Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    146.011

გალის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა


fd1e8026abc69e9633aae22f6757624f.png

ოკუპირებულ გალის რაიონში, 28 მარტის საღამოდან, ღამის 00:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა. სანქციების შესახებ განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი 28 მარტს მოაწერა.

მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ინალ ქუჩუბერიას თქმით, ეგრეთწოდებული ხელისუფლება იძულებულნი გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ბოლო პერიოდში ენგურის ხიდზე ღამით გადასვლის შემთხვევებმა იმატა.

,,მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის მთელი პერიმეტრი ჩვენი ძალოვნების და რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარის ნაწილების მიერ კონტროლდება, ბოლო დროს ღამის საათებში, უკანონოდ გადასვლა-გადმოსვლის შემთხვევებმა იმატა. სწორედ, ამ ნაკადის შესამცირებლად მივიღეთ ასეთი მკაცრი ზომა.“ - განაცხადა ქუჩუბერიამ.

კომენდანტის საათის დროს შეიზღუდება გალსა და მისი რაიონების ქუჩებში მოძრაობაც. სახლიდან გასვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ტერიტორიაზე პატრულირებას ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ.

,,რეჟიმის დამრღვევების“ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმაც.

,,თუ ადამიანი თავისი სახლის სიახლოვეს გავიდა, ეს არ არის დარღვევა, მაგრამ თუ ქალაქ გალის მკვიდრი ღამის სამ საათზე ქვედა ზონაში იმყოფება, უკვე ჩნდება კითხვები. ვფიქრობ, ის სასეირნოდ ასეთ ადგილას არ წავა.“ - უთხრა ინალ ქუჩუბერიამ აფხაზ ჟურნალისტებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...