Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. რუსულ ძალებს მოქალაქეები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაჰყავთ. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რეგიონში კონტრიერიში წამოიწყეს, რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოკლეტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა გაფრთხილებით, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე ტერიტორიის დაბომბვას დაიწყებს“. საერთო ჯამში, 50-დან 60 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია იგეგმება. ა

"ეს ბლეფი არ არის" - რუსეთშიც და ევროპაშიც ბომბსაფრებს ამზადებენ

რუსეთში ბომბსაფრებს ამზადებენ, იგივე ხდება პოლონეთშიც. გერმანიამ ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქების დაბომბვის ფონზე, დასავლეთში სულ უფრო მატულობს გაურკვევლობა - გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს და თუ კი, რა იქნება შემდეგ? მოსკოვში ადგილობრივი ხელისუფლება ცივი ომის დროინდელ ბომბსაფრებს ამოწმებს და ამზადებს ახლებს. ამის შესახებ წერს ოპოზიციური გამოცემა “ვაჟნიე ისტორიი”. მოსკოვის რამდენიმე უბანში მოსახლეობას სთხოვეს, 18 ოქტომბრამდე დაცალონ მიწისქვეშა პარკირებებ

კვარაცხელია „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს - ექსპერტებმა 2023 წლის შანსები შეაფასეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, 2023 წელს ოქროს ბურთის კანდიდატი გახდეს, – ინფორმაციას კომპანია BETCITY ანალიტიკოსების დასკვნების საფუძველზე ავრცელებს. 2022 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი მადრიდის „რეალის“ ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გახდა. მის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა: გასულ სეზონში თავდამსხმელმა „რეალის“ შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ორივე ტურნირის ბომბარდირი გახდა.   შეძლებს თუ არა ბენზემა კვლავ 2023 წელს პრიზისთვის ბრძოლას? კომპანია B

საჰაერო იერიშების შედეგად ელექტროენერგია შეუწყდა უკრაინის კიდევ მეტ რეგიონს

რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმებისა და ენერგეტიკის ობიექტების მიზანში ამოღების გამო უკრაინაში 19 ოქტომბერს კიდევ უფრო მეტ სოფელს, დასახლებასა და ქალაქს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, აცხადებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. პარალელურად, ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, უკრაინის ძალების წინსვლის ფონზე. ერთ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში გაგრძელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგად განადგურდა უკ

კიევმა დაითხოვა ყაზახეთში ელჩი, რუსების დახოცვაზე განცხადებების გამო

უკრაინამ თავისი ელჩი ყაზახეთში, პეტრო ვრუბლიოვსკი, სამსახურიდან დაითხოვა რუსების დახოცვის შესახებ აგვისტოში გაკეთებული განცხადებების გამო. პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლითაც ელჩი ოფიციალურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. ელჩი პეტრო ვრუბლიოვსკი სკანდალში გაეხვა მას მერე, რაც ცნობილ ყაზახ ბლოგერთან, დიას კუზაიროვთან ინტერვიუში თქვა: "რაც მეტ რუსს დავხოცავთ ახლა, მით ნაკლები მათგანის დახოცვა მო

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ადგილობრივი მცხოვრები, 55 წლის თამაზ გლურჯიძე ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ადასტურებს. სოფელი ბერშუეთი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ოკუპირებულ სოფელ წინაგარს და ღრომის ხეობას ესაზღვრება. გლურჯიძის ნათესავების თქმით, ის თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი სახლში აღარ მისულა. მათივე სიტყვებით, კაცი მოგვიანებით ოჯახის წევრებს ტ

ადვოკატი აცხადებს, რომ ლაშა ფურცხვანიძემ მერიისთვის ყალბი დოკუმენტების გადაცემის შესახებ არაფერი იცოდა და ბრალს არ აღიარებს

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვანიძისა და ამავე კომპანიის ორი თანამშრომლის ადვოკატი მამუკა ბლიაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი დადგინდება. „გუშინ მოვინახულე სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბრალი ოფიციალურად ჯერ არ აქვთ წარდგენილი. ჩემი დაცვის მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან. ვაცადოთ გამოძიებას და ყველაფერი გაირკვევა. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მ

ირაკლი კობახიძე - ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია

ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ზოგადად პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რაიმე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში კი, რადიკალურად განსხვავებული სურათია.

რა უჯდება უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლა?

ირანული დრონებით რუსეთის არმია სერიოზულ პრობლემებს უქმნის უკრაინას - გარდა იმისა, რომ ე.წ. მოპედების თავდასხმებს ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა და ნადგურდება ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ წინააღმდეგ უკრაინას ძვირადღირებული რაკეტების გამოყენება უწევს. მეტი თავდასხმა და მეტი მსხვერპლი - ოქტომბერში უკრაინის ცაზე ხშირად ხედავენ ირანული წარმოების ხმაურიან დრონებს, რომელთა წინააღმდეგ 100%-იანი დაცვის მექანიზმი არ არსებობს. ირანი რუსეთს „კამიკაძე დრონების“ (Shahed-136) გარდა, სხვა ტიპის

სოფო ხორგუანი: მოარული ხმები კორუფციის შესახებ დადასტურდა, ასე რომ არ იყოს, როგორ მოიგებდნენ მსგავსი კომპანიები ტენდერებს (ვიდეო)

-  რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ბევრი რთული რამ ხდება ჩვენს თავს... ასეც რომ არ იყოს, სად დავბრუნდით, სურათებიც კი გაავრცელეს გიგი უგულავას მერობის დროს გარდაცვლილი ბავშვების. ის რომ უვარგისი იყო, შენც უვარგისი ხარ? ეტოლები?!   - მოარული ხმები კორუფციის შესახებ დადასტურდა, ასე რომ არ იყოს, როგორ მოიგებდნენ მსგავსი კომპანიები ტენდერებს...   -  დამაზიანებლად დიდია დღეს ფულის როლი პოლიტიკაში, დაწესდეს ზედა ზღვარი რამდენი ფულის დახარჯვა შეუძლია პარტიას არჩევნებზე...

ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ომის დანაშაულებია

რუსეთის მხრიდან უკრაინის ელექტროსადგურებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და დრონებით მიტანილი იერიშები წარმოადგენს "ნამდვილი ტერორის აქტებს", რომლებიც ომის დანაშაულებს უტოლდება - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 19 ოქტომბერს. "გუშინ კვლავ ვიხილეთ რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ თავს უკვე ძალიან სასტიკ ომში. საერთაშორისო წესრიგი ძალიან მკაფიოა. ესენი ომის დანაშაულებია" - უთხრა ფონ დერ ლაიენმა ე

ლევან იოსელიანი - მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტს სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატი წარვუდგინოთ

„მოქალაქეები“ პარლამენტს სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატს წარუდგენენ, რის შემდეგაც მათი მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. „სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გვქონდა გასაუბრება. ისინი ერთი თხოვნით მოდიან, რომ მათი კანდიდატურები წარვადგინოთ და საშუალება მიეცეთ, საკუთარი შესაძლებლობა, მოსაზრებები პარლამენტის წინაშე გამოხატონ და მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე დადგეს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ

საკრებულოს დეპუტატები თბილისის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს

თბილისის საკრებულოს წევრები "ლელოდან", "ნაციონალური მოძრაობიდან" და ანა დოლიძის პარტიიდან "ხალხისთვის" თბილისის მერიის შენობაში არ შეუშვეს. მათ სურდათ დასწრებოდნენ მთავრობის სხდომას და მერისთვის კითხვები დაესვათ 13 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიაზე.   ადგილზე მერიის უსაფრთხოების სამსახურის გარდა, პოლიციის კორდონია ჩაყენებული. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციონერებს შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს, დეპუტატები კი ამბობენ, რომ როგორც საკრებულოს წევრებს, სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება ა

მერიის ის მაღალჩინოსანი, რომლის სამსახურმაც ვაკის პარკის შადრევანი ჩაიბარა, გადადგა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მან გადაწყვეტილება თავად მიიღო. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური იყო უწყება, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის სამუშაოები ჩაიბარა - შადრევანის გახსნის მეორე დღეს წყალში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტა, მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. სამუშაოების ჩაბარებაში ჩართული გიგა გიგაშვილის მოადგილე გუშინ პოლიციამ დააკავა. "დატრიალ

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ირანმა ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ირანული უპილოტო თვითმფრინავების მართვაში რუსებს დაეხმარებიან

ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ირანული უპილოტო თვითმფრინავების მართვაში რუსებს დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ დაზვერვის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან იმუშავებენ, სადაც ირანიდან ჩატანილი უპილოტო თვითმფრინავებია ბაზირებული. ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები არიან, რომელიც აშშ-ს ტერორისტულ

კახა კალაძემ მერიის უწყებებს დაავალა, შემოწმდეს ყველა სამუშაო, რომლის ექსპერტიზაც „მშენექსპერტს“ აქვს გაკეთებული

კახა კალაძემ მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას დაავალა, რომ ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება განხორციელდეს ყველა იმ სამუშაოსი, რომლის ექსპერტიზაც „მშენექსპერტს“  აქვს გაკეთებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, უნდა შემოწმდეს ყველა სამუშაო, რომლის ექსპერტიზაც იმ საექსპერტო ბიურომ შეასრულა, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. „მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპ

მიხეილ დაუშვილი - დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა

მიხეილ დაუშვილი - დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა; შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ დაუშვილი აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი რეაგირების პირობებში, სისტემური კორუფცია გაგრძელდება და ტრაგედიები მომავალში თავიდან ვერ იქნება ა

ბერდია სიჭინავა თბილისის მერიაზე, კახი კალაძის პასუხისმგებლობაზე და განვითარებულ მოვლენებზე (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის'' აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა თბილისის მერიაზე, კახი კალაძის პასუხისმგებლობაზე და განვითარებულ მოვლენებზე ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/669158494784036

ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ირანული წარმოების დრონების თავდასხმის პრობლემა დაახლოებით ორ კვირაში მოგვარდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ირანული წარმოების „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა დაახლოებით ორ კვირაში მოგვარდება. „ძალიან მალე უკრაინა მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს დღებში უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.

აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანენ

ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე გაიტანენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ ირანული დრონების იმპორტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 231-ე მუხლის დარღვევაა. გარდა ამისა, უკრაინა გაერო-ს ექსპერტებს იწვევს, რათა შეისწავლონ დრონები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშისთ

„გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებელი - ჩვენი ინტერესია, სიმართლე დადგინდეს, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შადრევანი სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დოკუმენტები არ გაყალბებულა

„გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლის, კობა ხარშილაძის განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაკის პარკში მომხდარზე სიმართლე დადგინდეს. ხარშილაძის თქმით, არანაირი დოკუმენტი არ გაყალბებულა. „ჩვენი ინტერესია, დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. გამოძიება მიმდინარეობს და იტყვის თავის სიტყვას. დოკუმენტები რა თქმა უნდა არ გაყალბებულა. ვინც ამ საქმესთან ოდნავ შემხებლობაშია, იტყვის, რომ ეს წარმოუდგენელი იყო. მინდა, სიმართლე დადგინდეს. დაახლოებით ორი თვის განმავლ

მიხეილ დაუშვილი - კახა კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და მერიაში სისტემური პრობლემების შესახებ საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს პასუხი გასცეს

კახა კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, გუშინ საზოგადოებამ იხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი ცხრა პირის დაკავების შესახებ, სამწუხაროდ, „ოცნება“ ცალკეული პირების დაკავებით, ცდილობს შექმნას რეაგირების მოჩვენებითი განცდა

იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას, საქართველო ჩვენი მჭიდრო პარტნიორია

უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა. საქართველოს მხარდაჭერის კონტექსტში ალიანსის გენერალურმა მდივანმა რეფორმების განხორციელებაში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „ამაზე ნაწილობრივ პოლიტიკური, ნაწილობრივ კი სამხედრო რეაგირება არსებობს.
×
×
  • შექმენი...