მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება. ვადა, რომელიც 2023 წლის 1-ელი იანვრამდე იყო განსაზღვრული, 2026 წლამდე გაგრძელდა. “ტყის კოდექსში“ ცვლილებები 84 ხმით, პირველი მოსმენით მიიღეს.
პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვება ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები.
როგორც მთავრობა განმარტავს, სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას უნდა შეეზღუდოს ს
დიდი ბრიტანეთი უკრაინისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას გაზრდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
როგორც სუნაკმა აღნიშნა, უკრაინის დაცვით "ჩვენ საკუთარ თავს ვიცავთ".
“ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შემდეგ წელს ჩვენ შევინარჩუნებთ ან კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას. ჩვენ ახალ დახმარებას მივაწვდით [უკრაინის] საჰაერო თავდაცვას, რათა დავიცვათ უკრაინელი ერი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქ
30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება
თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რატომაა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი". ამ შინაარსის წარწერა გამოჩნდა თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ნაძვის ხესთან, რომელიც ჯერ არ ანთებულა.
"მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ხალხის ინტერესები იყოს ყოველთვის დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება", - თქვა თბილისის მერმა.
2023 წლის საახალწლო სლო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშაა. მინისტრმა იუსტიციის სამინისტროში დღეს, 29 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს კვლევა აქვს ჩანიშნული.
"დღეს ხშირად ვრცელდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებული სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა
აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა უარესდება და სულ უფრო ანტიამერიკული ხდება, რაც ორი ქვეყნის პარტნიორობას გამოწვევის წინაშე აყენებს. საქართველო-აშშ-ის პარტნიორულ ურთიერთობებზე სტატიას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს. ამ სტატიას წინ უძღოდა 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორებისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეფასება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე.
"იმის შესახებ, რომ საქართველ
ნატოს წევრმა სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული ქვეითი საბრძოლო (BMP1) მანქანა გადასცა.
"მოხარული ვარ დავადასტურო, რომ 30 სლოვაკური BMP1 გადაეცა უკრაინას გერმანიასთან შეთანხმების საფუძველზე", - წერს ტვიტერში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი.
ივნისში უკრაინამ და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს კიევისათვის 8 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა „ზუზანის“ მიწოდების თაობაზე. აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთხი ჰაუბიცისგან შემდგარი "ზუზანები
პარტიამ „საქართველოსთვის“ სახალხო ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივით, პარტიის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა ბექა ლილუაშილმა საკრებულოს წევრებს „სახალხლო ბიუჯეტირების“ პროექტი გააცნო და მისი დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
სახალხო ბიუჯეტირების დანერგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მიიღოს მონაწილეობა, განსაზღვროს სწორად არის თუ არა ასახული ბიუჯეტის პროექ
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა შვიდ ექიმს.
პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს
ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში უმსხვილესი აქტიური ვულკანი მაუნა ლოა ამოიფრქვა. საგანგებო სამსახურების ცნობით, ამ ეტაპზე ევაკუაციის განკარგულება გაცემული არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვულკანის ამოფრქვევა დასახლებებს შეეხება, თუმცა მოსახლეობა მზადყოფნაშია.
1984 წლის შემდეგ მაუნა ლოა პირველად ამოიფქრვა.
მაუნა ლოა შტატის დიდ კუნძულზე, ჰავაის კუნძულების ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
ყოველთვის, როცა ექიმებზე ცუდ გამოხმაურებას ვისმენ ან ვკითხულობ, ვცდილობ, არ ავყვე და თავი შევიკავო, ან კარგი მაგალითები გავიხსენო.
საბედნიეროდ, საკუთარი ოჯახის წევრების თუ სხვა ახლობელი ექიმების ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, მათზე ბევრი კარგი მაქვს სათქმელი. თუნდაც ის, თუ როგორი გულისხმიერებით, ყურადღებით და პროფესიონალიზმით უდგებიან ყოველი პაციენტის პრობლემას, როგორ პასუხობენ მათ ზარებს, როგორ უხსნიან უკვე ათჯერ ახსნილს მეთერთმეტეჯერ, დიაგნოზის დასაზუსტებლად როგორ ძირისძირამდე მი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს, რომლითაც უკრაინა ენერგეტიკულ სისტემაზე რუსული თავდასხმების პირობებში, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეძლებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, წყაროს ცნობით, ვაშინგტონი მუშაობს ამერიკულ კომუნალურ და აღჭურვილობის მიმწოდებელ სამსახურებთან, ასევე ევროპულ ქვეყნებთან, შესაბამისი აღჭურვილობის მოსაძ
ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები ბოლო პერიოდში განხილვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ქართულ საზოგადოებაში. ფაქტები გახშირდა, გასულ თვეში კი რეგულაციების გამკაცრებაზეც დაიწყეს საუბარი. ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალება, აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირებს შეეზღუდებათ. შესაძლოა, შეიქმნას აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც და ქვეყანაში მათი შემოყვანა აიკრძალოს.
მსოფლიოში ცხოველე
დადიანების სასახლის აღდგენა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოებისთვის საელჩომ 300 ათასი დოლარი გამოყო.
„სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას,“ - აღნიშნულია სა
უკრაინაში ომით არ დაგვვიწყებია სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, დაშინებისა და აგრესიის წინაშე დგანან, ეს ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოდან, მოლდოვადან და ბოსნია-ჰერცეგოვინადან იმ საფრთხეების განსახილველად, რომელთა წინაშეც დგანან.
„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებები ჩეჩნებთან და ბურიატებთან დაკავშირებით არა უბრალოდ რუსოფობიის გამოვლინებაა, არამედ სიმართლის აღმაშფოთებელი გარყვნა.
„ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება, არც კი ვიცი, რა დონის. გაიხსენეთ, 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ კავკასიის ხალხებს სწორედ რუსები, სლავები აწამებდნენ და ახლა გვეუბნებიან, რომ რუსებს აწამებენ კავკასიის ხალხე
ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად შესაძლებელია, ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას.
მან ამასთან განმარტა, რომ თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შე
ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ „აი, რას შვრება მერია, ავიწროებს ქუჩებს“. მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხზე პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, თბილისში, ფაქტობრივად, ყველგან არასტანდარტული გზები გვაქვს.
„აქ არიან კარგი სპეციალისტები და ისინი უფრო დეტალურად იტყვიან, ჩემზე უკეთ იციან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. გვაქვს არასტანდარტული გზები, თქვენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 10 დასახლებაში მოიგერიეს და ასევე ზიანი მიაყენეს ოკუპანტების ავიაციას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს, ბელოგორივკას დასახლებებსა და დონეცკის ოლქის სერებრიანკას, ვერხნეკამენსკოეს, ბელოგორივკას, იაკ
რუსულმა ძალებმა დნიპროს რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, თავდასხმის ადგილზე, ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსებმა დნიპროს დაარტყეს. ქალაქში რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. რაკეტები კერძო საწარმოს მოხვდა, განადგურდა საწარმოო ობიექტები, გაჩნდა ხანძარი“, - წერს რეზნიჩენკო.
მისი ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, დარტყმის დეტალები ზუსტდება.
IPN
უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან". ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, ყველა სახლი, ყველა საწარმო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის მიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
"დღეს, როგორც ყოველ მეორე დღეს, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და რეგიონის თემები. მხოლოდ ერთ კვირაში მტერმა 258-
უკრაინის ვინიცის ოლქში რუსეთის ძალებმა თბოელექტროსადგური დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ვინიცის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი ავრცელებს.
მისი განცხადებით, თბოელექტროსადგურზე იერიშის შედეგად ქალაქ ლადიჟინში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. გათბობის გარეშე ქალაქის 18 ათასი მცხოვრებია დარჩენილი.
„ლადიჟინში სამხედრო ხასიათის საგანგებო მდგომარეობაა – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტექნოგენურ
მნიშვნელოვანია ალიანსის მიერ მხარდაჭერის გაძლიერება, როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა.
„შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით რუმინეთის ძლიერ და კონკრეტულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ჩ