პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ბიზნესმენი გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი - ზაზა გუგავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულ
1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6089 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0248 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებუ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.
კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.
იპნ
“დღეს, ოცნებას და ბატონ ივანიშვილს თუკი ვინმე აძლიერებს, პირველ რიგში ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია #საქართველოსთვის ჩართვა პარლამენტიდან
354222026_634427542039990_6421637980166235587_n.mp4
გერმანია უკრაინას რიგით მხარდაჭერას უცხადებს და „Patriot“-ის საჰაერო-საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის 64 რაკეტას მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ Welt-ი აქვეყნებს.
„მიმდინარე ეტაპზე ეს ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
მანამდე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, დანიის და ნიდერლანდების თავდაცვის უწყებე
რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 17 ივნისიდან იცვლება.
ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზრდება, კერძოდ:
მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 0
რუსეთს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აგრესორი დაინტერესებულია მსოფლიომ ზეწოლა მოახდინოს კიევზე და მოითხოვოს კონფლიქტის შეჩერება.
ამავე ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თუ დასავლელი პარტნიორები უკრაინას სამხედრო ტექნიკას მასიურად გადასცემენ, ისინი ომს სწრაფად მოიგებენ.
„თუ ჩვენ მასიურად გადმოგვც
ეროვნული ბიბლიოთეკის „წიგნის ბუდეების“ მხარდამჭერი არველაძეების ფონდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, არველაძეების ფონდის მხარდაჭერით წიგნის ბუდეებიც დამზადდება და წიგნებითაც შეივსება.
„უმნიშვნელოვანესი ამბავი - საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკებისა და წიგნის ბუდეების მხარდამჭერი Arveladze Foundation - ფონდი არველაძე გახდა. მათი თანადგომით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში გააგრძე
რუსეთის სახელმწიფო აქტივები შესაძლოა, უკრაინას გადაეცეს. აშშ-ს პრეზიდენტი იმ რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემის უფლებას მიიღებს, რომლებიც ამჟამად აშშ-ს ტერიტორიაზეა გაყინული.
„რეპარაციების სახით რუსეთის სახელმწიფო აქტივების და უპირველეს ყოვლისა, აგრესორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების, კონფისკაციასა და უკრაინისთვის გადაცემის შესახებ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია აშშ-ს კონგრესში“, - ნათქვამია აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადებაში.
კანონპრო
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე პასუხის გაცემით დაიღალა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევანი დაძაბულობის გაღვივებაა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა „მთავარ არხთან“ ისაუბრა.
„მე უკვე დავიღალე ამაზე პასუხის გაცემით, გამონათქვამებზე, რომლებიც ეკუთვნის პარლამენტის სპიკერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ან პრემიერ-მინისტრს. ისინი აგრძელებენ ამაზე საუბარს, ეს მათი არჩევანია. მათი არჩევანია მანიპულაცია, დაძაბულობის გაღვივება. რასაკვ
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპწრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხმეგა მეგობრებს, ბევრ რამეზე მეტყველებს. იმისთვის რომ ჩვენ ვაჩვენოთ როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მოდი შევიკრიბოთ კვირას 7 საათზე პარლამენტის წინ“, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში გამოქვყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
354064746_1519553085244143_3711029704197424490_n.mp4
ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. როგორც გაფიცულები აცხადებენ, მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, ხელმძღვანელობასთან უშედეგო მოლაპარაკებების გამო მიმართა.
მათი თქმით, პროტესტის ამ ფორმას, შესაძლოა, სხვა მაღაროელებმაც მიმართონ, თუ მოლაპარაკება დადებითი შედეგით არ დასრულდება.
"მეთერთმეტე მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა და მან დღეს პირი ამოიკერა. ის არ არის ერთადერთი და შესაძლოა, სხვებმაც იგივე გააკეთონ. ველოდებით მედიატორის პასუხს. პროტესტი არ შეწყდება თუ მთავარი მოთხოვნები არ
არაერთი ადამიანისგან გავიგე, რომ რუსებმა შემოსვლიდან მალევე შეძენილი ბინების უფრო იაფად გაქირავება დაიწყეს - ისევ რუსებზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.
მისი განცხადებით, რუსები ქმნიან ჩაკეტილ სოციუმებს, სადაც მათ მიერ შექმნილი ბიზნესი ისევ რუსებს ემსახურება.
"ანუ - რუსების უკონტროლო შემოსვლამ ქართველებისთვის ბინების ფასი გააძვირა, თავად რუსებმა დაიწყეს ფულის შოვნა და თავად რუსები ქირაობენ ამ ბინებს იაფად. ეს ნიშ
წალკაში, მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრალდებული სისხლის სამართლის 259-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ცხოველს მიუახლოვდა და სავარაუდოდ, კვლავ ესროლა.
იპნ
“რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ირაკლი კობახიძე მსგავსი რიტორიკით გიორგი გახარიასა და მის პოლიტიკურ გუნდზე, მეტად ახლოს იქნება მისი ხელისუფლების დასასრული”
ბერდია სიჭინავა, პარტია #საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი
354234642_1272633533641283_3517135275476998034_n.mp4
“ქართულ ოცნებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ ჩვენ გავუშვებთ ისეთ დიდ შესაძლებლობას, როგორიც არის კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაზე სრული პასუხიგებლობა დაეკისრება მათ და ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად იქნება პერსონალიზირებული.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია #საქართველოსთვის
353066637_3531268873819426_8026753086175737452_n.mp4
რუსეთი ომს წააგებს თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებას მიაღწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენი გმირი ხალხი, ჩვენი სამხედროები ფრონტზე ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან. ვინაიდან რუსეთისთვის ამ კამპანიის [კონტრშეტევის] წაგება, ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად ომის წაგებას ნიშნავს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზიდან სიახლეები “ძირითადად პოზიტიური, მაგრამ ძალიან რთულია”.
ipn
უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 590 ჯარისკაცი, 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 218 500 ჯარისკაცს, 3 965 ტანკს, 7 683 ჯავშანტექნიკას, 3 812 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 301 ვერტმფრენს, 6 519 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 357უპილოტო საფრენ აპარატს, 519 ერთეულ ს
აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის ასობით რაკეტებს მიაწვდის. ამის შესახებ ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში უკრაინა “ახლო და საშუალო მანძილის ასობით რაკეტებსა და შესაბამის სისტემებს” მიიღებს.
კიევისთვის რაკეტების გადაცემა უკვე დაიწყო და რამდენიმე კვირაში დასრულდება.
თავდაცვის მინისტრები აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები საჭიროა “უკრაინის
უკრაინა Leopard 2-ის ტანკების დამატებით რაოდენობას მიიღებს. მიწოდებას Rheinmetall განახორციელებს და დანია და ნიდერლანდები დააფინანსებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნები შეიძენენ საბრძოლო ტანკებს, რათა შეცვალონ განადგურებული ტექნიკა. კერძოდ, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2-ის 14 ტანკის მიწოდებაზე.
მედიასთან საუბარში სხვადასხვა წყარო აცხადებს, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნე
ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს, საველე ჰოსპიტალს და Leopard 2A4 ტიპის 4 ტანკს გადასცემს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა.
უწყების ცნობით, საველე ჰოსპიტალს გადაცემამდე უკრაინელი სამხედროები ესპანეთში შესაბამის მომზადებას გაივლიან.
"უკრაინა იბრძვის სამართლიანი საქმისთვის და ამიტომ მათ აქვთ ჩვენი ყველანაირი
უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე ირანული Shahed-ის ორი დრონის გამოყენებით მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელ