„მსაჯული მართალ სჯიდე… მართალნი ნეტარებდნენ და იხარებდნენ, ცოდვილთა გვემდეს ცეცხლი...“ ცეცხლი აინთო! თამაში დაიწყო! დიახ! ცეცხლი კვლავ გადმოვიდა. სულ გადმოდის, მაგრამ ერთხელაც რომ აღარ?! ამიტომ, გვეხება თუ არ გვეხება, გვჯერა თუ არ გვჯერა, ყველა ერთხმად ვნერვიულობთ... გადმოვიდა და ქრისტიანულმა სამყარომ, ღრმად ჩასუნთქულზე, ქშენით ამოსუნთქული კიდევ ერთი წლის გარანტია შორისდებულთა გამით დააფიქსირა... კაცობრიობა კოსმიური მასშტაბის დიდი თამაშებისა და ვარსკვლავური ომების ნამცეცობის კლიენტებად ვრჩები
ვისაც შეხება აქვს საბაჟოსთან, ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს 4 ფერის დერეფანი. ამ ფერთა გამაში თუ „შუქნიშანში“ გარკვევა არც ისე რთულია. რთული მწვანეზე გავალაა, მაგრამ მომგებიანი და „საპატიო“. ყვითელი – დოკუმენტალური შემოწმებაა, ცისფერი – ტვირთის ადგილზე გაფორმება დოკუმენტაციის გადამოწმების გარეშე, თუმცა გადამოწმების ერთ თვიანი უფლებით. მწვანე – აბსოლუტური ნდობის გამომხატველია იმპორტიორის მიმართ, ანუ ყველანაირი შემოწმების გარეშე დოკუმანტაციის გაფომება. წითელი – ყველაზე მძიმე დერეფანი,
ანუ სანთლით ნაპოვნ კადრთა ღაღადი ყურშიტაანთ ეკას რეიტინგს ვინ გადაფარავდა თუ არა ის!? -„ჭარბ-მუხტიანი“ და „ჭარბ-ნდობიანი“, როგორც თავად მოგვახსენა... ფაქტია - გადაფარა. თვით და სრულიად ქართული სოცქსელიც კი მიყუჩდა სანამ ლაპარაკობდა. თუ ქვეყანა არ დაიქცა და მეორედ მოსვლა არ იქნა, მეორედ პოლიტიკაში რა მომიყვანსო?! მართალია ისე! რა უნდა მაგისთანას, ამოდენა უძრავ-მოძრავი ქონების პატრონს პოლიტიკაში? წადი რა - გადაიდე ფეხი ფეხზე და დატკბი ამ ცხოვრებით. რას აგინებინებ ამოდენა „რჩეულ საზოგადოებას“
„იცით თუ არა, ბატონო ჩემო, რა არის იმედის გაცრუება?.. პატარა, უმნიშვნელო ხელის მოცარვა კი არა, დიდი საერთო იმედის გაცრუება, რომელსაც ცხოვრება ადამიანს უმზადებს! ეს თქვენ არ გეცოდინებათ, მე კი ახალგაზრდობიდან მისი მეგზური ვარ და ამან ეული, უბედური და უნდა გამოვტყდე, ცოტა უცნაურიც კი გამხადა. შეგიძლიათ კი გამიგოთ, ბატონო ჩემო? მაგრამ, ალბათ, ორიოდე წუთი ყურადღებას არ დამამადლით, ორიოდე წუთით, რადგან გულგატეხილობის გამოხატვას, თუკი საერთოდ შესაძლებელია ეს, დიდი დრო არ სჭირდება..“ იმედის გაცრუება /
გადარჩენილი ტყეების ახალი რეალობა – ტყის კოდექსი ყველასათვის! ჩვენ, ქართველებს, ძირითადად, სადღეგრძელოების, ანდაზების და სიმღერის მასშტაბებში გვიყვარს მთაც, ბარიც, ტყეც, ღრეც, მიწაც, წყალიც, სავარგულიც და უვარგულიც, ანუ ის, ყველაფერი, რასაც ფრაზა „მშობლიურო, ჩემო მიწავ!“ აერთიანებს. კანონი ამბობს, რომ ტყე ეროვნული საგანძურია. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალაქეებს, დაიცვან, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ ბუნებაზე. ვინ კითხულობდა კონსტიტუციას , „ტყე შეუნახე შვილებსაო!“ მამებს რომ ა
დემოკრატიის საფუძველი თვითმმართველობაა. ეს უკვე დიდი ხანია იციან იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ხარისხმა და ნიშნულმა მწვერვალს თუ არა, ოპტიმალურ ნიშნულს მაინც მიაღწია. დღეს ჩვენშიც ბევრს საუბრობენ თვითმართველობის სისტემის აქტუალობაზე და მასზე გადასვლის აუცილებლობაზე. წლებია, საზოგადოებაში ყალიბდება და მწიფდება აზრი, რომ თვითმმართველობა ეს გაცილებით კომფორტული, დემოკრატიული და პრაგმატული ცხოვრების წესია და ქვეყნის ტერიტორიების ადმინისტრაციული დაყოფა უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, წესებს,
თბილისი, ღამის 22:20... ავტობუსში, თუნდაც "მიკროში" და "ყვითელში" თბილისში გინების გაგონება ვის უკვირს? ჰოდა, არც მე გამკვირვებია... იმდენად არ გამკვირვებია, რომ თავიც არ მომიბრუნებია, მოულოდნელი დამუხრუჭების ხმაზე, მძღოლის ძველქალაქურად შეკურთხებაზეც, ვიღაცის უკმაყოფილო ბურდღუნზეც, მუჯლუგუნის თანხლებით რომ უფრო მკვეთრად გამოიხატა. მხოლოდ მაშინ მოვიხედე, ვიღაცამ სახელოზე რომ მომქაჩა და, ყურადღების მიქცევისთანავე, ჩემს ცხვირთან ხელის ჩაქნევით გაუჩინარდა უკანა რიგებისკენ. ამასობაში მძღოლმა ჯაჯღან
ზოგიერთს რომ ჰკითხო, ცხოვრებისეული ჰარმონიის მისაღწევად საჭიროა 2 უმარტივესი რამის შეცვლა – უნდა ეცადო დილის 7 საათზე ადგომას და ღამის პირველ საათზე დაწოლას. პლუს–მინუს 1–2 საათს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „კონცეფცია გაიტანს.“ კარგია, როცა დილით მეზობლის ჩართული ბურღის განწირული ხრიალი კი არა ახლადმოდუღებული ყავის სურნელი გაღვიძებს, მერე ფეხაკრეფით მოსიარულე მზრუნველი ადამიანის მოძრაობას გრძნობ ოთახში, თვალგაუხელლად უღიმი ამ იდილიას და კმაყოფილი იცვლი გვერდს... რა უსამართლობაა!? მე ვოცნე
ასე იყო თუ ისე, კიდევ ერთი ივლისურ–თბილისური კვირა გადავაგორეთ. საუზმე–სადილ–ვახშამზე საკამათოდ ვერ ვიცლიდით, იმდენი სხვა რამ გვქონდა გასაყოფი. ბოზბაშ–ჩიხირთმას ახლა ტელეეკრანიდან თუ მიირთმევს საზოგადოების უმრავლესობა, პური და სანახაობა ელექტრონულმა მედიამ პირდაპირი გაგებით გაიგო და ყველა არხზე დილა–შუადღეს ისეთი ჭამა–სმაა გაჩაღებული, უნებურად ფანჯრებს ხურავს ხალხი, სუნმა რომ არ შეაწუხოსო. პოლიტიკისგან გამონთავისუფლებულ ეთერში თუ ვინმე პულტით მოხეტიალე მაგ გადაცემას გადააწყდება, ეჭვი არ მეპარე
მთავარია, ადამიანებს სწორად დაანახო სოფლის ხიბლი, მათი საკუთარი შესაძლებლობები და მიანიშნო მიზნისკენ მიმავალი სწორი გზა აგრარული სექტორის ძველი და ახალი პრობლემები, შეღავათიანი აგრო- სესხი, ახალი საწარმოები, ექსკლუზიური, საავტორო პროდუქტები, დაწყებული რეფორმა და ქართული სოფლის პერსპექტივა. თემები, რომლებზეც „ქრონიკა+“-სთან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი საუბრობს, რომელსაც ყველაზე ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ „რესპუბლიკური“ პარტიის წევ
ცხოვრება თეატრიაო, სულ ეგ მესმის ბავშვობიდან და მეც ერთი წესი გამომიმუშავდა – მაღვიძარას მესამე ზარზე ვიღვიძებ... თუმცა, როცა წესი ვახსენე, ცოტა არ იყოს, ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდა. ჩვენ –ქალები – წესებს და კანონებს ნაკლებად ვემორჩილებით, „ლოღიკაზე“ რომ არაფერი ვთქვათ. ქალებს წესები არ გვაქვს... ქალებს გვაქვს განწყობა! ამიტომ, გამოთქმა „წესიერი ქალი“ – ცხოვრებისეული აბსურდის გამომხატველი ფრთიანი ფრაზაა და სხვა არაფერი. ჰოდა, ერთი სიტყვით, წესები და წესრიგი თქვენსკენ მოიკითხეთ, ვისაც ჩარჩო–ხელ
საიდან დავიწყო და რა ვთქვა?.. ისე ვარ, თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხის“ ბოლო კადრში რომ მარიტას ბებიაა, დამუნჯებული, ოღონდ პირიქით... პირიქით, ანუ – მის მაგივრად „შეთეს დედა“ უნდა წარმოვიდგინოთ... ბავშვობიდან მაღიზიანებდა ეგ ტიპაჟი, ტყაპუჭში გამოწყობილ ბოროტ გველს მაგონებდა. ბოროტს იმიტომ, რომ კეთილი გველებიც არსებობენ... ჰო, მართლა! – გველიო! ოფისშიო!.. ისე უკვირთ, არ სცხვენიათ.მაგრად ვიხალისებდი, რომელიღაცა მოქმედი სერიალის „ბუსუსიან სიუჟეტს“ რომ არ მაგონებდეს. შეძრომის მიზეზი მაგ ოფისის არქიტ
კვირა არც ისე დიდი დროა ისტორიისთვის, მაგრამ სრულიად საკმარისია ერთი საშუალო ბლოგისთვის საჭირო ამბების მოსაგროვებლად. კვირასაც გააჩნია და ამბებსაც. თუ ისე გაგიმართლა, რომ ერთმა ოქტავამ ორი მნიშვნელოვანი თარიღი გააერთიანა – ერთი ჭეშმარიტად ეროვნული და მეორე აბსოლუტურად ნაციონალური, სალაპარაკოს რა გამოლევს. ჰოდა, ვილაპარაკოთ... საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის თანახმად, ჩვენ, ადამიანებს, სხვა დანარჩენ თავისუფლებებთან ერთად, გვაქვს სინდისის თავისუფლება, ანუ გინდა იქონიებ ამ რაღაც სინდის
"- ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი, და, სხვათა შორის, ... თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისათვის საჭიროა ჭკუა..." გასაგებია, რომ ყველა კეჟერაძე ვერ იქნება,და ვერც კმაყოფილი, თუნდაც ცენტრალური გათბობის და სხვა კომუნალური პირობების არქონის მიუხედავად. მაგრამ, ბედნიერებისთვის, ზოგჯერ, წიგნების ორი კარადაც კმარა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და ტორშერი - მხარს ზემოთ, ნათურა... დღეს აპრილის ოცდასამ ქულიანი სამშაბათია.
ჯერ იყო და, მგონი, მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურმა პროკურორმა მიგვატოვა. ასეო–ისეო, მეო კი გავაკეთე რაც შემეძლო, მაგრამ მეტი აღარ შემიძლიაო. გაანახევრა კაცი ამ უღმერთო კოაბიტაციამ. სულ გრადუსებში და მილიმეტრებში გადახრილ–გადმოხრილი სამართლის გზით ატარეს. რაც შეეძლო და შეაძლებინეს, გააკეთა, რაც შეეძლო და არ შეაძლებინეს, იმის არგაკეთებაზე ვინ ეტყოდა საყვედურს? თუმცა, გია ცაგარეიშვილმა არ დამალა თავისი უკმაყოფილება პროკურატურის მიმართ. ერთი წაესლუკუნებინა უმრავლესობის შეხვედრაზე, ამდენ უკმაყოფილებას
საპრეზიდენტო არჩევნებამდე დღეები რჩება და ამ არჩევნების შედეგებით ირიბად თუ პირდაპირ დაინტერესებული საზოგადოება გადასულია მოლოდინის რეჟიმში. ამ რეჟიმის შეუცვლელი ატრიბუტია პროგნოზები, არგუმენტები, ვარაუდები და ობიექტური რეალობის სუბიექტური ანალიზი. „ქრონიკა +“ –მა არჩევანი სიტუაციის ობიექტურ შეფასებაზე „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორ, კახა კახიშვილზე გააკეთა. – კახა, მოდი, საუბარი საპრეზიდენტო ტელედებატებით დავიწყოთ. რამდენად დაგაკმაყოფილა მისმა ფორმატმა, კანდ
ვინ გაცდის ბლოგის კვირიდან–კვირამდე მშვიდობიანად დამთავრებას?! რომ მეგონა, ფინიშს მივუახლოვდი, ისეთი გამოისროლა შსს–მ სამეგრელოდან, ფეხზე დადგა პოზიციაც, ოპოზიციაც, შუაშისტიც და ლგბტ–იც. მტერიც, მოყვარეც და მოშურნეც. თუმცა,მოიძებნება ყოველთვის, ვიღაც, პრეტენზიული, მაინც რომ იტყვის, რატომ ასე და არა ისეო! გიორგი ვაშაძემ რომ თქვა, არ გაგვკვირვებია, მაგრამ აი კოტე გაბაშვილის აქტივობამ ნამდვილად სახტად დაგვტოვა ბევრი. ჩანს, მამობრივმა პასუხისმგებლობამ გაიღვიძა ამ არსებაში, როცა რეალური საფრთხე და
ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე არც იწვის და არც დნება, როგორც დიდი პოეტის ვერსიაშია... უბრალოდ, დეკემბრის დილა ყინავს... ამ ელექტრონული წეაღსვლის კითხვის პროცესში, ნებითა ჩემითა და სურვილითა სხვისითა, ლილოს გზას გამოყენებენ... დიახ ლილოს, დიახ სამარშრუტო ტაქსით და დიახაც მეტის ღირსი ვარ! ზარმაციც ვარ, უპასუხისმგებლოც, ცაიტნოტში გაკეთებულ საქმეზეც ვგიჟდები, „ჩემი ჭკუით ეკონომიაზე“ ჭკუა მეკეტება, მაგრამ იმას მაინც ვერ ვხვდები, რატომ უყვართ ყველაზე დიდი გაბარიტის მქონე ქალებს (კაცებსაც
დაბომბვაა ისეთი, გაგაგიჟებს კაცს!.. ხუმრობდნენ, ხულიგნობდნენ თუ დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, აგერ უსუმ 50 000–ის ზარალი კი დაუთვალა ზოგიერთებს. ზარალზე რომ არ იყვნენ, საგარეჯოს მაჟორიტარიც არ გამოცხადდებოდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამის პრეზენტაციაზე ჯინსებით...ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ყველაფერს თავისი ეტიკეტი, ასეთი "წვრილმანებისთვის" კი ახლა მარტო ჩემისთანა მოცლილებს სცალიათ... გასულ კვირას მიწას მუცელი რამდენჯერმე ეძრა, მაგრამ ძვრა ვერ გვიყო, "მაგრათა ვდგავართ!"...
2 თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია. ყველამ კარგად ვიცით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მომუშავე ადამიანები გამოცდილ კადრად ითვლება შესაბამისი აგიტაცია–პროპაგანდისთვის. ისინი 9 წლის მანძილზე ზოგი ნებით, ზოგი დავალებით და იძულებით, აკეთებდნენ იმ საქმეს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, ერთი, ანუ მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალის გაძლიერებას ემსახურებოდა. ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა მოქნილი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც მარტივად არეგულირებდა ხალხის განწყობას, დამოკიდებულებას. გასცემდა დამსახურ
თუ ბოლო თვენახევრის მანძილზე თბილისის ქუჩებში უგზო–უკვლოდ მოხეტიალე ენერგიულ, ჭაღარა წვერიან მამაკაცს და გამუდმებით მომღიმარ ქალბატონს გადააწყდით ცნობისმოყვარე, უცნაური სხივიანი გამოხედვით და უფრო ცნობისმოყვარე კითხვებით, ჩვეულებრივი უცხოელი ტურისტები არ გეგონოთ. ეს ის წყვილია, 2007 წელს გეგმიური შვებულება რომ გაატარა არაგეგმიურად, ასევე, ყოვლად არაგეგმიურ საქართველოში. მაშინდელი აქ გატარებული 5 კვირით ისე აღფრთოვანდნენ, რომ 2 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ და დაწერეს წიგნი თავიანთ მშობლიურ ენაზე
რემარკი ხომ გახსოვთ? ამ ქვეყნად ყველაზე საშინელება ისაა, როცა, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ეჩვევიო... შეჩვევა სახიფათოა! ზოგჯერ შეჩვევა კლავს კიდეც. კლავს გრძნობებს, სიყვარულს, ტკივილს, იდეებს, კლავს იმედს... ჩვენ, დედამიწელები, მშობლიური მზის სისტემიდან, სხვა გალაქტიკებს, „გაცნობის მიზნით,“ სიგნალებს ვუგზავნით სიკეთეზე და კაცთმოყვარეობაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ყურამდე მხოლოდ რაღაცის გამო დასჯილთა სასოწარკვეთილი ხმები აღწევს. რომ ვუფიქრდები, ძალიან დამთრგუნველია სამყაროში ეულად არსებობის
ეს კვირა საქართველოში ისეთი ორშაბათით დაიწყო, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი ორშაბათობა საერთოდ ვერ იგრძნო. უმცირესობამ, იგრძნო,მაგრამ, არ შეიმჩნია, დანარჩენებმა რაც იგრძნეს, ისიც გაატარეს.. მოკლედ, ისეთი არჩევნები ჩავატარეთ, ამომრჩევლის სიხალვათის მიუხედავად, აწი აქეთ გვეხვეწოს შესვლაზე ევროკავშირმაც, ნატომაც და... „ბუტკასთან“, როგორმე გავერკვევით... აპატურაიმ შეგვაქო, გაერომაც, ევროკავშირმაც... ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგებით კოალიცია ”ქართული ოცნები
დილა ისე დაიწყო, როგორც ბოლო დროის სხვა დანარჩენი - დედაჩემი საშინაო და საგარეო პრობლემების გრძელი სიით... მე - მდუმარე უმწეობით და გამოსავლის ქსელში გახლართული ღიმილით... ვცდილობ, ოპტიმისტური და იმედიანი გამომეტყველება მოვიძიო... არაფერი გამოდის! მერე უცებ კალენდარი მოდის მშველელად!.. - დედის დღეს გილოცავ დეეე!!! დიდი ჩახუტებით, დედაჩემის ნიანგის ცრემლებით. აე დაგვჩემდა ბოლო დროს - მილოცვები ცარიელი ხელებით, სავსე გულით და ემოციებით... რაღაცას ვიმიზეზებ, სასწრაფოდ გავდივარ სახლიდან, ისევ რაღაცი