Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    84
  • comments
    5
  • views
    141.656

Entries in this blog

შალვა ტაბატაძე: თუ დიპლომებს ვჩუქნით, რომ მერე კარგი სამსახურის შოვნა გაუადვილდეთ, ეს უკვე მახინჯი სისტემაა

მწვრთნელობას სწორედ განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონა სჭირდება   საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიური ან პარალიმპიური თამაშების, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები გახდებიან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გასულ ორშაბათს თავად პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა და ბრძანებაც ძალაში ამ დღიდან შევიდა. ხსენებულ ბრძანებაში ისიც არის აღნიშნული, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორ

ზურაბ დათუაშვილი: ჭაობი ყველას აწყობს. ჭაობი მათი არსებობისთვის გარანტირებული სივრცეა

რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება გაგვიჩინოს შანსი...   როგორც იქნა, ქართული სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციაში ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა ოპოზიციის წევრებიც არიან. ამდენდღიანი მითქმა-მოთქმის, ქილიკის, ერთმანეთის კრიტიკის და წავლენ-არ წავლენ, ვინ წავა, ვინ ვის დაემდურება, ვინ ვისთან დაჯდება ან არ დაჯდებას მარჩიელობის შემდეგ, თითქოს, შვებით უნდა ამოგვესუნთქა, მაგრამ ახლა იმის შიში გვაქვს, იქ ისე არ მოიქცნენ, უკრაინელების გასაშველებლები გახდნენ... უკვე, რამდენი წელია, ქართვე

უკრაინაში აფხაზი მებრძოლი ახრა კირკინაძე დაიღუპა

,,თუ თქვენ უარს ამბობთ რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლაზე, მაშინ ბიჭებო, იქნება უარი თქვათ იმ ფინანსურ დახმარებაზეც, რასაც რუსეთი გიგზავნით?!"   31 მარტს, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისე, ოჩამჩირის სოფელ კვიტოულის მკვიდრი, 36 წლის ახრა კირკინაძე დაიღუპა. ამის შესახებ აფხაზურ საინფორმაციო საშუალებებს ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ კვიტოულის გამგებელმა ვახტანგ კვარაცხელიამ აცნობა. როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, ,,დონბასის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად,“ უკრაინაში

საქართველოს ხელისუფლების გზასაცდენილი სტრატეგიული კომუნიკაცია და ქუჩაში ,,დაგდებული" ძალაუფლება

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთაგან საკუთარი ხალხის ინტერესებს აცდენილი, არათანმიმდევრული და არამართებული განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია და სამწუხაროდ, მათგან სტრატეგიული კომუნიკაციის ყველა ნორმის დარღვევას და საზოგადეობის უპატივცემულობას, თითქოს, მივეჩვიეთ კიდეც... თუმცა კოვიდის საწინააღმდეგო 400 ათასი დოზა ვაქცინის ვადის გასვლის გამო, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოთქმულმა ,,ნუგეშმა,“ სახელმწიფოს არ უზარალია, რადგან ვაქცინა ნაჩუქარი იყოო, ჩვენთვის მაინც ყოველგვარ

,,ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რა შეგვიძლია და შესაბამისად, არჩევნებზე მიიღებენ ხვიშტს"

როცა ეს ომი და საფრთხეები ჩაივლის, ხელისუფლებას მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი იმის გამო, რომ ქვეყანაში აგენტების ასეთი პარპაში დაუშვა.   მიუხედავად იმისა, რომ არც თავად ოკუპანტი ქვეყნის მეთაური ვლადიმერ პუტინი და არც დანარჩენი მსოფლიო ელოდა, რომ უკრაინა რუსულ ძალას ამდენ ხანს გაუმკლავდებოდა, მეოთხე კვირა დაიწყო, რაც ვხედავთ, რომ ეს თავისუფლებისმოყვარე და გმირული სულისკვეთების ერი არათუ უმკლავდება, უფრო მეტიც, არც არაფერს უთმობს აგრესორს. დიდი დანაკარგების და იავარქმნილი ქალაქების ფონზე, მაინც ის

ისინი რუსულ ფაზლს არ მოერგნენ და მსოფლიოს გული უკვე მოიგეს

,,გადაფხეკ რუსს და მიიღებ მონღოლს."   უკვე ორი კვირაა, ლამის, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ სამყაროში ყველაზე დიდ ბოროტებას, ომს... ვუყურებთ, როგორ ესხმის თავს ევროპის შუაგულში მდებარე ერთი სახელმწიფო მეორე, დამოუკიდებელ სახელმწიფოს და ანადგურებს მის ქალაქებს, ეკლესია-მონასტრებს, სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებს, მშვიდობიან მოსახლეობას. ვუყურებთ უკრაინელი ხალხის გასაოცარ ბრძოლას აგრესორის წინააღმდეგ და ორმაგად გვიმძიმს მათ მიერ გაღებული მსხვერპლი, რაც საქართველოს უახლეს ისტორიას გვახსენებს და იმ იარებს გვ

,,საწყენია მსგავსი განცხადება და განზე გადგომა, თუმცა თქვენი ხელისუფლებისაც გვესმის"

სამშობლოს იცავენ, ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს?   უკრაინის ქალაქ დნეპრის (ყოფილი დნეპროპეტროვსკი) მშვიდობიანი მოსახლეობა მეორე დღეა რუსეთის არმიის მხრიდან დაანონსებული დაბომბვის მოლოდინშია.   მოქალაქეებს გუშინ მთელი დღე ესმოდათ, როგორ იბომბებოდა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე სტრატეგიული ობიექტები, სამხედრო ნაწილები, აეროპორტები.   მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ სიმშვიდე შეინარჩუნონ, არავინ არსად გარბის, თუმცა მათი ცხოვრების რეჟიმი მნიშვნელოვნად შეიცვალა და მათი სიცოცხლეც გამუდმებით საფრთ

ქაღალდზე დარჩენილი პარტნიორობა და თანასწორობა

,,ნიკარაგუასა და ნაურუში რა დაგვკარგვია?"   ოკუპირებულ აფხაზეთში გაზიფიკაციის თემაზე ალაპარაკდნენ. ამ საკითხის განსახილველად სოხუმში, რამდენიმე დღის წინ, რუსი სპეციალისტები ჩავიდნენ, რომლებმაც ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად გაზიფიკაციის ქსელის შექმნაზე ისაუბრეს. ამის შესახებ აფხაზური მედია-საშუალებები იტყობინებიან.   მათი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა რუსულ დელეგაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი რესურსების და პოტენციალის შეს

ჩავარდნილი საკურორტო სეზონი მესტიაში

ვინც ზაფხულში ასულა ზემო სვანეთში და იქაური გასაოცარი სილამაზე უნახავს, განცდილი ემოციები, უსათუოდ, სიბერემდე გაჰყვება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ზღაპრული მხარე ზამთრის სეზონზე კიდევ უფრო ჯადოსნური და შტამბეჭდავია, თავისი გრანდიოზული ბუნებით, იისფრად აბრჭყვიალებული, დათოვლილი მთებით და მყინვარებით, ცაში აწვდილი კოშკებით, უძველესი ტაძრებით და სალოცავებით.       ნებისმიერ სიმაღლეზე ფეხს დაადგამ თუ არა, მიმოიხედავ თუ არა, ეგრევე სიამაყით ივსები, რადგან ეს დაუჯერებელი სილამაზე შენია და გაბადრულ ტურისტებ

ოკუპირებული აფხაზეთი - რუსეთის მოქალაქეების უკანონო მაინინგის ოაზისი

აფხაზები ახალ წელს შესაძლოა უშუქოდ შეხვდნენ   ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარების გამო, არსებული ელექტროსადგურები დატვირთვას ვერ უძლებს და მწყობრიდან ხშირად გამოდის, რაც შესაბამისად, მოსახლეობის უშუქოდ დარჩენას იწვევს. ქვესადგურების განსატვირთად და ადგილზე შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროსისტემაში, ჯერ კიდევ ორი თვის წინ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უმჯობესი იქნებოდა, სოხუმისთვის ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებინათ. ამიტომაც, გასულ ოქ

,,ეს არის ტარიფის არა უბრალოდ გაძვირება, არამედ გაორმაგება"

როგორ შეგვიფუთა მერიამ მგზავრობის გაძვირების შესახებ ინფორმაცია...   თბილისის მერიის მიერ 22 დეკემბერს გაჟღერებულმა გადაწყვეტილებამ იმის შესახებ, რომ 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაორმაგდება და ამასთან, შესაძლებელი იქნება სხვადსხვა ფასიანი აბონემენტის შეძენა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოქალაქეთა აზრი ორაგ გაჰყო. ერთნი ვამტკიცებთ, რომ ეს არაფერია, თუ არა მგზავრობის საფასურის ორჯერ გაძვირება; მეორენი სიხარულით გვამცნობენ, რომ პირიქით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ

გამარჯობა და ნახვამდის ანუ ,,ჩიტო-გვრიტო - მიხო უხადიტო“

,,ჩიტო-გვრიტო - მიხო უხადიტო,“ ასე ეხმიანება უკრაინელი ანალიტიკოსი, იგორ ვალსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ისევ უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნებას და საინფორმაციო სააგენტო ,,112.UA" -ში ცინიკური ხასიათის კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ ნაწყვეტებს იგორ ვალსკის პასქვილიდან. ,,ის ფაქტი, რომ ,,გამარჯობა“ ქართულად მისალმებას ნიშნავს, ჩვენ უკვე ვიცით (ყოველ შემთხვევაში ფილმიდან ,,მიმინო“), ახლა დროა, ვისწავლოთ ახალი სიტყვა - ,,ნახვამდი

სამი თვის წინ, ვინ იფიქრებდა, რომ სიტყვა ,,კლასტერი" მალე ასე მშობლიურად იჟღერებდა?..

სამ თვეზე მეტია, სამყარო თავდაყირა დგას, ახალი კორონავირუსის პანდემიამ მთელი კაცობრიობა ისე დაგვიმორჩილა და დაგვიქვემდებარა, ყველანი მისი წესებით და ჩვენთვის აქამდე უჩვეულო რეჟიმით ვცხოვრობთ. არადა, იანვრის ბოლოს ვინმეს რომ ეთქვა, ძალიან მალე დადგება დრო, ლამის, მთელი მსოფლიო კარანტინის რეჟიმზე გადავა, საქართველოშიც საკმაოდ ხანგრძლივი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდება, ქალაქები ჩაიკეტება, ღამით ქუჩები დაცარიელდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, ხელისუფლება ხალხ

ვინ არის ,,ის იდუმალი პიროვნება", მთელი მსოფლიო ერთი ვირუსით რომ დააშინა?

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რაც მოქალაქეთა სოცილაურ დისტანცირებასთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეინიშნება, დამშვიდების საფუძველი მაინც არა გვაქვს. სამი თვის განმავლობაში, ექიმების ყოველდღიური გაფრთხილებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა თუ საქართველოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მოქალაქეების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით სოფლებში, რატომღაც, ჰგონია,

მცირედმორწმუნეთა რწმენა და ცრურწმენა

აღდგომის წინა დღეებში რამდენჯერმე დავიწყე ამ წერილის წერა, მაგრამ რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ წავშალე. ხან საკუთარი ტონი ზედმეტად კატეგორიული მეჩვენა, ხან - დიდაქტიკური, ხან - ცინიკური, მაგრამ ახლა დავწერ და არ წავშლი, რადგან რომელ ჟანრს და მიმდინარეობასაც არ უნდა მიეკუთვნოს ჩემი ნაწერი, საკუთრი მოსაზრება მაინ უნდა გაგიზიაროთ. თუ უფლისადმი რწმენა და სიყვარული, უმეტესად ეკლესიაში სიარულით, წირვაზე დასწრებითა და ყველა მართლმადიდებლური რიტუალის შესრულებით გამოიხატება, მაშინ დიდად დასაკვეხნი არაფე

მიხეილ სააკაშვილი, გულშემატკივარი თუ პოპულისტი?

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ათასობით ემიგრანტის საქართველოში ჩამოყვანის ,,ნებართვას“ დაჟინებით ითხოვს. ის აცხადებს, რომ მზად არის ,,ორგანიზება გაუკეთოს“ და სამშობლოში დააბრუნოს მის ფარგლებს გარეთ მყოფი 10 ათასი ადამიანი, ხელისუფლება კი უარს ეუბნება. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ავიარეისების დასანიშნად და მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩვენი მხარის თანხმობა კი არა, იმ ქვეყნის მესვეურებთან შეთანხმებაა საჭირო, სადაც

აფხაზეთში ექიმებს პაციენტების სიმპტომების დამალვას აიძულებენ

ექიმებმა პაციენტის სხეულის მაღალი ტემპერატურა არ უნდა ახსენონ, თავად პაციენტები კი მედიკოსებს სიმპტომებს უმალავენ.     ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან 29 მარტს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ პაციენტს ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობაში პანიკა და შიში ერთიორად გაიზრდა, ვინაიდან ინფიცირებული ქალი, სწორედ, გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია და ის საკუთარ სახლში, სხეულის მაღალი ტემპერატურით, 29 მარტს მოსკოვი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ფსოუდან 29 მარტს შემოვიდა

გასულ საღამოს ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს პაციენტი, რომელსაც ექიმების თქმით, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი, თითქმის ყველა სიმპტომი აღენიშნება. Planeta.ge-თვის ცნობილი გახდა, რომ 50 წლის ქალბატონმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთზე, მდინარე ფსოუს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 29 მარტს, სხეულის მაღალი ტემპერატურით გადმოკვეთა და გალში ჩავიდა. ის მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ცხელებას უჩიოდა. ავადმ

აფხაზეთში ახალი კორონავირუსი უკვე არსებობს, მაგრამ ჯერ გამოვლენილი არ არის

აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის არსებობის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ ეთერში, აგუძერას საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ზურაბ აჩბამ განაცხადა და კორონავირუსისგან თავის დასაცავად, ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა . ,,თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ კორონავირუსი ჩვენთან არ არსებობს, გარწმუნებთ, ის უკვე აქ არის, უბრალოდ ჯერ არ გამოვლენილა. ის ფაქტი, რომ ფსოუს გამშვები პუნქტი დაკეტილია, არაფერს ნიშნავს, რადგან სრულად ჩაკეტილი

გალის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ოკუპირებულ გალის რაიონში, 28 მარტის საღამოდან, ღამის 00:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა. სანქციების შესახებ განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი 28 მარტს მოაწერა. მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ინალ ქუჩუბერიას თქმით, ეგრეთწოდებული ხელისუფლება იძულებულნი გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ბოლო პერიოდში ენგურის ხიდზე ღამით გადასვლის შემთხვევებმა იმატა. ,,მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის მთელი

ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინი გამოცხადა

მოწოდება #დარჩისახლში აფხაზეთშიც ამოქმედდა   კორონავირუსით ინფიცირებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული მთავრობა მკაცრ ზომებს მიმართავს და 25 მარტიდან 7 აპრილამდე კარანტინს აცხადებს. ამის შესახებ დადგენილებას ეგრეთწოდებული პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი უკვე მოაწერა. ხვალიდან ოკუპირებულ აფხაზეთში იკრძალება ხალხმრავალი ღონისძიეების გამართვა, ყოველგვარი ექსკურსია და ტურისტების მიღება. დაიხურება საზ.კვების ყველა ობიექტი, საკოლმეურნეო და

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ჭორები ვრცელდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის, ოფიციალური ცნობა არ ვრცელდება, თუმცა გუშინ, 22 მარტს გულირიფშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს მთავრმა ექიმმა ზურაბ აჩბამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსის მზგავსი სიმპტომები გამოუვლინდა. მალევე, ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა ფაქტი უარჰყო და აჩბას განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. ,,

როგორ ,,უფრთხილდებიან" ზოგიერთ საჯარო სკოლაში ბავშვების ჯანმრთელობას?

ბოლო 30 წლის განმავლობაში,საქართველოს განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნამდე მრავალი მინისტრი გვყავდა და მის მერეც, უმოკლეს დროში, კიდევ ორი გამოვიცვალეთ (ამასწინ, იმ ორიდან ერთი პოსტზე ხელახლა დავაბრუნეთ კიდეც), მაგრამ ცოდვას გაგიმხელთ და ამჟამინდელ თუ ყოფილ განათლების მინისტრებს შორის, ყველაზე საუკეთესოდ მაინც ჯეჯელავა მიმაჩნია. ამის მიზეზი, ნამდვილად, მაქვს. სკოლებში არსებულ მარადიულ პრობლემათაგან ყველაზე მთავარზე, სწორედ, ჯეჯელავამ გაამახვილა ყურადღება. მისი სახელის გაგონებაზ

თაროზე შემოწყობილი კანონები

ძალიან მაწუხებს ერთი კითხვა და თქვენც უნდა გაგიზიაროთ. მაინტერესებს, თუ არსებობს სადმე, სხვაგან, განვითარების გზაზე მდგომი ქვეყანა, სადაც ამათუ იმ საკითხზე, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის აღსრულებაზე არც მისი მიმღები ზრუნავს და მით უარესი, არ არსეობს უწყება, რომელსაც ამ კანონის დარღვევაზე რეაგირება ევალება? ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ჩვენ რომ ვართ, ამის დამადასტურებელი ფაქტები, სამწუხაროდ ბლომად გვაქვს. შორს რომ არ წავიდეთ და ბევრი არ ვილაპარაკოთ, 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის პიროტექ

,,მთაწმინდელობა ჩემი სულის მდგომარეობაა“ - ვაჟა თოფურია

ქართველი არქიტექტორი ვაჟა თოფურია, მთაწმინდაზე, ვერის უბანში დაიბადა და გაიზარდა, დღემდე იქ ცხოვრობს, სახელოსნოც ვერაზე აქვს მოწყობილი, სადაც თავის პროექტებზე მუშაობს. როგორც თავად ამბობს, მრავალსართულიან კორპუსებს პრინციპულად არ აშენებს. დიდ პროექტებზე, ახალგაზრდობაში, ზურაბ წერეთელის სახელოსნოში უმუშავია, სადაც, როგორც მხატვარი, პანოების და მონუმენტების ესკიზებს ქმნიდა. სხვადასხვა სახის გასართობი მოედანი და შენობის მოზაიკური პანო ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანასა და ქალაქშიც აქვს შექ
×
×
  • შექმენი...