ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება „პირადი მიზეზების გამო მიიღო“.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.
გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!
მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე გიორგი შარაშიძემ დეპუტატებს ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“
ინიციატივა გააცნო, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და „სახალხო ბიუჯეტირების“ პროცესში მონაწილეობას.
"მინდა გაგაცნოთ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივა, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას „სახალხო ბიუჯეტირების“ ფორმით.
დღეს, როცა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, კანდ
კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე განცხადებები მისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა გააკეთოს.
„საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში თვითონ გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან – ეთანხმება
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში „აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია“. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით.
ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 192 ბოთლ წყალზე, რომელიც „კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასაცხოვრებელ შენობაში. კონკრეტულად რომელი მინერალური წყალია და ვინ იყო მისი მფლობელი, მითითებული არ არის.
ნოემბრის
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის გაზის ფასის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდნენ, ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარის დაწესებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ვერ მოახერხეს რუსული ბუნებრივ აირის ფასის შეზღუდვის მექანიზმზე შეთანხმების მიღწევა და სხდომაზე ამ საკითხზე ღრმა უთანხმოება დაფიქსირდა.
მინისტრები ამ თემას სავარაუდოდ შემდეგ შეკრებაზე, 13 დეკემბერს დაუბრუნდებიან.
მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს განსხვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელჯოხით სიცოცხლისთ
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი კიევში იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ჯეიმზ კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას სასწრაფო დახმარების 24 მანქანას გაუგზავნის.
მისივე ინფორმაციით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი, სასწრაფო დახმარების ავტომობილების გარდა, 11 სპეცმანქანას, მათ შორის ექვს ჯავშანმანქანას და მილიონი ფუნტის დაფინანსებას მოიცავს, რომელიც ქვეყანას ომის დაწყების შემდეგ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარ
24 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები არ აღიაროს. შესაბამისად, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის იმ მაცხოვრებლებზე, რომლებიც რუსული პასპორტებით სარგებლობენ, ევროკავშირი ვიზას არ გასცემს.
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს, რომლის მიზანიც ,,მათი რესპუბლიკის“ საერთაშორისო იზოლაციაში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის მიწოდების მხრივ რთული მდგომარეობაა ქვეყნის 15 რაიონში.
„მათ შორის, ყველაზე მეტი სირთულე კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ლვოვის, პოლტავასა და ხარკოვის რეგიონებშია, მაგრამ კრიტიკული ინფრასტრუქტურ
ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ვიტყოდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. შესაბამისად, იმედი მაქვს, მომავალი წლის ბოლომდე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, – ამის შესახებ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ავგუსტო სანტოს სილვამ საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ავგუსტო სანტოს სილვას თქმით, პორტუგალიაში მიესალმებიან საქართველოს სწორად დაბალანსებულ პოზიციას
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ცხრა პირი მისცეს, რომელთაგანაც ორი
საქართველო განაგრძობს მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის მუდმივი თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა. საქართველო განაგრძობს მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა. ამის შესახებ მერკელმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მშვიდობა ყოფილიყო და ამიტომ მიწევდა უკრაინის თემატიკაზე ბევრი მუშაობა. მაგრამ ეს შეჭრა არ იყო სიურპიზი. მინსკის შეთანხმება გაქარწყლდა. 2021 წლის ზაფხულში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, მსურდა პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს დაუდასტურა, რომ ყირიმში მოკლეს ირანელი კონსულტანტები, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში.
ოქტომბერში, ისრაელის გამოცემა Jerusalem Post-ი წერდა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, ყირიმში ლიკვიდირებულია 10 ირანელი ინსტრუქტორი.
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ირანელი კო
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის(ICMP) მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში დაკარგულია 15 ათასზე მეტი ადამიანი. ამასთან, კომისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მეთიუ ჰოლიდეიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ ეს მონაცემები რეალურ ვითარებას არ ასახავს, რადგან უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულების და დაკარგულების რიცხვი 25 ათასამდეა.
ჯერჯერობით დაუდგენელია უგზო-უკვლოდ დაკარგული უკრაინელებიდან რამდენია რუსეთის მიერ იძულებით გადაადგილებული ან დაკავებული
ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი დანაღმეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ხერსონში დანაღმვის მასშტაბები უკიდურესად დიდია და რუსებმა საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმული დატოვეს.
"ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბები ძალიან დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული", - აღნიშნა სმირნოვმა.
მისი თქმით, ხერსონის ოლქის
თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის ფაქტს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება.
გიორგი გახარიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა ყველაფერ ქართულს ეწინააღმდეგება.
„რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს…
ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება!
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა”, - წერს გიორგი გახარია.
ინფორმაციისთვის, თერჯოლაში ყოფ
მმართველი პარტიის დღევანდელი პოზიციონირება გამოიყურება როგორც ადგილი გაჭედილი სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეს დაემართა, რადგან სწორად პოზიციონირებისთვის არც კომპეტენცია ეყო და არც გამბედაობა.
„არც იქით არიან და არც აქეთ და ეს იმიტომ მოუვიდათ, რომ არც კო
უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინა ზამთარს გაუძლებს რუსული რაკეტებით გამოწვეული უშუქობისა და სიცივის მიუხედავად და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან გამარჯვების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია.
”მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.
მან ისაუბრა გამოკითხვაზე, რომლის შედეგების თანახმად, უკრაინელების 90%-მა განაცხადა, რომ
თერჯოლაში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო.
რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
იპნ
ჩეჩნეთში, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრის, ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ, მისი ინიციატივით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩეჩნური დანაყოფის შექმნის გამო.
საქმე აღიძრა ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მუხლით, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ჩეჩნეთის „ეფ-ეს-ბეს“ რეგიონული სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„კავკაზ.რეალიის“ თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იჩქერიის შეიარაღ
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის აღდგენილია, მოსახლეობას კი დენი ეტაპობრივად მიეწოდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ტიმოშენკომ განახცადა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კირილ ტიმოშენკოს თქმით, ქვეყნის მასშტაბით ასევე მოწყობილია ოთხი ათასამდე სპეციალური პუნქტი, სადაც ადგილობრივებს გათბობა და ტელეფონების დამუხტვა შუძლიათ.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწ