„მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი, სხვა დაზუსტებით რაიმეს თქმა დღესათვის რთულია“,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურანლისტებს განუცხადა.
გუშინ, 6 ივლისს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი წყაროების ინფორმაციით მეუფე შიო მოწამლეს.
ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე შიო შეუძლოდ იყო, რის გამოც გაიკეთა ანალიზები და სწორედ ამ ანალიზემბა აჩვენა მძიმე მეტალების შემცვ
4 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კომპანიამ ორ კურიერს პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.
სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს
"ოცნება" ძალადობის ორგანიზებული კამპანიით "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნებას უწყობს ხელს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს.
მისი თქმით, ამ პროცესების მართვა უკვე შეუძლებელია.
"თითქოს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ქართველი ხალხის უმრავლესობა ყოველთვის დაჩაგრულს გულშემატკივრობს, ვერ იტანს რა უფრო სუსტის ჩაგვრას.
რა საჭიროა პოლიტიკურად განადგურებულ და ხაბეიშვილის პირველკაცობას (თუნდაც ფორმალურად)
უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.
გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია.
კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
"ჩვენ არა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის მაღალჩინოსნებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრებს გამართავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორისაა თავდაცვის მხარდაჭერა, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს მოახლოებული სამიტი, უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელება.
„სოფია. ბულგარეთი. გავმართავ დეტალურ მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვთან, შევხვდები პრ
პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულმა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედ
თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთი სათანადო რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა.
„ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, - აღნიშნა რაუმ.
მისი თქმით, ამ ტიპის იარაღის გამოყენება სრულიად ახალ ვითარებას შექმნის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზეც აისახება.
„ასე რომ, ეს ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს. ნუ ელით, რომ გ
კაცი, რომელმაც ცოლს 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, დააკავეს. შემთხვევა, დაახლოებით, 5 დღის წინ გლდანში მოხდა.
რუსთავი 2-თან საუბარში საავადმყოფო ამბობს, რომ ქალის გადარჩენისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ტელეკომპანიის ცნობითვე, ქალი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ნეტგა
„რუსეთი ოკუპანტია“, „თავისუფლების დასაცავად ცოდნა უკეთესი იარაღია ვიდრე არმია “ – მაისურზე ამ წარწერების გამო აქტივისტი რისმაგ ხოზრევანიძე დღეს, 5 ივლისს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩზე არ შეუშვეს.
მოქალაქის თქმით, მას უთხრეს, რომ წარწერები სარეკლამო ინფორმაციას შეიცავს და ამ მაისურით სტადიონზე შესვლა არ შეიძლება.
„ეს არის რეკლამა, ეს არის რაღაც ამონაბეჭდი, რომელიც არის აკრძალული სტადიონზე შესატანად. ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს არის კანონდარღვევა“ – განუც
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას – რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმა
„არა ცენზურა! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“ – კინემატოგრაფისტებმა კულტურის სამინისტროს მიმდებარედ, იუსტიციის სახლის ხიდიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინეს.
„მესამე კვირაა ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას, მაგრამ მათთვის უხილავები ვართ, აბოსოლუტური იიგნორია ჩვენ მიმართ და იქნებ ახლა მაინც დაინახონ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კინო უნდა იყოს დამოუკიდებელი, “- ამბობს რეჟისორი და „დოკას“ დამფუძნებელი მარიამ ჭაჭია.
კინემატოგრაფისტები 12 ივლისს, 19:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ.
რა ხდ
უკრაინის არმია აგრძელებს აღმოსავლეთის ფრონტზე რუსული ძალების მხრიდან ყველა თავდასხმის მოგერიებას, წარმატებულ შეტევას ახორციელებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით და ფეხს იკიდებს ახალ პოზიციებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძალების ძირითადი ნაწილის გადასროლას ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებით და ფრონტის ამ სექტორებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 38 შეტაკება მოხდა.
ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტები წარუმატებლ
უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი - 34-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი „ტელეგრამში“ წერს, რომ რუსებმა“კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 მათგანი ჩამოაგდეს.
„ოთხი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. თავდასხმის დროს ისინი ყველა სახლში იმყოფებოდნენ. დაშავდა 3
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, რა განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს.
უწყების განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ხელისშეშლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გატარდა.
„2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დ
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, საქმეზე გამოძიება არა სამსახურეობრივი გულგრილობის, არამედ განზრახ ან გაუფრთხილებლობით ექსპერტის მიერ საექსპერტო ობიექტის დაუცველობის დაზიანების ფაქტზე უნდა დაიწყოს.
როგორც ნატო ხუტაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დნმ-ანაწმენდია დაზიანებული და არა საქმეში არსებული საეჭვო პირების დნმ-ანაწმენდები.
„ექსპერტ-ბიო
საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
უფრო კონკრეტულად, „რუსთავი 2“-ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ასევე ტელეკომპანიის ცნობით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.
უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „მთავარმა არხმაც“. ტელ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8316 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8408 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0092 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტო ყურადღებით აკვირდება.
“დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსი
„ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძე ფიგურირებს“ – ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკამერების ჩანაწერებს ტელეკომპანია ავრცელებს.
„ფორმულას“ ცნობით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ კადრებში ჩანს სუსის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა. მათივე ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე სუსის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია. „ფორმულაში“ ამბობენ, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას სწორედ ლევან ახობაძე კურირებდა.
„გიორგი მულაძე მუშა
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს სამიტი უკრაინელებს იმედებს არ გაუცრუებს.
ნაუსედა იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტზე ჩასული უკრაინის პრეზიდენტი „აუცილებლად მიიღებს ბევრ რამეს, თუმცა შესაძლოა, არა ყველაფერს, რასაც ელოდება თავისი გეგმების მაქსიმუმიდან“.
„მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ვიპოვით იმ ფორმულირებას, რომელიც იმედებს არ გაუცრუებს უკრაინელებს და იტყვის იმაზე მეტს, ვიდრე მივეჩვიეთ გაჟღერებას“, – აცხადებს ნაუსედა.
პრეზიდენტის თქმით, წარმატება იქნება
ქართული ლურჯი მოცვის შეძენა გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი სუპერმარკეტების ქსელებში უკვე შესაძლებელია,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქართული საექსპორტო პროდუქტი, გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში კი, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება.
„ეს წარმატება ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის შედეგია, რომელსაც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამ
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს, ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურის განმარტებით, ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალების სავარაუდოდ, შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პ
კობახიძემ, 5-6 ივლისის ძალადობას სამართლებრივად არ ჰყავდა ორგანიზატირიო - არ არსებობს თეთრი, რაზეც შავის თქმა არ შეუძლია, თუ დასჭირდა იტყვის, რომ ირაკლი კობახიძე კი არა, ირაკლი ღარიბაშვილია, არ არსებობს კანონმდებლობის ასეთი განზრახ არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტატორი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს და დასძენს, რომ 5-6 ივლისის ძალადობას პირდაპირი ეთერიდან უშუალოდ ახალისებდნენ ალტ-ინფოს „წამყვანები“.
მისივე განცხადებით