დღეს, 11 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
პროცესს ესწრებოდა თავად ლაზარეც, რომელმაც სხდომის დარბაზში მყოფებს უჩვენა ფურცელი წარწერით: „თუ არ გაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს!“
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის ქიმიური განყოფილების უფროსი, ალექსანდრე დადიანიძე დაკითხეს, რომელმაც ლაზარე გრიგორიადისის სამოსს ქიმიური ექსპერტიზ
ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მესამე დღეა გაგრის მუნიციპალიტეტში დაკარგულ რუსეთის მოქალაქე ქალს ეძებენ.
როგორც უწყების პრესსამსახური იტყობინება, თვითმხილველების თქმით, მოსკოველი ტურისტი, რომელიც სოფელ ალახაძიში ისვენებდა, 9 ივლისს, მდინარე ბზიფის დინებამ გაიტაცა.
მის ძებნაში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული სახელმწიფო ინსპექციის თანამშრომლებიც არიან ჩართული, რომლებიც ზღვაში კატარღებით გადიან. მათ მუშაობას შტორმი და ზღვის მღვრიე წყალი აფერხებს.
აფხაზ
ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა რამზან ჩერხიგოვმა და კომპანია „აზიმუტის“ ხელმძღვანელმა ედუარდ ტეპლიცკიმ განიხილეს გროზნოსა და სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება.
„აზიმუტი“ არის ერთ-ერთი რუსული კომპანია, რომელიც რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ რეისებს ანხორციელებს.
ნეტგაზეთი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკრიტიკებს ვილნიუსის სამიტის მოსალოდნელ შედეგებს უკრაინასთან მიმართებაში.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ალიანსის გადაწყვეტილების ტექსტი უკრაინის გარეშე განიხილება.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინა იქნება წარმოდგენილი. იმიტომ რომ ეს პატივისცემის ამბავია. მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავა
კრასნოდარში მოკლეს სტანისლავ რჟიცკი, იუწყება რუსული მედია. რჟიცკი, ყოფილი მეზღვაური, ამჟამად მუშაობდა სამობილიზაციო სამუშაოების საქალაქო განყოფილების უფროსის მოადგილედ.
უკრაინული მედიის ცნობით, ის იყო ერთ-ერთი იმ წყალქვეშა ნავების კაპიტანთა შორის, საიდანაც 2022 წლის 14 ივლისს უკრაინული ქალაქი ვინიცა დაიბომბა. ამ დარტყმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, რჟიცკი 10 ივლისს, დილით ადრე მოკლეს. უცნობმა პირმა მას ოთხჯერ ესროლა გულ-მკერდისა და ზურგის არეში, რჟიცკი ადგილზევე
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. სამიტი ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გახსნეს.
„დღეს ჩვენ მივიღებთ ბევრ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ძლიერი ალიანსისთვის, გავზრდით ჩვენს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ეს დააახლოებს უკრაინას ნატოს-თან, სადაც მისი ადგიულია. ჩვენ ასევე გადავდგამმთ გაბედულ ნაბიჯებს ჩვენი შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-სთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და ამ 2-3 წელში მოახერხეთ, რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ხსენება არ არის, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის უკვე ორი პოლიტიკური შედეგი სახეზეა, ნატო- უკრაინის კომისია გადაკეთდა ნატო-უკრაინის საბჭოდ, რომლის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ასევე, მკაფიოდ ცხადდება, რომ უკ
იმედი მაქვს, რომ ძალიან ეფექტური და გადამწყვეტი სამიტი გვექნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო თემა განსახილველი. იმედი მაქვს, მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნატო-სთვის, უკრაინისთვის და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგისთვის. რადგან მე ვარ პოლონეთის პრეზიდენტი, აღმოსავლეთის ფლანგი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა“, - აღნიშნა დუდამ.
მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინ
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი კიევისთვის შორსსასროლი რაკეტების მიწოდებას დაიწყებს.
მისივე თქმით, ეს უკრაინელებს თავდაცვის საშუალებას მისცემს.
“მივიღე გადაწყვეტილება უკრაინისთვის შეიარაღების და აღჭურვის მიწოდების გაზრდის შესახებ, რადგან მივიჩნევ, რომ უკრაინელებს შორ მანძილზე დარტყმის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ეს უნდა მოხდეს ჩვენი დოქტრინის შენარჩუნებით, რომელიც უკრაინას თავის ტერიტორიის დაცვის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნატოს
აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ თავის მოკავშირეებს ყოველთვის მხარს დაუჭერს და ამასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგა გიტანას ნაუსედასთან პირისპის შეხვედრაზე გააკეთა.
ოფიციალური შეხვედრა ვილნიუსში, ლიეტუვას პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აგრესორი არ ჩერდება. აშშ მხარს დაუჭერს თავის მოკავშირეებს და ამ მზაობას ნატოს სამიტის დროს დავადასტურებთ. ასევე მინდა შეგახსენოთ ნატოს ძალების
ძლიერმა წვიმამ იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. სტიქიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სათავსოები დატბორა.
ადგილობრივების თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა, ავეჯი, პროდუქტი. წყალმა დახოცა შინაური ფრინველი და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები. მოსახლეობის თქმით, მოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.
„ძლიერი წვიმა მოვიდა, მთელი ღამე წვიმდა, დილით წყალი მოვარდა, სახლები და სათავსოები დატბორილია. სახლებში ვერ შევდივართ. განადგურდა ტექნი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.
მედიის ცნობით,
ვხედავთ ვითარებას, როდესაც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საქართველო ნატო-ს სამიტზე ნახსენები შეიძლება არ იყოს - გულწრფელად მჯერა, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სამიტზე საქართველოდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.
„2022 წლის სექტემბერში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ა
"ვაკის პარკის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, როცა საზოგადოება უიმედოდ ელოდა კალა მერის მიერ მორალური ან პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, რისი ნება და გამბედაობაც, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა, მან აქცენტი სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე გადაიტანა…
- დღეს, როცა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვით ამ ტრაგედიაში, ვეკითხები ბატონ კალაძეს -
- რა გააკეთე იმისათვის, რომ სასამართლოს დაედგინა შენი, როგორც მერის პასუხისმგებლობა?
“ცესკოს და მის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესაძლო გაყალბებით ცვლილების შეტანა ნათლად მიუთითებს “ოცნების” განზრახვაზე, რომ დღეიდან, გუშინდელი დღიდან და კიდევ უფრო ადრეული ეპიზოდიდან მას დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბება კანონის უგულებელყოფითა და ძალადობის წახალისების გზით.
ჩვენ ვუყურებთ მრავალ ეპიზოდიან სერიალს ბატონი ივანიშვილის შესახებ მისი ინტერესების ექსკლუზიურად სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან დაცვით. სახელმწიფო ინსტიტუტებმა მარტო ამ ერთი ადამიანის ინტერესებზე უნდა იზრუნოს და ს
“თუკი მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და იმედი მაქვს, რომ მივიღებთ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და ქართველი ხალხის დამსახურებით, “ოცნება”, რა თქმა უნდა დაიბრალებს საკუთარ თავზე, მაგრამ თუკი კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, გადააბრალებს პარტნიორებს, გადააბრალებს “ომის გლობალურ პარტიას” და აშ.
მთავარი არის ის, რომ ისინი მზად არიან კიდევ უფრო დაამძიმონ და კიდევ უფრო გააფუჭონ ურთიერთობები ჩვენს იმ სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რომლებიც ფაქტობრივად გვიცავენ. იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ტერი
უამინდობამ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სტიქია გამოიწვია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გაგრაში, სადაც კოკისპირული წვიმების გამო ქალაქის ქუჩები და კერძო სახლების დიდი ნაწილი მთლიანად დაიტბორა.
წყალდიდობამ პრობლემები შექმნა გუდაუთის, გულირიფშის და სოხუმის რაიონებშიც. ადგილობრივი პრესის ცნობით, დატბორილია ათეულობით სახლი და განადგურებულია სავარგულები.
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ უამინ
ივანიშვილის ეჭვი, რომ ვიღაცას დაუსაბუთებელი ქონება გააჩნია, საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამოძიება დაეწყოთ და 4 თვეში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალდება წარედგინათ ადამიანისთვის, მაშინ, როდესაც ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარლამენტში უარი განაცხადეს, რადგან წლებია ერთად აკეთებენ ბნელ ოთახში ფულს!, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, გადაცემაში "პირველი ხაზი"
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ.
„ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. მივესალმები გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს გადაწყვეტილება ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრების შესახებ მეტი სიცხადე იყოს“, – წერს ის.
ეს გადაწყვ
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, თურქეთის პარლამენტს წარუდგინოს შვედეთის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
“მოხარული ვარ, განვაცხადო… რომ პრეზიდენტი ერდოღანი დათანხმდა შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის დიდი ეროვნული ასამბლეისთვის გადაცემას რაც შეიძლება მალე და მჭიდროდ თანამშრომლობას ასამბლეასთან [პროტოკოლის] რატიფიცირების უზრუნველსაყოფად”, — დასძინა სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სადაც ნატოს სამიტი იმართება.
დ
წყნეთში მოზარდის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ვაკის რაიონის გამგეობა და ამბობს, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, ელექტრომოწყობილობა უკანონოდ და კუსტარულად იყო დამონტაჟებული და სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ უკავშირდება:
„პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს! ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში,
წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ჟურნალისტებთან ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიჭი სკვერში ელექტროგაყვანილობამ იმსხვერპლა.
როგორც ისინი ჰყვებიან, ამ ადგილას ბავშვები თამაშობდნენ. ახლო-მახლო კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სასწრაფოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ექიმებს ბავშვი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა, მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ელექტროობასთან ან ელექტროგაყვანილობასთან.
ნეტგაზეთი ცდილო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ განცხადებას ავრცელებს და ეტაპობრივი ამუშავების შესახებ იუწყება. მანამდე, აეროპორტში მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადეს, რის მიზეზადაც უამინდობა დაასახელეს.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ეტაპობრივი ამუშავება. შედეგად: რეისები შემდეგი მიმართულებით: ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-პოზნანი, ქუთაისი- პრაღა გაფრინდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტანდა