თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო.
მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა.
,,ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება”, - განაცხადა როინ მებონიამ.
შეგახ
,,დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებთან სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვებს,
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 თებერვალს 12:00-დან 18:00 საათამდე ქ. დუშეთში რუსთაველის, შამანაურის, ჭონქაძის, ჭავჭავაძის, დადიანის, წმ. ნინოს, სააკაძის, ბაჩანას, იოსელიანის, ერეკლე II-ისა და მიმდებარე ქუჩებზე აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. ასევე, 12:00-დან 12:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე სოფელ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები და „დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტის მომზადებაზე მუშაობენ, რომელიც უკრაინაში რუსეთის შემჭრის წლისთავზე გამოცხადდება.
„ვფიქრობ, დაახლოებით 24 თებერვალს, თქვენ იხილავთ სანქციების ახალ დიდ პაკეტს შეერთებული შტატებისგან და“დიდი შვიდეულისგან“. ეს სანქციები გააფართოვებს და გააღრმავებს ადრე დაწესებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, კერძოდ, შეზღუდავს ტექნოლოგიისა და აღჭურვილ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით ითვალისწინებს.
„გამ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 17 თებერვალს, კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები ჩატარდება. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოები 17 თებერვალს, დილის 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
„სამუშოების მიმდინარეობისას აუცი
პარლამენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ. აზარაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული.
მინისტრი კომიტეტის წევრებს სამინისტროს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
საბჭოთა კავშირის ცნობილი მსახიობი, 84 წლის ლია ახეჯაკოვა, პუტინის პოლიტიკის კრიტიკის გამო, მშობლიური თეატრიდან გამოაგდეს.
ახეჯაკოვა თეატრის ხელმძღვანელობამ ყველა როლიდან მოხსნა, ზოგ შემთხვევაში კი, სპექტაკლები, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა საერთოდ ჩაიხსნა.
ახეჯაკოვას განცხადებით, რომელიც მან მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდგომ გააკეთა, მისთვის ეს გასაკვირი არ არის და არც იმას გამორიცხავს, რომ ძალიან მალე ის უცხოელი აგენტების სიასაც დაამატონ და დიდი ფულადი ჯარიმებიც დააკისრონ, თუმცა,
აფხაზეთის პრეზიდენტს არ შეუძლია მოლაპარაკება აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.
შამბამ კომენტარი გააკეთა ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის "კონსტიტუცია ამ თემის განხილვის საშუალებას არ იძლევა".
„ასეთი საკითხები ასე არ წყდება - პრეზიდენტი წავიდა, უცებ დაბრუნდა და ჩვენ რუსეთის ნაწილი ვართ. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც (არ იძლევა) ამ თემის განხილვის საშუა
ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა, მათ შორის 63 მებრძოლი “აზოვსტალიდან”. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“ვაგრძელებთ უკრაინელების სახლში დაბრუნებას. დღეს სახლში ჩვენი 100 მებრძოლი და 1 სამოქალაქო მოდიან. გათავისუფლებულ მებრძოლთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. მათგან 94 მარიუპოლის დამცველია, “აზოვსტალიდან” 63 მებრძოლის
კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლისთვის ფასის საჯაროდ მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად, მათ შორის, სოციალურ ქსელში ვაჭრობის შემთხვევაში.
მოვაჭრედ მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას.
ფასის მითითება აუცილებელი არ
2022 წელს, 10 თვეში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის 109 955 მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში.
შესაბამისი სადეპუტატო კითხვით საქართველოს ეროვნულ ბანკს პარლამენტის დეპუტატმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ მიმართა.
მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა 109 949 ანგარიში გახსნეს. ხოლო იურიდიულმა პირებმა - 6 ანგარიში.
ოფიცია
ევროპარლამენტი უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გადაცემის მოწოდებით გამოდის. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი.
ევროპარლამენტის რეზოლუცია მტკიცედ გმობს მოსკოვის აგრესიას, კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ხალხისა და ხელმძღვანელობის მიმართ ურყევ სოლიდარობას და უკრაინისთვის საჭირო დახმარების გადაცემის განხილვისკენ მოუწოდებს.
“ისინი [ევროპარლამენტარები] უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისადმი მხარდაჭე
სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური გამოცემა Aktuality ავრცელებს.
ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტებისა და საკვანძო ენერგეტიკული სტრუქტურების წინააღმდეგ.
რეზოლუცია ამჟამინდელ რუსულ რეჟიმს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
დეპუტატებმა ასევე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს მიმართავს ვიდეო ხიდის საშუალებით.
ამის შესახებ იტყობინებიან 73-ე „ბერლინალეს“ ორგანიზატორები. კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილია 16 თებერვლისთვის.
ზელენსკის სტუმრების წინაშე წარადგენს ჰოლივუდის ამერიკელი ვარსკვლავი შონ პენი, რომელმაც ფესტივალზე ჩაიტანა თავისი დოკუმენტური ფილმი უკრაინაზე „Superpower-ი.“
ორგანიზატორების თანახმად უკრაინის ლიდერის მონაწილეობა, რომლის ქვეყ
„ხალხის ძალის“ ლიდერები ამბობენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ამერიკული კანონმდებლობის ანალოგიურია“. სინამდვილეში ეს კანონპროექტი ჰგავს „უცხოეთის აგენტებზე“ რუსულ კანონს, გამოცდილ იარაღს პუტინის რეჟიმის ხელში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
ჟურნალისტი, ისტორიკოსი, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორი, ანდრეი შარი თავის გამოცდილებას გვიზიარებს:
რუსეთის კანონმდებლობაში 2012 წელს მიღებულმა ცვლილებებმა „უცხოური აგენტის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპოულოსთან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.
„საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენ
მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ ევროპარლამენტართა რიცხვი, ვინც რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ კრიტიკულად შემცირებული აქვს საუბრის ყოველგვარი სივრცე ევროპარლამენტში პარტნიორებთან, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ლილუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„არ არსებობს სივრცე, მათ ელაპ
ჩეხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გამოსვლის წინააღმდეგია და შექმნის ექსპერტთა ჯგუფს იმ მიზნით, რათა მომზადდეს სამართლებრივი დოკუმენტები, რომელიც საშუალებას არ მისცემს რუსებსა და ბელარუსებს იასპარეზონ ზაფხულის ოლიმპიადაზე.
„ჩვენ გვინდა გვქონდეს მძლავრი სამართლებრივი საფუძველი იმის მისაღწევად, რაც სწორად მიგვაჩნია. ჩვენ ამას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გადავცემთ. სწორედ ამიტომაც დავიწყეთ დიპლომატიის სფეროში მომუშავე იურისტებ
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში არის ნიშანი იმისა, რომ ორივე ქვეყანას სურს გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის ვიზიტები. დენდიასის თქმით, იგი უახლოეს მომავალში თბილისში ვიზიტსაც გეგმავს.
„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. დღეს, დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშ
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სტოლტენბერგმა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნატო და მოკავშირეები თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობენ. მისი თქმით, ამჟამად ალიანსი უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დროებით თავშესაფრებს აწყობს.
„თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, 6
თბილისში, დავით გამრეკელისა და ტაშკენტის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა, -ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავით გამრეკელის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ყაზბეგის გამზირიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით.
„ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, გადაადგილების ახალი სქემი
შვილის რეაქცია დედის დანახვაზე, რომელიც მაშველებმა მიწისძვრიდან 176 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს
წყარო: Anadolu Agency via Getty Images