ზოგჯერ ასეც ხდება – ჯდები და არაფერზე წერა გინდება. ან არც ჯდები, წევხარ, დადიხარ, ჭამ, ეწევი, რაღაცას აფუჭებ ან აკეთებ, და მაინც წერ. წერ ყველაფერზე - რაც გეტკინა, გაგიხარდა, მოგეწონა ან არ მოგეწონა, მიგავიწყდა, გამოგივიდა თუ არ გამოგივიდა. როცა უთანასწოროთა თანაცხოვრებაზეა საუბარი თავისი ყველა თანდაყოლილი თუ შეძენილი დეტალით, ამ დროს, სრულიად ნორმალური ადამიანები, სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად, კამასუტრას მოიმარჯვებენ ხოლმე და ...ვცადეთ ბატონო, ეგეც ვცადეთ, მაგრამ, ჩვენთან მაინც ყველაფერი ან
– „არა! ასე აღარ ვთამაშობ!..“ ოცნებები უნდა სრულდებოდეს, თორემ უკვე ვიწყებ ნერვიულობას... ხან „ჯერ მაგის დრო არააო!“, მერე,“ რაღა დროს ეგააო!“ და, ამასობაში, კი გავიდა ცხოვრება... ეგ ცხოვრებაც კარგი ტიპია, – რატომღაც, ჩვენი გეგმების კითხვა ეზარება. მერე, ამ სიზარმაცის კომპენსაციად, გვაძლევს შანსს ერთს, ორს, ზოგჯერ სამსაც. „ძველით“ და „ახლით“ ახალი წელი და ბედობა წყვილ–წყვილად აბა რისი ნიშანი უნდა იყოს? მაგალითად, 14 იანვრის ღამეს საქართველოში ყველა ბებიას ეძლევა წლის უკანასკნელი შანს
ჩემს საბჭოთა ბავშვობაში, ერთი ცნობილი, საკმაოდ პროგრესული, რუსული ვოკალური ჯგუფისასევე ცნობილი სიმღერა იყო, ახალ–ახალ მოსახვევებზე მღეროდნენ სიახლეების და ცვლილებების მოლოდინში და ძრავის ღმუილში. სიმღერაში ის „სიბრძნე“ იდო, სანამ არ მოუხვევ, ვერ გაარჩევ რა გელოდება მოსახვევს იქით, თუმცა, მოხვევა მაინც ღირს, თუ არ გაგიმართლა, კიდევ ერთ გამოცდილებას მაინც შეიძენ და კოლექციას გაამდიდრებო. ჩვენ, ქართველები, მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ურემს ვაბრუნებთ ხოლმე. ანდაზაში კი ისეა სიტუაცია მოცემული,
ჩემს ცხოვრებაში (ისე, როგორც თქვენს ცხოვრებაში) მოიპოვება წამები, რომელთა აკინძვა და, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად, ზარდახშაში შენახვა მინდება. მაშინ, როცა ძალიან მიჭირს, ამ ფაქიზად ასხმულ წამებს ყელზე სამკაულივით ვირგებ და მშველის ისევ თავიდან გასაბრწყინებლად... შეიძლება ზედმეტად „ქალურ– სენტიმენტალური“ რამე ვთქვი, მაგრამ, ბოლო დროს, ამ განწყობაზე ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ახალი ისეთი არაფერი ხდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით არაფერი, რომ ყელზე ჩამოსაკიდებლად ღირდეს. უბრალოდ ვაკეთე
“სხეულებისთვის და ვითარებისთვის არსებობს მხოლოდ ერთი დრო აწმყო. მხოლოდ სხეული არსებობს სივრცეში და მხოლოდ აწმყო არსებობს დროში. კოსმიური აწმყოს მასშტაბში ასეთ ერთიანობას ეწოდება ბედისწერა“. ჟილ დელიოზი ბედისწერაზე ისეთებს დავწერდი, ჩვენი ტატოს და გალას გადამკიდე, მაგრამ „შინაურ მღვდლებს“ კი არა, შინაურ გენიოსებს როდის იყო ვინმე უსმენდა? არც ისინი ითხოვენ შენდობას და კი ვართ ასე... გენიოსობაც ბედისწერაა, მართალია, ზოგს პროფესია ჰგონია (ეგონოთ!). ბავშვობიდან აქვს ჩა-გონებული - მთლად გენიოსი თუ
ღმერთს შუბლი შეუკრავს, მოღუშულა. მართლაც, როგორი ამბავია, ტალახიდან კაცი შეჰქმნა, ის კი აგიხტეს, კრიჭაში ჩაგიდგეს, არ მომწონს, არ გეთანხმები, მეტი მინდა, უკეთესის ღირსი ვარო. მაგრამ ღმერთი კი არ გაბრაზებულა, შესცოდებია გაუმაძღარი ტალახი. აბა, რიღას ღმერთი იქნებოდა და რიღას შემქმნელი, თუ წინასწარვე ვერ განსჭვრეტდა, რა ძვირი დაუჯდებოდა ეს პირველი გაბრძოლება თიხის კაცუნას. ოთარ ჭილაძე „მარტის მამალი“ გუშინ ისეთი ამბავი გავიგე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წმ. ნიკოლოზი უმაგრესი ტიპია, „ჩვენიანი“!
მიყვარს არა, მიყვარდა ბათუმში, პორტის ყავახანაში, ანუ „ბერეგზე“ ქვიშაზე მოდუღებული ყავის დალევა. იმაზე ადრე გაგრაში მიყვარდა, „კარაველას“ წინ, ფერადი ქოლგების ქვეშ ყავა ყლუპებით. ალბათ, რაღაცას ვიხანგრძლივებდი ქვეცნობიერად... თუმცა, გამოვტყდები, რომ ამ ორ ქალაქზე უფრო მაინც თბილისი მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს, თუნდაც ყველაზე ფალსიფიცირებული „ყავის ნარეცხით“... აქ კი რაო? დიქტატურა და ბორშჩი როგორ სჯობს ბაყაყებს და დემოკრატიასო... რა შუაშია და რამ გამახსენა? პასუხისთვის თბილისის ზღ
ვეტოდაძლეულები და ფეხბურთდაქცეულები ეჰ... კიდევ ერთხელ გავიხედოთ უკან და სევდიანად გავიღიმოთ, მერე თვალებში ჩავხედოთ რეალობას და ღრმად და აღშფოთებულად ამოვიოხროთ. ამ შემთხვევაში აზრის და განწყობის უფრო რთული და უხეში ფორმებიც გამართლებულია... ქართველებმა ისევ ვერ ვივარგეთ ფეხბურთში. იმედგაცრუებას პოლიტიკაში ჯერ კიდევ ვეგუებით, რადგან უახლოეს წარსულში მაგ მიმართულებით არ გაგვმართლებია. გარდამავალი ეტაპები – გრადაციაზე მეტი დეგრადაციები აღარ გვაღელვებს, რადგან როდის ვიყავით ბოლოს მორალურად, იდეოლ
ოლბერსის ფოტომეტრული პარადოქსი, გასულ საუკუნეში ჰაბლის კანონით გაბათილდა, როცა სამყაროს უსასრულობის ვერსია სამყაროს სასრული ასაკით გადაიფარა. აი ჩვენს თანამედროვე წვრილ–წვრილ და ასაკობრივი გამონაყარივით მტკივნეულ პარადოქსებს როდის ეშველებათ არ ვიცი... ჩემთვის, ყავის კამპანიაში, ვფიქრობდი და ფიქრი ცოტა ხმამაღლა მომივიდა, მაგრამ, როგორც ჩემი „ფიზიკა“ იტყოდა, – ძირითადად ეგრეა! ფიზიკოსებს ყველაფრის ახსნა შეუძლიათ, ყველაფერზე აქვთ პასუხი.. ესეც ხმამაღლა გამომივიდა! უნდა მეთქვა– თითქმის ყველაფერზე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი თავსატეხი - რაიან გრისტი და მისი სკანდალური წარსული გვესმის, რომ ევროპა ჩვენი არჩევანია, რომ ევროკავშირში შესასვლელად ვიბრძვით და ამ დიდ ოჯახში შეღწევა ძალიან გვინდა, მაგრამ, ყველაზე სასურველ და საყვარელ ადამიანებთან მიმართებაშიც კი შედეგიანია ანდაზა, - ენდე, მაგრამ შეამოწმე. იმის თქმა გვინდოდა, რომ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ კავშირის მიმართ, ზოგჯერ, სახელმწიფო მოხელისთვის, სახელმწოფო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობ სასარგებლო იქნებოდა მათ მი
ზოგადად ყველა ნორმალური ადამიანი იწყებს ნერვიულობას ფრაზაზე – „თქვენ ოღონდ არ ინერვიულოთ! ამიტომ, ვიცი, ახლა ამის თქმას აზრი არ აქვს არც ჩვენთვის, არც ჩვენი პრეზიდენტისთვის. ისიც ინერვიულებს და ჩვენც... ჩვეულება ნამდვილად რჯულზე მტკიცე გამოდგა ზოგიერთისთვის. თუმცა, ამბობენ, დღეს „საქართველოს პრეზიდენტი“ კალისტრატეს ლოცვა–კურთხევის იმედადააო. მაგასაც ვნახავთ, რა ძალა აქვს კალისტრატეს „კურთხევას“. უკაცრავად კი ვარ, მაგრამ როცა კარგად ცნობილ „სამ ასოზე“ გაგზავნიან, სულაც არაა აუცილებელი იქ წასვლა.
ვიდრე გასული კვირის შთაბეჭდილებების ქვეშ მოყოლილ ტრამვებსა და ორმოცნაკერიან მოტეხილობებს „ვიჩვენისებდით“ და, ზოგიერთები, „იმ ჩვენისას“ სასწაულებრივ გადარჩენას ზეიმობდნენ, ახალი კვირაც გაოთხშაბათდა... მერე კიდევ მე მეტყვიან – დროის ფასი არ იციო, არც შენი თავის ფასიო... ჩემი ღრმა რწმენით, მაგის მთქმელებს რომელიმე ოთხშაბათს, აუცილებლად გაეყოფა ენის წვერი და ჩახვდებიან საკუთარ მისიას დედამიწაზე, მაგრამ დღეს, როცა ჩემი კაპიტალის ბაზარს ინფლაციის ქრონიკული შიშები სტანჯავს, გადარჩენის შანსიც და
მერე ვიღაც იკითხავს, რატომ გაწყდნენ ჩვენში გუგულებიო?! იკითხავს, თან არც შერცხვება... მეტიც! ამის მკითხველმა, შეიძლება, არც გვაციოს, არც გვაცხელოს და პირდაპირ პრეზიდენტობის კანდიდატების მსურველებში ჩაეწეროს. სია, იცოცხლე, იმხელაა, ფურცლის მეორე მხარეს გადავიდნენ უკვე. ამდენი “მოხალისე” თუ იყო საქართველოში, ვინ იფიქრებდა?!. მაგრამ ყირგიზებმა მაინც გვაჯობეს – იქ 83 ჰყოლიათ ეგეთი. თუმცა, ყირგიზები ამომრჩევლებითაც ჩვენზე მეტნიც არიან კაცო... ერთი სიტყვით და ორი გაგებით, აღარ არსებობს თვითშე
საქმე საქმეზე რომ მიდგება, არცერთი წვეთი არასოდეს აღიარებს წყალდიდობაში თავის ბრალეულობას, არადა წვეთს დიდი ძალა აქვს!.. ნდობაც დიდი პრეტენზიული „ვინმეა“ – საშლელივით, ყოველ შეცდომაზე სულ უფრო ილევა და ილევა... გულწრფელობა არც ისე იოლია. მეტიც, გულწრფელობა გამბედავი ადამიანების ჩვევაა. არ მაქვს პრეტენზია გამბედავობაზე. ქალი ვარ და დიდად არც მომეთხოვება, მაგრამ, მაინც გულწრფელად ვაღიარებ – არის მომენტები, როცა ჩემს ტოლერანტობას მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის სიმკაცრე განაპირობებს. როგო
და იყო კიდევ ერთი კვირა ყავისმოყვარულ ქართველთა ცხოვრებაში... კოსმიური თუ პოლიტიკური ძვრებით, მინიმალური საარსებო კალათით და სახელფასო პრემიალური მაქსიმუმით, არც თუ ურიგო რიგგარეშე პარტიული ყრილობით, არც ისე საპრეზიდენტო ვოიაჟით, დაკითხული მერით, ბანკროტი პოლიტიკოსის 2 წუთში გაფენიქსებული რეიტინგით, თვით გურამ დონაძის მიერ ნებაყოფლობით ჩაბარებული 3 პასპორტით და 65 000 იანი შენატანით ბიუჯეტში, პენიტენციალური ქორწილით, კათოლიკური სიყვარულით და ისლამურ–მეზობლური ულტიმატუმებით. პროზაული და
ეს კვირა ორშაბათული ამინდით, ქალების, გიჟების და გადარეულების შესაბამის კონტექსტში მოხსენიებით, ანუ სეზონური ნერვაშლილობით დაიწყო. არადა, ისეთი არაფერი მომხდარა – უბრალოდ მოთოვა. დღის მეორე ნახევარში კადრში და ყურადღების ცენტრში იყო კანცელარია „საათნახევრიანი, დახურული და საინტერესო ...“ შეხვედრა სახელად „ჩემი შენ გითხარი“ – 2 “მძევლით”, რომელთაგან ერთი დარჩა კმაყოფილი, მეორე – უკმაყოფილო, ხოლო ჩვენ, რა თქმა უნდა -მხიარულები... დაახლოებით ამ სტილში: – ნარდის სათამაშოდ ვარ ჩამოსული ამხელა
აღარ მინდოდა ისედაც თუჯივით მძიმე ორშაბათი ყავის ნალექით და დამემძიმებინა. დღეს სამშაბათია, ფანჯრებს მიღმა ისევ არასტაბილური პესიმისტების და რომანტიული ოპტიმისტების ამინდი დაიარება. არაზომიერ ტემპერატურასთან თანაცხოვრების მე–3 დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ის რაღაც „ვადიანი ვირუსი“ შემომიჩნდა და ჩემს უხასიათობას თბილისის მასშტაბით ყველაზე არომატული ყავაც კი ვერ შველის. უსაქმურობამ გამახსენა, – ბავშვობაში ყავის ნალექს ვიპარავდი და ჩუმად მივირთმევდი. არ ვიცი ჩემს შესაშინებლად მოიგონეს თუ რაიმ
ჩვენ მაინც უნდა ავფრინდეთ, ავფრინდებით და ფრიიი... დღეს დიდი დღეა ! ევროპაც გაზაფხულივით მოგვეპარა და, სავარაუდოდ, ჩვენში დარჩება, თუ იმ კუდიანი მარი ლე პენის წინასწარმეტყველება არ ახდა. რა იწინასწარმეტყველა იმ შეჩვენებულმა და, „ევროკავშირი კვდება, ხალხს ის აღარ სჭირდებაო“. კიდევ კარგი, რომ მსოფლიო ლელა კაკულიას „ანალიტიკას“ უფრო ეყრდნობა, ვიდრე მაგის ოცნებებს. დიდი მისვლა-მოსვლის ხანა იწყებაო, მთავრობაში ამბობენ. „გიჟი რომ ქალაქს მიმოდიოდა“ ეგ ამბავი კი ვიცით დიდი ხანია. ამიტომ, ამ გახ
საბჭოთა ბავშვობიდან ერთი „იქაური“ ლოზუნგი შემომრჩა გონებაში: კადრები წყვეტენ ყველაფერს! ზედაპირული და სიღრმისეული დაკვირვებით, მსგავსი ლოგიკაგა და აქტუალობაგამძლე სლოგანი ცოტაა. ჩემი ბავშვობის შემდეგ საკმაო ხანი გავიდა, იმდენი, რომ ცვლილებები შემემჩნია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც კადრები წყვეტენ ყველაფერს... არადა, ყური მოვკარი, დედამიწამ ნაბიჯს აუჩქარაო, ჩინელების ზოგადსაკაცობრიო წყევლის მიუხედავად, დიდი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთო... ჩვენი საშვე
18 ნოემბერს საქართველოში სულ სხვანაირი ორშაბათი გათენდა. უმიხეილო და მიხეილის მრევლისთვის დიდად უხეირო ორშაბათი. ორშაბათი, რომელიც მიხეილის ოფიციალურმა თანამეცხედრემ შაბათ-კვირას გამოიტირა, - ვარდები არ არიანო!.. ეი, სანდრა რულოვს-სააკაშვილისავ, ვარდები მოითხოვე ჰოლანდიაში. ჩვენთან მოიქეცი მაღალი რანგის ეჭვმიტანილის ცოლივით. თუ გაგვიმართლა და საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა „პატიმრის პატრონის“ რანგში გიხილეთ, მერე შევეცდებით გაგიგოთ - როგორც კანონის წინაშე თანასწორებმა, ეგებ მოვახერხოთ და
გასული კვირის მთავარი და აქტუალური მოვლენა ივანიშვილის პოლიტიკიდან ოფიციალურად გასვლა და საზოგადოებრივ სექტორში შესვლის გადაწყვეტილება და ზვიად კირტავას ანონიმურობის მოკრძალებული ხიბლიდან გამოსვლა იყო. მორჩა! აღსრულდა - მართლა წავიდა... ამიერიდან ის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქეაო, თქვა მარგველამ.. უკაცრავად, მთლად ასე არ უთქვამს - „დღეს ბიძინა ხდება საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი“ - ასეთია ციტატა. თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პრეზიდენტი კაცია მარგველა, როგორ გინდა, მის სიტყვებში ეჭვი შეიტანო
იქ, სადაც ძველად ჩხაოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა... სხვა რამეებიც გავაშენეთ, იმის მიხედვით, ვინ და რა სად და როდის ჩხაოდა. ტრადიციული კულტურა ავჩეხეთ, ტყეში ქაცვის მოსავალს მივენდეთ, ამერიკული პეპელა მოვიშინაურეთ, ცხორი!ცხორი!–დან მებოცვრეობამდე ჩამოვყალიბდით. გასაღების ბაზრებიო, უცხოელი ინვესტორებიო, საადგილ–მამულე ბანკებიო და ამასობაში, ჯიში დაგვეკარგა და მასთან მიმართებაში, ყველაფერი საჯიშე... მერამდენედ ვატრიალებთ ჭავჭავაძეებს საფლავში?! დიდი ბატონი ალექსანდრედან – ილიამდე... მაგა
„ სამყაროში ჩვენს ყოველ საქციელს აუტანელი პასუხისმგებლობის სიმძიმე აწევს. რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო ახლოა ჩვენი ცხოვრება მიწიერთან, უფრო ნამდვილია. ტვირთის უქონლობა პირიქით, ადამიანს ჰაერზე მსუბუქს ხდის, მიწას, მიწიერ ყოფას აშორებს, მისი მოძრაობები იმდენადვე მსუბუქია, რამდენადაც მნიშვნელობას მოკლებული”. მილან კუნდერა – ყოფის აუტანელი სიმსუბუქე აგერ უკვე კვირაზე მეტია, აპრილი ნამდვილ გაზაფხულს მოაბილიკებს გოდრით და კალათით, ტყიდან, მთიდან, ციდან... და მთელ დედამიწაზე, გრავიტაციის კანონი
რა უცნაურია, ცხოვრების მანძილზე უამრავი ადამიანი მიდის და მოდის, ან მოდის და მიდის, ან მოდის და რჩება... ვიღაც რჩება, ვიღაც გარბის... ზოგჯერ ისინი რჩებიან და შენ გარბიხარ. მერე, უცებ, მოულოდნელად გამოჩნდება ვიღაც, ვისაც, რატომღაც, გინდა, რომ სახლში დახვდე დაღლილს, მონატრებულს... მოეფერო, გაათბო, გაამხნევო და ა.შ. არ დავკონკრეტდები. მოკლედ, ცნობილი გამოთქმის თანახმად, ხვდები, რომ მასთან გაღვიძებაც ისეთივე სასიამოვნო იქნებოდა, როგორც ჩაძინება... რა უგზო–უკვლო რომანტიკაა საახალწლოდ? მხოლოდ საახალწლ
ისევ ორშაბათი... კიდევ ერთი... თუმცა, ისეთი განწყობა მაქვს, თითქოს, გასული კვირის ყოველი დღე ორშაბათი იყო... არადა, რით ვერ შევეჩვიეთ – გამოსასვლელი დღეების შემდე, კვირის პირველი 5 დღე ყოველთვის "ჭირს"... წინა ორშაბათს დაწყებული ინფორმაციული შტორმი კვირას ნატურალური შტორმით დასრულდა. მეტეოროლოგიური გაზაფხული, თავისი პარამეტრებით, აბსოლუტურ თანხვედრაშია პოლიტიკურ გაზაფხულთან – ნერვებ–სურვილებ და საღერღელაშლილი, პრინციპებაჭრილი და დაუკმაყოფილებლად მჩხავანა... თუმცა, რაც ჩვენ ცვალებადი მოღრ