Jump to content
Planeta.Ge

Blogs

კადრები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ — ჩაძირული ტიტანიკისთვის 1986 წელს გადაღებული ვიდეო სრულად პირველად ქვეყნდება #1tvმეცნიერება

უკვე დიდი ხანია, უბედური RMS ტიტანიკის ჩაძირვა ერთნაირად აჯადოებს ისტორიკოსებს, ოკეანოგრაფებსა თუ კინორეჟისორებს. ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი (WHOI) საკუთარ YouTube არხზე აქვეყნებს საათი და 21-წუთიან დაუჭრელ ვიდეოს, რომლის დიდი ნაწილიც საზოგადოებას აქამდე არასოდეს უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ კადრების დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება, ისინი 1986 წლის ივლისშია გადაღებული, წყალქვეშა აპარატის — DSV Alvin-ის და დისტანციურად მართვადი მოწყობილობა Jason Jr-ის მიერ.

ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში იმყოფება, - ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-10 დღეს დარჩება. IPN

კიევში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

კიევში იმყოფება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი. ის ისრაელის მთავრობის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ჩავიდა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ელი კოენმა ტვიტერზე დაწერა, რომ დღეს კიევს ეწვია იმის სათქმელად, რომ ამ რთულ დროს ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას. ომის დაწყების შემდეგ, ისრაელი უკრაინას ძირითადად, ჰუმანიტარულ დ

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო და 18 საავიაციო დარტყმა და 52 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის დონეცკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.

ენტონი ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთს 19 თებერვალს ეწვევა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბლინკენი ჯერ ინჯირლიკის საჰაერო ბაზას ეწვევა, სადაც პირადად იხილავს თურქეთისთვის გაწეული ამერიკული დახმარების შედეგს, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრება, სადაც კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსა და სხვა თურქ მაღალჩინოსნებს შეხვდება. დიპლომატები სტიქიისგან დაზარალებული ქვეყნისთვის შემდგომი დახმარების გაწევასა და ორი ქვეყნის პარტნიორობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.

დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.

Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse Group AG-მა ქართველ მილიარდერსა და ყოფილ პერმიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. ბანკის სპიკერის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ თანხას წარმოადგენს. განცხადებაში არაფერია ნახსენები სინგაპურში მიმდინარე ახლანდელი დავის შესახებ. განცხადება არის დეტალური აღიარება იმისა, თუ რა

რუსმა ფრილანსერებმა უცხო ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ფული საქართველოში გაიტანეს

რუს ფრილანსერებს 2022 წელს ფული ყველაზე ხშირად საქართველოში გაჰქონდათ და მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის ბარათებზე, დაახლოებით, 100 მლნ რუბლი (დღევანდელი კურსით: 1 337 579 დოლარი) გადარიცხეს, რაც, 2021 წელთან შედარებით, 5325%-ით მეტია. ამის შესახებ ფრილანსერებთან ანგარიშსწორების სერვის Solar Staff-ის კვლევის ანგარიშში წერია, რასაც რუსული Forbes-ი ავრცელებს. კველვის თანახმად, 2022 წელს მთლიანობაში არარუსულ ბარათებზე გადარიცხვების მოცულობა 6,8-ჯერ გაიზარდა იმ რუსი ფრილანსერების მხრიდან, რომლე

სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე - ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია - ის ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე სხვა ამერიკულ კანონს

ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ე

პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, კიდევ გადაიხედოს

პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, კიდევ გადაიხედოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარმა განუცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევასთან დაკავშირებით კვლავ მუშაობენ. გიორგი ამილახვარის განმარტებით, სკოლაში შესვლის ასაკის ცვლილება სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებაზეა დამოკიდებული. „პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევა დამოკიდებულია სასკოლ

საია-ს თავმჯდომარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ამ თემაზე განხილვის დაწყებაც კი საფრთხეა - ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ვასრულებთ

ამ კანონპროექტის დაინიცირება და, ამაზე მსჯელობის დაწყება არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოსთვის აღნიშნული კანო

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას ევროინტეგრაციაზე | ექსპერტთა შეფასება

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე? – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ამ საკითხზე 20-ზე მეტი ექსპერტი გამოკითხა. ექსპერტებს ჰკითხეს, რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან დაშვებას – იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ, ეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც ნეგატიურად აისახება, სამომავლოდ, ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსურ დახმარებ

ბათუმში ლიფტი ჩავარდა, დაშავდა 3 ადამიანი

ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ. „ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ხოლო ორი კი სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. ხუთიდან ორი მოქალაქე თავს კარგად გრძნობს, კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – უთხრეს IPN-ს შესაბამის უწყებაში. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყ

,,ვოლტის” კურიერები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ

საკურიერო კომპანიების ,,ვოლტის”, ,,გლოვოსა” და "ბოლტის" კურიერებმა საპროტესტო აქციები დღეს ყველა ჩამოთვლილი ორგანიზაციის ოფისთან გამართეს და დამსაქმებლებისგან ღირსეული შრომითი ანაზღაურება და სამუშაო პირობები მოითხოვეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საირმის მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცულ მუშებსა და ტელეკომპანია ,,ფორმულას" ოპერატორებს, რომლებიც  დამსაქმებლებისგან მათი შრომის დაუფასებლობას და უფლებრივ დისკრიმინაციას  აპროტესტებენ. ,,ეს ერთი დიდი პრობლემაა, ამიტომ ყველა ერთად ვ

იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის გენერალური მდივანი თურქეთში დღეს ჩავა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები ანკარაში გაიმართება. იენს სტოლტენბერგი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებშიც ჩავა.   ავტორი - თამთ

ქართველმა მეცო-სოპრანომ ალი ქაან ორბაის 20 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში დახმარება შესთავაზა

მეცო-სოპრანო, საერთაშორისო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებელი ნინო სურგულაძე საქართველოში თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა. ნინო სურგულაძემ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ათასობით დაღუპული ადამიანის გამო ელჩს თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადა. ქართველმა მეცო-სოპრანომ ალი ქაან ორბაის 20 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში დახმარება შესთავაზა. ფონდ „ნატვრის ხის“ ხელმძღვანელის თქმით, საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხ

აეროპორტების გაერთიანება - უამინდობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპისთვის, რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ და დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება შეუფერხებლად სრულდება. წვიმისა და ძლიერი ქარის გამო, ავია

33 წლის შემდეგ - 15 თებერვალი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის დაბადების დღეა

დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა – დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეა – ორგანიზაციამ, რომელიც მანამდე საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო, 1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე საბჭოთა საფეხბურთო კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ყრილობას 490 დელეგატიდან 391 დაესწრო. გუნდების, მწვრთნელების და ფუნქციონერების ნაწილი მომხრე იყო, რომ საბჭოთა ჩეპიონატი ყველა გუნდს დაეტოვებინა თბილისის „დინამოს“ გარდა. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლე

ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“. „ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ სატრანსპორტ

იანვარში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 1 096%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 445 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვეყნებს შორის 60.1%-ით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია - იანვარში ამ ქვეყნიდან 267.6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1 096%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 15.8%-ით დაიკლო წინა თვესთან შედარებით - დეკემბერში ნაკადების

ელისო ბოლქვაძე გელათზე - საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი - ყველა დოკუმენტს არ ვიცნობ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი - ყველა დოკუმენტს არ ვიცნობ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან გელათთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ბოლქვაძე აცხადებს, რომ გელათთან დაკავშირებით "თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ხედავს". „გელათის თემატიკა ყველა ჩვენგანისთვის არის ძალიან მტკივნეული, რა თქმა უნდა, ჩვე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6532 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6532 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6583 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8434 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8585 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ზურაბ აზარაშვილი - რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები, იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პრობლემის გამო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები დღეისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემის გამო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი ინფექციური საავადმყოფოს რემონტი რამდენიმე თვეში დასრულდება, სადაც განთავსდება როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ინფექციური განყოფილებები. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მინისტრის განმარტებით, მიმდი
×
×
  • შექმენი...