Jump to content
Planeta.Ge

Blogs

რუსუდან თევზაძე: მასწავლებლის განვითარების სქემა, რომელიც დღეს არსებობს, არის ბიუროკრატიის მექანიზმი და ის მთლიანად უნდა ჩაიხსნას

ათწლეულების განმავლობაში ამ სფეროში გატარებული მრავალი რეფორმის და მისთვის უზომოდ დიდი ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ჯაჭვში, განათლების სისტემა კვლავ ერთ-ერთ სუსტ რგოლად რჩება. პრობლემები, რაც ამ სისტემაში არსებობს, არ არის ახალი და სამწუხაროდ, ვერც ერთმა მინისტრმა, ვინც სხვადასხვა დროს უწყებას უხელმძღვანელა, მათი აღმოფხვრა ვერ შეძლო. ზოგის მმართველობის პერიოდში პირიქით, ხარვეზები უფრო გაღრმავდა, ზოგმა იდეის დონეზე წამოჭრა ძირეული

„ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ავიაკომპანიის თანამშრომლები სუდანში ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან და ელოდებიან ევაკუაციის დაწყებას

ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც სუდანში იმყოფებიან ამ ეტაპზე თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. როგორც კიკნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ავიაკომპანია ელოდება დასტურს, რომ თანამშრომლების შენობიდან გასვლა უსაფრთხოა, რის შემდეგაც დაიწყება მათი ევაკუაცია. „ჩემი თანამშრომლების ინფორმაციით, სუდანში დღეს დილიდან სროლები შეწყვეტილია. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს დაიწყეს ევაკუაცია სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა.

სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა

სუდანში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის, დედაქალაქ ხართუმში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. სუდანიდან რამდენიმე საათის წინ ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ინფორმაციას თავად ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს. „დღეს, ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ჩაატარეს ოპერაცია ხართუმიდან ამერიკის მთავრობის პერსონალის გამოყვანის მიზნით“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ს

რუსეთიდან 20-ზე მეტ გერმანელ დიპლომატს გააძევებენ

რუსეთი ქვეყნიდან 20-ზე მეტი გერმანელი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების გაძევების საპასუხოდ მიიღეს. მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ამ ნაბ

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

24-25 აპრილს, პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია (EUSC) გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილის ორმხრივი შეხვედრები იგეგმება, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე პარლამენტის წევრებთან. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნ

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შევიდნენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს, - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების შეფასებით ამას რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს. ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ოლეშკის ჩრდილოეთით დნეპრის ნაპირებზე (ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და დასახლებული პუნქტის ჩრდილოეთის გარეუბანში, ასევე სოფე

ზურაბ აზარაშვილი - ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა თუ აიღებს პასუხისმგებლობას და ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახალ მედიკამენტს, საქართველო იქნება პირველი, რომელიც შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს

ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე გან

ჭადრაკი | ანასტასია კირთაძე 15-წლამდე გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონია

ქართველმა მოჭადრაკემ, ანასტასია კირთაძემ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონობა იზეიმა. ანასტასიამ ცხრიდან 7,5 ქულა მოიპოვა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე დამაჯერებლად გაიმარჯვა. აღსანიშნავია, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ანასტასია კირთაძე პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.   ავტორი - ალექსანდრე ქურხული

ივანე ჩხაიძე - ხვალაც რომ შემოიტანონ „ვოსორიტიდი“, მის დანერგვას აუცილებლად სჭირდება მომზადება

ხვალაც რომ შემოიტანონ პრეპარატი „ვოსორიტიდი“, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს პრეპარატი ახალია და ამავდროულად ერთადერთი, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ამ დაავადების სამკურნალოდ. „ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი მედიკამენტი გულისხმობს ყოველდღიურ ინექციებს. კვლევა, რომელიც საფუძვლად დაედო აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA)

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთის ფედერაცია სულ უფრო უახლოვდება ნიურნბერგს

რუსეთის ფედერაცია სულ უფრო უახლოვდება ნიურნბერგს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გერმანიაში „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „რამშტან 11-ის შედეგები: რუსეთი სულ უფრო უახლოვდება ნიურნბერგ II-ს. ყოველი შეხვედრა ასეთ ფორმატში არა მხოლოდ მეტ სასარგებლო საჩუქარს იძლევა უკრაინული არმიისთვის, არამედ მიმართულია დამნაშავეების პასუხისმგებლობაში მიცემისკენ”,- წერს რეზნიკოვი. ინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 40 ფიზიკურ და 382 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის სანქცირებულია რუსეთის ცესკო და პოლიტიკური პარტიები

უკრაინამ რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ჯამურად 320-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და 40 ფიზიკურ პირს ეხება. ფიზიკური პირებიდან 25 რუსეთის მოქალაქეა, 4 შვეიცარიის მოქალაქე, 2 ირანის მოქალაქე, 8 მალის მოქალაქე და ერთი პირი დაუდგენელი მოქალაქეობით. სანქცირებული

ქუჩაში ნიღბიანი პირები თავს დამესხნენ - „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ხელმძღვანელი

პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ხელმძღვანელმა, არტურ მირზოიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქუჩაში 3 ნიღბიანი პირი თავს დაესხა. მირზოიანი მომხდარს თავის საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, 23 აპრილს „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობას გეგმავს. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დათოს ისრაელში გულზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება - ტურაშვილის შვილი

მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი შვილი, ანაკო ტურაშვილი facebook-პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის.

რამდენ ხანს იმოქმედებს და რა იქნება ETIAS საფასური, რომლის გარეშეც მომავალი წლიდან ევროკავშირში ვერ იმოგზაურებთ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიცვლება მომავალი წლიდან ევროკავშირში მგზავრობის მსურველთათვის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზ

უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 680 ბოლო ერთ დღეში

რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 680 ბოლო ერთ დღეში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე განადგურებულია 4 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა და 4 დრონი. უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს მტრის 4 საბრძოლო დაჯავშნილი მანქანა, 4 ანტისაჰაერო სისტემა, საავტომობილო ტექნიკის 5 და სპეციალური ტექნიკის 3 ერთეული. მათივე ცნობით, ჯამში, ომის დაწ

პროკურორი - მალხაზ პაქსაშვილის წინააღმდეგ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მისი მონაწილეობა ტერორისტულ საქმიანობასა და საბრძოლო მოქმედებებში - არსებობს ვიდეომასალაც

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე მალხაზ პაქსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. „სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ბრალდებულის სახით დაკავ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული „იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. მიღებული კანონის ნორმების თანახმად, უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკის დამზადება, გავრცელება და საჯაროდ გამოყენება იკრძალება. რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკას მიეკუთვნებიან: იმ პირთა ძეგლები, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდნენ რუსეთის ხელისუფლებისა და მ

BBC-ის გამოძიების შემდეგ “ფორმულას” ტოვებს ტელეწამყვანი აკა ზარქუა

ჟურნალისტმა აკა ზარქუამ, რომელიც “ფორმულას” გადაცემის “მრგვალი მაგიდა” თანაწამყვანი იყო, ტელეკომპანია დატოვა. თავის გადაწყვეტილებას ის ხსნის ტელეარხის თანადამფუძნებლის, დავით კეზერაშვილი გარშემო განვითარებული პროცესებით. ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია “ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარ

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა ინგოროყვას ქუჩის გადაკეტვა სცადეს — აქცია გრძელდება

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტს 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებენ მანამ, სანამ მათ მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრი არ უპასუხებს. მათ ინგოროყვას ქუჩის გადაკეტვაც სცადეს. მშობლების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი. გასული ღამე რამდენიმე ადამიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. მშობლები ამჟამადაც შენობასთან არიან შეკრებილნი, პლაკატებით “აქონდროპლაზია არ არი

საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

2023 წლის 21 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც დეკანოზი წერს, ინფორმაცია, თითქოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, არასწორია. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„ბიბლუსი“ აპრილის თვეში უამრავ ადამიანს მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს - შეუერთდი კამპანიას „აჩუქე წიგნი“

„ვუერთდები კამპანიას #აჩუქეწიგნი“ – ამ ჰეშთეგითა და „ბიბლუსის“ მიერ შექმნილი ფოტოს სოციალურ ქსელში დადებით თქვენ გახდებით იმ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც უკვე წლებია, საქართველოში წიგნიერების ამაღლებასა და წიგნის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ წლებია, აპრილში წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადსხვა ღონისძიება ტარდება. კამპანიის ფარგლებში წელს „ბიბლუს

სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებ
×
×
  • შექმენი...