Jump to content
Planeta.Ge

Blogs

შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნიან და მასთან შეხვედრას მოითხოვენ. პრემიერისთვის გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფოები ხშირად თავს არიდებენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუ ის აღსრულების შესაბამისი მექანიზმებით არ არის უზრუნველყოფილი. მათი თქმით, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლი სახელმწიფოებს შ

გერმანიის საგარეო უწყება მზადაა დაიწყოს დევნა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ყველა შესაძლო დონეზე და ყველა არსებული საშუალებით, დაიწყოს დევნა რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე. პარასკევს, 2 დეკემბერს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა რადიო თავისუფლების შეკითხვას ასე უპასუხა: „ჩემი აზრით, რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას. ა

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი - რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი “გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით 9-ჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ. ყველაზე მეტად რაიონული ცენტრი დაზარალდა, სადაც 30-ზე მეტი ჭურვი დაეცა, მაგრამ არავინ დაშავებულა. „დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი, სამეურნეო შენობები, ელექტრო ქსელები და გაზსადენები. დაზიანებულია მზის 50 პან

ჯანმო - კორონავირუსზე ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს

„კოვიდ-19“-ის დაძლევის სტრატეგიებში შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. „ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმასთან, რომ ვთქვათ: „პანდემიის კრიტიკული ეტაპი დასრულდა“, მაგრამ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, - აღნიშნა ჯანმო

ტელეკომპანია „დოჟდმა“ რუსი ჯარისკაცების დახმარების თაობაზე ნათქვამი სიტყვებისთვის წამყვანი დაითხოვა

ტელეკომპანია “დოჟდმა“ შეწყვიტა თანამშრომლობა ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან მას შემდეგ, რაც წინა დღით ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობოს ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს. "დღეიდან ჩვენ გადავწყვიტეთ ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობის შეწყვეტა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ „დოჟდის“ მენეჯმენტი ამას ერთადერთ სწორ და შესაძლებელ გადაწყვეტილებად მიიჩ

უკრაინელ ქალზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ხაშურელ ბიზნესმენს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკრაინელ ქალზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ხაშურელ ბიზნესმენს პატიმრობა შეეფარდა, – ამ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, 24 ნოემბერს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (20 000 ლარიანი) შეუფარდა, რომელიც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი ცხინვალელი ჯარისკაცების ოჯახები შეღავათებით ისარგებლებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი მეომრების ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავს. ამასთან, დახმარება იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი და დაღუპულებისთვის. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს ამ საკითხის შემუშავება შესთავაზა. მისი აზრით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა, ასევე, მოხალისეების ოჯახებს კომუნალური გადასახადების 50 პროცენ

ჯაბას ომი, რომელშიც ბავშვობიდან იბრძოდა - უკრაინაში დაღუპული 28-ე ქართველი

„იმედი მაქვს, ხვალ ვნახავ მასაც და მის თანამებრძოლებსაც... კიევში, პანაშვიდზე. საშინლად მტკივა გული“, - მომწერა უკრაინელმა ჟურნალისტი და მებრძოლმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა უკრაინაში დაღუპული ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერიას შესახებ. 27 წლის მებრძოლი, 28-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დაიღუპა. ალექსეი ჯაბას შესახებ ბევრს არ ლაპარაკობს. იხსენებს მხოლოდ ერთ დეტალს, რომელიც როგორც თავადვე ამბობს, თითქმის დაუჯერებელი ამბავია, ამბავი „ფანტასტიკის სფეროდან“, რომელიც მას და ჯაბას უკრაინა

საგარეო უწყება - რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა, მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგი უხეში დარღვევაა

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის

კელი დეგნანი - მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით

მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები. „ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას. ვეცნობით ახლახან მიღებულ დასკვნას, ისევე როგორც სხვები. სა

უკრაინის საგარეო უწყება - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა სისხლიანი ამანათები მიიღეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მსგავსი გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე გენერალურმა საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია), კრაკოვსა (პოლონეთი) და ბრნოში (ჩეხეთი). „თვითონ შეფუთვები სპეციფიკური ფერის სითხეში იყო გაჟღ

მსოფლიო ბანკი - უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული ძალების თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი ზრდის იმ დახმარების რაოდენობას, რომელიც ქვეყანას ზამთრის მკაცრი თვეების წინ ესაჭიროება

უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი ზრდის იმ დახმარების რაოდენობას, რომელიც ქვეყანას ზამთრის მკაცრი თვეების წინ ესაჭიროება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენას. „უკრაინა ვერ გადალახავს მიმდინარე წელს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე,“ - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ. მისი თქმით, საერთაშ

შემოსავლების სამსახური - ჩეხეთიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთში გატანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს

შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესასახებ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. უწყების განმარტებით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საქართველო ითვალისწინებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა

ევროკავშირის ელჩი - ძალიან აქტიურად ვაკვირდებით სახალხო დამცველის არჩევის პროცესს - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული, რომელიც მხარდაჭერილი იქნება პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობის მიერ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის ოფისი დამოუკიდებლობასა და პროფესიონალიზმს მომავალშიც შეინარჩუნებს. „სახალხო დამცველის ოფისი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ეს საკონსტიტუციო ორგანოა. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა სახალხო დამც

ნინო ლომჯარია - ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ამ საქმეში, ვიდრე აქამდე

ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია გვექნება ამ საქმესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, დღეს უფრო ხედავენ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე. „ამ რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ის, რომ უნდა შეწყდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი, საეჭვო

საქართველოში ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი მედიაში გავრცელებული მისი განცხადება გახდა, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით

მძღოლი, რომელმაც სიღნაღის ისტორიული გალავანი დააზიანა, 250 ლარით დააჯარიმეს

სიღნაღში ავტომობილის მძღოლი, რომელიც ისტორიული გალავნის თაღს შეეჯახა, რის შედეგადაც ის ჩამოინგრა, 250 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადგილზევე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მძღოლი დაჯარიმდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. 1 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მე-18 საუკუნეში აგებული სიღნაღის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივების თქმით, სატვირთო ავტომობილი თაღ

პროკურატურა დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეს იძიებს - სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ინფორმაცია საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა პროკურორმა ბექა კვიციანმა. მისი განცხადებით, საუბარია 7 მილიონამდე ლარზე, რომელიც სავარაუდო დამნაშავემ ქართულ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშებზე განათავსა. გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფინანსური დანაშაულებისთვის არის ძებნილი, ქართულ ბანკში დაუსაბუთებელ და არალეგალურ შემოსავლებს

ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების სადავო თანხა 565.5 მლნ ლარია - რაზე უჩივიან სახელმწიფოს?

ადგილობრივ სასამართლოებში ამ ეტაპზე მიმდინარე დავების სადავო თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 565.5 მილიონ ლარს, რაც 2021 წლის მშპ-ს (60.23 მლრდ ლარი) 1%-ზე მცირედით ნაკლებია. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საქართველოში სახელმწიფოს წინააღდეგ წარმოებული სასამართლო დავები, ზომის მიხედვით, ძირითადად, წარმოიქმნება ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში და ძირითადად უკავშირდებიან წარუმატებელ და შეწყვეტილ მასშტაბურ პროექტებსა და კონტრაქტებს (მაგა

წლიურად საცხოვრებელზე ქირა - 34.1%-ით, პირადი ავტომობილის ექსპლუატაციის ხარჯი - 8.2%-ით გაიზარდა, სურსათი კი 16.8%-ით გაძვირდა

2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენ

მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის ელჩზე - როცა სხვას რამეს აბრალებ, არგუმენტი უნდა გქონდეს, თუ აქვთ, წარმოადგინონ მტკიცებულებები - თუ ერთი მოქალაქე გავიდა და შემოიტანა რამდენიმე ნივთი, წაიღო რუსეთში, რომელიც იქ დეფიციტურია, არ ნიშნავს, რომ ეს არის „შავი ხვრელი"

პირადად ვამჯობინებდი, როდესაც [ჩეხეთის] ელჩი ასეთ სერიოზულ საკითხზე აკეთებს განცხადებას, მეტად წინდახედული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რ

ილია დარჩიაშვილი - ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაზიანდა - ძალის გამოყენება და ძალის გამოყენების მუქარა უნდა შეწყდეს

9 თვის წინ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაზიანდა - ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს 29-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ საქართველოსა და უკრაინას მოუტანა. ილია დარჩიაშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების სრული კო

ნოემბერში, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე, ყველზე, რძეზე, კვერცხსა და თევზეულზე ფასები გაიზარდა, ხოლო ზეთსა და ცხიმზე ფასი შემცირდა

2022 წლის ნოემბერში, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე, ყველზე, რძეზე, კვერცხსა და თევზეულზე ფასები გაზარდა. ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნე
×
×
  • შექმენი...