Jump to content
Planeta.Ge

Blogs

თბილისის მერია - ინფორმაცია, თითქოს გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სრული სიცრუეა

ინფორმაცია, თითქოს გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სრული სიცრუეა, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა თითქოს გამოიწვია 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პეტრიწის ქუჩა #12

ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს. „ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას. როგორც შევიტყვეთ,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.

ილია დარჩიაშვილი - ვიმედოვნებთ, სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს მტკიცებულებებს ან გადახედავს გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული აღიქმება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა

იმედს გამოვთქვამთ, სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილი მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის

ლევან მურუსიძე - დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, თუ არ მიიღებენ აშშ-ის საელჩოსთვის მისაღებ გადაწყვეტილებას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ

დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, თუ მოსამართლეები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ გაითვალისწინებენ ელჩისა და საელჩოს პოზიციებს, არ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორ

ანრი ოხანაშვილი - დასანქცირება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, ფაქტობრივად ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში ცალკეულ მოსამართლეებს - ეს ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი

მე წინასწარმეტყველი არ ვარ, სხვის ნაცვლად რაიმეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ყველაფერს სჭირდება ლოგიკა, არგუმენტი, ვერ ვისაუბრებ ვერავის სახელით,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კითხვას, ელოდება თუ არა, რომ სანქციები გაგრძელდება და შესაძლოა, ის გავრცელდეს, მათ შორის პოლიტიკოსებზეც. მისი თქმით, საინტერესოა, რა წყაროებზე დაყრდნობით ხდება ინფორმაციის მიწოდება, რამდენად ობიექტურია ეს წყარო და რა მტკიცებულებებზეა საუბარი, რაზე დაყრდნობითაც სანქცირების გადაწყვეტ

ლევან მურუსიძე - ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ - აშშ-ს საელჩოს აქვს წლებია გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება

ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება. „ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პრობლემები

„შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტს და ოპერატორს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერდათ − ლაფერაშვილი

„ფორმულას“ პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერეს. როგორც პარლამენტის აპარატის გადაწყვეტილებაში წერია, ჟურნალისტი არ დაემორჩილა მოთხოვნას − „პარლამენტის თანამშრომლის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ”. 1 აპრილს გასული სიუჟეტი პროპაგანდისტული ტელევიზიის, POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს ეხებოდა. პარლამენტის აპ

კახაბერ ქემოკლიძე - დღითი დღე, მოსკოვისა და ოცნების გზავნილები, ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთის პათოსს

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს პოსტით ეხმაურება და აცხადებს, რომ დღითი დღე მოსკოვისა და ოცნების გზავნილები ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთის პათოსს. როგორც კახაბერ ქემოკლიძე აღნიშნავს, მოსამართლეების დასანქცირება, დამატებით “ჟანგბადს” მიაწვდის სასამრთლო სისტემაში დარჩენილ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომელთაც ოცნება დღითიდღე “გუდავდა”. "ბოლო ამბებზე ბლიც ანალიზი 6 პუნქტით: 1. ოცნების მოსამართლეების დასან

ბერდია სიჭინავა - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მოსამართლეების დასანქცირების ფაქტზე, ახლა არ არის ემოციური რეაგირების დრო, აუცილებელია გონივრული პოლიტიკის გატარება

აშშ-ის გადაწყვეტილება სასამართლოს კორუფციული სინდიკატის წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი გზავნილი, რომ პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე, დამაზიანებელი რიტორ

„შუაგული“, „აიტექნიკი“... - რა ბიზნესებს ფლობს აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლე და მისი ოჯახი

„შუაგული“, „აიტექნიკი“ - ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლე, ვალერიან ცერცვაძე და მისი ოჯახი ფლობს. ვალერიან ცერცვაძე 6 წელია ქართული სასამართლო სისტემის ნაწილი აღარ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ისიც მოხსენიებულია, როგორც კორუფციული სისტემის ნაწილი, რომელიც ბღალავს სამართლის უზენაესობას. ყოფილი მოსამართლე, რომლის შვილიც 2013 წელს აშშ-ში დაიბადა და ამერიკის მოქალაქეა, ამბობს, რომ ბრალდებები დ

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი გადადგა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადადგა. მედიის ცნობით, სანა მარინმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს მიმართა, რომელმაც განცხადება უკვე დააკმაყოფილა. სანა მარინის გუნდი ახლა დროებითი მთავრობის რანგში იმუშავებს, ვიდრე ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება. საპარლამენტო არჩევნებში ფინეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პეტერი ორპო მთავრობის ფორმირებისთვის კონ

ემანუელ მაკრონი ჩინეთის პრეზიდენტს - ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ

ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს პეკინში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დარტყმა მიაყენა სტაბილურობას. „ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ და ყველა მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება“, - აღნიშნა მაკრონმა. ემანუელ მაკრონმა, რომელიც ჩინეთში გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ

გურამ მაჭარაშვილი - მოსამართლეთა დასანქცირება უსაფუძვლოა! - აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა

აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა - არ შეიცვლება „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, არსებობს გარკვეული ინფორმაციები და საზოგადოება ეტაპობრივად უფრო მეტს გაიგებს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. ამავე კონტექსტში მაჭარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ პოლიტიკა გამართლებულია, რაზეც აშშ-სთან მიმართებაში აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის ისრაელის, ნატოს წევრი თურქეთისა და ნატო-სა

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე - 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება - ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან პურის ფასი 10 თეთრით გაიაფდება. როგორც მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფას

უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს

ამერიკის საელჩო ხშირად დასმული კითხვების ნუსხას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ქართველი ოფიციალური პირების სანქცირება. „კომერსანტი“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.   ვინ არიან სანქცირებული პირები?    მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.    არის ეს სანქციები?    აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის  7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარ

ვალერი ცერცვაძე - 6 წელია აღარ ვარ არც სასამართლო და არც სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე - ჩემ მიმართ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას, - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 მოსამართლის, მათ შორის, მის დასანქცირებას ეხმაურება.   მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული.   „მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულ

ლინას ლინკევიჩუსი მოსამართლეების სანქცირებაზე - ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ამერიკის დიპლომატიური უწყების გადაწყვეტილება ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. „ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისა

„გვაქვს, სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ ჩვენგან… ამიტომ დაიცვან წესები“ — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ჯერ არ უმსჯელია, თუ რა ტიპის რეაგირება ექნება აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თამაშის წესები იყოს დაცული. მე ყველას პირობას ვაძლევ, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც, რომ ვერც ერთი უსამართლო ქმედებით ვერ მოხდება საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და მისი ინსტიტუტები იყვნენ დამოუკიდ

კობახიძე: შემაშფოთებელია ის, რომ პირდაპირ ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების უკან კორუფციული პროცესები დგას. „მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება – კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, – ამის შესახებ  კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. 

ბერდია სიჭინავა - სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი

სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მიიჩნევენ, რომ დასანქცირებული მოსამართლეები უნდა გადადგნენ თანამდებობიდან, ამასთან, პარლამენტმა უნდა მიიღოს ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპით მიღებასთან დაკავშირებით და ვენეციის კომ

ვოლოდიმირ ზელენსკი - როდესაც ბრძოლა მოითხოვს არტილერიას, მისი მიწოდება უნდა მოხდეს, როდესაც გამარჯვება ითხოვს ტანკებს, ფრონტის ხაზზე მათი გრუხუნის ხმა უნდა ისმოდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთს მოუწოდა, გამოიჩინოს ლიდერობა საჰაერო კოალიციაში და უკრაინას თანამედროვე F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაში დაეხმაროს. „როდესაც ბრძოლა მოითხოვს არტილერიას, მისი მიწოდება უნდა მოხდეს. როდესაც გამარჯვება ითხოვს ტანკებს, ფრონტის ხაზზე მათი გრუხუნის ხმა უნდა ისმოდეს. როცა დამოუკიდებლობა ჰაერს მოითხოვს, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, როგორი რეაგირება ექნება რუსეთი ჩვენს თვითმფრინავებზე, არ უნდა იფიქრო, რომელი ნომერი გამოიყურება უფრო უსაფრთ

რუსეთის საგარეო უწყება - „კოლექტიური დასავლეთი“ თბილისს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს - ასეთი საშიში განცხადებები საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მხრიდან

ჟენევაში გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდზე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიების პოლიტიზების თავიდან აცილება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, 4-5 აპრილს გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ გალუზინი წარმოადგენდა, ხაზი გაესვა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებს, კონფრონტაცია უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ. „აქცენტი გაკეთდა „კოლ

რა ქონებას ფლობს მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. სანქცირებულებს შორის მოხვდნენ მოსამართლეები: მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც აშშ-მ დაასაქცირა. ლევენა მურუსიძემ ქონებარივი დეკლარაცია 2022 წლის 26 ი
×
×
  • შექმენი...