ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ხაშურის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ბრალდებულების ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების გორის ბიუროს ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიორგი ჯეირანაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
„წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. რაც შეეხება სა
ირანში დააპატიმრეს უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დისშვილი, მას შემდეგ, რაც მან გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბიძამისის ხელმძღვანელობით მოქმედ ხელისუფლებას უწოდებს "მკვლელ და ბავშვების მხოცავ რეჟიმს".
ფერიდე მორადხანი არის წარმომადგენელი ოჯახის განშტოებისა, რომელიც უკვე დიდი ხანია უპირისპირდება ირანის კლერიკალ მმართველებს, თავად მორადხანი აქამდეც ყოფილა დაპატიმრებული ირანში.
მისმა ძმამ, მაჰმუდ მორადხანიმ ტვიტერით დაწერა, რომ ფერიდე მორადხანი დააპატიმრეს 23 ნოემბერს, მას შემ
უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტის პეტრო კოტინის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ შესაძლოა, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ბოლო კვირებში ჩვენ ვიღებთ ფაქტობრივ ინფორმაციას, რომ გაჩნდა ნიშნები, ისინი შესაძლოა, ემზადებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. უპირველეს ყოვლისა, რუსულ პრესაში ჩნდება ძალიან ბევრი პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სჯობ
საქართველოს პროკურატურამ, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ,
ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა.
როგორც ეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა. სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება.
„უამინდობის გამო, Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ბრუნდება სათადარიგო აეროდრომზე, ერზრუმის აეროპორტში – თურქეთში. ამ მომენტისთვის
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა.
„ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზ
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა.
შეხვედრა 28 ნოემბერს, ბერლინში გაიმართება.
„ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ სამხედრო დანაშაულების საშინელებებზე, რომელთა გამოძიებაც და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაც ჩვენ გვინდა.
გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა. როგორც ფონდ World of Diaspora-ში განაცხადეს, ჰააგაში მდებარე საქართველოს საელჩოში ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოების „გველის პერანგის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
რომანი, ნიდერლანდელ მკითხველს, თარგმანის ავტორმა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ლიტერატორმა, არჩილ ჯავახაძემ წარუდგინა, რომელმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის შესაბამისი ეპიზოდები და რომანის შექმნის პროცესი გააცნ
ჩინეთის ქალაქ შანხაიში, ათასობით ადამიანმა ქუჩებში კოვიდშეზღუდვები გააპროტესტა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: "სი ძინპინი, გადადექი!“ „გადადგეს კომუნისტური პარტია!" „განბლოკეთ სინძიანი, განბლოკეთ ჩინეთი", "არ გვსურს PCR ტესტები, გვსურს თავისუფლება“.
მომიტინგეებმა პატივი მიაგეს სინძიანის რეგიონალურ დედაქალაქ ურუმჩიში, მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილ სულ მცირე 10 ადამიანს.
მედიის ცნობით, ხან
კიევში "თითქმის სრულად" აღდგენილია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ისევე, როგორც გათბობა და კომუნიკაციები - აცხადებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია 27 ნოემბერს.
ადმინისტრაცია დასძენს, რომ "გათიშვა კვლავ შესაძლებელია, მიწოდების ქსელების გადატვირთვის გამო".
რუსეთის ინტენსიური თავდასხმების შემდეგ, კიევში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. 26 ნოემბერს სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდებოდა 130,000-მდე ადამიანს, ქალაქში, სადაც
საქართველოს მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით, ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ სათემო აქტივისტებთან ერთად, ტყიბულის, წალკისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში პეტიციები წარადგინა.
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, „მთის ამბებმა“ საქართველოს 32 მუნიციპალიტეტში, ძირითადად, მთიან და უმცირესობების დასახლებებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები შეისწავლა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოთხმხრივ შეხვედრაში, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა. მათივე ცნობით, ა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების პირველი სამიტის შედეგად 150 მილიონ დოლარამდე თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ ზელენსკიმ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნული თანხა მოხმარდება ინიციატივას „მარცვლეული უკრაინიდან“ (Grain from Ukraine), რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებას ითვალისწინებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ინიციატივას შეუერთდა 20-ზე მეტი ქვეყანა და ევროკა
უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, რომან სვიტანი აცხადებს, რომ უკრაინული ზამთარი რუს სამხედროებს „ძალიან დიდ სიურპრიზს" უმზადებს. მისი შეფასებით, რუსებს, განსხვავებით გამოცდილი უკრაინელებისგან, წარმოდგენაც არა აქვთ იმ სასტიკ პირობებზე, რომელთა წინაშეც ისინი ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან.
„ჯერ მხოლოდ ყვავილებია, ნაყოფი მერე იქნება... ეს არ არის ის ყინვა, რომელზეც ასე უყვართ ლაპარაკი რუსებს. ისინი ლაპარაკობენ -30 გრადუსზე, როცა სიმშრალეა
ნონა გაფრინდაშვილმა სენიორ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა.
ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა მორიგ წარმატებას 81 წლის ასაკში მიაღწია - იტალიის ქალაქ ასისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 65 წელს ზემოთ ასაკის ყველა კონკურენტს აჯობა.
ნონა გაფრინდაშვილის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ზურაბ სტურუა 50 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ამავე ასაკობრივ ჯგუფში, ქალთა შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების დათვლის შემდეგ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს. ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქში" წერს.
„გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა.
როგორ მივედით აქამდე?!
- ყოველგვა
მონაზონი, რომელსაც ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ის თავდაპირველად, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი, თუმცა დღეს, მონაზონი თბილისში გადმოიყვანეს.
კავკასიის მედიცინის ცენტრში მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, მონაზონი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადის.
ცნობისთვის, ხაშურისა
ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო БелТА იუწყება, რომ გარდაიცვალა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი.
ცნობა გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ანატოლი გლაზის სიტყვებზე დაყრდნობით.
იუწყებიან, რომ მაკეი გარდაიცვალა უეცრად, "ამას არაფერი მოასწავებდა" - ამბობს გლაზი. დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
ვლადიმირ მაკეი 64 წლის იყო. მან კარიერა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, შემდეგ იყო ალექსანდრ ლუკაშენკას ადმინისტრაციის ხელმ
დღეს, ტყვეების გაცვლის ფარგლებში, 12 უკრაინელი გათავისუფლდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებულია საზღვაო ძალების 4 მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ორი წევრი, ორი მესაზღვრე, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ერთი წევრი, ასევე სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა.
„სახლში მიდიან მეომრები, რომლებიც იცავდნენ, მარიუპოლს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და კუნძულ „ზმეინს“, - წერს
პარლამენტის შენობის წინ, უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა დევიზით - „დაანთე სანთელი“
აქციის ორგანიზატორი “უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია” იყო. მისი ხელმძღვანელის, კატერინა კოზაკის განცხადებით, 90 წლის წინ, საბჭოთა კავშირის ქმედებებით გამოწვეული მასობრივი შიმშილობა - ჰოლოდომორი - უკრაინული ისტორიის ტრაგიკული ფურცელია. ჰოლოდომორს მსოფლიოს 22 ქვეყანა, მათ შორის საქართველო გენოციდად აღიარებს.
„აქცია ეძღვნება ყველა იმ მსხვერპლის მოხსენიებას, რო
საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა 26 ნოემბერს რუსთაველზე აქცია ჩაატარეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს.
„შეუძლებელია სრულად გაიაზრო ამ ტრაგედიის კოშმარი. რუსეთის ხელისუფლება და ჯარი სჩადის ძალადობას, ანგრევს სახლებს, მაგრამ უკრაინამ გაუძლო. უკრაინა გაიმარჯვებს და მალე დაიბრუნებს თავის მიწებს“ - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. სიტყვით გამოვიდნენ რუსეთისა და საქ
ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი სესიის ბოლოს, პოლონეთის სეიმში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე წუთით შუქი ჩააქრეს. რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო, მილიონობით უკრაინელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ეუთო-ს შემოდგომის სესია ჩატარდა ვარშავაში. ეს არის ქალაქი, რომელიც ნანგრევებიდან აღდგა. მეორე მსოფლიო ომის დროს სრულიად განადგურებული, აღდგა და დღეს წარმოადგენს ადამიანების გადარჩენის ნების ცოცხალ მაგალითს. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელ ერ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
საერთაშორისო ფორუმში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად, მონაწილეობენ კიევში მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. სამიტს ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან