Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური, ელიტური კორუფცია ყვავის, ოცნება ამის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს და თავს იწონებს კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელზე აპელირებაც არარელევანტურია და სადაც ბოლო 10 წელია თითქმის არაფერი შეცვლილა

"ქართულმა ოცნებამ"  მორიგი პროპაგანდისტული განცხადება გაავრცელა კორუფციის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდაო. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით თავის მოწონება რეიტინგებზე დაყრდნობით სხვა არაფერია, თუ არა იმ საზოგადოების მორიგი დაცივნა და მოტყუების მცდელობა, რომელიც რეიტინგებში ვერ ერკვევა და არც უნდა ერკვეოდეს იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოლოდინია, რომ ხელისუფლება კეთილსინდისიერია და არა ჩამოყალიბებული მატყუარა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილ

საოცარ ვიდეოში ნახავთ, როგორ მოძრაობენ პლანეტები შორეული ვარსკვლავის გარშემო — #1tvმეცნიერება

YouTube-ზე გამოჩენილი ახალი ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე საოცარია, რაც კი ოდესმე გვინახავს პლანეტურ მეცნიერებაში. ვიდეოში ჩანს სინათლის ოთხი წერტილი, რომლებიც ცენტრში მდებარე შავი დისკოს გარშემო მოძრაობენ. სინამდვილეში, თქვენ პლანეტურ სისტემას ხედავთ. ოთხი წერტილი ეგზოპლანეტებია, შავი დისკო კი მათ ვარსკვლავს ფარავს, რომელიც ჩვენგან 133,3 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ნაწილობრივი წრეები მათი ორბიტული მოძრაობაა; ეს თაიმლეფსი 12-წლიანი დაკვირვებების მონაცემთა საფუძველზეა შექმნილი.

„დიდი შვიდეულის“ ელჩები უკრაინას ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის მიღებისკენ მოუწოდებენ

„დიდი შვიდეულის“ ელჩები უკრაინაში ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ, – ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ელჩების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ ელჩები მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელება სანდო ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებისა და დანერგვის გზით. ეს გააძლიერებს უკრაინის მედეგობას ომის დროს და გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი მისი

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს. უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავ

ანა ბუჩუკური - მამუკა ხაზარაძემ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უნდა უპასუხოს და პასუხისმგებლობა აიღოს

მამუკა ხაზარაძემ ჯერ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უპასუხოს და ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა. „მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ არაერთი ბრალდება მოვისმინეთ. ჯერ წერილებზე საუბრობდა, შემდეგ ეს წერილები სადღაც წაიღო, წლები გავიდა და სად არის? ანაკლიაზე საუბრობდა და ჩვენმა გუნდმა პარლამენტში საგამოძიებო კომის

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებენ

„სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებენ. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, თუმცა, მათივე თქმით, სრულად არ იყო გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომე

საქართველოში კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა - TI-ის რეკომენდაციები

2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია - ამის სესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელი

საქართველოსთვის კარტოფილის მთავარი იმპორტიორი რუსეთია - კიდევ სად ყიდულობს ქვეყანა პროდუქტს

2022 წელს საქართვლომ 4.1 მლნ აშშ დოლარის 11 169 ტონა კარტოფილი იყიდა, 2021 წელს კი, 2.5 მლნ აშშ დოლარის 11 464 ტონა კარტოფილი. 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის კარტოფილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა: რუსეთი - 3 794 ტონა 1 მლნ აშშ დოლარი ბელარუსი - 2 728 ტონა 747.8 ათასი აშშ დოლარი გერმანია - 1 224 ტონა, 1,114 აშშ დოლარი თურქეთი - 1 129 ტონა, 249.9 ათასი აშშ დოლარი აზერბაიჯანი - 5

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი - კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სტატია მანიპულაციურია და მიზნად ქვეყნის პროგრესის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ისახავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს სტატიას კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის ანგარიშთან

საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებს ერთობლივად დაამზადებენ

საფრანგეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ უკრაინისთვის რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვის წარმოების მიზნით, მრავალმილიონიან პროექტზე ითანამშრომლებენ. განცხადება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. „იგეგმება ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის უპრეცედენტო პარტნიორობით, ერთობლივად რამდენიმე ათასი, 15-მილიმეტრიანი ჭურვის დამზადება", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ. მისი თქმით, ფრანგული იარაღის კო

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს

რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უნდა „დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია“. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა დღეს გამართული შეხვედრების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დანიის დელეგაციასთან უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე ისაუბრეს. მან ასევე ისაუბრა სამუშაო ვიზიტზე მიკოლაივიში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ქალაქი, რომლის რეკონსტრუქციასაც დან

აშშ-მა უკრაინას Bradley-ს 60 საბრძოლო მანქანა გაუგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა იტყობინება. მათივე ინფორმაციით, ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა. შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით, რათა დაიცვან თავიანთი საზღვრები რუსეთის უკანო

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქების, ხერსონის და ოჩაკოვის, საცხოვრებელ სახლებზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე, დიდი დანაკარგით, ისევ უტევს ლიმანს და ბახმუტს, წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკისკენ და ადრე დაპყრობილ რაიონებს იცავს კუპიანსკისა

ხვალიდან მანქანების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება

2023 წლის 1 თებერვლიდან სატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება. ამ დრომდე ეს მომსახურება უფასო იყო და ტექნიკური ინსპექტირების კომპანიები ვალდებული იყვნენ, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე შეემოწმებინათ სატრანსპორტო საშუალებები, ისევ ჰქონდათ თუ არა ხარვეზი. ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზ

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად ზელენსკი დღეს მიკოლაევსა და ოდესაში იმყოფებოდა. „ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე. იმაზე, რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი სამხრეთისა და ჩვენი აღმოსავლეთის გათავისუფლებაშ

დანიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე ისაუბრა

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე ისაუბრა, თუმცა დანიის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა მისი ქვეყანა მზად, განიხილოს უკრაინისთვის ტანკების მიწოდება. ამის შესახებ მეტე ფრედერიქსენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ომის დაწყებიდან ჩვენ აღვნიშნავდით, რომ უკრაინას მხარს დავუჭერდით ისე, როგორც ეს იქნებოდა აუცილებელი. ვფიქრობ, ჩვენ მრავალი გზით დავამტკიცეთ, რომ უკრა

პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი პირი დაშავებულია. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ლოცვის დროს აიფეთქა თავი. შემთხვევის დროს ადგილზე 300-დან 400-მდე პოლიციელი იმყოფებოდა, რადგან ქალაქის იმ რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, პოლიციის ოფისი, ასევე სადაზვერვო და კონტრტერორისტული ბიუროებია განთავსებული. როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა გა

სალომე ზურაბიშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ავსტრი

ავტომობილების გამონაბოლქვის სუნთქვა თავის ტვინის მუშაობას სულ რაღაც ორ საათში აფერხებს — #1tvმეცნიერება

დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს თავის ტვინზე. კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ვიქტორიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანქანების გამონაბოლქვის შესუნთქვამ სულ რაღაც ორ საათში შეიძლება შეცვალოს თავის ტვინის დაკავშირებადობის უნარი. მსგავსი: გაერო გვაფრთხილებს, რომ დედამიწაზე თითქმის ყველა, საშინლად დაბინძურებულ, არაჯანსაღ ჰაერს ვსუნთქავთ — #1tvმეცნიერება შედეგები ეფუძნება 25 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულ რანდომიზებულ,

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად მიკოლაევის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის ვიდეოს აქვეყნებს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა. მადლობა ყველა მედმუშაკს, რომლებიც ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სწრაფ გამოჯანმრთელებას გ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6410 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6410 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6393 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8813 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ავსტრიის კანცლერი - ავსტრია, როგორც მთლიანად ევროკავშირი, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ეს საკითხი ჩვენი აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როცა საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ

ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს, - ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრ

ევროკავშირის საბჭო - უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია

ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია, - ამის შესახებ ევროკავშირის ევროპულ საბჭოსთან თანამშრომლობის 2023-2024 წლების პრიორიტეტების დასკვნებშია აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის საბჭო აქვეყნებს. „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის განმტკიცებას ევროპული საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბ
×
×
  • შექმენი...