86 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი იტალიური მედიის ცნობით, ბერლუსკონიმ მილანში, სან რაფაელეს კლინიკაში თვეზე მეტი გაატარა. ის 5 აპრილის შემდეგ ჰოსპიტალიზებული იყო, 16 აპრილს კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ბერლუსკონის ქრონიკული ლეიკემიისგან გამოწვეული ფილტვის ინფექცია დაუდგინდა.
იტალიის ყოფილ პრემიერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რომელიც COVID-19 - ისას, 2020 წელს განსაკუთრებით გაუმწვავდა. ის წლ
თბილისელი თათია ჩაფიჩაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ყვება, თუ როგორ გადაურჩნენ ის და ბავშვი ბრმად ნასროლ ტყვიას.
,,ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს.
საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1წთით ადრე ავდექი ტელეფონის გამოსატანად, სანამ მოვბრუნდი ხმა გავიგე და ასეთი ამბავი დამხვდა.
ტყვიის ანასხლერი მოხვდა ბავშვს და საბედნიეროდ მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე!
ამ ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ სახლშიც კი საშიშია!!!!!!!
ბათუმში მაღალსართულიანი კორპუსიდან 15 წლის გოგონა გუშინ, 11 ივნისს გადმოვარდა. ის მრავლობითი დაზიანებით ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავებული გოგონა დღეს, 12 ივნისს გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ოკუპირებულ აფხაზეთს 9 ივნისს ,,სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი; რეგიონთაშორის და უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი იგორ მასლოვი; ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ბაბიჩი.
ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
თვის დასაწყისში კვარაცხელია იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
პუბლიკა
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია.
ამ განცხადებით იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.
„ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
გარდა ამისა, იოსელიანი გამოეხმა
უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ სატელეფონო საუბრის დროს ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ისაუბრეს.
„ანჯეი დუდასთან ნაყოფიერი საუბარი დავასრულე. განვიხილეთ ჩვენი მოლოდინები ვილნიუსის ნატო-ს სამიტიდან. გვესმის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ალიანსის მიერ გადადგმული ძლიერი ნაბიჯების მნიშვნელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის შემდგომი პრიორიტეტული საჭიროებები ფრონტზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ
„რამშტაინის“ ფორმატში დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც 15 ივნისს ბრიუსელში გაიმართება, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის წევრები უკრაინელი მფრინავების მომზადებას და ტექნიკის შეკეთებისა და აღჭურვისთვის ჰაბების გახსნას განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
„შეხვედრაზე განვიხილავთ „თვითმფრინავების კოალიციის“ დეტალებს. ამ შემთხვევაში საუბარია პილოტების მომზადებაზე და არა მხოლოდ პილოტების, არამედ ჩვენი ტექნიკოსებისა და ინჟინრები
კახოვკას კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ბოლო დღეებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის ოლქს ეწვივნენ. სტიქიის შემდეგ პირველივე დღეს გენერალურმა პროკურორმა სტიქიის გამოძიების თხოვნით ICC-ის პროკურატურას მიმართა და მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი მაკარივკა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს."დასახლებები ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია", - განაცხადა მან Telegram-ზე გამოქვეყნებულ "პოსტში".
მისივე თქმით, ბახმუტის რაიონში უკრაინის ჯარები აგრძელებენ თავდასხმით მოქმედებებს.
სამხრეთში, მალიარის ცნობით, უკრაინული ძალები ორ სექტორში 300-დან 1500 მეტრამდე დაწინაურდნენ.
„არც ერთი პოზიცია არ დაკარგულა იმ რაიონებშ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა 12 ივნისს პარიზში “ვაიმარის სამკუთხედის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის შემდგომ მხარდაჭერას განიხილავენ.
Ukrinform-ის ცნობით, დაგეგმილი შეხვედრის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„კანცლერი ოლაფ შოლცი 2023 წლის 12 ივნისს გაემგზავრება პარიზში, სადაც შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარუმატებლად სცადეს თავდასხმა შავი ზღვის ფლოტის გემზე, რომელიც „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის" გაზსადენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
რუსული სახელმწიფო მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული გემის „პრიაზოვიეს“ ეკიპაჟმა უკრაინული უპილოტო თვითმფრინავები გაანადგურა.
ამავე ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ერთ-ერთი დრონის გემ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ახალგაზრდებთან მიმართებით მისი განცხადება დისკრიმინაცია არ არის.
გუშინ, 10 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თსუ-ში მის წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურა. უნივერსიტეტში კობახიძეს რუსული რუბლის კუპიურები დაუყარეს. კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა სტუდენტების პროტესტი, მისი თქმით, ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ პროვოკაცია და იქ იყვნენ ახალგაზრ
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პოპულარული თამაშის „რა? სად? როდის?" ევროპული ტური დაიწყო, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.
მათივე ცნობით, თამაშის კითხვები, სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, იმგვარად მომზადდა, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური ფორმით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლონ.
მარათონი საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც გაგრძელდება.
„ევროკავშირი აქტუალურ
კანადა უკონტროლო ხანძრებს ებრძვის.
ცეცხლის ახალი და გავრცელებადი კერების გამო კანადის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
“როიტერსის” ცნობით, კვებეკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებიდან 13 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მსგავსი მდგომარეობა შესაძლოა, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდეს.
უკვე დაიწვა 46 ათასი კვ.მ. ტერიტორიამდე, რაც გაცილებით მეტია წინა წლების ხანძრების საშუალო მაჩვენებლებზე.
საფრანგეთმა, პო
რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება დიდი ხნით დატოვებს ყირიმს მტკნარი წყლის გარეშე და შეაფერხებს მის განვითარებას , - ამის შესახებ მედიას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განუცხადა.
„ყირიმის ნახევარკუნძულის წყალმომარაგება შესაძლებელი გახდება მხოლოდ უკრაინის კონტროლის ქვეშ მისი დაბრუნების შემდეგ“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინა ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთს არ სჭირდება ყირიმის მოსახლეობა.
"ჯერ გასული წლის დ
უკრაინელმა სამხედროებმა რუსების ჯარისგან გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე.
ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუკზე 68-ე განსაკუთრებული ეგერთა ბრიგადა ავრცელებს.
"ოლექსა დოვბუშის სახელობის 68-ე განსაკუთრებული ეგერთა ბრიგადის დიდებულმა მებრძოლებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი ბლაგოდატნოე. რუსებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ვერ გაუძლეს „შეუჩერებელი სამურავების“ შეტევას!", - ნათქვამია განცხადებაში.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა,- ამის შესახებ ცენტრის თანამშრომლებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებული არიან დირექტორის მოადგილის პოზიციიდან მაკო ჭილაშვილი და ნინო კუხალაშვილი.
ნინო კუხლაშვილმა გათავისუფლების შესახებ თავადვე გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში.
კუხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს დაურეკეს კულტურის სამინისტროდან და უთხრეს, რომ მ
ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს თბილისის ეზიდის ტაძრის, ,,ტავაფა ეზიდის" დღესასწაულს და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ქართული კულტურისა და საზოგადოების ტოლერანტობის მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და მას უნდა დაუბრუნდეს”, - წერს პრეზიდენტი “ფეისბუქზე“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტი ივნისის ბოლომდე შესრულდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იმედი გვაქვს, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელ
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან 2023 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 215 640 რუსი ჯარისკაცის განადგურება შეძლეს, მათ შორის 980 სამხედრო მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.
ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ჯარის 3926 ტანკი (+17), 7631 ჯავშანტექნიკა (+24), 3736 საარტილერიო დანადგარი (+19), 601 ზალპური ცეცხლის რეაქ