რუსები, რომლებმაც სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს, საქართველოდან დაბრუნებას არ ჩქარობენ. ამ სათაურით საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ პუბლიკაციას აქვეყნებს.
„ერთი თვის შემდეგ, რაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის გაწვევის პროცესი დაასრულა, მამაკაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურის თავიდან ასარიდებლად, მეზობელ საქართველოში გაიქცნენ, აცხადებენ, რომ ისინი სახლში დაბრუნებას არ ჩქარობენ“, - წერს მედიასაშუალება.
„როიტერსის“ ცნობითვე, რუსეთმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე განცდი
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს სამართლებრივი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადააგზავნის.
როგორც მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კანონპრპექტს მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს კომისიას, კანონი სამართლებრივად დროულად შეფასდეს.
„ჩვენ ვამბ
ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაზარალებულმა მონაზონმა ორივე ბრალდებული ამოიცნო.
როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, რისთვისაც „პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს“.
„პროკურატურისვე მსგავს დანაშაულებზე მკაცრი მიდგომა აქვს და ასევე, ორივე ბრალდებულის მიმართ მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ყვე
ხაშურის რაიონული სასამართლო, ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო სხდომას მოსამართლე ზაზა რამიშვილი უძღვება.
ბრალდებულების ინტერესებს სასამართლო პროცესზე იურიდიული დახმარების გორის ბიუროს ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ადვოკატი გიორგი ჯეირანაშვილი დაიცავს.
ჯეირანაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. საქმის სხვა დეტალებზე კი არ სა
კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.
„უკრზალიზნიცის“ მატარებლის ფონზე გადაღებული ერთობლივი ფოტო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გამოაქვეყნეს.
"ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვართ კიევში უკრაინის მიმართ ჩვენი სრული სოლიდარობის ნიშნად. მიუხედავად რუსული რაკე
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად, ვის და რამდენი პროცენტით გაეზრდება ხელფასი.
როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყოველწლიურად საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი გამონაკლისის სახით ჯარის, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ანაზღაურება 20%-ით მოიმატებს.
„საჯარო პირობად გვაქვს აღებული, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაიზარდოს საჯარო სამსახურში და
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გადააგზავნიან თუ არა ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს.
მისივე თქმით, ჯერ უნდა გაარკვიონ, რა ხდება დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ვენეციის კომისია ამუშავებს.
„ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდა ვენეციის კომისიასთან, მთელი რიგი ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის უკრაინის მიერ ვენეციის კომის
საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე რჩევაა, საქართველომ განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებას, რაც 12 რეკომენდაციის საგანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
დეგნანის თქმით, აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარედგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას.
კელი დეგნანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს 22 ნოემ
ევროკავშირის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ან მათი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება აღიარებული.
დღემდე სისხლის სამართლის დანაშაულთა სიაში ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა, ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობა, ფულის გათეთრება, კორუფცია, კიბერდანაშაული და ორგანიზებული დანაშაული შედიოდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას კენჭი ევროპარლამენტშ
25 ნოემბერს, ეკონომიკური საბჭოს ფორმატში, განვიხილეთ ბიუჯეტის საკითხი და 30 ნოემბერს პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და, ნაცვლად 8,5%-ისა, იქნება 10%, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
„მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნო
ვიწყებთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას, რაც ჯამში 1,3 მილიონი ლარი დაგვიჯდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპი დაიწყება 2023 წლის პირველი იანვრიდან და მის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი.
„განათლების მიმართულებით, გახსოვთ, რომ 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, დაგეგმილი გვაქვს 500 სკოლის მშენებლობ
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განაცხადებით, აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია. მისივე თქმით, ანაკლია დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა.
როგორც კელი დეგნანი ამბობს, რამდენადაც მას აქვს ინფორმაცია, მთავრობა ანაკლიის პორტზე ტენდერის გამოცხადებას მომავალი წლის დასაწყისში აპირებს.
„აშშ წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მიგვაჩნია, რომ ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი კ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, არტისტები. ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები - სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზეც". ამ მიზნით ჩვენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მიმდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე კანონპროექტები შევიდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ ადგილობრივი ტელეგრამის არხზე დაყრდნობით იუწყება.
ეს არის მიმდინარე წლის 19 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაცაა „შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტ
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" მივიდა. მან სამედიცინო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"დიდი ხანია, მე არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და ნახულობდნენ, საქმის კურსში ვიყავით. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო დროის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მის ჯანმრთელობაზე, მე მივიღე გადაწყვეტილება, პირადად გავეც
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქებთან, ბახმუტსა და სოლედართან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონების სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში თავდაცვის ძალების პოზიციებზე იყო 50-ზე
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო ორ თვეში, ოქტომბერსა და ნოემბერში, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში ოთხი სამართალდამცავი ამხილა. უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. ოთხივე ადამიანი პასუხისგებაში ბოლო ორ თვეში მისცეს.
გამოძიებით დადგენილი ოთხი ფაქტი:
2022 წლის 17 ნოემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწ
უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ე.წ. უძლეველობის პუნქტების მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ დავით არახამიამ „ტელეგრამში“ დაწერა.
მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ კიევში მოწყობილ სპეციალურ პუნქტებში, სადაც მოქალაქეებს გათბობის, ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვისა და სხვა სერვისების მიღება უნდა შეეძლოთ, ინსპექცია ჩატარდება.
„კიევი რჩება ჩვენი მტრისთვის პრიო
იტალიის სამხრეთში მდებარე კუნძულ სიკიაზე მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ახალშობილია. კუნძულ სიკიაზე მეწყერი 26 ნოემბერს ჩამოწვა. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ხუთი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მომხდარის გამო იტალიის მთავრობის მეთაურმა ჯორჯია მელონიმ საგანგებო სხდომა გამართა და დაზარალებულების დახმარების განკარგულება გასცა. ა
ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მორიგი დღიური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უკვე მეხუთე დღეა, ქვეყანაში დღიური ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასულ დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 39 506 შეადგინა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინში ფიქსირდება.
ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა მოქმედებს, რაც მკაცრ
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პირობას დებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას განაგრძობს. რიში სუნაკის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ დახმარების მოცულობა გაზარდოს კიდეც.
„ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ შევუნარჩუნებთ ან გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას მომავალ წელს და უზრუნველვყოფთ ახალ მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პრემიერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო საერთა
გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული.
„ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ე
რუსეთის სარდლობამ ძალისხმევა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე მიმართა - გრძელდება ოკუპანტების ქვედანაყოფების გადაადგილება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს.
„გრძელდება მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება იმ დანაყოფების დასაკომპლექტებლად, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს. მოსალოდნელია ბელარუსი