Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ირაკლი ხმალაძემ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარდგენა. „დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს მილიარდ 632 მილიონ ლარს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდილია. შეგახსენებთ, რომ, 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გაზრდილია 326 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი 2023 წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრების და პროექტების ფარგლებში განახორციელებს

კოსოვოს ადმინისტრაციამ სერბეთთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა

კოსოვოს ადმინისტრაციამ სერბეთთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა. „როიტერის“ ინფორმაციით, „მერდარეს“ სასაზღვრო პუნქტი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც გამშვებ ცენტრთან მიმავალი გზა სერბეთის მხარეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჩაკეტეს. საპროტესტო აქციების გამო 10 დეკემბრის შემდეგ სერბეთის საზღვარზე კიდევ ორი გადასასვლელი დაიხურა. მხარეებს შორის მხოლოდ სამი შესასვლელი პუნქტი რჩება ღია. სერბებმა, გზის ბლოკირების მიზნით, სატვირთო მანქანები და ტრაქტორები გამოიყენეს კოსოვოს აღმოს

კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ე.წ. მეგობრების კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები, გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაულები ქვეყნისა და ხალხის წინაშე

კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები კანონსაწინააღმდეგოდ მოგვიწოდებენ, პატიმრობიდან გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი აქვს დანაშაული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საუბარი, თუ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ არ მოგეცემათ კანდიდატის სტატუსი, არ არის ნორმალური. „წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რ

„ეფ-ეს-ბე“ - რუსეთის ორი მოქალაქე უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩეგემში უკრაინის მიერ დაფინანსებული ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში ნასამართლევი რუსეთის ორი მოქალაქის ქმედებების შეჩერება შეძლო, რომლებიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და ამზადებდნენ ტერორისტულ აქტს ქალაქ ჩეგემში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ისინი უკრაინაში

ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები - „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც, ბანკისთვის სარგებლის მიღებას

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. ყოფილი პრემიერის სამართლებრივი მრჩევლების განცხადებით, „კრედიტ სუისს“-თან ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გავიდა და პოლიტიკური გახდა. მათივე ინფორმაციის მიხედვით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო და მარტის თვიდან უკვე ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ასევე, ხელოვნ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის მიმართ პრეზიდენტს კითხვის ნიშნები არ აქვს - ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რასაც ვადა სჭირდება

ცესკო სტაბილურ განვითარებას საჭიროებს, ამისთვის საჭიროა მას გრძელვადიანი თავმჯდომარე ჰყავდეს არჩეული - ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რასაც ვადა სჭირდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მსხილაძემ განმარტა, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის მიმართ პრეზიდენტს არანაირი კითხვის ნიშნები არ აქვს, მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს ორჯერ წა

სამოქალაქო აქტივისტებს საკრებულოს სხდომაზე ბანერის „კორუფცია კლავს“ გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა

თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს, ხმაური იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს" მიიტანეს, რომლის გაშლის შესაძლებლობაც ადგილზე მყოფებმა არ მისცეს. თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ანგარიშს უსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს აქვთ შემდეგი შინაარსის

პროკურატურა - მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ნახა და ვალდებული იყო მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო დახმარება და კლინიკა დატოვა

პროკურატურის განცხადებით, ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, ექიმი ვალდებული იყო, მეგი ბაქრაძისთვის დაუყოვნებლივ, შესაბამისი მკურნალობა გაეწია. ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხ

ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანია „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებულ 20-მდე პროექტს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებულ 20-მდე პროექტს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება. როგორც ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, თბილისში არსებული ყველა შადრევნის უსაფრთხოება შემოწმდება და ამის შემდეგ მოხდება სეზონის მოახლოებისას მისი ექსპლუატაციაში გაშვება. „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებული, დაახლოებით, 20 პროექტი უკვე განმეორებით ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, რომელიც მომდევნო წლის მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, უკვე დასრულდება და მოხ

ინტიმური სახის ვიდეოების გავრცელებაზე 7 პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა. "45 წლის ზ.ქ. 2022 წლის მაისში, სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალურ

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს უსმენდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს უსმენდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაპირისპირება დეპუტატებს შორის დაიწყო მაშინ, როდესაც გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე კოლეგის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ეძგვერაძის გამოსვლას აფასებდა. "გიორგი იანტბელიძე იცი ვინ არის? ვისაც ესენი ზონდერს ეძახიან? იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული. ნამდვილად არ ეკუთვნის ა

როცა კანონის აღსრულება სახელმწიფოს ნება არ არის

ცხოველთა დამცველების თუ უბრალოდ მათი მოყვარულების მიერ, წინასაახალწლოდ სოციალურ ქსელში ბევრი მოწოდება და თხოვნა დაიწერა იმის შესახებ, რომ ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეგვეკავებინა, ვინაიდან, ყველას კარგად მოგვეხსენება, პიტარდების სროლა და ხმაური როგორ ზიანს აყენებს შინაურ ცხოველებს და არა მარტო მათ. ამის მტკიცებულებად გამოდგება ის განცხადება, რომელიც ასევე, ახალი წლის წინა დღეებში, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ რომ ახალი წლის შ

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ ,,ახალციხის კლინიკა იმედის" ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. გამოძიების ინფორმაციით, მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 18 მარტს ჩაუტარდა. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დრ

GIPA-ს სტუდენტური პოლიტიკის კლუბში გიორგი გახარია სტუდენტებს შეხვდა

პოლიტიკოსებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, ოთხშაბათს, 21 დეკემბერს GIPA-ს სტუდენტური პოლიტიკის კლუბში სტუმრად იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” თავჯდომარე გიორგი გახარია.     შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/gipa.ge/videos/6359308654097269

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უნგრეთის პრემიერის განცხადება აჩვენებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის“. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს პათოლოგიურ უპატივცემულობას უკრაინისა და უკრაინელ

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კი კონკურსი გამოაცხადა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად ოთხი კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველ

პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკება გამართა. რუსული მედია წერს, რომ სამმხრივი შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, დსთ-ს წევრი ქვეყნების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გაიმართა. როგორც მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე პუტინმა თავად თქვა, ფაშინიანსა და ალიევთან ერთად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხი განიხილეს. „ჩვენ გუშინ საღამოს დავიწყეთ საუბარი და სამივემ შევძელით ლაპარაკი. ცხადია, მთ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7009 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7009 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7009 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7028 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8800 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8712 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის - თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს, მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში მათი ეფექტური და ძლიერი იარაღია გამბედაობა, მამაცობა და სათნოება. „ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი. ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი. გამბედაობა და მამაცობა. სათნოება, რომლებიც გვიბიძგებს კეთილი საქმეებისკენ და ბოროტების დასამარცხებლად. გამბედაობის მთავარი აქტი გამძლეობა და ყველაფრის მიუხედავად საქმის ბოლომდე მიყვანაა. ჭეშმარიტება ანათებს ჩვ

ჯანდაცვის მინისტრი - წელს, საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა რამდენიმე უცხო ქვეყანაში - ეს არ არის დიდი ციფრი, ამ პროგრამის გაფართოებას ვფიქრობთ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნებში წელს საქართველოს 500-მდე მოქალაქე დასაქმდა. როგორც აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოეთში დასაქმების პროგრამის გაფართოება იგეგმება. „წელს, საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა რამდენიმე უცხო ქვეყანაში. ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა ამ პროგრამის გაფართოებას ვფიქრობთ და აქტიური მოლაპარაკება გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან - ესენია ისრაელი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ვისთანაც გვაქვს კონტრაქტები,

ოკუპირებული აფხაზეთიდან დაკარგული პიკასოს ლანგარი მოსკოვში იპოვეს

მოსკოვში მიაგნეს პაბლო პიკასოს ფაიფურის ლანგარს, რომლის გაყიდვის შესახებაც მანამდე იტყობინებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ „აფხაზურ პორტლთან“ დე ფაქტო კულტურის მინისტრ დაურ კოვეს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის დასაწყისში ლანგარი რუსეთში ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი. კოვეს სიტყვებით, ექსპონატს „აფხაზეთში წლის ბოლომდე დააბრუნებენ“. მისივე ინფორმაციით, „ლანგრით დაკავებული“ იყო კულტურის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი გუდისა აგრბა, რომელმაც, სავარაუდო

დაითხოვეს რუსი გენერალი, რომელიც შხამების შექმნაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტს კურირებდა - The Insider

თანამდებობიდან გაათავისუფლეს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გენერალი ედუარდ ჩერნოვოლეცი, რომელიც იმ გასაიდუმლოებულ სამეცნიერო-ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, სადაც შხამების შექმნაზე მუშაობდნენ. ამის შესახებ The Insider-ი იუწყება, რუსეთის სპეცსამსახურის წყაროზე დაყრდნობით. მრავალრიცხოვანი გამოძიების თანახმად, აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ვლადიმირ კარა-მურზასა და მწერალ დმიტრი ბიკოვის მოწამვლაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: გაერთიანების შემთხვევაში აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. მან წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების განვითარებისთვის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებაა შესაძლებელი. "ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი სულ რაღაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს, სრულად დოტაციაზეა მათი ბიუჯეტი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანებ
×
×
  • შექმენი...