Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურა მუშუქია დაიღუპა. ის დონეცკის ოლქში დაბომბვას ემსხვერპლა. სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ომს უკრაინაში საქართველოს 44 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნეტგაზეთი

პირველი ცნობები მსხვერპლის შესახებ: ხერსონში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. „სამწუხაროდ, არის პირველი ცნობები წყალდიდობის მსხვერპლის შესახებ“, — დაწერა ოლეშკის მერმა ევგენი რიშჩუკმა ფეისბუქზე. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მოგვიანებით მერმა საზოგადოებას განუმარტა, რომ დაიღუპა 3 ადამიანი. მისი თქმით, საღამოს რუსმა სამხედროებმა სახურავებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. რიშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქი 90%-ით არის დატბორილი, ზოგიერთ ქუჩაზე წყლის

მალიარი: უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 7 ივნისს, განაცხადეს, რომ შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ. მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა მონაკვეთზე წინ წაიწიეს 200-დან 1100 მეტრზე. მალიარის თანახმად, მოწინააღმდეგე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს და თავს უყრის რეზერვს. მისივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსეთის რეგულარული არმია, კერძო სამხე

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, საქართველო რეგიონში მიმდინარე მოვლენების რეალურ სურათს ისევ ამახინჯებს

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, მილანა წვიჟბამ, ადგილობრივი კორესპონდენტების თხოვნით, კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის 2022 წლის ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ განვლილ პერიოდში ,,საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, რუსეთსა და საქართველოს შორის ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა.“ აფხაზური უწყება საქართველოს ხელისუფლების მსგავს გა

რუსებმა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე თავიანთი დანაყოფები 5 -15 კმ-ით უკან დახიეს

კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ხერსონის ოლქის მარცხენა ნაპირზე რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი სამხედრო ნაწილები 5-15 კმ-ით უკან დაიხიეს. ამან მათ მარჯვენა სანაპიროს მხარეს განლაგებული ნაწილის ნაღმსატყორცნებით დაბომბვა გაურთულა, თუმცა წყალდიდობამ ხელი ვერ შეუშალა აღნიშნული ტერიტორიის საარტილერიო თუ საჰაერო დაბომბვას და სარაკეტო იერიშებს. როგორც სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა საინფორმაციო გამოსვლის დრო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოვა კახოვკას კაშხლის განადგურებამ ასობით ათასი ადამიანი სასმელ წყალზე ნორმალური წვდომის გარეშე დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოვა კახოვკას კაშხლის განადგურებამ ასობით ათასი ადამიანი სასმელ წყალზე ნორმალური წვდომის გარეშე დატოვა. უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მდინარე დნეპრის ორივე მხარეს „სულ მცირე 100 000 ადამიანი“ ცხოვრობდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, მათი რაოდენობა „ათობით ათასამდე“ დავიდა. შეგახსენებთ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი გუშინ ააფეთქეს. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ

გია ვოლსკი - იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად

იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პრეზიდენტთან არსებული განსხვავებების გამო, ხომ არ შეიძლება მივიდნენ იმპიჩმენტის პროცედურამდე. ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს მექანიზმი გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ "ქვეყანა შეარყიონ".   „ჩვენ ვუყურებთ ამას როგორც პრეზიდენტის ინსტიტ

ტექნოლოგიური კატასტროფა უკრაინაში - ხერსონის ოლქში წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს ეძებენ

რუსების მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული კატასტოფის შედეგად, ხერსონის ოლქში უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებს ეძებენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლეონიდ ტიმჩენკომ დღეს, 7 ივნისს, სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა. იმ  უკრაინელებს, რომელთა ნათესავებიც სტიქიის ზონაში იმყოფებიან, ტიმჩენკომ ურჩია, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს და მათ შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

შსს - სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი, გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები

შინაგან საქმეთა სამინისტრო სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. მათივე ინფორმაციით, გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული

თეატრალური ფესტივალსი ფარგლებში საქართველოს ჯონ მალკოვიჩი ეწვევა

თეატრალური ფესტივალსი ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა. ინფორმაციას fortuna.ge-ს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაკა ნასრაშვილი უდასტურებს. თეატრალური ფესტივალის სპექტაკლებს შორის უკვე ასახულია მისი მონაწილეობით სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“, რომელიც 7 და 8 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება და მასზე დასასწრები ფასი 95 ლარიდან იწყება. ჯონ მალკოვიჩი საქართველოში პირველად 2011 წელს იყო ჩამოსული. საერთაშორისო თეატრ

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩისკი გამოთქვამს პირად მოსაზრებას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუმცა, ის აქვე ხაზს უსვამს, რომ უკიდურებად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა კახოვკის ჰესი ააფეთქა უკრაინის ჯარების წინსვლის აღსაკვეთად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს პასუხისმგებლობას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებაზე. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას ეხება, ნათქვამია, რომ „რუსმა ტერორისტებმა“ ომის კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს და კახოვკის ჰესის შიდა კონსტრუქციები ააფეთქეს, რათა არ დაეშვათ უკრაინის ჯარების წინსვლა. გენერალური შტაბის განცხადებით, ტერაქტის შედეგად, დატბორვის ზონაში აღმოჩნდა 80-მდე დასახლებული პუნქტი.

მთავრობამ ბოლო 1 წელში საერთაშორისო ინსტიტუტებიდან $764 მლნ-ის რესურსი მოიძია

საქართველოს მთავრობამ ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან 19 სასესხო/საგრანტო შეთანხმება გააფორმა და ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი მოიძია. ინფორმაცია მთავრობის ერთი წლის ანგარიშშია თავმოყრილი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. შეთანხმება გაფორმდა: გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW); საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD); აზიის განვითარების ბანკთან (ADB);

დიდუბე-ჩუღურეთში 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში 50-ზე მეტ ქუჩაზე წყალმომარაგება დღეს, 7 ივნისს 14:00 საათიდან შეწყდება და 8 ივნისს 20:00 საათიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებია. იხილეთ აღნიშნული ქუჩების ჩამონათვალი, რომელზეც წყალმომარაგება შეწყდება: რობაქიძის N 7 ჩალაძის, დიღმის მას II

უკრაინაში ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი წარმოშობით ქართველი

უკრაინელმა სამხედროებმა ახლახან ტყვედ აიყვანეს წარმოშობით ქართველი პირი ნ.ბ., რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის. უკრაინელების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ერთ-ერთი ტყვე წარადგენს თავს ქართული სახელითა და გვარით და როგორც თავად ამბობს, ცხოვრობს რუსეთში, ამურის ოლქში და მსახურობს კერძო სამხედრო კომპანია “ვეტერანში”. ეს კომპანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება და იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ. ტყვედ ჩავარდნილის სოციალური მედიის პროფილის მიხედვით, მან ქართული ენა ი

პაველ ჰერჩინსკი - საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია, ქვეყანა გზაჯვარედინზეა - უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია

საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას. ელჩის თქმით, ის მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს კავ

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ნოვა კახოვკას კაშხლის კოლაფსის შემდეგ, 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ნოვა კახოვკას კაშხლის კოლაფსის შემდეგ, 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ხერსონის რეგიონში, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. მისივე თქმით, 1800-ზე მეტი სახლი მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დაიტბორა. პროკუდინის განცხადებითვე, წყლის დონე მოსალოდნელია, რომ შემდეგ 20 საათში, კიდევ ერთი მეტრით გაიზარდოს. „დატბორვის ინტენსივობა მცირდება, თუმცა, კაშხლის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, წყალი დინებას გა

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ სურვილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ტოტალური კონტროლი - საქმეში ჩახედულ ხალხს კარგად ესმით, რას ნიშნავს მართვადი ეროვნული ბანკი

„ქართული ოცნების“ სურვილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული და ტოტალური კონტროლი - საქმეში ჩახედულ ხალხს კარგად ესმით, რას ნიშნავს მართვადი და გაკონტროლებადი ეროვნული ბანკი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პოლიტიკურ ჯგუფ „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის შეფასებით, ერთის მხრივ კარგი და დამაიმედებელია, რომ პრეზიდენტს ეროვნულ ბანკის საბჭოში ასარჩევი კანდიდატები პარლამენტისთვის წარდგენილი არა ჰყავს, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტად “ქართული ოცნების“ გავლე

ელჩი - ძალიან მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად, აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდიოდეს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად, - ამის შეახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება. „როგორც იცით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს. ეს ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, რომელშიც რეკომენდაციებიც იქნება მოცემული. შემდეგ კი, უმაღლეს პოლი

ქართველი არტისტების ხელშეწყობისთვის მერია თანამედროვე ხელოვნების ფონდს აფუძნებს - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მერიამ დააფუძნა „თანამედროვე ხელოვნების ფონდი“, რომლის მიზანიც, მისივე თქმით, იქნება არტისტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მათი თანამედროვე ვიზუალური ნამუშევრების გამოფენა. კალაძე ამბობს, რომ ფონდი უახლოეს მომავალში ამოქმედდება. თქვა, რომ შეიქმნება „ქანდაკებების ბაღი“, სადაც არტისტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.

რუსეთი ირწმუნება, რომ ლეოპარდ 2 ააფეთქა — ვიდეოში, სავარაუდოდ, ტრაქტორი ჩანს

რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკუთრებაში არსებული ორი ერთეული ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი ააფეთქეს, თუმცა ვიდეოში, რომელსაც ამის დასამტკიცებლად ავრცელებენ, სავარაუდოდ, სასოფლო-სამეურნეო დანადგარები ჩანს. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ორი ანტისარაკეტო სისტემის ეკრანი და ორი მოძრავი ობიექტი ჩანს, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით ლეოპარდ 2-ის ტიპის ჯავშანტექნიკაა. რუსულ ტელეგრამ არხებში ვიდეოსთან ერთად ვრცელდება ცნობა, რომ ეს რუსეთის ჯარის

პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და ბანკის საქმიანობას დაბრკოლებას უქმნის - „ოცნება“

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ცოტახნის წინ, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა, სადაც საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებებს ეროვნული ბანკის საქმიანობას. ამავე განცხადებაში „ოცნება“ ისევ აღნიშნავს, რომ თავს იკავებენ „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან”. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოს  პრეზიდენტის ქმედებების გამო, ხანგრძლივი პერიოდის მანძ

ზაკაევი: ჩეჩნეთში ოპოზიცია არ არსებობს, საქართველოში რუსეთის უნებართვოდ ვერ შემოვიდოდნენ

დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი „TV პირველთან“ აცხადებს, რომ დღეს ჩეჩნეთში არავითარი ოპოზიცია არ არსებობს და ვინც კადიროვის რეჟიმს არ ეთანხმება, ქრება. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ესკორტით, კადიროვის წარმომადგენლები იყვნენ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ არიან. გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფ
×
×
  • შექმენი...