ნატომ რუსეთის ფედერაციის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა. Reuters-ის ინფორმაციით, აქამდე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გარე შეჭრის წინააღმდეგ მომზადებული მოქმედებათა ალგორითმი არ ჰქონდა.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს ნატოს წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეგიონული გეგმების შესახებ, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი, თუ რას მოიმოქმედებს ალიანსი რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ.
აქამდე ამ გეგმების დამტკიცებას თურქეთი ბლოკავდა.
„ათწლეულების მანძილზე ნატო თავდაცვის მ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ზუსტად ახლა სჭირდება მკაფიო სიგნალი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომავალი წევრობის შესახებ.
მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტი შეიძლება გახდეს ისეთი, რომელიც სჭირდება უკრაინას, თვით ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, უკრაინა იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას.
„უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ეს სამიტი შეიძლება გახდეს ზუსტად ისეთი, რაც სჭირდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
აეროპორტის ცნობით, მუშაობა, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 საათამდე შეწყდება.
აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა.
"უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა.
ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის ს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო "ხელვაჩაურის წყალკანალის" ყოფილი დირექტორი და მას დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება "ხელვაჩაურის წყალკანალის" დირექტორს ედავებოდა 2019-2021 წლებში წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხის, ჯამში მილიონ ლარზე მეტის, მითვისებას. დავით მიქელაძე 2022 წლის 17 ოქტ
თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 10 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს.
ავარიის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება. მუხლი, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია.
ავტოსაგზაო შემთ
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, თურქეთის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ არის დაკავშირებული ნატოში შვედეთის წევრობასთან.
„შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი საკითხის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი ნატოში შვედეთის გ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციაზე კანონს ხელი მოაწერა.
აღნიშნულ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი ავრცელებს.
შეთანხმებას ხელი 2022 წლის 27 სექტემბერს, მოსკოვში მოეწერა და ის ერთი მხარის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მეორე მხარის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ასევე, კანონში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას
კახეთში მკვლელობა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, 80 წლის ქმარმა 70 წლამდე მეუღლე, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილის მეზობლებს დეტალებზე საუბარი უჭირთ.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ხანდაზმული წინასწარი
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის “აბსოლუტურად დარწმუნებულია“ იმაში, რომ ვილნიუსის სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე „ერთობა და მძლავრი გზავნილი“ იქნება.
ასევე, მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხზე თურქეთსა და შვედეთის შორის არსებული უთანხმოების მოგვარება არის დაგეგმილი.
„შვედეთმა თურქეთთან ადრე შეთანხმებული პირობები მკაფიოდ შეასრულა და იმედი გვაქვს, რომ ანკარის თავშეკავება ამ საკითხში დაძლეული იქნება“, - გან
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამიტის მეორე დღეს, 12 ივლისს დაგეგმილია ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია.
მანამდე ვილნიუსის სამიტში ზელენსკის მონაწილეობა საეჭვო იყო, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მონაწილეობაზე, თუ იქ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ყველას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაძირული ხელისუფლების მიერ ზარზეიმით გახსნილ შადრევანში პატარა გოგონა დაიღუპა და ამაზე არათუ პოლიტიკური, ადამიანური პასუხისმგებლობაც დღემდე არავის უგრძვნია!, - ამის შესახებ სოოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.
როგორც სიჭინავა აღნიშნავს, ამ ქვეყანაში, სამართალიც ელიტურია და "მხოლოდ ივანიშვილს და ელიტურ ოჯახებს ემსახურება".
"ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი გადაწ
თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმით 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულიდან 8-ს პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დღეს, 10 ივლისს, გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებ
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ბრალდებულები ციხეში გაუშვეს, მაგრამ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა - სიკვდილის რისკები ისევ სახეზეა იმიტომ, რომ ელიტური კორუფციისთვის, რამაც რეალურად ბავშვის სიკვდილი გამოიწვია, არავინ დასჯილა; მერიაში კორუფცია გრძელდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის - ელიტური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრა პრიორიტეტს არ წარმოადგენს, რასაც არც მალავე
აფხაზეთში, გაგრაში 8-9 ივნისს ძლიერმა წვიმამ გაგრაში 800-მდე სახლი დატბორა. როგორც აფხაზური მედია წერს სტიქიის შედეგებს ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სამსახური ამ დრომდე ებრძვის – მაშველები შენობებში დაგროვებულ წყალს ტუმბავენ.
უწყების ოფიციალური ცნობითვე, სტიქიამ როგორც კერძო სახლები, ასევე მაღალსართულიანი სახლები და ქუჩები დატბორა. ასევე, ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა გზები, რკინიგზის ლიანდაგი და 250-მდე ავტომობილი.
დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, ძლიერმა წვიმამ, საერთო
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ორეხოვოში, ჰუმანიტარული დარიგების დახმარების პუნქტთან მართვადი ავიაბომბა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი – განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ვინაიდან ნანგრევების ქვეშ ადამიანები შეიძლება იყვნენ მოყოლილნი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ავტომანქანების შესაძენად ტენდერს აცხადებს.
ტენდერის ღირებულება 2 485 740 ლარია. საბჭოს 34 ავტომობილის შეძენა სურს.
შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2023 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
იუსტიციის საბჭოსთვის მანქანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს, ელშუსებით, კ
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქრატველოს ხლეისუფებას არ სურს ან არ სეუძლია დაიცვას კონსტიტუციური უფლებები.
„ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა კიდევ ერთხელ, ძალადობრივად დაარღვიეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში.
საქართველოს მთავრობასა და პოლიციას კიდევ ერთხელ არ სურთ ან არ შეუძლიათ დაიცვან პრაიდის მონაწილეების კონსტიტუციური უფლებები.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია” – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.
გუშინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზები
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი ადამიანია, ვინც შეიძლება ასეთ ამბოხებას მხარი დაუჭიროს.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის რეჟიმის სისუსტე გამოავლინა.
"ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. რატომ გაჩერდა? ზუსტად არ ვიცი. მათ თავად გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ. პუტინს არ აქვს სამხედრო ძალ
თუკი დადასტურდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს უმრავლესობა სხდომათა დარბაზში არ იყო, ეს უმძიმესი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება და კენჭისყრის შედეგები უნდა ანულირდეს , - ასეთია “საქართველოსთვის" დეპუტატის ბექა ლილუაშვილის პოზიცია.
როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ძალიან საეჭვო იყო, რომ როცა პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრის შედეგები გამოცხადდა და ამ შედეგზე ეჭვი გაჩნდა, უმრავლესობის წევრები ადგილიდან უცბად წამოიშალნენ და დარბაზიდან გავიდნენ.
ლილუაშვილის თქმით, არ არის გამ
უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.
„მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამ მიმართულებებით, დღე-ღამის განმავლობაში, 30-მდე შეტაკება მოხდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მიმა
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ვარკეთილის მეტროსადგურის დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზუსტი ვადები ცნობილი მოგვიანებით გახდება.
ცნობისთვის, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, რეაბილიტაციის გამო, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში უნდა დაკეტილიყო. სავარაუდო თარ
უკრაინული ძალები ქალაქ ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ Telegram-ზე განაცხადა.
„თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას და მტერი ხაფანგშია“, - აღნიშნა მან.
8 ივლისს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა „სტაბილურად მიაღწიეს ქალაქის როგორც ჩრდილოეთს, ასევე სამხრეთს“.
ipn
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში აფხაზმა სამართალდამცველებმა დააკავეს ძებნილი პირი, რომელსაც დიდი ოდენობის თანხის გამოძალვის მიზნით, რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებაში ედება ბრალი.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული გენპროკურატურის ვებგვერდი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2023 წლის 21 აპრილს, სოხუმის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის მოქალაქეების, ლეონიდ შოკლერისა და ისმაილ შეიხის გატაცების და მათთვის დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ფაქტზე