ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
გრიგოლ ნარსია გასული წლის 20 სექტემბერს შეიჭრა ქუთაისში მოქმედ “საქართველოს ბანკში” და პროკურატურის ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში 13 პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი.
მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა შემდეგი მუხლების შესაბამისად:
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები (ცეცხლ
დღეს ოლიგარქია დგას ძალიან ფუნდამენტურ საყრდენზე, რომლის მსახურებაშია გადასული სახელმწიფო ინსტიტუციები, ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია "პირველში" გადაცემაში "პირველი ხაზი" სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ჭაობში აცხოვრებს ქვეყანას.
"ქვეყანაში გამქრალია სამართლიანობა. დღეს მაგალითად მაღაროელები შიმშილობენ იმისთვის, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ... ვიღაც კი, პოლიტიკური კორუფციით ფულ
"ოცნებაში" ზოგადად ბატონ-ყმური წყობაა, სადაც ბატონი არის ივანიშვილი, დანარჩენები არიან ყმები, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია "პატრონის" გადაწყვეტილებების შემსრულებელია.
"რასაც პატრონი გადაწყვეტს, ყმებიც ამ გადაწყვეტილების შემსრულებლები არიან. გავიხსენოთ მარტის მოვლენები, სადაც პირდაპირ ეუბნებოდნენ ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამ კანონის მიღება იყო დ
„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, 2023 წელს შავი ზღვის პირას დამსვენებელთა რაოდენობაზე რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთის მიერ უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, დიდია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვევა.
„მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვევა, ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას,
,,ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები გვაქვს, ზარალი კლასიკურ მაჩვენებელს აღემატება,” - განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც მან უკრაინის კონტრშეტევის შესახებ ისაუბრა.
ინფორმაციას გამოცემა The Daily Beast აქვეყნებს.
პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები არტილერიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან, რადგან ქვეყანას ამ დროისთვის საკმარისი თანამედროვე საბრძოლო სისტემები არ აქვს. თუმც
ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით,- ამის შესახებ განცხადება ევროკავშირმა გააკეთა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში.
„ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შეს
„მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რუსული თვითმფრინავებისთვის ცის გახსნით, ქართულ მიწაზე მათი ზარზეიმით მიღებითა და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით კი არ უნდა ამაყობდეთ, ან კიდევ რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაზე ფიქრობდეთ, არამედ, თუ რამე შეგიძლიათ, სჯობს თქვენს პოლიტიკურად თანამოაზრე ოკუპანტ მეგობრებს მოსთხოვოთ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე კი არ გაფიქრონ და მათთვის სასარგებლო საქმეები გაკეთებინონ, არამედ ხანდახან საქართველოს მოქალაქეების ინტერეს
ბუნებრივია ამ ფონზე, როდესაც ვენეციის კომისია ასეთი საერთაშორისო ავტორიზებული ორგანიზაციაა, რომელიც ექსპერტულად/სამართლებრივად აფასებს კანონპროექტს, გვეუბნება , რომ ეს კანონპროექტი არის კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრა, ასეთი კანონი სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს., - ამის შესახებ გადაცემაში "პირველი ხაზი" პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, როდესაც, დღეს, ხელისუფლება ასეთ ფორსირებულ რეჟიმში წარმართავს პროცედურებს,
თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოჯახი გამოასახლა. როგორც გამოსახლებული ქალი „ფორმულასთან“ ამბობს, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათი ერთადერთი შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა.
ქალი ამბობს, რომ ვალის გადაუხდელობის გამო ბინა აუქციონზე გაიყიდა, მყიდველი კი ბინის გამოსასყიდად ოჯახს 53 000 დოლარის გადახდას სთხოვს, რისი საშუალებაც არ აქვთ:
„მხოლოდ სოციალური დახმარებაა ჩემი შემოსავალი. რომ გაიგეს ჩემმა მეგობრებმა და ნათესავებმა მითხრეს გვერდში დაგიდგებით, 3-დან
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია წარმოადგინა. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში ნახსენებია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ამ კონტექსტში — საქართველო.
“ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობისა და თავისუფლების კუთხით გაერთიანებული ევროპა. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია გეოპოლიტიკურად იმოქმედოს და დაიცვას თავისი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი მომავალი თაობებისთვის.
ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას
თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი წერეთლის გამზრირის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოებია.
კომპანიის განცხადებით,, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 15 ივნისს დიდუბის რაიონში ქსელზე ბოლო გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება, რის რისთვისაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
კომპანიის განცხადებით, აღნიშნულის გამო 15 ივნისს 11:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება
ევროკომისია 22 ივნისს წარადგენს ზეპირ მოხსენებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
ევროკომისიის ზეპირ მოხსენების განხილვა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე მოხდება, რომელიც 21-22 ივნისს სტოკჰოლმში გაიმართება.
ზოგადი საქმეთა საბჭო ევროკავშირის საბჭოს კონფიგურაციაა და თვეში ერთხელ, ძირითადად წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იკრიბება. დღის წესრიგის საკითხებიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომებზე ევროპულ საკითხებზე პასუხ
აბასთუმნის ობსერვატორიის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრებს იქვე მდებარე საცხოვრებელ ბინებში შესვლის უფლება შეუზღუდეს. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მოტივით, თუმცა მანამდე, პანდემიის მიზეზით.
საუბარია საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაარსებული ობსერვატორიის ტერიტორიაზე დგას. დაწესებულების თანამშრომელთა პირველმა თაობებმა ცხოვრების ათწლეულები ამ ბინებში გაატარეს და იქვე გაიზარდნენ მათი შვილებიც.
ძველი თანამშრომლებიდან, რომელთაგან ბევრი ცოცხალი
ომის შედეგად უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.
„2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1504-ზე მეტი ბავშვი არის დაზარალებული, 488 ბავშვი დაიღუპა, 1016-ზე მეტმა მიიღო დაზიანება ", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან გრძელდება მუშაობა საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესახებ ტელეფონით ესაუბრა.
„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით მძიმე თავდაცვითი და შეტევითი ბრძოლები მიმდინარეობს. გვაქვს გარკვეული წარმატებები, ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, წინ მივიწევთ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, „რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრის წინა დღეს უკრაინის არმიის პრიორიტეტები
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმააციით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა.
აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, მათ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
„რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირა. ეს არის ის, რასაც ამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვხედავთ : სისტემატური, მიზანმიმართული კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საჰაერო და სარაკეტო დარტყმები
გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. შეტევა განხორციელდა საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით და ასევე „კამიკაძე“ დრონებით, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
კერძოდ, შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით განხორციელდა დარტყმა 4 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით.
„სამი რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ, ერთი კი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბი.
ასევე, აზო
უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით. ის 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს არის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რომელიც იყენებს, როგორც ახლახანს საჯაროდ ვთქვი, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვებს. ეს 4-დან დაიწყო და ახლაც გრძელდება", - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა განმარტა, რომ არსებული მდგომარეობის შესახებ მორ
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის კონტრშეტევის პირველ დღეებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან USA Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან “იპყრობენ პოზიციებს,” და რუსებს ბრძოლით უკვე რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი წაართვეს.
ამავდროულად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სწრაფ და მნიშვნელოვან წარმატებებთან მიმართ ფრთხილად ყოფნაა საჭირო.
“მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება. რუს
შანტაჟზე მოგახსენეთ, დანარჩენს ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ვრცლად, თუ რა ფორმით, როგორ ხდებოდა მასზე გავლენის მოხდენა, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი სხილაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად.
„რაც შეეხება ხატია დეკანოიძის შეკითხვას შანტაჟთან და პრე
ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქებების ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს.
მათი ცნობით, ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება გაისმა, ქალაქში კვამვლის ღრუბლები შეინიშნება.
“ტასის” ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ბრიტანული წარმოების 2 Storm Shadow რაკეტით დაბომბეს.
იპნ
კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, წყალდიდობის ზონაში ეკოლოგებმა ქოლერის ჩხირები აღმოაჩინეს, თუმცა დაავადების აფეთქება არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან უკრაინის სახელმწიფო ეკოლოგიური ინსპექციის წარმომადგენელმა, ოლეგ პავლენკომ განაცხადა.
„ჩვენ ვახორციელებთ სამხრეთ ოლქის მონიტორინგს, ყოველდღიურად ვიღებთ წყლის სინჯებს და ვატარებთ ანალიზებს. ძალიან დიდი დაბინძურება არ არის, თუმცა უკვე გვაქვს ქოლერისა და ნაწლავური ჩხირების აღმოჩენის რამდენიმე შემთხვევა“, – განაცხადა სახელმ