მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა - პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცის არევა უნდათ - ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების ფაქტი შეაფასა.
მეუფე იაკობის თქმით, ევროპას, ამერიკას და საქართველოს ერთმანეთთან ძა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე არაა და ამბობს, რომ პარლამენტი არაა ადგილი, სადაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს.
როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, საზოგადოება უფლებამოსილია ინფორმაცია ჰქონდეს.
„მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია, სადაც არასამთავრობოების კრიტიკას ვ
უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით შეიქმნას დასავლეთის ძალების კოალიცია, რომელიც კიევს მიაწვდის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს. ზელენსკის თქმით, მისი ძალები კვლავაც აკონტროლებენ აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტს, თუმცა ქალაქის დატოვება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ამით უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე გადარჩება.
ვარშავაში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ 5 აპრილს ისაუბრა პოლონეთის როლზე დასავლეთის ქვეყნების დარწმუნებაში უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდების პროცესში და განაცხადა, რომ
უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. დაღუპული წარმოშობით ზუგდიდელი, არსენ ქეცბაიაა.
მისი თანამებრძოლების ინფორმაციით, ქეცბაია უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა.
რუსეთ-უკრაინის ომს დღემდე 41 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ინტერპრესნიუსი
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, 57-ე რაუნდზე, სხვადახვა საკითხთან ერთად, მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობიდან, აფხაზური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობა მოითხოვეს.
“მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჰუმანიტარული საკითხების განხილვისას, აფხაზურმა მხარემ მორიგ ჯერზე აფხაზური ნაციონალური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობის მიღების საკითხი დააყენა. ამასთან, განიხილებოდა განათლების წვდომის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და სხვა აქტუალური საკითხები”, – ნა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე 9 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე კიევ-პეჩერის ლავრაში წირვას აღავლენს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია (ПЦУ) ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი ეპიფანე ლოცვას აღავლენს სამშობლოს მცველთა, უკრაინის გამარჯვებისა და სრულიად უკრაინული ერისთვის.
29 მარტს ამოიწურა ვადა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მისცა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ МП) კიევ-პეჩერის ლავრის დასატოვებლად.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარისა“ და „TV პირველის“ გადამღები ჯგუფებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას.
კოალიციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.
პარლამენტის აპარატმა „TV პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძესა და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, ა
რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას განაცხადა.
„სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არიან კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სანდო მტკიცებულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები, რომლებიც აშშ-ის მიერ დასანქცირდნენ, ბოროტად იყენებდნენ უფლებამოსილებას სასამართლო სისტემაში.
აღნიშნულის შესახებ კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტის შემდეგ შეკითხვას უპასუხა:
„საინტერესოა პრეცედენტი, სანქცირებული ოთხი ადამიანიდან ერთი მოსამართლე არის ყოფილი მოსამართლე. ვგულისხმობ ვალერიან ცერცვაძეს, რომელიც ექვსი წელია, აღარ არის ს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს მომდევნო კვირას ეწვევა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ვიზიტი 13 აპრილიდან 15 აპრილამდე გაგრძელდება.
რამდენიმე კვირის წინ ბორელმა განაცხადა, რომ ჩინეთმა, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, უნდა იმოქმედოს საერთაშორისო წესრიგის დასაცავად, მას აქვს მორალური ვალდებულებები და ვერ დადგება აგრე
გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს საპატრიარქო აპირებს, შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად.
„გვსურს, საზოგადოებას ვაუწყოთ, რ
პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე და მნიშვნელოვანია, ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაო გარ
მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
რელიგიური სწავლების თანახმად, ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებო
საქართველოს პარლამენტმა 6 აპრილს აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. 4 მათგანის შემთხვევაში საბაბი გახდა ის, რომ მათ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებზე კითხვები დაუსვეს. რაც შეეხება „ფორმულას“ ჟურნალისტს, დეპუტატებს შალვა რამიშვილის შესახებ ეკითხებოდა.
აკრედიტაციები შეუჩერეს ტვ „პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, ამავე არხის ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „მთავარი არხის“ ო
პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ ,,ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი ,,ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება, - ამის შესახებ მოსამართლე ირაკლი შენგელია „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება შშ-ის მიერ აოთხი მოს
ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა. ერთი კვირის წინ მქონდა მძიმე საუბარი მასთან, ვისაც ეხება ეს წერილი და ავუხსენი რასაც ვაპირებდი, რადგან მსურდა მზად ყოფილიყო ამ ყველაფრისთის. არ მამოძრავებს შურისძიების წყურვილი და არ მსურს ფიზიკური ზიანი მივაყენო ვინმეს. ეს ბოლო დღეები უმძიმესი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი წარსულის გახსენებამ, ისევ გამიცოცხლა ყველა ტკივილი და გავაცნობიერე რომ უთქმელობა არის უსამართლობა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახის მიმართაც.
ხალხთან უ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე იმყოფება, მედიასთან ადასტურებს, რომ საქართელოში აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოუშვეს.
ლილუაშვილი ამბობს, რომ ქომინსი, „შესაძლოა [პიტერ] აკერმანზე უარეს [საქმიანობას] ეწეოდა“, რაზეც, მისი თქმით, არსებობს ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა „მაღალი სანდოობის წყაროებს“.
შეკითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა უწყებას აშშ-ის საელჩო ამ საკითხზე, ლილუაშვილი პასუხობს:
ლილუაშვილის თქ
“ვოლტის” კურიერები აცხადებენ, რომ აქცია-კონცერტის გამართვისთვის თბილისში, სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქცია დღეს, 6 აპრილს 19.30 საათზეა დაგეგმილი.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ლომინაშვილის განცხადებით, ის, რომ მათ სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს არც კანცელარიასთან და არც პარლამენტთან, კანონდარღვევაა.
“აქცია მოიაზრებდა მუსიკალურ კონცერტს. არ მოგვცეს სცენის გაშლის საშუალება, რაც არის კანონდარღვევა. აქციაზე სცენა და მიკროფონი რ
მოსამართლეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
თავდაპირველად ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირველ პირს სთხოვეს შეხვედრა, რათა მიაწოდონ ფაქტები, რის შემდეგაც რეაგირებას დაელოდებიან.
სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ კი განმარტა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს მიტაცების მცდელობებზე საქმის კურსში უნდა ჩააყენონ.
ლევან მურუსიძე ა
[ლევან მურუსიძის] რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასამართლო სისტემაში ჩარევის მტკიცებულებები აქვს.
როგორც დეგნანმა აღნიშნა, ოთხი მოსამართლე, რომელსაც აშშ-მა სანქც
ჩვენ რატომ ვართ დაბალი ღობე? - თან გვეუბნებიან, რომ პარტნიორი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ, - ასე ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების დასანქცირების საკითხს.
მისი თქმით, გაუგებარია, რა სტანდარტით მოქმედებს დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ უმაღლესი ხარისხის დემოკრატია აქვს, როცა მტკიცებულებების გარეშე პარტნიორი სახელმწიფოს მოქმედ მოსამართლეს კორუფციის უმძიმეს ბრალდე
მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოსამართლეებზე, რათა შემდგომ ამ მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემაში დაპირისპირება მომხდარიყო.
როგორც მან აღნიშნა, სანქციების დაწესება საელჩოს მხრიდან მორალური ტერორია.
„ეს წლების განმავლობაში გრძელდება. რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. დასაწყისში მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო
აშშ-ს საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. მნიშვნელოვანი არ არის ლევან მურუსიძეს სანქცია ექნება თუ არ ექნება, მნიშვნელოვანია, საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-ის საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა, ეს სხვათა შორის, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, აშშ-ს უნდა სასამართლო ხ