პარლამენტის შენობის წინ, უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა დევიზით - „დაანთე სანთელი“
აქციის ორგანიზატორი “უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია” იყო. მისი ხელმძღვანელის, კატერინა კოზაკის განცხადებით, 90 წლის წინ, საბჭოთა კავშირის ქმედებებით გამოწვეული მასობრივი შიმშილობა - ჰოლოდომორი - უკრაინული ისტორიის ტრაგიკული ფურცელია. ჰოლოდომორს მსოფლიოს 22 ქვეყანა, მათ შორის საქართველო გენოციდად აღიარებს.
„აქცია ეძღვნება ყველა იმ მსხვერპლის მოხსენიებას, რო
საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა 26 ნოემბერს რუსთაველზე აქცია ჩაატარეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს.
„შეუძლებელია სრულად გაიაზრო ამ ტრაგედიის კოშმარი. რუსეთის ხელისუფლება და ჯარი სჩადის ძალადობას, ანგრევს სახლებს, მაგრამ უკრაინამ გაუძლო. უკრაინა გაიმარჯვებს და მალე დაიბრუნებს თავის მიწებს“ - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. სიტყვით გამოვიდნენ რუსეთისა და საქ
ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი სესიის ბოლოს, პოლონეთის სეიმში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე წუთით შუქი ჩააქრეს. რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო, მილიონობით უკრაინელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ეუთო-ს შემოდგომის სესია ჩატარდა ვარშავაში. ეს არის ქალაქი, რომელიც ნანგრევებიდან აღდგა. მეორე მსოფლიო ომის დროს სრულიად განადგურებული, აღდგა და დღეს წარმოადგენს ადამიანების გადარჩენის ნების ცოცხალ მაგალითს. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელ ერ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
საერთაშორისო ფორუმში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად, მონაწილეობენ კიევში მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. სამიტს ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროო კიევში ვიზიტით იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროოს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი.
1ტვ
უკრაინელების განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივით, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაში, რომელიც ჰოლოდომორის წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა. 26 ნოემბერი უკრაინაში, 1932-1933 წლებში მასობრივი შიმშილის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის დღეა.
„უკრაინელებმა გამოიარეს ძალიან საშინელი რამ. ამასთან ერთად, შეინარჩუნეს დაუმორჩილებლობის უნარი და თავისუფლების სიყვარული. ჩვენი განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივი
გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე, ქართული ნახევარფინალი გაიმართება. ჩვენმა კლუბმა „მებრძოლმა“, მეოთხედფინალში ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე ქართულ კლუბ „გოლდენ გორს“ შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული კლუბების დაპირისპირებისას, ჩვენმა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა, მსოფლიოს 10-გზის და ოლიპიადების 2-გზის გამარჯვებულ ტედი რინერს ვაზარით მოუგო.
გორის კლუბმა „გოლდენ გორმა“ მე
ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, მონასტერში ორი პირი ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა. როგორც ცნობილია, დაშავებულია მონაზონი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.
ავტორი - ნინო ფისაძე
11-13 დეკემბერს მოსკოვში ფართომასშტაბიანი ღონისძიება, ქართული კულტურის დღეები იგეგმება, ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, " ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა." მათ ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები.
ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული კონცერ
უკრაინული კორპორაცია „როშენის“ საკონდიტრო განყოფილებაში შესაძლოა, ქართული თხილი გაჩნდეს.
„მოხარულები ვართ, რომ პირველად გვეძლევა საშუალება, საქართველოში დავპატიჟოთ ისეთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი, როგორიც „როშენია“. ვიწყებთ საქმიან ურთიერთობებს. ვეცდებით, რომ უკრაინულ ტკბილეულში გაჩნდეს ქართული თხილიც“, - განაცხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA ) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ თბილისში გამართულ კონფერენციაზე „უკრაინული თხილი: გამოცდილების გაცვლა საქართველოს
2022 წლის ოქტომბერში კომერციულმა ბანკებმა 243,143 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი სექტემბერთან შედარებით - 7,620 მლნ ლარით მეტია, სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 235,523 მლნ ლარი იყო. ჯამში, მიმდინარე წლის 10 თვეში ბანკების ანგარიშზე 1,775 მლრდ ლარის წმინდა მოგებაა.
2022 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:
იანვარი - 212,695 მლნ ლარი;
თებერვალი - 90,610 მლნ ლარი;
მარტი - 110,181 მლნ ლარი;
აპრილი - 109,394 მლნ ლარი;
მაისი - 159,034 მლნ ლა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულს ტვინის შერყევა და სახის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
მომხდარზე დაწყებულია გა
მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული. მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორი დღის წინ მოხდა. ლეონიდე ზვიადაძემ ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს კი დაზიანებები თავა
ირანში ცნობილი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ვურია ღაფური დააკავეს. მას ბრალად "ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა" ედება. ღაფური ღიად უჭერს მხარს ირანის დემოკრატიზაციას, ქალთა უფლებების დაცვას და იზიარებს იმ მომიტინგეების მოთხოვნებს, რომლებიც სექტემბრიდან მართავენ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს. ღაფური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ირანელი სპორტსმენია.
ვურია ღაფური ეკუთვნის ქურთულ უმცირესობას, რომელსაც ირანში ავიწროებენ. მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ის ირანის დემოკრატიზაცი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში იმყოფებოდა, სადაც 23 ნოემბერს, რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული ოთხსართულიანი სახლი დაათვალიერა. ზელენსკი ასევე მივიდა ე.წ. „უძლველობის პუნქტში“, რომლებიც უკრაინულ ქალაქებში იხსნება. აღნიშნულ პუნქტებში მოქალაქეებს შეუძლიათ გათბნენ, ტელეფონები დატენონ და ინტერნეტით ისარგებლონ.
„ერთად ჩ
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი კიევში ჩავა. ნოვაკი რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იქნება, რომელიც უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
უნგრული მედიის ცნობით, ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით მიემგზავრება. კატალინ ნოვაკი პოლონეთიდან კიევში მატარებლით გაემგზავრება.
უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში ნოვაკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
აზერბაიჯანი უკრაინას ელექტროქსელების აღდგენაში შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შახბაზოვს. მინისტრებმა ისაუბრეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში არსებულ რთულ ვითარებაზე, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ძალების მასირებული იერიშებმა გამოიწვია.
„მხარეების შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე უკრა
გერმანია ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და მისი გერმანელი კოლეგა, ანალენა ბერბოკი ავრცელებენ.
კულებას ცნობით, შესაბამისი რეზოლუცია შემდეგ კვირას იქნება მიღებული.
“გერმანიის ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა იმაზე, რომ შემდეგ კვირას მნიშვნელოვანი საერთო რეზოლუცია იქნება მიღებული ჰოლოდომორზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას როგორც გენოციდს აფასებს”, - წერს კულება.
მოგვიანებით, გერმანიის საგარე
ავტორი: ლაშა გაბუნია
თინათინ წერეთლის მუსიკალური შემოქმედება ფეისბუქზე აღმოვაჩინე. მუსიკოსი გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. შემდეგ თინათინისა და ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართველ მუსიკოსის, მარიამ ქირიას ერთად ჩაწერილ დუეტსაც მოვუსმინე. მისი შემოქმედება მომწონს და ჩვენ ვირტუალური მეგობრები გავხდით. თინათინი დღეს სოულსა და ჯაზში მუშაობს. 2019 წელს თავის ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო იუნესკოს პირველ გლობალურ ფესტივალში, რომელიც იტ
ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და თავისუფელი უნივერსიტეტის სტუდენტი საბა მახარაძე “ახალგაზრდა ევროპელი ელჩი” გახდა.
„ეს არის EU NEIGHBOURS east პროგრამის ინიციატივა, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელი. რომელშიც გაწევრიანებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე და წვლილი შეიტანობ თავიანთი საზოგადოების განვითარებაში ევროპული ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობით“, – გვითხრა საბა მახარაძემ
რა გეგმები აქვს “ახალგაზრდა ელჩს” და
პარლამენტის ოპოზიციის წევრმა ქალმა დეპუტატებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს გვაქვს ფემიციდის, ქალებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ასობით შემთხვევა, თუმცა სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ რანგზე ფემიციდის საკითხს არ აყენებს.
„არ გვაქვს ქალთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები, არ გვაქვს მა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტომ შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N198, ს/კ 406221501) კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.
ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ შეძლებს.
პუბლიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7088 ლარი ეღირება, ევრო – 2.8220 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2825 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7117 ლარი ღირდა, ევრო – 2.8218 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2866 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 ნოემბრისთვის ამოქმედდება.