Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ISW: რუსეთმა შესაძლოა, ჰიდროელექტროსადგური გაანადგუროს ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებს დარტყმას მის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებს. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, შესაძლოა, რუსული სარდლობა ვარაუდობს, რომ კაშხლის ჯებირის დანგრევის შედეგებით გადაფარავს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკან დახევას და აღკვეთს ან შეანელებს უკრაინის ჯარების წინსვლას. ISW ყურადღებას ამახვილებ

რუსეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინის "კონფლიქტში მხარეა"

სააგენტო Reuters-ის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირი "კონფლიქტის მხარე" გახდა, რადგან უკრაინას იარაღს აწვდის და სახელმწიფოები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ უკრაინას, „ტერორიზმის სპონსორები“ არიან. 20 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაიმეორა მოსკოვის აგრესიული კრიტიკა დასავლეთისადმი უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის თანამედროვე იარაღის მიწოდების გამო, რათა დაეხმაროს კიევს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.

იაშვილის ბავშვთა კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას წყვეტს

21 ოქტომბრის 00:00 საათიდან იაშვილის ბავშვთა კლინიკა სტაციონარულ პაციენტებს აღარ მიიღებს. კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ამის მიზეზია სარემონტო სამუშაოები და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა. "ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს - სრულიად არის გარემონტე

უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი ამოქმედდა

დღეიდან, 20 ოქტომბრიდან უკრაინის მოქალაქეები ელექტროენერგიას შეზღუდვით იღებენ. გრაფიკი 07:00-დან 22:00 საათამდე მოქმედებს. კომპანია „უკრენერგო“-ს ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებს და რაიონებს ენერგომომარაგება რიგრიგობით შეუწყდებათ მაქსიმუმ 4 საათით. კომპანია ამ ზომას იძულებითს უწოდებს და აცხადებს, რომ 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოსისტემაზე განახორციელეს იმაზე მეტი თავდასხმა, ვიდრე ომის დაწყებიდან 8 თვის განმავლობაში. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს გ

რუსეთი ირანული დრონების გამოყენებას უარყოფს და გაეროსთან ურთიერთობის გადაფასებით იმუქრება

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ დეზინფორმაცია უწოდა დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადებებს, რომ რუსეთი ირანისგან იღებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. გაეროს უშიშროების საბჭოში 19 ოქტომბერს გამართული დახურული სხდომის შემდეგ, პოლიანსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანია გამოგონილი საბაბით ზეწოლა მოახდინონ რუსეთსა და ირანზე და ყურადღება გადაიტანონ უკრაინის კონფლიქტში თავად მათი ჩართულობიდან. პოლიანსკ

სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 222 274 ადამიანი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში წინა პერიოდებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა. გასულ წელთან შედარებით (როცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებდა), მონაცემები 511 პროცენტით არის გაზრდილი. 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა, გასულ წელს კი - 36 407. მონაცემები გაზრდილია პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც. 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართვე

ქუთაისში ორი კაცი დააკავეს სკოლის მოსწავლეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით

ქუთაისში ორი კაცი დააკავეს სკოლის მოსწავლეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. ერთს პოლიცია სექსუალური ქმედების ჩადენას, მეორეს კი, ბავშვის იძულებას ედავება. სასამართლოს მათ საქმეზე ჯერ არ უმსჯელია. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, კაცმა, რომელიც ახლა დაკავებულია, მეექვსეკლასელი გოგო მანქანაში მოტყუებით ჩაისვა და სკოლიდან სახლში წაყვანა შესთავაზა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კაცმა სახლისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია. მეორე კაცი ქუთაისის პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავე

გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების თავშესაფარი დაიწვა

გერმანიის ქალაქ ვისმარის მახლობლად თითქმის მთლიანად დაიწვა სასტუმრო, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში მცხოვრებმა 14-მა უკრაინელმა და 3-მა თანამშრომელმა ტერიტორია დროულად დატოვეს. როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, ხანძარი 19 ოქტომბერს, ღამით გაჩნდა შენობის ერთ-ერთი კედლის გარეთა მხარეს. პოლიციის მთავარი ვერსიით, შენობას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. ხანძრამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციელები სასტუმ

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს. მან 30 ხმიდან 28 მიიღო, ორი ბიულეტენი გაბათილდა. ამ თანამდებობაზე კანდიდატი მაქსიმუმ 6 თვით აირჩევა. სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში კი - ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.   ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო, მისი არჩევა სტუდენტების ნაწილმა გააპროტესტა, ისინი რექტორის არჩევის წესის შეცვ

ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. “დღეს უკრაინის პრეზიდენტმა სანქციების ამოქმედების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლებიც შემუშავებული იყო უსაფრთხოებისა და თავდა

პროკურატურა კადრებს ავრცელებს, სადაც ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევნში დაზიანებული ელექტროკაბელი ჩანს

საქართველოს გენერალური პროკურატურა კადრებს ავრცელებს, სადაც ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში მაღალი ძაბვის დაზიანებულ ელექტროკაბელი და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ჩანს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, კადრებში ჩანს ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მოყოლილი მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი, რომელშიც უწყების ინფორმაციით, 380 ვოლტი დენი გაედინება. „22 სექტემბერს, დილის საათებში, ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შ

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება

ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა. “მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისრაელი, რიგი ოპერატიული მოსაზრებების გამო, არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ადრე ვაკეთებდით ამას”, - აღნიშნა განცმა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის დახმარება ჰუმანიტარული დახმარებით, ს

პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე გაკეთდა. ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ცხრა

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს მიანიჭა

ევროპის პარლამენტმა სახაროვის პრემიის წლევანდელ გამარჯვებულად უკრაინელი ხალხი ცნო. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ 19 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას გამოაცხადა გამარჯვებული: „მაქვს პატივი გამოვაცხადო, რომ 2022 წლის სახაროვის პრემია 'აზროვნების თავისუფლებისთვის' მიენიჭა მამაც უკრაინელ ხალხს, რომელსაც წარმოადგენენ პრეზიდენტი, არჩეული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება“. სახაროვის პრემია ევროპის კავშირის მთავარი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში.

გიგი ხოჯევანიშვილის ინტერვიუ Afghanistan INTERNATIONAL -ზე უკრაინაში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით (ვიდეო)

გიგი ხოჯევანიშვილი - საინტერესო ინტერვიუ და გამოცდილება გამოვიდა საერთაშორისო ტელევიზია Afghanistan INTERNATIONAL -ზე უკრაინაში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტელევიზიას სათავო ოფისი აქვს ლონდონში, ასევე ფილიალი ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და მაუწყებლობენ მსოფლიოს მასშტაბით, მთავარი სამიზნე აუდიტორია მაინც ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებია, ამიტომ ინტერვიუს ახლავს უცხოური თარგმანი, ხოლო ქართველი მაყურებლისთვის დავურთე ქართულ ენაზე სინქრო

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა. პროკურატურაში ბრიფინგი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. ბრიფინგი უწყებაში 20:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის ს

ვაკის პარკის 13 მილიონიანი პროექტის მილების შეკეთება ლილოს დასხლებაში ერთ-ერთ საამქროს შეუკვეთეს, რომლსაც მანამდე მხოლოდ მოაჯირების და ფანჯრის ჟალუზების დამზადების გამოცდილება ჰქონდა (ვიდეო)

ვაკის პარკის 13 მილიონიანი პროექტის მილების შეკეთება ლილოს დასხლებაში ერთ-ერთ საამქროს შეუკვეთეს, რომლსაც მანამდე მხოლოდ მოაჯირების და ფანჯრის ჟალუზების დამზადების გამოცდილება ჰქონდა ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/tvpirveli/videos/509512564095933

მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ - კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა გაანადგურეს

კიევის დროით 15:00 საათზე უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. ცნობა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობას განაგრძობს. საჰაერო მართვის ცენტრის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სისტემამ გაანადგურა მტრის 12 სამიზნე, მათ შორის ორი ფრთოსანი რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი. იუწყებიან, რომ დამატებით ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო ს

ყაზახეთის ხელისუფლების თქმით, 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია გადავიდა რუსეთიდან ყაზახეთში

ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია გადავიდა რუსეთიდან ყაზახეთში მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაიილოვმა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიდევ 56-მა კომპანიამ, რომელმაც რუსეთი დატოვა უკანასკნელ თეებში, „სურვილი გამოთქვა, ყაზახეთში დაიდოს ბინა“. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თქვა, რომ ქვეყნის უდიდესი ქალაქის, ალმა-ატის ხელისუფლებამ გადაბარგებული კომპანიები ყაზახეთის საფინ

უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, ის შეხვედრებზე იყო, რა დროსაც აფეთქება მოხდა

უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, ის შეხვედრებზე იყო, რა დროსაც აფეთქება მოხდა. „ახლა თავშესაფარში ვარ. აქ, ყველამ ლეპტოპი ან ტელეფონი ამოიღო და თავის საქმეს შეუდგა ან აგრძელებს შეხვედრებს. სრული სიმშვიდეა [თავშესაფარში]“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო. თვითმხილველების განცხადებ

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას მოსალოდნელზე ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს

ევროპის კავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რვა თვის განმავლობაში ევროკავშირმა მოახერხა რუსეთის გაზის ორი მესამედის შემცვლელის პოვნა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას. მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ევროკავშირში მიაჩნდათ, რომ რუსეთის გაზზე უარის თქმას რვა წელი დასჭირდებოდა. ევროკავშირმა მოახერხა დაეჩქარებინა გაზის სხვა, არარუსულ მიმწოდებლებზე გად

პუტინი უკრაინის ანექსირებულ ოლქებში "საომარ მდგომარეობას" აცხადებს

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი 20 ოქტომბრიდან "საომარ მდგომარეობას" აცხადებს ანექსირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში. პუტინის მიერ გამოცემული განკარგულება დასამტკიცებლად გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა. პუტინის განკარგულების მიხედვით, "საომარი მდგომარეობის" გამოცხადების საფუძვლად დასახელებულია „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლ

უკრაინის საელჩომ საქართველოში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად 11 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიძინა

საქართველოში უკრაინის საელჩომ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად 11 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიძინა. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ტვირთის ნაწილი, ჯამში 5 ტონა ბათუმში გაიგზავნა, 6 ტონა კი თბილისში დარჩა და ის მიეწოდება უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იძულებულები არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე თავი საქართველოს შეაფარონ. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა ჩვენთვის, დღე, როდესაც
×
×
  • შექმენი...