ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ლუბლიანის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 13 წლის სპორტსმენმა 177,82 ქულა მოიპოვა, რითიც ოქროს მედალს დაეუფლა.
სამინისტროს განცხადებით, ინგა გურგენიძე კანადის ქალაქ კალგარიში გასამართ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ნეტგაზეთი
ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში.
საუბარია 18 ანგარიშზე, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ისინი 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს.
„ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელარუსში და უკრაინაში იყვე
ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი მარიკა ბაკურაძე ერთ-ერთია იმ 87 მგზავრს შორის, რომელთა გარეშეც ქუთაისიდან ბერლინში გაფრინდა თვითმფრინავი. მან რადიო თავისუფლება უთხრა, რომ 6 საათზე მეტია აეროპორტში ელოდებიან პასუხს კითხვაზე - რა შეთავაზება ექნება ავიაკომპანია Wizz Air-ს დაზარალებული მგზავრებისთვის.
ქუთაისი-ბერლინის რეისს Airbus a320 ასრულებს, რომელსაც 180 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ამ დილით დაახლოებით 90 მგზავრი გაფრინდა.
"მე სამსახურიდან მივლინებით მივდიოდი, ბერლინის კინოფესტივალ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ტვიტერზე ეხმაურება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ მას. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტა ესტრელამ განაცხადეს:
"კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც "ხალხის ძალამ" წარადგინა, შეშფოთებას იწვევს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან თავსებადობის გამო.
ჩვენ მოვ
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დახმარებით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლემ, ნინი მაისურაძემ განათლების სამინისტროს დავა მოუგო.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 14 თებერვალს განათლების სამინისტროს მხრიდან ნინი მაისურაძის მიმართ შშმ ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
გთავაზობთ ნინი მაისურაძის ამბავს, რომელიც PHR-მა გამოაქვეყნა:
ნინი მაისურაძე ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოა
სიმონ დადიანის ნათთესავები კულტურის და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ.
მათ წერილს სოციალურ ქსელში სიმონ დადიანის დის შვილიშვილიმ მია ღვინიაშვილი ავრცელებს და წერს, რომ ეს საფრანგეთში მცხოვრები ნათესავების, ლია და მიხეილ ვოდეს თხოვნაა.
წერილის მიხედვით, ლია და მიხეილ ვოდემ 2017 წელს უანგაროდ გადასცეს საქართველოს თავის საკუთრებაში არსებული სიმონ დადიანის 22 ნამუშევარი.
„2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით, მისი სურვი
E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალი
საქართველოში მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2023 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 224 016 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 451 168 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, იანვრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 349 ადამიანს აქვს, ჯამში 39 863 664 829 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,2% საბანკო სექტორზე
დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, როდესაც მან ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვ
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და „გრინსერვის+“-ის თანამშრომელი, დევი კახოიძე მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განუცხადა.
როგორც ფურცელაძე განმარტავს, დაცვის მხარეს პროკურატურამ მტკიცებულებები გუშინ გადასცა, რასაც სრულად არ გაცნობია, თუმცა, „მტკიცებულებების ძირითადი ბაზისი, რაც საქმეზე გამოყენებული იყო, როგორც ბრალის წინა პირობა, არსებითად შ
„ფრისტაილის“, „სნოუბორდისა“ და „ფრისკის“ მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რამდენიმედღიანი ღონისძიების მსვლელობისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილია დაცვის პოლიციის 4 საგუშაგო, სადაც დაცვის პოლიციის თანამშრომლ
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დელეგაციას თან ახლდა ს
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მიერ მოკლული ქალის დედა, ხათუნა ნაჭყებია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
განაჩენის თანახმად, მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ სიძეს, როინ მებონიას 20-წლით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც ხათუნა ნაჭყებიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი სიძის მიმართ უვადო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
ის აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსაც მიმართავს.
მოკლულის დედა განმარტავს, რომ მისი სიძ
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და „გრინსერვის+“-ის თანამშრომელი, დევი კახოიძე მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან.
,,რა თქმა უნდა, არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმებით არც დევი კახოიძის და არც ლაშა ფურცხვანიძის ნაწილში. დევი კახოიძესთან მიმართებით წარდგენილი ბრალდება თავის თავში მოიაზრებდა ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე წაქეზებას, შესაბამისი მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე, დევი კახოიძესთან დაკავშირებით შეიცვალა არა
16 თებერვალს ბაკურიანში, კოხტას მთაზე, არეალსის დისციპლინაში ქალებსა და კაცებში პირველი ოფიციალური ვარჯიში შედგა.
Aerials-ი სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის დროსაც სპორტსმენები 15 მეტრამდე ნახტომს ფერდობიდან ჰაერში ასრულებენ.
ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება უფასოა.
19 თებერვალს Aerials-ის გუნდური შეჯიბრების ფინალი, ხოლო 22 თებერვალს Aerials-ის ფინალი გაიმართება.
უკრაინაში ფართომაშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორის ძალების, სავარაუდოდ, 175 000-200 000 წევრი დაიღუპა ან დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დაახლოებით 40 000-60 000 დაღუპულს მოიცავს.
„რუსეთის მსხვერპლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც „ნაწილობრივი მობილიზაცია“გამოცხ
ე.წ. „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ლოგიკით, პაპუაშვილი უცხოური გავლენის აგენტი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან სხვაგან არ უმუშავია ცხოვრებაში გარდა GIZ-ისა, ამავე ლოგიკით ირაკლი კობახიძეც უცხოეთის გავლენის აგენტი გამოდის, რადგან USAID-ის დაქირავებული ექსპერტი იყო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ დაფინანსების წყაროს მიხედვით უცხოური გავლენის აგენტებად ადამიანის და ორგანიზაციის გამოცხადება არის რუსული მოდელი.
,,ე.წ. „ხ
2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა ეფუძნება როგორც მომჩივან აკაკი ოჩიგავას
ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეექვსე ანგარიშის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემა 70 ქულით შეფასდა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.
როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ODIN-მა რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლი
თოვლის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
,,მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის საშუალება მაქვს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ - ამის შესახებ საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს.
ამასთან, უწყების ცნობით
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, "მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პა
ქალი, რომლის შვილიშვილსაც მისი ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებიან, ჩვენებაში აცხადებს, რომ შვილიშვილზე სესხის გამო მასზე განაწყენებული იყო.
როგორც გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, ბებიამ ალექსანდრე საყვარელიძეს 10 000 აშშ დოლარი ასესხა, რაც მას არ დაუბრუნებია.
,,მარტში, 10 000 აშშ დოლარი ისესხა 1 თვის ვადით, მაგრამ აღარ დაუბრუნებია. მე მის უპასუხისმგებლობაზე და ჩემს მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებაზე გავბრაზდი და მივწერე, რომ მას ბებია აღარ ჰყა