საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლთან გელათის გადასარჩენად აქცია იმართება.
"დღეს არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ აღარ შეგვეძლო მოგვეთმინა და შევიკრიბეთ, რომ წამოგვეყენებინა მოთხოვნები. პირველი, რაც ამწუთას მახსენდება, შოთა რუსთაველის ძეგლთან, არის ფრაზა ვეფხისტყაოსნიდან "ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა." აქაც უთვალავი სხვადასხვა შეხედულების ადამიანია შეკრებილი, მა
2022 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმყოფებოდა ნიკოლაევში და დეოკუპირებულ ხერსონში, ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაეცნო ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით.
„მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებ
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე განაცხადა.
„კიევის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ ბორის ჯონსონს, უკრაინის დიდ მეგობარს, მიენიჭოს კიევის საპატიო მოქალაქის წოდება. ბორისი არაერთხელ ეწვია უკრაინის დედაქალაქს – როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ყველაზე დრამატულ დროს. ჯონსონმა გააკეთა და, დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რათა
ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლება, რუსეთთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებებზე, რისთვისაც ის პასუხისმგებელია საერთაშორისო ტრიბუნალისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში.
დოკუმენტში ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროკომისიის მიმართ, დააწესონ იგივე სანქციები ბელარუსის მიმართ, რაც რუსეთს დაუწესეს. ისინ
უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 50 სამხედრო დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“დღეს 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნება მოვახერხეთ რუსული ტყვეობიდან. მათ შორისაა, 20 ეროვნული გვარდიელი, 12 - სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლი, 10 უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, 10 მესაზღვრე და 2 ტერიტორიული დაცვის წევრი”, - წერს ერმაკი.
როგორც ის აღნიშნავს, გათავისუფლებულთა შორის მარიუპოლ
ევროპარლამენტმა 502 ხმით,75 წინააღმდეგ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ. 61-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის რეკომენდაციაში საბჭოს, ევროკომისიისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისადმი ნათქვამია, რომ:
გაფართოება არცერთმა ალტერნატივამ არ უნდა ჩაანაცვლოს;
საჭიროა გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირება და ახალი წევრების მიღება ერთსუ
26 ნოემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმული ღელვა და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.
„26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლ
ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში". ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
კერძოდ, საუბარია ვიზების გაცემის აკრძალვაზე. შესაბამის წინადადებას მხარი 531-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 - წინააღმდეგი იყო, კიდევ 34-მა - თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტ
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ტელეჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი. ბარათი ჟურნალისტის მონაცემებით დეპარტამენტის საძიებო მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა. მანამდე, ნოემბრის დასაწყისში, მოსკოვის რეგიონში კარაულოვის სახლში ჩატარდა ჩხრეკა სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის მიმართ ცილისწამების მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არ არის მითითებული, თუ რა შემთხვევაში იძებნებიან ეჭვმიტ
რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა.
პროექტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.
განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
პროექტი საკრებულოში რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა კი, ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბახტრიონის სატუმბ სადგურზე გადაუდებელი სამუშაოები ხორციელდება, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახლით იცვლება ჩამკეტ-მარებულირებელი ურდულები.
მათივე განმარტებით, ასევე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ოთხ სხვადასხვა მისამართზე, რის გამოც 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე გარკვეულ ქუჩებს წყ
აშშ-ის მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) სისხლის შედედების იშვიათი დაავადების სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა, რომლის ფასიც საკმაოდ სოლიდურია.
მსგავსი: ტვინის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, პარალიზებულმა...
მისი ერთი დოზის ღირებულება 3,5 მილიონი დოლარია და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ წამალს.
ერთი შეხედვით, ფასი წარმოუდგენლად მაღალია, მაგრამ როგორც წამლის ფასთან მიმართებაში ეფექტიანობის უახლესი ანალიზი მიუთითებს, ფასი შედარებით
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ვიქტორ ორბანს ახალი კაშნე აჩუქა მას შემდეგ, რაც მისმა უნგრელმა კოლეგამ „დიდი უნგრეთის“ გამოსახულებიანი კაშნეთი უთანხმოება გამოიწვია.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ახალი კაშნე წარწერით, „სლოვაკეთი“ „ვიშეგრადის“ სამიტზე გადასცა.
„შევამჩნიე, რომ ვიქტორ ორბანს ძველი შარფი ჰქონდა, ამიტომ მას დღეს ახალი ვაჩუქე“, – დაწერა სოციალურ ქსელში ედუარდ ჰეგერმა.
ვიქტორ ორბანმა ასევე გაავრცელა სურათი ახალი სლოვაკური შა
როდესაც რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობაზეა საუბარი, იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და სპეციალისტებმა. სააკაშვილი იმყოფება კერძო სამკურნალო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც გაჩნდა გარკვეული შეკითხვები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაუკვეთა შესაბამისი ექსპერტიზა, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
ძამაშვილის თქმით, ექსპერტების
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ "ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას". წერილს, რომელიც 23 ნოემბრით არის დათარიღებული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
რიში სუნაკის წერილი ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,ევროპალია“ წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც 2023 წელს ფესტივალის ჩატარების საკითხზე მუშაობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგება.
ევროპალია „ევროპალია“ ბელგიის სამეფო ოჯახისა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7150 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7142 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 22 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7192 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7951 ლარია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლებია საუბრობს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის მზარდ პრობლემაზე. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ მაღალი დონის კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ.
TI წერს, რომ ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ „კარტოგ
მზიურის პარკი ფართოვდება - მერიამ 18 000 კვ მეტრამდე ფართობი კერძო მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა. ინფორმაცია დღეს თბილისის მერის კახა კალაძისგან გახდა ცნობილი.
მოგვიანებით ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მისი თქმით, მესაკუთრეს მზიურის ტერიტორიის ნაცვლად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია გადაეცა. ტერიტორია შპს "პიაცა მზიურს" ეკუთვნოდა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილმონაცვლეობა, რომელიც
უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს, სადაც მტკივნეულია, რათა კიდევ უფრო დავასუსტოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების მისი უნარი. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინ
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია.
"ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მეტიც, დიდი რაოდენობით ადამიანების, ეს უნდა შეწყვიტონ, რადგან შემდგომში უკრაინის სრული განადგურება იქნება", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, უკრაინა შეიძლება არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, არამედ მთლიანად განადგურდეს. ამიტომ, ის უკრაინელებს „ურჩევს“, ომი შეწყვიტონ.
ლუკაშენკოს მტკიცებით,
2022 წლის 31 ოქტომბერს სამყაროს ტყუპები — ლიდია და ტიმოთი მოევლინა. ამაში თითქოს უცნაური არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ისინი ემბრიონების სახით 30 წლის წინ გაყინეს. ოფიციალური მონაცემებით, მათი ემბრიონები ყველაზე დიდხანს იყო გაყინული მათ შორის, საიდანაც ოდესმე დაბადებულან ბავშვები.
ემბრიონები ანონიმური წყვილისთვის ინ-ვიტრო განაყოფიერებით 1992 წლის 22 აპრილს შექმნეს და -196 °C-ზე გაყინეს. ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცესში შესაძლებელია საჭიროზე მეტი ემბრიონის შექმნა, რომლებსაც ზოგჯერ მე