი ასაფეთქებელი მასალები გადაჰქონდა. კატარღა, რომელიც აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 8 ნოემბერს ომანის ყურეში დააკავეს, 13 ნოემბერს ჩაძირეს. ბაჰრეინში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის სარდლობის ცნობით, გემზე აღმოჩნდა ასაფეთქებელი მასალა, რომელიც ათობით ბალისტიკური რაკეტის დასამუხტად იქნებოდა საჭირო. აშშ-ის ფლოტს არაბეთის ზღვაში ადრეც

ევროკომისარი: ჩვენ არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი"

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ საქართველომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ეფექტური იქნება ამ საკითხის გადასაჭრელად. ამის შესახებ ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "ევროკავშირი, ჩვენ, არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი". იდეა იმაშია, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიო იყოს, არავის ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა

ოლივერ ვარჰეი - ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს საკმაოდ მსხვილი პროექტები აქვს, მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ

ელექტროენერგიის შავი ზღვის სადენი მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა საინვესტიციო გეგმები აქვს

ოლივერ ვარჰეი - ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის სფეროში საქართველოსთან პარტნიორობაზე ისაუბრა. ვარჰეიმ ეკონომიკურ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გეგმების ცენტრი არის შავი ზღვა, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან. „ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა და დაიწყო განმარტება იმ დღის წესრიგის, რომელიც გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა საქართველოში და ჩვენი პარტნი

ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის მოქალაქე ეთნიკურად ქართველი ძმები დაიღუპნენ

უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას წარმოშობით ქართველი, უკრაინის მოქალაქე ძმები, თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები დაიღუპნენ. დაღუპული ძმების შესახებ ცნობა ქართულ მედიაში პირველად ამერიკის ხმამ, ომში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ შექმნილი უკრაინული პორტალის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. ერნესტი 13 ოქტომბერს ხერსონის ოლქში დაიღუპა, მისი ძმა კი ზაპოროჟიის ოლქში, აპრილის თვეში. მაჭარაშვილები წარმოშობით საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან იყვნენ, სადაც დაიბადა მათი მამა ბ

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმო

სკოლებში სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარება სავალდებულო იქნება

2023 წლიდან სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულს ფიზიკური აქტივობის სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით მუშაობს. დოკუმენტი საბოლოო სახეს წლის ბოლომდე მიიღებს, 2023 წლიდან კი, მისი განხორციელება დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ განაცხადა, სტრატეგიის პროექტის თანახმად, სკოლებში

გიორგი გახარია იმაზე მეტადაა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმაზე აქტიურია, ვიდრე მაგალითად, ჩემი კოლეგა, რომელიც ბრიუსელში დადის და იქიდან „სელფაობს“ - ანა ბუჩუკური

ვხუმრობ ხოლმე და ეს მართლა ასეა, გიორგი გახარია იმაზე მეტად არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმაზე აქტიურია, ვიდრე მაგალითად, ჩემი კოლეგა, რომელიც ვთქვათ, ბრიუსელში დადის და იქიდან „სელფაობს“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ბუჩუკურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, გიორგი გახარია აქტიურადაა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. „უბრალოდ, თემა არის ის, რომ განსხვავებული ტაქტიკა აქვს ჩვენს გუნდს და გუნდის ლიდერს

სუს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. „იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორ

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა

საქართველოს 15 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.    

ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე დღეს „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება. „ვიმედოვნებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტს შეუძლია უზრუნველყოს კონკრეტული პარტნიორობა, რომელიც დაეხმარება მსოფლიოს ეკონომიკურ აღდგენაში“, - განაცხადა ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ. სამიტზე ვიდეო კავშირის საშუალებით სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. აღსანიშნავია, რომ სამიტს არ ესწრება რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი,

პაველ ჰერჩინსკი - იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება,მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე - ეს მოითხოვს, რომ 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით, ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ლიდერმა მიიღო 12 რეკომენდაციასთან ერთად. რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.

ბრიტანეთის პრემიერი - რუსეთის ბარბაროსულმა ომმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგები მოუტანა, ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება, შეცვალოს ეს ყველაფერი

გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ- მინისტრმა რიში სუნაკმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე იმ დამანგრეველ შედეგებზე ისაუბრა, რაც „რუსეთის ბარბაროსულმა ომმა“ მსოფლიოს მოუტანა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს ძალაუფლება, შეცვალოს ეს ყველაფერი. „ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება შეცვალოს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა სუნაკმა. სიტყვით გამოსვლისას მან დაგმო რუსეთის მიერ „ენერგორესურსებისა და სურსათის ომის იარაღად ქცევა“ და განაცხადა, რომ ეს არის „სრულიად მიუღებელი“, რადგან ზიანს აყენებს ყველაზე დაუცველ

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე - რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს

რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს, ეს ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა, რომლის მონაწილეებს მან ვიდეო კავშირის საშუალებით მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ „მინსკი 3“ არ იქნება. „ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთმა უნდა აღიარ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ ხერსონში სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და უკრაინის დროშის აღმართვის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. პრეზიდენტს ხერსონელებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს. მთავარ მოედანზე ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ. „ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხის რეაქციიდან შეგიძლიათ გაიგოთ, მათი რეაქცია არ არის დადგმული. ხალხი ელოდა უკრაინის ჯარს, ჩვენს ჯარისკაცებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ხერსონში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო,

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება" საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის

ისეთი კანონის მიღებით, რომელიც აპრიორი ვინმეს მიმართ გავრცელებას გამორიცხავს, ძალიან კარგად ხდება იმის ილუსტრაცია, თუ ვის ეფარება „ქართული ოცნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის. „როცა „ქართული ოცნება" ამბობს, რომ კანონპროექტი არ შეეხება ვინმეს, ამ შემთხვევაში ივანიშვილს, ამით ამბობს, რომ ის არის ამორიცხული თავიდანვე, რაც

გრიპის უფასო ვაქცინაციის ვადა დღეს იწურება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ვადა დღეს, 14 ნოემბერს, იწურება. აცრის გაკეთება ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. უფასო ვაქცინაციის სპეციალური აქცია 7 ნოემბერს დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების 4-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია "ჯანმოს" მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯან

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინადადებას განიხილავს

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინადადებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. ბორელის თქმით, ევროკავშირი პროცედურებს მიყვება და რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინადადებაზე მუშაობს. „ჩვენ გვაქვს რეაგირება, მივყვებით პროცედუ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო,სერგეი ლავროვის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. „აქ სერგეი ლავროვთან ერთად, ინდონეზიაში ვკითხულობთ ამბებს და თვალებს არ ვუჯერებთ: თურმე ჰოსპიტალშია, ეს, რა თქმა უნდა, ყალბი ამბების უმაღლესი პილოტაჟია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. მანამდე, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასვლის შემდეგ, რუსეთის საგარეო ს

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ხერსონში ჩავიდა და ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მთელი ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ ხერსონის მთავარ მოედანზე. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-სგან მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) მიწოდებამ კიევისთვის

ევროკავშირი დღეს ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მიიღებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დღეს ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. „დღეს ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მივიღებთ. სანქციები დაწესდება იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების რეპრესიებზე. გუშინ ვესაუბრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ განვიხილეთ ე.წ. ბირთვული შეთანხმება, ასევე ირანის მიერ რუსეთისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, რომელიც უნდა შეჩერდეს“

ლავროვი ბალიში ჩასვლის შემდეგ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP

ლავროვი ბალიში ჩასვლის შემდეგ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP. ინფორმაცია სრულად იხილეთ ბმულზე: https://www.reuters.com/world/russian-foreign-minister-taken-hospital-after-arriving-g20-summit-ap-2022-11-14/
×
×
  • შექმენი...