მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ჟურნალისტებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დაუსვეს შეკითხვები.
7 მარტს ჰააგამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დაკავების ორდერი გასცა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა და დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ ნიშნავს.
„დამნაშავის იდენტიფიცირება ეს სასამართლოს საქმეა, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს – საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გ
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური: "ამ ქვეყანაში ახალგაზრდების გახლეჩვა და ერთმანეთზე დაპირისპირება ყოველთვის იყო რუსული საქმე და რუსული სცენარი. მინდა, მივმართო ახალგაზრდებს. თუკი რომელიმე თქვენგანს შეგეხებიან თქვენი განსხვავებული აზრის გამო, იცოდეთ, რომ ჩემი წილი ტრიბუნა პარლამენტში, არის თქვენი"
337397576_1920471614979818_3378545625740409781_n.mp4
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არაერთხელ ახსენა საქართველო. მან აქცენტი გააკეთა თანამშრომლობის ფორმატზე „3+3“ და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. ამასთან ლავროვი ხელშემშლელ ფაქტორად დასავლეთის მოქმედებას ასახელებს.
„დასავლეთმა მოახდინა საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია. ჩვენ მშვენივრად ვხედავთ, რა მიზნით მოქმედებს სამხრეთ კავკასიაში. არც კი მალავს, დეკლარირებას ახდენს, რომ სურს მოსწყვიტოს რუსეთს.
რუსე
რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“, - ციტირებს გამოცემა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას.
Politico
ჩვენი ვალდებულება აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კიდევ უფრო გაიზარდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა წარმოადგენს მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაღრმავებლად, - ამის შესახებ ევროკავშირის „სტრატეგიული კომპასი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის“ განხორციელების პროგრესის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ. მასთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „სრულიად მიუღებლად“ მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ახალგაზრდებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის თქმით, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს“.
„სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.
შეიძლება ხელისუფლ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის კიდევ 350 მილიონი დოლარის დახმარებას პაკეტი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.
ენტონი ბლინკენმა განახადა, რომ აშშ დადგება უკრაინის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“.
”რუსეთს შეუძლია დაასრულოს თავისი ომი დღეს”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „სანამ რუსეთი ამას გააკეთებს, ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
როგორც ამერიკული მედია წერს, დახმარების პაკეტი მოიცავს
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუსი ოლიგარქისთვის, არკადი როტენბერგისთვის აქტივების ჩამორთმევას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ანტიკორუფციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრის რუსი ოლიგარქის კუთვნილი აქციების უკრაინის სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ჩამორთმეული ქონების ღირებულება 300 მილიონი აშშ დოლარია.
„დადგინდა, რომ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბერდია სიჭინავას განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვრის დანიშვნა, 7-10 მარტს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, განათლების მინისტრად გიორგი ამილახვრის დანიშვნა ემსახურებოდა ხელისუფლების პირდაპირ გზავნილს, რომ მარტში განვითარებული მოვლენების შედეგად, ხელისუფლებას „გაკვეთილი არ უსწავლია“.
მისივე შეფასებით, განათლების სამინისტროში, მიხეილ
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია“ ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა. ოკუპირებული რესპუბიკის დე ფაქტო უწყების ცნობით „ვიზიტის“ მიზანია შესაბამის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობების შექმნა, სავაჭრო სახლების დაარსება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული კავშირების გამყარება.
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას“.
მანამდე
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ აჰმად ხანისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების ტომოკო აკანეს, როსარიო სალვატორე აიტალასა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესის წინააღმდეგ“, - ნათქვამია რ
მწერალი დავით ტურაშვილი, რომელიც გუშინ, 19 მარტს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად, კლინიკიდან გაწერეს. როგორც მისმა შვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი მდგომარეობა ახლა ნორმალურია.
"ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - გვითხრა ანაკო ტურაშვილმა.
ასევე ნახეთ
პაპუაშვილი ტურაშვილზე: სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება
19 მარტს გადაცემა "მე-17 სარ
მარტის აქციების მთავარ სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა, რომელსაც ნანა მალაშხია წყლის ჭავლის წინ აფრიალებს და რომელიც მან წყლის ჭავლთან ბრძოლისას დაკარგა, გამოჩნდა. დროშა, რომელიც ნანას მას შემდეგ გაუვარდა ხელიდან, რაც ჭავლმა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად წააქცია, 28 წლის შოთა კასრაძემ იპოვა.
შოთამ დროშა სწორედ იქ იპოვა, სადაც 7 მარტს, რამდენიმე წუთით ადრე, წყლის ჭავლმა აქციის მონაწილეები დაშალა. თუმცა, მაშინ არ იცოდა, რომ დროშა, რომელსაც დამტვრეული ტარი მოხსნა, გაწურა, დაკეცა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გასული წლიდან მოყოლებული უწყება აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას.
მისივე თქმით, ამ ღონისძიებების ფარგლებში კლინიკებისთვის შესაბამისი სტანდარტები განისაზღვრება.
„კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სტანდარტების განსაზღვრა სხვადასხვა მიმართულებით. წინა შემთხვევაში გ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. საკითხი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს.
ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა.
„სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები არ იგეგმება.
მისი თქმით, აღნიშნული სპეკულაციები მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება.
„ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის სისტემაში ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებისა და კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით რეფორმები. რასაკვირველია, მესმის, რომ დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე აბრუნებს.
საკითხი უკვე ასახულია მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების და მასში შესაბამისად ცვლილებების შეტანის მიზნით დაბრუნდება.
პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად ნოემბერში განიხილა და
ოცნება ერთ-ერთში რუსული სცენარით, საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ქართულმა ოცნებამ" განათლების მინისტრი შეცვალა, როგორც კი დაინახეს, რომ ახალგაზრდების და სტუდენტების სახით, დარჩენილია თავისუფალი სივრცე , რაზეც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება.
"განათლების მინისტრი შეცვალეს, როგორც კი ნახეს, რომ დარჩენილია თავისუფალი სივრცე (ახალგაზრდები
ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ეს ჯგუფი ესროდა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილებს" - პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს „სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“.
„ვნახეთ, როგორ "დაიბრენდა" ჯერ დაუწერელი პროექტი რ
ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის თავის რუს კოლეგას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს.
„თემებს, რომლებსაც ეხება [პეკინის სამშვიდობო] გეგმა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეეხებიან უკრაინის საკითხზე აზრთა გაცვლის დროს“, - აღნიშნა პესკოვმა.
სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდე
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედი დარტყმით დაემუქრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების თაობაზე გასცა ორდერი უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციასთან დაკავშირებით.
ამის თაობაზე მედვედევმა ტელეგრამში საკუთარ არხში დაწერა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას მან უწოდა „საერთაშორისო სამართლის სისტემის საბოლოო დანგრევა“.
„სავსებით შესაძლებელია წარ
2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის და მისი მეუღლის წლიურმა ხარჯებმა მილიონამდე ლარი შეადგინა. დეპუტატის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გასულ წელს მიწის ნაკვეთია თბილისში, სოფელ შინდისში. ამ ქონებაში პარლამენტარს 798 000 ლარი გადაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2314 კვ. მეტრია.
გიორგი ამილახვრის ნაკვეთს ერთ მხარეს ორი ფეშენებული სახლი, მეორე მხარეს კი, კერძო საკუთრებაში არსებული ნ