Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივნისისთვის - დოლარი - 2.6057 ლარი, ევრო - 2.8136 ლარი, ფუნტი - 3.2748 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ეღირება, ევრო – 2.8136 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2748 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6034 ლარი ღირდა, ევრო – 2.8044 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2740 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 ივნისს ამოქმედდება.   ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი

მედიის ცნობით, საფრანგეთმა უკრაინაში გაგზავნა გამომძიებლებისა და ექსპერტების ჯგუფები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ

საფრანგეთმა უკრაინაში გამომძიებლებისა და ექსპერტების ორი ჯგუფი გაგზავნა, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. 10-11 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტთა ორი ჯგუფი გაემგზავრა. როგორც მედია წერს, პირველ ჯგუფში შედიან გამომძიებლები, ხოლო მეორეში ტექნიკური ექსპ

პოლიციელის თქმით, ძვირადღირებულ ნივთებს ინახავდა მანქანაში, რომლის დაწვაშიც ლაზარეს ადანაშაულებენ

დღეს, 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით დაიწყო. პროცესზე დაიკითხა 2 მოწმე: ექსპერტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე. დაკითხვის საგანს წარმოადგენდა პოლიციის კუთვნილი ავტომობილი, რომელზე ცეცხლის წაკიდებასაც ლაზარე

„ამოცნობა არ შემიძლია" - რას (ვერ) ამბობს მოწმე პოლიციელი | ლაზარეს პროცესი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოჰკითხეს. მათ შორის, პოლიციელი, რომლის მანქანის დაწვასაც ედავება პროკურატურა გრიგორიადისს. როგორც მოწმე გიორგი მაისურაძე თავად ამბობს 8-9 მარტს აქციაზე მართლწესრიგს და უსაფრთხოებას იცავდა. ის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილეა. რა თქვა ბრალდების მოწმემ?  ბრალდების მოწმეს დღეს სასამართლოზე არ უთქვამს, რომ პირი, რომელიც მის

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, კიდევ 28 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრ ვილკულის განცხადებით, 14 ივნისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში ერთი ადამიანია დარჩენილი. დღეს, გამთენიისას რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ კრივი-რიჰზე. დაბომბილია ხუთსართულიანი საცხოვრებელი

ზელენსკი უკმაყოფილოა თავშესაფრების შემოწმების შედეგებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივნისს უკმაყოფილება გამოხატა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, დაბომბვისგან თავდაცვის თავშესაფრების შემოწმების შედეგებით. თავშესაფრების შემოწმების ბრძანება მან გასცა მას შემდეგ, რაც დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებმაც რუსეთის საჰაერო იერიშის დროს ვერ შეძლეს კიევში მდებარე თავშესაფარში შეღწევა. საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა და ვიცე-პრე

ანა ბუჩუკურის საპარლამენტო გამოსვლა შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე - მხარდაჭერა მაღაროელებს! (ვიდეო)

მხარდაჭერა მაღაროელებს! ჩემი დღევანდელი საპარლამენტო პოლიტგანცხადება შრომითი პირობების გაუმჯობესებას დავუთმე - ანა ბუჩუკური (პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი) 353642249_1312065206052313_288140041620726460_n.mp4

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერი - უკრაინულმა მხარემ ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან 1 კმ-მდე წინ წაწევა შეძლო

უკრაინელი მედია, უკრაინელი სამხედროების მიერ ბერდიანსკის მიმართულებით განხორციელებული კონტრშეტევის შედეგებზე წერს. მათი ცნობით, უკრაინული მხარის მიერ „კონტროლზე აყვანილი“ ტერიტორიების ფართობმა სამ კილომეტრამდე შეადგინა. „შეტევითი ოპერაციების მსვლელობისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან 1 კმ-მდე წინ წაწევა შეძლეს“, - განუცხადა Military Media Center-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალიოვმა. იპნ

გაერო კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე - მშვიდობიანი მოსახლეობა სამიზნე არ უნდა იყოს

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე და ტანჯვა მოუტანა უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს კოორდინატორი ჰუმანიტარულ საკითებზე დენის ბრაუნი სოციალურ ქსელში წერს, სადაც კრივი-რიჰზე რუსების მიერ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. „დღეს დილით, კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსი განადგურდა და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ნათელია: მშვიდობიანი მოსახლეობ

რუსი გენერალი უკრაინელების სარაკეტო დარტყმის შემდეგ დაიღუპა – წყაროები

რუსი გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი უკრაინაში, სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, იტყობინებიან სხვადასხვა, მათ შორის პრო-რუსული წყაროები. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას გორიაჩევი მეხუთე სატანკო ბრიგადის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ 35-ე არმიის უფროსის მოადგილე გახდა, საბოლოო ჯამში კი ამავე არმიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. გორიაჩევი გახდა მეათე რუსი გენერალი, რომელიც ომში დაიღუპა. ნეტგაზეთი

6 დაღუპული – რუსებმა ზელენსკის მშობლიურ ქალაქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივიი რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, დარტყმები განხორციელდა „რამდენიმე აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტზე“, მათ შორის ხუთსართულიან სახლზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. გარდა ამისა, ნანგრევების ქვეშ შეიძლება შვიდი ადამიანი იყოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომ „რუსი მ

ბაჩო ოდიშარია ადასტურებს, რომ კინოცენტრში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ტელეკომპანია „ფორმულასთან” საუბრისას ადასტურებს, რომ  დაინიშნა  კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში: „რეორგანიზაციების საკითხებში ჩავერთვები, შევისწავლი როგორ მოქმედებს, ფუნქციონირებს კინოცენტრი. გავიგებ ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს, ვეცდები ამის გამოსწორებას. მაგასაც გავარკვევ რატომ არის ეს პროტესტის საგანი.” ჟურნალისტის კითხვაზე – ვერ ხვდება, რატომ შეიძლება იყოს ეს პროტესტის საგანი, ოდიშარია პასუხობს:

ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებული მაღაროელებმა პროტესტის მეშვიდე დღეს, 12 ივნისს გვიან ღამით შიმშილობა დაიწყეს.  ამის მიზეზი, მაღაროელების თქმით, კომპანიის მხრიდან მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა გახდა. შიმშილობა 9 მაღაროელმა დაიწყო. შიმშილობის დაწყების შესახებ გვიან ღამით ისაუბრეს მაღაროელებმა “მაუწყებელთან”.  კომპანიას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა მაღაროელებმა გუშინ დღის ბოლომდე მისცეს.  “ეს არ ყოფილა უეცარი გადაწყვეტილება, ამას ჩვენ ვფიქრობდით, მაგრამ არ

ირაკლი კობახიძე - როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს

როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, ჩვენ თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ევროკომისია პერსონალიზებულ მიდგომას შეინარჩუნებს და ევრორეკომენდაციებში დეოლიგარქიზაციის პუნქტს დატოვებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ძალში შევა. როგორც კობახიძე აცხადებს, ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, მმართველი

გიორგი გახარია - ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს

ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ტვიტერზე" წერს. მისივე განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით, „ქართული ოცნების“ მიზანი ბიძინა ივანიშვილის ფულის დაცვა და ოლიგარქიული მმართველობის გამყარებაა"  

გია ვოლსკი - თუკი დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციას მოხსნიან დღის წესრიგიდან, მზად ვართ კანონი არ ავამოქმედოთ

ვენეციის კომისია ამბობს, რომ პერსონალიზაცია არ არის საჭირო, ევროკავშირის რეკომენდაციები კი სწორედაც პერსონალიზებული თემაა - მათი პოზიციები ერთმანეთთან შესაბამისობაში არაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა. ვოლსკის თქმით, თუკი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღების რეკომენდაციას მოხსნიან, მზად არიან კანონი არ აამოქმედონ. „ევროკომისია ვენეციის კომი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, გვექნება ბევრად უფრო დიდი საფრთხე ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანაც დიდი რისკის ქვეშ დადგება

უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, მას დაიპყრობენ და ჩვენ გვექნება ბევრად უფრო დიდი საფრთხე ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანაც დიდი რისკის ქვეშ დადგება, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება კონტრშეტევას, ვიმედოვნებ, რომ ეს ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ ნაბიჯების გადადგმას, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგა

ანჯეი დუდა - ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ვეღარავის დაესხას თავს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი დღეს აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან საერთო ინტერესებით, რათა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგების საშუალება არ მიეცეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დუდამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პარიზში, „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირის მომავლისთვის ფუნდამენტურად მნ

გერმანია უკრაინას Leopard 1-ის ტანკების დამატებით რაოდენობას მიაწვდის

გერმანია უკრაინას Leopard 1-ის ტანკების მიწოდებას გაუზრდის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა RTL Direkt-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ ყველა ტანკს, რომელიც ამჟამად მწყობრიდან გამოსულია, მაგრამ ივლისიდან გავზრდით Leopard 1 A5-ის მიწოდებას“, - განაცხადა პისტორიუსმა. მისი თქმით, წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 100-ზე მეტი ასეთი ტანკის მიწოდება იგეგმება. პისტორიუსმა არ დაადასტურა რუსეთის მიერ Leopard 2-ის ტანკების განადგუ

ედგარს რინკევიჩი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის დაბრკოლებას არა უნგრეთი, არამედ ბევრი ქვეყნის პოზიციის გაურკვევლობა წარმოადგენს

ლატვიის არჩეული პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოს-კენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება არა უნგრეთი, არამედ ქვეყნების უფრო ფართო წრის პოზიციის გაურკვევლობაა. „მიზეზი არის ის, რომ ამჟამად ნატო-ს წევრი ქვეყნების ბევრ დედაქალაქში, არ არის საკმარისად მკაფიო გაგება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ სიტუაციაში, როდესაც ომში მყოფი სახელმწიფო უერთდება ალიანსს და რას ნიშნავს ეს მე-5 მუხლის კონტექსტში. პირდაპირ ვიტყვი: ეს არის მთავარი კითხვა და ეს არის კითხვა, რომელზეც ბევრ წევრ ქვეყანას პასუხის

მარინა კალიურანდი - საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად იმუშაონ

საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ის ევროკავშირ-საქართველოს ასოციაციის კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა. "მე და ჩემმა

ანა ბუჩუკური - ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით უპრეცედენტოა - დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე

ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის უპრეცედენტო - დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტი შესრულებულად არ ჩაითვლება. "გამოქვეყნდა ვენეციის კო

დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინელებმა 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინელებმა კიდევ 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამასთან, უკრაინული მხარე აღიარებს, რომ კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს. ასევე, გაზრდილია კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინული ჯარი წინ 5,5 კმ-თი წაიწია, ხოლო მისი კონტროლის ქვეშ აყვანილი ტერიტორიის ფართობი 90 კვ. კმ-ს შეადგენს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობის განცხადებით, ფრონტის ცხელ წერ
×
×
  • შექმენი...