Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ვალერი ზალუჟნი - დროა, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კონტრშეტევის დაწყებაზე მიანიშნებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიდეო მთავარსარდლის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლისთვის ემზადებიან. „დროა, დავიბრუნო ის, რაც ჩვენია“, - აცხადებს ზალუჟნი. უკრაინული მედია წერს, რომ შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე, ზალუჟნის ეს განცხადება შესაძლოა მის დასაწყისს მიანიშნებ

სალომე ზურაბიშვილი - ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი - „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პროტოკოლის დარღვევაა

ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პროტოკოლის დარღვევაა... იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორის ფორუმზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს დიასპორის ფორუმზე, სკამი პროტოკოლის დარღვევით დაუდგეს. „მინდა, დავიწყო პატარა რაკურსით. რადგანა

პრეზიდენტი - იმისთვის, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა იგრძნონ, ორი რამ არის საჭირო - მათთვის პარლამენტში წარმომადგენლის გამოყოფა და არჩევნებში მათი მონაწილეობა

იმისთვის, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა იგრძნონ, ორი რამ არის საჭირო - მათთვის პარლამენტში წარმომადგენლის გამოყოფა და არჩევნებში მათი მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ ქვეყანაში ელექტრონული არჩევნები დაინერგება, ეს უცხოეთზეც უნდა გავრცელდეს და დიასპორის წევრები საარჩევნო სიებში უნდა დარეგისტრირდნენ.

პრეზიდენტი - ყველა ქართველს აქვს უფლება, მოქალაქეობა დაიბრუნოს - ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს ვინ იყო შუშანიკის დედა, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, „ოჰ, ქართველია თურმე“

მიმაჩნია, რომ წარმოშობით ყველა ქართველს აქვს უფლება, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, ისრაელია. „აგერ იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონი [ქართველი] არის რუსეთში, აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით, ნახევარი მილიონი თუ არის

ვლადიმერ პუტინი ვიზების გაუქმებაზე - ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო საქართველოს რეაქცია, ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „მადლობა, კარგია“ - გვერდიდან როცა ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია”,

ვოლოდიმირ ზელენსკი - საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ

საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მთლიანად ქართველ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, და მინდა, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსულ ოკუპაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთ

კახა ქემოკლიძე - იმაზე ბევრის გადაზღვევას აკეთებდა გიორგი გახარია, ვიდრე შესაძლებელი ყოფილა - ხომ გამოჩნდა, რომ ხელის მუხრუჭის გარეშე მიმავალი „ქართული ოცნება“ ხან რომელ კედელს მიეხეთქება და ხან რომელს

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გზავნილები გულწრფელი იყო და სამართლიანი, რასაც ღარიბაშვილზე ვერ ვიტყვი - საქართველო იმ გზაგასაყარზეა, როდესაც დემაგოგია, პოპულიზმი და ფარისევლობა დამღუპველია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმული სიტყვა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლე

უკრაინელებმა კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, დედაქალაქ კიევის თავზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს,- ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მიმართულებით Kh-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიული Tu-95MS ტიპის ბომბდამშენებიდან გაუშვეს. "წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! ამ დროისთვის კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა", - განაცხადე

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse Trust Ltd-მა დაარღვია მოვალეობა მოსარჩელეების მიმართ, რადგან ვერ შეასრულა ტრასტის აქტივების დაცვის ვალდებულება. ”დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება მცდარია და ძალიან მნიშვნელოვან იურიდიულ საკითხებს აჩენს”, - განაცხადა Credit Suisse-ის პრესსპიკერმა

ნათია მეზვრიშვილი - ვისაც ღარიბაშვილის სიტყვა („სჯობს მონობაში გადიდკაცებულს …“ ) და კობახიძის აუზზე წამოკოტრიალება შემთხვევითი გგონიათ, ცდებით

ვისაც ღარიბაშვილის სიტყვა („სჯობს მონობაში გადიდკაცებულს …“ ) და კობახიძის წამოკოტრიალება შემთხვევითი გგონიათ, ცდებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით,  ეს ყველაფერი დაგეგმილი სცენარის ნაწილია. "ოცნებამ ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა. ახლა საზოგადოებას აჩვევენ, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ჩალის ფასი აქვს; რომ ეს ღირებულებები იმდენად უმნიშვნელოა, შეიძლება თავისუფლებაზე მონამ ილპარაკოს და 26 მაისს, და

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ საქართველოს ჰიმნი ვაშინგტონში ააჟღერა - შთამბეჭდავი კაბა ქართული დროშის თემატიკით და ბრწყინვალე შესრულება

„ვგრძნობ დიდ პატივსა და პრივილეგიას, რომ შევასრულო საქართველოსა და ამერიკის  შეერთებული შტატების ეროვნული ჰიმნები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვაშინგტონში. უღრმესი მადლობა ელჩ დავით ზალკალიანს და საელჩოს მთელ გუნდს ამ დაუვიწყარი საღამოსთვის!“ - წერს ნუცა ბუზალაძე.  ნუცამ საღამოზე ქართული დროშის თემით შესრულებული კაბა მოირგო, რომლის ავტორიც ქართველი დიზაინერი თაკო მექვაბიძეა.          ma

ვიოლა ფონ კრამონი - სრული დამოუკიდებლობის მიღწევა ადვილი არ არის იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ - ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას

ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ, - ამ სიტყვებით ულოცავს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელ

კელი დეგნანი - გილოცავთ ქართველო მეგობრებო დამოუკიდებლობის დღეს - შეერთებული შტატები ამაყია, რომ ამ დღეს ქართველებთან ერთად ზეიმობს

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ ამ დღეს მათთან ერთად ზეიმობს. „შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმით, რომ აქვს შესაძლებლობა, ეს დღე ქართველებთან ერთად იზეიმოს, იდგეს საქართველოს გვერდით და დაეხმაროს ძლიერი, აყვავებული ევროპული დემოკრატიის ასაშენებლად. გილოცავთ ქართველო მეგობრებო დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ

თურქეთის საგარეო უწყება - აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - გაუმარჯოს საქართველოს!

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ipn

ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III - მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას

მინდა, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და საქართველოს მოსახლეობას თქვენი ქვეყნისთვის გამორჩეული დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მერე ჩარლზ III-ის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს. „მოუთმენლად ველი თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ამ რთული პერიოდის წინაშე ყოფნის დროს“, - აღნიშნულია წერილში. ipn

პრეზიდენტი - ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა ხალხის მოთმინების გამოცდა - ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტირების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ

ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა - უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტირების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტი - ანწუხელიძის და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის - გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას აბრალებ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას და საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა. როგორც სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ის დღეა, როცა ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, გამოსავალი ვეძებოთ და მომავლის იმედი დავიბრუნოთ. „ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენი

სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოება არ დათმობს შვილების მომავალს, ევროპულ არჩევანს, ჩვენი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს

ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავისევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაცხალხმა აგირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს საქართველო ზეიმობს, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. „დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე, თქვენი ფიცის დადების

ლატვიის საგარეო უწყება - ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, წარმატებებს ვუსურვებთ ქართველებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ლატვიის ურთიერთობა საქართველოსთან დამყარებულია თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებზე. წარმატებებს ვუსურვებთ ქართველებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია მილოცვაში.     ავტორი - თამარ მუშკუდიანი

გერმანიის საელჩო - საქართველოს ვუსურვებთ თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად

საქართველოში გერმანიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გერმანიის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად!“ – აღნიშნულია საელჩოს მილოცვაში.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იზმირის „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარი სიმბოლო „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს დიპლომატიური მისიების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის ქალაქ იზმირის მთავარ სიმბოლოზე, „საათის კოშკზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაშ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

საქართველოს  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე ვრცელდება. „26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.   1ტვ

„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან სპეციალური „დუდლი“ გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით. საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. „დუდლს“ მომხმარებელი საძიებო სისტემის შესაბამის გვერდზე გადაჰყავს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციაა განთავსებული. 1ტვ
×
×
  • შექმენი...