Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უკრაინის ელჩის გარდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუგზავნეს იარაღის მწარმოებელ კომპანიასაც

ესპანეთში უკრაინის საელჩოს გარდა, ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღო იარაღის მწარმოებელმა კომპანია Instalaza-მ. მისი სათავო ოფისი ქალაქ სარაგოსაში მდებარეობს. ესპანური გამოცემის, El Periodico-ს და რადიოსადგურ SER-ის ინფორმაციით, საფოსტო პაკეტზე, რომელიც კომპანიაში 30 ნოემბერს მიიღეს, ეწერა, რომ ის უკრაინიდანაა გაგზავნილი. კომპანიის თანამშრომლებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ მადრიდში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა, ამიტომ პაკეტი არ გახსნეს და პოლიცია გამოიძახეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დ

ნენსი პელოსის წარმომადგენელთა პალატაში ჰაკიმ ჯეფრისი შეცვლის

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, წარმომადგენელთა პალატაში, პარტიის ლიდერად ჰაკიმ ჯეფრისი აირჩია, რომელიც კონგრესის ქვედა პალატაში ნენსი პელოსის შეცვლის. ჰაკიმ ჯეფრისი პირველი აფროამერიკული წარმოშობის პირი გახდა, რომელიც კონგრესში ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს. დემოკრატიული პარტიის ახალი ხელმძღვანელი წარმომადგენელთა პალატაში მუშაობას ახალი, 118-ე მოწვევის კონგრესის ფარგლებში დაიწყებს, რომელიც 3 იანვარს შეიკრიბება. კონგრესის ქვედა პალატის დემოკრატების ამჟამინდელმა ლიდერმა, 83 წლის ნენსი

პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა 1,2 მილიარდიან კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით. აშშ-ს თავდაცვის უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პენტაგონმა შეთანხმებას ხელი Raytheon Technologies Co-სთან მოაწერა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ექვსი სისტემა დამზადდება.   "სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი. სავარაუდო დასრულების თარიღი 2025 წლის 28 ნოემბერია“, - ნათქვამია პენტაგონის

ფილიპ რიკერი - თუ სტუმარი, როგორც ქართველები ამბობენ, არის ღვთის საჩუქარი, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ

ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ, - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი, ელჩ ფილიპ რიკერი ვიდეოგზავნილში აცხადებს. მისი თქმით, აშშ გააგრძელებს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში, რადგან ეს არის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს. „მოხარული ვარ, რომ

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა. 30 ნოემბერს გერმანულმა ბუნდესტაგმა შესაბამის რეზოლუციას ხმა მისცა. რეზოლუცია, რომელიც ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „მწვანეების“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“, ისევე როგორც ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის დეპუტატების მიერ იყო მომზადებული. “შიმშილისგან და რეპრესიებისგან მთელი უკრაინა დაზარალდა, არა მხოლოდ მისი მარცვლეული მწარმოებელი რეგიონები. დღევანდელი თვალსაზრისით, როგორც გენოციდის

ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა

ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადეს, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს 5.8 მილიარდი ევროს ოდენობის თანხას, ვიდრე არ განახორციელებს რეფორმებს სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. პარალელურად, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გაყინონ 7.5 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა, რომელსაც უნგრეთ

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ეტლით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობაზე ხმლით ფარიკაობაში ჩვენი ნაკრების წევრებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ ბრძოლაში უკრაინის ნაკრებს 45:42 მოუგეს და გუნდური ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ერთეულთა თანრიგში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი ნინა თიბილაშვილი გახდა.   ავტორი - დ

სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დატოვა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღვკეთის ღონძიების გამოყენებას ითხოვდა. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომ

მეიდანს შიგნით - როგორ გამოიყურება 30 მილიარდ დოლარიანი მიტოვებული ქალაქი დუბაიში

ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი მსოფლიოში - დუბაი, ცნობილია თავისი ცოცხალი კულტურით, მდიდარი ისტორიით, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ცათამბჯენებით. ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობს და ყველას ერთი სურვილი აქვს - ცოტა ხნით მაინც იცხოვროს ისეთ ფუფუნებაში, როგორიც შეიხების ყოველდღიურობაში გვხვდება. არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი ყოველწლიურად ახდენს ახალი მეგაპროექტების პრეზენტაციას. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ქალაქი ბრწყინვალე და ინოვაციურ არქიტე

„...დარბოდა, რომ ყველასთან მიესწრო, ყველა კმაყოფილი ყოფილიყო. ვეღარ მოერია...“ - თამარ მამაცაშცილი „გლოვოს“ კურიერის დაღუპვას ესხმიანება

აეროპორტის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას „გლოვოს“ კურიერი დავით ქურციკაშვილი ემსხვერპლა.„ზოგჯერ გააზრებაც მიჭირს თუ რაზე მაქვს ხელი მოწერილი როდესაც სკუტერზე ვჯდები და სამუშაოდ გავდივარ. გარდაიცვალა კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი კოლეგა დავით ქურციკაშვილი უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“,- დაწერა მეგობარმა სოციალურ ქსელში. უმძიმეს ტრაგედიას, ჟურნალ „ოჯახის ექიმის“, mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი, ექიმ-თერაპევტი თამარ მამაცაშცილი ეხმიანება და სულისსემძვრელ პოსტს აქვეყნებს. „გლოვოს

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად - 80-ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხებზე გამოძიებას პროკუ

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტიც

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო კანონპროექტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ

პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 78-ხმით, ერთხმად, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღეს. ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი ფუნქციებითა და დანიშნულებით იქმნება: - შეიმუშავებს წინადადებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მათ პარლამენტს წარუდგენს; შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და

პენტაგონი: უკრაინისთვის Patriot-ების მიწოდება არ იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა, კომენტარი გააკეთა ცნობაზე, რომ ვაშინგტონი განიხილავს უკრაინისთვის თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ების მიწოდების საკითხს. მისი სიტყვებით, მართალია, ამის თაობაზე დისკუსია არსებობს, მაგრამ ამჟამად ამ იარაღის კიევისთვის გადაცემა არ იგეგმება. რაიდერის თქმით, ამ ერთობ რთული სისტემების მართვისა და მომსახურებისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალია საჭირო. რაიდერის სიტყვებით, „არ შეიძლება მათი ბრძოლის ველზე გაგზავნა დ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი დეკემბრისთვის - დოლარი - 2.7177 ლარი, ევრო - 2.8161 ლარი, ფუნტი - 3.2618 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7177 ლარი ეღირება, ევრო – 2.8161 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2618 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7153 ლარი ღირდა, ევრო – 2.8196 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2638 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ დეკემბერს ამოქმედდება.

ხავიერ კოლომინა - ევროინტეგრაცია, ატლანტიკური ინტეგრაცია არის თემები, რომლებმაც პარტიული ინტერესები უნდა გადაწონოს, პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება განსხვავებების გადალახვა და ერთად მუშაობა

ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი და არის შეშფოთება. არ გამოვიყენებ ტერმინ უკუსვლას, როგორც ზოგიერთმა პარტნიორმა უკვე გამოიყენა. ვიტყოდი, რომ არის შეშფოთება. შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში, სირთულეები, რომლებიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის მხრივ არსებობს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში რეფორმებთ

გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა [ფოტო]

საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე გაერთიანებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკითა და თემატიკაზე შექმნილი 50 ნამუშევარი. მათ შორის არის კერამიკული ნაკეთობები და ქანდაკებები. გამოფენაზე ახალი ნამუშევრები აფხაზეთიდან დევნილმა 16-მა მხატვარმა წარადგინა. „გალერეა „ოპიზარი“ ამჯერად აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს მასპინძლობს.ისინი არაჩვეულებრივი ნიჭიერებით გამორჩეული ხელოვანი ადამიანები

პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

საქართველოს პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით დაუჭირა მხარი. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,კ პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა და პარლამენტის წე

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ესპანეთის დედაქალაქში მდებარე უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულია საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელსაც ხელში წერილი ეჭირა. დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია მადრიდში უკრაინის საელჩოს.   ავტორი - სალომე თორაძე

ანდრიუს კალინდრა - ევროკავშირი გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსით, ნკონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, ძალიან გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი

ყველა პროცესში ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს, ევროკავშირის ქვეყნები ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებენ, ასე რომ კონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა. ელჩის თქმით, რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარე პროცესია და ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. „რეკომენდაციები არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ ცნობად ვიღებთ პროგრესს, რომელიც მიღწეულია, თუმცა ამავე დროს წინ ჯერ კიდევ გზა ა

პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია​

პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია. კოლესნიკოვას დისა და ოპოზიციის ცნობით, კოლესნიკოვას გომელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ოპოზიციონერის, ვიქტორ ბაბარიკოს გუნდში აცხადებენ, ორი კვირის განმავლობაში კოლესნიკოვასთან ადვოკატი არ შეუშვეს. მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული

მიუსაფარი ცხოველების მოვლისა და გამრავლების საკითხები კანონით დარეგულირდება

საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხში. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისით შეუძლებელია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიცი, რომ საქა

შალვა პაპუაშვილი ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. შალვა პაპუაშვილმა ანტონ ჰოფრაიტერს გააცნო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში საქართველოს მეირ მიღწეული პროგრესი და მიმდინარე რეფორმები. ე
×
×
  • შექმენი...