Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს

სამართალდამცავებმა ზუგდიდში, არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყობის ცნობით, ბრალდებულმა არასრულწლოვანს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ე.ც., არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარე

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი ერთ დღეში 400-ჯერ დაბომბეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს. „ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუარესების გამო დღეს ნაკლები თავდასხმებია, რუსული დაბომბვის შემთხვევები, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალია. დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვის დროს. მისივე ინფორმაციით, უკრაინული ძალები ლუგანსკის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ

ოკუპანტებმა წუხელ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. "ქალაქური ტიპის დასახლება შევჩენკოვო, კუპიანსკის რაიონი - რუსებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კორპუსს. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. palitra news

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - ვგულშემატკივრობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას, ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა

ყოველთვის ვხვდებით ქართველ პარტნიორებს, ამისთვის ვიყენებთ ყველა ფორმატს და პლატფორმას, ვგულშემატკივრობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას, ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომელზეც თურქეთი ყველა პლატფორმაზე საუბრობს, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოსმან ასკინ ბაკიმ ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენი მინისტრები მუდმივად საუბრობენ ამაზე ნატო-ს ძალებთან. საქართველო ჩვენი მეგობარი და მეზობელია და გვაქვს ძალიან კა

ძალიან დიდი ყურადღებით დათვალეთ ბავშვის სუნთქვა მოსვენებულ მდგომარეობაში - რა მიგვანიშნებს ვირუსული ინფექციის გართულებაზე?

ცივ სეზონზე გააქტიურდა ვირუსების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც განსაკუთრებით დომინირებს ბავშვებში. რომელი ვირუსებია გავრცელებული მიმიდნარე წელს ბავშვებში, რა გამოვლინებებით ხასიათდება და როგორია პრევენციული ღონისძიებები - ამ საკითხებზე გვესაუბრება ავერსის კლინიკის პედიატრი თამარ ობგაიძე. 1. რომელი ვირუსებია ახლა გავრცელებული და ყველაზე ხშირად რომელი იწვევს ავადობას? სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები ეს არის ბავშვთა ასაკის ყველაზე უფრო ხშირი დაავადებები, რომლებიც საბავშვო ბაღი

5 ადამიანი, ვინც დიდძალი ფული ქუჩაში მოწყალების თხოვნით შეაგროვა

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგას და მოწყალების სახით, თქვენგან ფულის ჩუქებას ითხოვს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არიან ადამიანები, ვინც ამ გზით საკმაოდ დიდი ოდენობის ფულიც შეაგროვა. ერთ- ერთ მათგანს, ლონდონში მცხოვრებ საიმონ რაითს მთავრობამ “მათხოვრობა“ აუკრძალა კიდეც, რადგან მან ძალიან დიდი თანხის დაგროვება შეძლო. წარმოგიდგენთ 5 ადამიანს, რომელმაც “მათხოვრობით“ ძალიან ბევრი ფული გამოიმუშავა:   უილ ანდერსონი

McLaren, Rolls-Royce, Ferrari და სხვა უნიკალური ავტომობილები - როგორ გამოიყურება ბრუნეის უმდიდრესი სულთნის კოლექცია

ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰ იბნი ომარ ალი საიფუდიენ III 30 მილიარდ დოლარს ფლობს. იგი ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქია დედამიწაზე და შესაბამის ფუფუნებაშიც ცხოვრობს. სულთანი ცნობილია, როგორც განსაკუთრებული გემოვნების მქონე ადამიანი. მედია მისი ცხოვრების წესზე ხშირად წერს. სილამაზის სალონებში დახარჯული ათასობით დოლარისა და მილიონობით დოლარის ღირებულების სასახლეების გარდა, ბოლკია უძვირფასესი ავტომობილების კოლექციას ფლობეს. მის კოლექციაში ყველაზე გამორჩეული ბრენდებია

გაერო რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებს შეისწავლის

პარასკევს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროს მიერ ტყვედ აყვანილი რუსი სამხედრო მოსამსახურეების დახვრეტის კადრები უნდა იყოს აღბეჭდილი. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ავთენტურობა არ დადასტურდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე უწოდა ამას ომის დანაშაული, ხოლო ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა დანაშაულის ჩამდენებს „შურისგებით“ დაემუქრა. აღნიშნული ვიდეოები გამოქვეყნდა ტელეგრამის არხებში. ერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გამოდიან ხელებაწეული რუსი სამხედროე

ჩეჩენმა, ჩერქეზმა და ყაბარდო-ბალყარელმა აქტივისტებმა თანამემამულეებს უკრაინის არმიაში გაწევრიანებისკენ მოუწოდეს

რუსეთის ორი რეგიონის, ჩეჩნეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის აქტივისტები თანამემამულეებს მოუწოდებენ, რომ შევიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში და ჩაებან რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, რაც შემდგომში მათი ხალხების თავისუფლებისათვის ბრძოლით უნდა გაგრძელდეს. კონკრეტულად ჩეჩნებს მიმართა საიხან მუზაევმა, რომელსაც მედია საქართველოდან დევნილად და ბერლინში 2019 წლის ტერაქტის შედეგად დაღუპული, ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მეგობრად მოიხსენიებს. „ომის შემდგომ ჩვე

კოლორადოს შტატში, ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა კოლორადოს შტატის ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია. ის კლუბში მყოფმა პირებმა გააუვნებელყვეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი უცნობია.   ავტორი - სალომე თორაძე

რასა იუკნევიჩიენე - საქართველოდან არ ისმის ძლიერი მესიჯები, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურადაა ნატო-ში და სთხოვს მათ წევრობას ან სტატუსის განახლებას

საქართველოს ნატო-ში ყოფნა არის ზუსტად ის, რაშიც ნატო უნდა დაეხმაროს საქართველოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააკეთოს ყველაფერი, რათა არ დაკარგოს ეს შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. როგორც რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, „ფინეთი და შვედეთი გაწევრიანების გზაზე არიან, თუმცა საქართველოდან არ ისმის ძლიერი მესიჯები, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურადაა ნატო-ში და სთხოვს მათ წევრობას ან სტატუსის განახლებას“. ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, 12

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, რომ გასული ღამისა და დილის განმავლობაში ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში ათზე მეტი აფეთქება მოხდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, რომლებიც ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურში იმყოფებიან, გასული ღამისა და დილის განმავლობაში, 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა, სისტემა და აღჭურვილობა დაზიანდა, თუმცა არც ერთი მათგანი კრიტიკული მნიშვნელობის არ არის. ატომური საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი, უკრაინულ და რუსულ მხარეს მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ სადგურის გარშემო

ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს

ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ბრალდებული ხუთი პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს – ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტის ორგანიზების ხელშეწყობასა და ადამიანებით ვაჭრობისთვის. ბულგარეთის გენერალური პროკურორის თქმით, აღნიშნული პირები საზღვარზე ადამიანებით ვაჭრობასა და კონტრაბანდას აწარმოებდნენ. დაკავებულთაგან სამი მოლდოვის მოქალაქე, ორი პირი კი – ქალი და კაცი, სირიელი ქურთები არიან. მათი ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა უკვე მიმართა ბულგარეთს. აფეთქება სტამბოლში 13 ნო

ყატარი 2022 | კონტეინერებით აწყობილი სტადიონი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაშლიან

მას ჰქვია „სტადიონი 974“ და მალე ვიხილავთ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე – ეს მრავალი თვალსაზრისით უნიკალური არენაა, რომელიც, დიდი ალბათობით, მუნდიალის შემდეგ დაიშლება. ეს სტადიონი უნიკალურია იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი საფეხბურთო არენაა, რომელიც დროებითია და მუნდიალის დასრულების შემდეგ მისი დემონტაჟი და მასალების გადამუშავდება იგეგმება. მაგრამ არის მეორე და უფრო საინტერესო ვარიანტი – სტადიონს დაშლიან და გემით სამხრეთ ამერიკაში წაიღებენ – კერძოდ, ურუგვაიში. ე

საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელ​ი - დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე, რადგან საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე, რადგან საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანე ჟენეტმა მადრიდში, ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყველა ქვეყანა უნდა იყოს ამ უსაფრთხოების ნაწილი, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველა გემის გადაადგილება და ეკონომიკური აქ

ევროპარლამენტარი იოზას ოლეკასი - რუსეთის აგრესია 2008 წელს, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, საკმარისი არ აღმოჩნდა იმის გასაცნობიერებლად, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, ახლა ამას ყველა ხედავს

მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, იოზას ოლეკასმა მადრიდში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. „ის, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, საამისოდ ბევრი მტკიცებულება გვაქვს. ჩვენ, ბალტიელები და თქვენ, თქვენი რეგიონის ქვეყნები ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი მშვიდობას და მეზობლებს საფრთხეს უქმნის. ჯერ საქართველოსკენ მიმართული აგრესია 2008 წელს, პუტინის რეჟიმის აგრესია

12 რუსი სამხედრო გასამართლებულია უკრაინაში ჩედენილი სამხედრო დანაშაულისთვის

ხარკოვის, დონეცკის და ხერსონის რეგიონების დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში 700-ზე მეტი გვამი აღმოაჩინეს. „მათი 90 პროცენტი მშვიდობიანი მოქალაქეა“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში. პროკურორის თქმით, უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის უკვე გასამართლებულია 12 რუსი სამხედრო. რუსეთის ფედერაციის კიდევ 216 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 17 ტყვეა, ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. ანდრეი კოსტინ

უელსთან საქართველოს გამარჯვების გამო მილოცვები ჯორჯიამაც მიიღო

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ კარდიფში, სადაც ბორჯღალოსნება 19 ნოემბერს მასპინძელი, უელსის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 12:13, დააბნია რაგბის არაერთი უცხოელი გულშემატკივარი, რომლებმაც ერთმანეთში აურიეს საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია. გაუგებრობის გამო სოციალური ქსელების მომხმარებლებმა „ისტორიული გამარჯვება“ ჯორჯიის რაგბის კავშირს მიულოცეს.   „ვიდრე ვაფასებთ მოლოცვების შეტყობინებებს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს

შოლცი პუტინს: "შეაჩერეთ ეს ომი!"

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის. „შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები და გაასუფთავეთ გზა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, რომელიც შეუძლებელია უკარნახოს რუსეთმა უკრაინას“, - თქვა შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონფერენციაზე, - არც ერთი ქვეყანა არ არის მეზობლის უკანა ეზო. არავის აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია“. ოლაფ შოლცმა ეს განცხადება ბადენ-ვიურტემბერგში გამართულ სოციალ-

ლუგანსკის ოლქში კიდევ 12 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული

ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. “რაშისტებს" მედესანტეები ხერსონის მიმართულებიდან ლუგანსკის ოლქში გადმოჰყავთ. მათ აღარ ექნებათ საშუალება ვითარებაზე გავლენა იქონიონ, ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი წინსვლა. ამ მომენტისთვის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. უკრაინის შეიარაღებული ძალები ნელ-ნელა მიიწევენ წინ. წვიმიანი ამინდი ძალიან ხელისშ

ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბოლო სარაკეტო გამოცდების საპასუხოდ, აშშ-მა ზებგერითი ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბოლო სარაკეტო გამოცდების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვერებთან ახლოს ზებგერითი ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის ცნობით, B-1B ტიპის ბომბდამშენებმა შაბათს ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს სამხრეთ კორეულ და ამერიკულ სხვა სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ პარასკევს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც მრავალ

Washington Post - რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს

რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს. აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, Washington Post-ი წერს, რომ მოსკოვისა და თეირანის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმება ამ თვის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე დაასრულეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტ

ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპის ანგარიში Twitter-ში აღდგენილია

Twitter-ის ახალი მფლობელის, ილონ მასკის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელში აღდგენილია. მედიის ცნობით, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერისთვის Twitter-ის ანგარიშის აღდგენამდე, მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც Twitter-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ ნაბიჯს. „ხალხმა საკუთარი აზრი დააფიქსირა“, - დაწერა მასკმა ტვიტერზე და დასძინა, რომ Twitter-ის 15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ხმა ტრამპისთვის აკრძალვის გაუქმებას მისცა. თუმ
×
×
  • შექმენი...