პარტია "საქართველოსთვის" წევრი და განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე, გუშინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო ბანერების გაშლის გამო დაპირისპირებასა და ძალადობას ეხმაურება.
როგორც რუსუდან თევზაძე აცხადებს, "ქართული ოცნება", ძალაუფლების შენარჩუნების მანიაკალური სურვილითაა შეპყრობილი და "ნაციონალური მოძრაობის" ასლი გახდა.
"გუშინდელმა დღემ, პირადად მე და სავარაუდოდ, მოსახლეობის ნორმალურად მოაზროვნე ნაწილს, ძალიან ნათლად დაგვანახა თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ოცნება. დიდი
- შეშინებული, უინტელექტო ხელისუფლება დღეს გვაბრუნებს 90-იანებში, სადაც არგუმენტების არქონა იცვლებოდა ავტომატით და ძალადობით.
- ესენი ერთ რამეს ვერ ხვდებიან - წახალისებული ძალადობა უკან დაუბრუნდებათ, ზუსტად ისე, როგორც დაუბრუნდათ ნაცებს.
- კარგად მესმის რომ ეშინიათ... ძალიან კარგად ვიცი ქართველი ხალხი რას დაინახავს ესენი რომ გაშიშვლდებიან.
გიორგი გახარია - პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
354574467_1988018978198669_5557195782824527236_n.mp4
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანია იუწყება, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორივე მთავრობის ოფიციალურ პირებს ვიზიტის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვთ, მაგრამ ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, „აშშ-ის ძალიან რეალურ შეშფოთებასთან“ დაკავშირებით ისაუბრებს.
ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პ
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ორი დამრტყმელი ვერტმფრენი Ка-52, ოთხი დამრტყმელი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი "Shahed-136/131" და ერთი "ლანცეტი" გაანადგურეს , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ასევე უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალ სხვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ჩამოგდებულია შვიდი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი "ორლან-10", "ორლან-30", "Zala" და
ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ. განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის საკითხთა მთავარმა წარმომადგენელმა პეტერ სტანომ გააკეთა.
"ეს არის რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა ლეგიტიმური გახადოს უკანონო სამხედრო კონტროლი და მოახდინოს უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქების და ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის ანექსია", - ნათქვამია განცხადებაში.
მან ხა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესა და ლიბერალური აკადემიის ბანაკზე თავდასხმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია.
ელჩის თქმით, ზუსტად არ იცის, რა მოხდა, თუმცა იმედოვნებს, რომ ინციდენტი გამოძიებული იქნება.
„წავიკითხე გარკვეული ცნობები. არ ვარ სრულად ინფორმირებული, რა მოხდა. ვიმედოვნებ, რომ იქნება გამოძიებული. რაც შეგვიძლია ვთქვათ ხმამაღლა და ცხადად, ისაა, რომ პოლიტ
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბორჯომსა და თბილისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები, ასევე კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები, - ამის შესახებ 37 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა, აშკარად, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია.
„2023 წლის 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბ
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 1 281 807 ლარი შევიდა, რაც, თითქმის 291% - ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
მოგეხსენებათ, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის ფაქტზე 20 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი 40 ლარის ოდენობით.
მოქმედი ადმინისტრაციული კანონის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მუნიცაპ
პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები არის გეგმა, თუ როგორ ძალადობრივ გარემოში აპირებს “ოცნება” არჩევნების ჩატარებას.
დღეს, თსუ-ში ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრზე, რუსუდან თევზაძეზე (Rusudan Tevzadze) ფიზიკურად იძალადეს.
მსგავსი ფაქტები გვაბრუნებს 2012 წლამდე არსებულ რეალობაში, რაზეც ქართველმა ხალხმა უარი თქვა.
ეს მანკიერება 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად ერთად უნდა დავასრ
წარმოუდგენელია, გულგრილად უყურებდე ტელეეკრანებს და ხედავდე, თუ როგორ ძალადობენ ჩვენს შვილებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია წერს.
ელეონორა არჩაიას განცხადებით, ხელისუფლება დანაშაულის დაუსჯელობით ახალისებს ძალადობას და აგრესიას.
"თანამედროვე ცივილურ ქვეყანაში განსხავავებული აზრის გამო ქვის სროლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ეს ქმედება ცდება რიტორიკას და საფრთხეს უქ
ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„[კანდიდატის სტატუსის შესახებ] გადაწყვეტილება ჩემს ხელში არ არის, ჩემი უფროსების ხელში არ არის, ევროკავშირის ინსტიტუტებს ხელში არ არის. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში შემდეგი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წ
ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
გიორგი გახარიას განცხადებით, "ოცნებამ", ისევე, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.
"ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა.
ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი.
ახალ
"ძალადობის შემდეგ მაგრამ არ იწერება, არა!
“ქალზე ძალადობა ცუდია, მაგრამ იქნებ გამომწვევად იქცეოდა…”
“ბავშვზე ძალადობა ცუდია, მაგრამ იქნებ ცუდად მოიქცა…”
“პოლიტიკოსზე ძალადობა ცუდია, მაგრამ აბა რა ეგონა…”
“ძაღლზე ძალადობა ცუდია, მაგრამ რა დროს ძაღლებია…”
ეს რომელიმე ფრაზა თუ ოდესმე გითქვამთ, ან გიფიქრიათ, იცოდეთ, რომ თქვენც გაქვთ თქვენი წილი პასუსიხმგებლობა მოძალადის გაძლიერებაზე. ასე მუშაობს ეს. სამწუხაროდ.", - ანა ბუჩუკური პარტია "საქართველოსთვის" წე
დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მმართველობის 11 წლის თავზე, ნაც. მოძრაობის დროინდელი მმართველობის სისტემა დააბრუნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ახალისებს და საზოგადოებაში დაპირისპირებას აღვივებს.
"სისტემა, რომლის განსაკუთრებული "სისათუთე" წინასაარჩევნო პერიოდის დადგომის დროს იგრძნობოდა ხოლმე.
- დი
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპროტესტო ბანერების გაშლის გამო, დაპირისპირება მოხდა.
ინფორმაციას მომხდარზე პროტესტის მონაწილე სტუდენტები და „მთავარი არხი“ ავრცელებს. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, უნივერსიტეტის შენობაში, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, რა დროსაც მას, უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს, რამდენიმე ადამიანი
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად 90-ზე მეტი რუსული ტექნიკაა განადგურებული.
მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის კონტრშეტევას სულ მცირე 600 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, რუსების დანაკარგები 219 100-ზე მეტ ჯარისკაცს შეადგენს.
ipn
პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის რეზოლუციას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე.
პოლონელი კანონმდებლების განცხადებით, ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს, რასაც პოლონეთი სრულიად უჭე
გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მართვის პროცესის შესწავლისას გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოება – ადგილობრივი ბიუჯეტიდან არსებითი მოცულობის თანხები დაიხარჯა არამართლზომიერად.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ.
კერძოდ: 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 2 სუბიექტიდან: ა(ა)იპ − გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოდან და ა(ა)იპ − გორის მუნიციპა
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020-2021
წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების
განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 5 სამორიგეო ავტომანქანა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ მუნიციპალური
ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი
ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე მიიღონ ნორმატიული აქტი,
დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2
დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში 11 წლის გოგონას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში პოლიციელებთან ერთად ახლობლები და მოქალაქეები იყვნენ ჩართულები.
354635808_645253970832809_7630468713839348972_n.mp4
354459031_1220511801985498_335542597499454456_n.mp4
დიდ დიღომში 11 წლის გოგოს ეძებენ — თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, დარეკეთ 112-ში!
დიდი დიღომში ეძებენ 11 წლის გოგოს, რომელიც 16 ივნისს, საღამოს დაიკარგა.
გავრცელებული ცნობებით, ბავშვი ბოლოს მწვანე სკოლასთან ნახეს.
დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოში პოლიცია ჩაერთო, ასევე სამძებრო სამუშაოში ჩართულია ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები.
ჩვენს პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ექნება 2 სტრატეგიული ამოცანა და მიზანი:
- “ქოცები” გავუშვათ ხელისუფლებიდან “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე;
- “ქოცებმა” და “ნაცებმა” ჯამში ვერ უნდა აიღონ 50%, რომ დავაზღვიოთ 2024 წელს ქოც-ნაცური კოალიციის შექმნა!
- ნამდვილ ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებთ, ვიზრუნოთ ამ მიზნის მისაღწევად!
- ამაში მხარდაჭერას ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს!
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.