Jump to content
Planeta.Ge

atrava

პლანეტელი
  • პოსტები

    50
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი atrava

  1. ადამიანს, რა პოლიტიკურ შეხედულებასაც არ უნდა იზიარებდეს, უპირველეს ყოვლისა უნდა მოეთხოვებოდეს თავისი ქვეყნისა სიყვარული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან სკოლის დონეზე მაინც უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია, ლიტერატურა, გეოგრაფია და ა.შ. ეს განსაკუთრებით ქვეყნის პირველ პირს უფრო მოეთხოვება. ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ვუშვებ, წინასაარჩევნოდ ოპონენტების ლანძღვას და საკუთარი ეგოს წარმოჩინებას. მაგრამ, როდესაც საქმე მიდგება ქვეყნის ისტორიასა და ლიტერატურაზე, მისი არცოდნა პრეზიდენსტს არ ეპატიება. მითუმეტეს, რომ გამოდის მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე. შე ოჯახდალოცვილო! თუ არ იცი ზეპირად "ვეფხისტყაოსანი", რატომ ირცხვენ თავს ამხელა აუდიტორიის წინაშე? თუ არ იცი სადაც მოღვაწეობდა შოთა რუსთაველი, რაღა მაინცა და მაინც ამ ადგილად ასახელებ რაბათის ციხეს, ან არაბეთს რატომ მიაწერე ახალციხე? გეოგრაფიის მასეთი ცოდნით, გამოდის, რომ არაბეთი საქართველოს ტერიტორიაზე იყო, ინდოეთი სადღაც იაპონიის კუინძულებზე, ხატაეთი (იგივე ჩინეთი) აღმოსავლეთ ციმბირში, ხოლო ქაჯეთის ციხის ადგილმდებარეობა (მოვლენების ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ) ალბათ სადღაც რუსეთის ტერიტორიაზე იქნებოდა? მარტო უცხო ენების ცოდნა არ ნიშნავს ინტელექტს! მასში ბევრი სხვაც იგულისხმება...
  2. საქართველოში არსებული სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. მასმედიაში კომპრომატების ომია გაჩაღებული. მოსახლეობა ფაქტიურად ორ ბანაკადაა გახლეჩილი. მომავალი არჩევნების შედეგების პროგნოზირებაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამიტომ გთავაზობთ მცირე გამოკითხვას. უმორჩილესად გთხოვთ გასცეთ კითხვარს პასუხი
  3. თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. რამდენიმე დღეში ლაზიკის მშენებლობა იწყება. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში ოლიმპიელებთან შეხვედრაზე გააკეთა. „რამდენიმე დღეში აქ იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება – ახალი უმშვენიერესი ქალაქის – ლაზიკას, მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება, გარშემო მყოფი ადგილების მთავარი ეკონომიკური ცენტრი, საინჟინრო თვალსაზრისით, ყველაზე გამართული ქართული პორტი და, დარწმუნებული ვარ, მომავალში იქნება საქართველოს სიამაყე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. სააკშვილის განცხადებით, ეს ქალაქი ანდამატივით მიიზიდავს ყველას, ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის იქით. „ლაზიკას იდეა – ეს არის საქართველოს ერთიანობის იდეა, ერთიანობისა – აღმშენებლობით და არა ნგრევით“, – განაცხადა სააკაშვილმა. საქინფორმის სააგენტო თავის დროზე, ჰაიტის დიქტატორმა, ოფიციალურად პრეზიდენტმა, დიუვალიემ აისრულა "სანუკვარი ოცნება" და კუნძულ ჰაიტზე ახალი ქალაქი დიუვალიე–ვილი ააშენა. ასენებით კი აშენდა ეს ქალაქი, მაგრამ იქ არავინ ცხოვრობდა. თავად დიუვალიეც მხოლოდ რამდენიმე წუთით თუ შეირბენდა იქ. ჯერ კიდევ მისი მისივე დიქტატორობის პერიოდში დაიწყო ქალაქმა ნგრევა. არავინ უწყის თუ რა დღეშია იგი დღეს. ალბათ ასეთივე ოცნება აქვს ჩვენს პრეზიდენტს… სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი ქალაქი? რაცა გვაქვს იმას ვერ უვლიან ნორმალურად. ადრე ბათუმი იყო ჩვენი პრეზიდენტის ოცნება. რა ბათუმში სამუშაოები უკვე დასრულებულია? ან ხარისხიანად ტარდება ეს სამუშაოები? უამრავი მრავალსართულიანი სახლი აშენდა ბათუმში, ბევრიც შენდება, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ცოტა ხალხია იქ შესახლებული. ახლა მეორე ასპექტსაც გადავხედოთ: საქართველოს, მთელი უახლესი ისტორიის მანძილზე ორად ორი საზღვაო პორტი ჰქონდა, გამართული ინფრასტრუქტურით და სრულიად აკმაყოფილებდა როგორც საქართველოს, ასევე მთელ ამიერკავკასიასაც და შუა აზიის რეგიონებსაც. ისმის კითხვა რატომ იგონებს ჩვენი პრეზიდენტი ახალ ველოსიპედებს, თუკი ისინი უკვე გამოგონილია და მათი კონსტრუქციაც მუდმივად იხვეწება?.. ფოთის არ ვიცი, მაგრამ ბათუმის პორტი, როგორც გარედან ჩანს, თანდათან მიექანება გაკოტრებისაკენ. ჯერ ერთი, უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა შემცირება, დღითიდღე მცირდება რეიდზე მდგარი ხომალდების რაოდენობა… არც დამსვენებლების რაოდენობა მომატებია ქალაქს. მაშ რაში სჭირდება საქრთველოს ახალი ქალაქის ასაშენებლად მილიარდების გადაყრა? ამაზე პასუხი მკითხველისათვის მომინდია!
  4. გიხაროდენ ბატონებო და ქალბატონებო! საქართველომ კიდევ ერთი “ტექნოლოგიური” გარღვევა მოახდინა. პირველად ქართული ელექტრონული მედიის სივრცეში შეიქმნა საიტის კლონი: www.info-9.ge-ს, ტყუპისცალი “ძმა” გამოუჩნდა www.info-9.com.ge-ს სახით. ვიზუალურად საიტები, ერთმანეთისასაგან თითქმის არაფრით განსხვავდებიან, ერთი ორი ნიუანსის გარდა. ამავე დროს კლონს რამდენიმე ძირეული ნაკლი გააჩნია: ჯერ ერთი კლეპტომანია – კლონს საკუთარი მასალები ფაქტიურად არ გააჩნია და სხვა ტელეარხებისა თუ საიტებიდან ქაჩავს ინფორმაციას. შინაარსობრივადაც მოიკოჭლებს. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მთავარი მაინც ის არის, რომ ეს საიტი არ არის მოწოდებული ოპბიექტური ინფორმაციის მიწოდებისათვის. ამასთან კლონის არსებობა და მის მიერ ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ ერთს ნიშნავს: დავუშვათ რომელიმე არხმა ამოიცნო საკუთარი ინფორმაცია კლონ–საიტზე, რა თქმა უნდა ის მიმართავს პრობლემის გადაჭრის სამართლებრივ გზას – სასამართლოს. მაგრამ სარჩელში გაიპარება com–ი და სხვის მაგივრად www.info-9.ge-ს მოუწევს პასუხის გაცემა. არ არის გამორიცხული, რომ მან ეს პროცესი წააგოს. ყოველ შემთხვევაში www.info-9.ge დაკარგავს გაუცნობიერებელი მომხმარებლის თვალში ავტორიტეტს. არ არის გამორიხცული ასევე ის, რომ უახლოეს მომავალში მე–9 არხს, “მაესტროსა” და კიდევ რამდენიმე ტელეარხ გამოუჩნდეს კლონები. აი მაშინ ნახეთ “ტექნოლოგიური” წინსვლები.
  5. ყველამ კარგად თუ როგორ მრავლდება წვიმის შემდეგ სოკოები…საქართველოში ასეთი რამ ადამიანებზეც შეიძლება ითქვას: აგერ უკვე ოც წელზე მეტია, რაც ყოველი არჩევნების წინ ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე ადამიანები სოკოებივით მრავლდება. აღმშენებლობითი პროცესი კი მიმდინარეობს საქარელოში, მაგრამ იმდენი ახალი მისართი ჩნდება, რომ გაკვირვებისაგან თვალები ლამის ორბიტიდან ამოუვარდეს ადამიანს. დავიწყოთ ელემენტარულიდან: საარჩევნო ოლქების პირველი სხდომებით. ამონაწერი კოალიცია “ქართულის ოცნების” ქ. ბათუმის შტაბის პრესრელიზიდან: 2012 წლის 12 აგვისტოს, 17 საათზე შედგა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის პილი გამწესრიგებელი სხდომა, სადაც განხილულ იქნა საკითხი სააღცევნო უბნების დამისამართების და მათი საზღვრების შესახებ. სხდომაში მონაწილეობდნენ კოალიცია “ქართული ოცნებაში”-ში შემავალი პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები: მერი ცენტერაძე და სოფიო კონცელიძე… ცენტერაძისა და კონცელიძის მიერ დაყენებული საკითხები უბნების ნუმერაციის განმეორებისა და არარსებული სენობა ნაგებობების შესახებ არ იქნა გაზიარებული კომისიის არც ერთი, მათ შორის “ოპზიციური” წევრების მიერ. რადგან არ შეისწავლეს აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები, მერი ცენტერაძემ და სოფიო კონცელიძემ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, თუმცა ხელისუფლების წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ერთხმად დამტკიცდა, “ოპოზიციამ” ნაცმოძრაობას დაუჭირა მხარი. ერთი შეხედვით ბევრი არაფერი მომხდარა, მმართველმა პარტიამ “მტრების” ჯინზე თავისი გაიტანა და ოპოზიციაც დაარწმუნა თავის სიმართლეში, ერთი გარემოება რომ არა: საოლქო საარჩევნო კომისიის განმწესრიგებელი სხდომები ჩატარების ბოლო ვადა 12 აგვისტოს 18 საათზე იწურებოდა. რატომ არ დანიშნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პირველი სხდომა რამდენიმე დღით ან უარეს შემთხვევაში რამდენიმე საათით ადრე? ეს კითხვა ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება. მეორე მომენტი: აღმოჩნდა რომ ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩა 109 ნომრით მთავრდება. არადა ბათუმელებმა კარგად იციან, რომ ეს ქუჩა ბოლოვდება მხოლოდ 75 ნომრით. ეტყობა არც კაციტაძის კომისიის ძალისხმევამ გამოიღო შედეგი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ბინაში იყვნენ ჩაწერილნი და ფაქტიურად სხვაგან ცხოვრობენ კვლავაც ისარგებლებენ ამ უბანში ხმის მიცემის უფლებით. არის ასევე შემთხვევა, როდესაც ერთ ბინაში ჩაწერილი რამდენიმე ადამიანი უცხო ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ და აგერ უკვე მრავალი წელია რაც არ ცხოვრობენ ბათუმში, აღმოჩნდა რომ ამ ადამიანებსაც “არ დაუკარგეს” არჩევანის უფლება. მათ კვლავაც “შეუძლიათ” ხმის მიცემა… ამასთან ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა ძალიან გაზრდილია. იმდენად, რომ სავარაუდოდ ბათუმში მცხოვრები თურქი მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში… ხუმრობა ცალკე იყოს, მაგრამ ყოველივე ზემოთთქმულიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ხელისუფლება (იგულისხმე “ნაცმოძრაობა”) არჩევნების სერიოზული გაყალბებისათვის ემზადება.
  6. “ყველაფერი რიგზე ვერ არის დანიის სამეფოში!” დღევანდელ ქართულ რეალობას შექსპირის ეს პერეფრაზი კარგად ედრება. თუმცა ხელისუფლების სატელიტი მასმედიის საშუალებები ყოველნაირად ცდილობენ საწინააღმდეგოს დამტკიცებას. მაგრამ ფაქტები ჯიუტია. დავიწყოთ იმით, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნების დღეს მით უფრო მატულობს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ხელისუფალთ არ სურთ ძალაუფლების ხელიდან გაშვება ხოლო მოსახლეობის 80%–ზე მეტს კი – ძველებურად ცხოვრება. საქმე იქამდე მივიდა რომ ქვეყნის პრეზიდენტი უკვე რეალურ ოპოზიციას ქვეყნის მტრებად აცხადებს, ხოლო საკუთარ თავს კი დავით აღმაშენებელს უდარებს. არადა ისტორიული შედარებები რომ მოვახდინოთ ჩვენ სუზერენს როსტომხანობა უფრო შეესაბამება. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს და და მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ქარლის სამეფოში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება სუფევდა. ამ დროს ჩნდება როსტომ ხანი, რჯულშეცვლილი, სპარსული ორიენტაციის მმართველი. ერთადერთ ნათელი ლაქა, რომელიც როსტომ ხანის მმართველობისას აღინიშნა არის ის, რომ მნიშვნელოვნა გაუმჯობესდა ქართლის ეკონომიკური მდგომარება. ეკონომიკურ აღმასვლას ქალაქური ცხოვრების გამოცოცხლება მოჰყვა. მაგრამ პარანოიდული ბუნების მმართველმა ისედაც დიდი ძალაუფლების აბსოლუტიზმში გადაყვანა მოინდომა. მაგრამ საბედნიეროდ ამის განხორციელება ვერ მოახერხა. იმდენად ცოდვილი ეღმოჩნდა როსტომ ხანი, რომ სიკვდილის შემდეგ იგი ქართულმა მიწამ არ მიიღო. სამაგიეროდ ის ზარზეიმით დაასაფლავეს სპარსეთში. ვერ ვიტყვი იმას, რომ როსტომხანივით ჩვენი პრეზიდენტი აშკარად ებრძვის რწმენას, მაგრამ დაბეჯითებითებით შემიძლია ვთქვა რომ მოსახლეობას ნამდვილად სჩაგრავს. როსტომ ხანი თავის დროზე სპარსეთმა მოავლინა ქართლის მმათველად. სააკაშვილი პირველად ხალხმა აირჩია, მეორედ იმის ნახევარმა, ვინაც პირველად მისცა მას ხმა… როგორც ჩანს ვერც ვერც საკუთარი გამოცდილება და ვერც ისტორიული მაგალითები არ აღმოჩნდა ამ ადამიანისთვის საკმარისი. ეტყობა საბანი ძალიან მცირე ზომისა აქვს, თორემ აუცილებლად მიხვდებოდა, რომ მისი მტერი საქართველოს მოსახლეობა კი არ არის, არც ძლიერი ოპოზიცია “ქართული ოცნების” სახით, არამედ ისინი ვინაც საკუთარი კეთილდღეობა ქვეყნის კეთილდღეობას ანაცვალა და მგლის ტყავით შემოსილი აფთრები აღმოჩნდნენ. ქვეყანა თავზე გვენგრევა, მისი 20% ოკურებულია რუსეთის მიერ, მაგრამ ჩვენი სუზერენი ამას არა საკუთარ თავს, არა საკუთარ გარემოცვას, არამედ სხვას აბრალის. არადა, გონიერი მმართველი წარუმატებლობებში საკუთარ თავს დაადანაშაულებდა მხოლოდ და არ დაადანაშაულებდა პოლიტიკურ ოპონენტებს და ქვეყნის მოღალატეების იარლიყს არ მიაკრავდა მათ. კორუფციის წინააღმდეგ მთავარ მებრძოლად მოვლინებული თავად გახდა ელიტარული კორუფციის ნათლიმამა. სახელმწიფოს მმართველობის 9 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომები უკვე თანდათან იჩენს თავს. დავიწყოთ შედარებით უმნიშვნელოთი: კომუნისტების დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოირჩეოდა მოსახლეობის განათლების ძალიან მაღალი დონით. იმდროინდელი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეოთხე ადამიანს უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული. და განათლების დონით პირველ ადგილზე იდგა რესპუბლიკებს შორის. ეკონომიკურადაც წარმატებული იყო საქართველო. მისი ბიუჯეტი ძალიან მაღალი იყო და გასაგები მიზეზების გამო, მხოლოს რსფსრ–ს ბიუჯეტს თუ ჩამოუვარდებოდა. ქართულ პროდუქციაზე ყოფილი სსრკ–ს მთელ ტერიტორიაზე დიდი მოთხოვნილება იყო. ეს არ შეეხებოდა მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს და მინერალურ წ####ბს… დღეს კი… მიმაჩნია, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მოსწავლეების ინტელექტუალურ დონეს დიდად არ ამაღლებს. ძალიან შეიკვეცა მათემატიკა, ისტორია, განსაკუთრებით საქართველის ისტორია, გეოგრაფია და ა.შ. აქცენტები გაკეთდა კომპიუტერისა და უცხო ენების შესწავლაზე. მაგრამ თუ ვინმე დაინტერესდება და ახალგაზრდებს საოფისე პროგრამების ცოდნაში მოუწყობს მცირე გამოცდას დარწმუნდება რომ 10–დან 6–მა ძალიან ცუდად იცის საოფისე პროგრამები. შემცირებულია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი. შედეგი სახეზეა: დააკვირდით თუ როგორ მეტყველებენ პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტები. მათი მეყველება უარეს შემთხვევაში ქუჩურ სლენგს ფაქტიურად არაფრით ჩამოუვარდება… ახალგაზრდამ ფაქტიურად არ იცის საქართველოს ისტორია, რადგან ძალიან მცირე დრო აქვს დათმობილი საგანს სკოლაში… და ხშირ შემთხვევაში საქართველოს ისტორიას დამახინჯებული ფრაგმენტების სახით ჩვენი სუზერენის სატელევიზიო გამოსვლებიდან სწავლობს… რამდენი ერთი ჩამოვთვალო????????????
  7. Ридус.ру 15:25 вчера Грузинским старикам начали вставлять зубы по президентской программе Программа рассчитана на тех, кому свыше 50 лет и принадлежит к социально незащищенным слоям населения, сообщает «Грузия Online». По словам лидера страныМихаила Саакашвили, к концу нынешнего года все старики обзаведутся новыми зубами. Взгляд.ру 11:53 вчера Грузинским старикам вставят зубы по инициативе Саакашвили Президентская программа "Улыбающаяся Грузия" началась в понедельник с западного региона Гурия, передает корреспондент газеты ВЗГЛЯД в Тбилиси со ссылкой на агентство "Пирвели". ვისაც რა სურს ის იფიქროს, მაგრამ პენსიონერებზე, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზრუნვა მხოლოდ პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში რომ ხდება და თანაც მხოლოდ არჩევნების წინ, ეს ძალიან მძიმედ აღსაქმელია. სირცხვილია, როდესაც ყველაფერი ეს მხოლოდ პიარ კომპანიის ფაგლებში ხდება. დამთავრდება არჩევნები და თუ ისევ ნაცებმა გაიმარჯვეს იმ კბილებსაც დააძრობენ პენსიონერებს.
  8. მაშინ, როცა ჩვენი პრეზიდენტი, ხალხის თითქმის ყველა თავყრილობებზე, დუჟმორეული, ხაფი ხმით, გაჰკივის საკუთარ წარმატებებზე და რეალურ ოპოზიციას ლამის კაცობრიობის მტრად აცხადებს, მისი დამქაშები რეპრესიული მანქანის ამუშავებით არიან დაკავებულნი. რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, მით უფრო აგრესიული ხდება ხელისუფლის რიტორიკა. რაც მისი დამქაშების მხრიდან აღიქმება როგორც მოქმედების დაწყების კიდევ ერთ ეტაპად. ბოლო ხანებში ხშირად საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ ოპოზიციურად მოაზროვნეებს ან მათ ნათესავებს სამსახურიდან ითხოვენ ყოველგვარი მოტივაციისა და მიზეზის გარეშე. ხელისუფლებისაგან ასეთი ქმედება, ცოტა არ იყოს არარეალურად მეჩვენებოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჩვენი სუზერენი, თავის დროზე, თავად ებრძოდა დიქტატორიზმის ასეთ გამოვლინებებს. გავიხსენოთ თუნდაც აჭარის 2004 წლის მოვლენები. როგორც ჩანს, განუზომელმა ძალაუფლებამ იმდენად გარყვნა და გონი დააკარგვინა მავანთა და მავანთ, რომ ისინი იგივე შეცდომებს უშვებენ, რასაც მათი წინამორბედები, ახლა უკვე გაცილებით ცინიკური ფორმით. თამაზ სალუქვაძე ბათუმში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. იგი ეროვნულ მოძრაობაში ჯერ კიდევ მაშინ ჩაერთო, როდესაც ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი, უკრაინელ გოგონებს დასდევდა კიევში სწავლის პერიოდში. დღეს, თამაზ სალუქვაძე “ქართული ოცნების” აჭარის ორგანიზაციის აქტიური წევრია. ამის გამო ის და მისი ოჯახი, ხელისუფლების რეპრესიულ წნეხში მოხვდა. როგორც თავად ამბობს მის ქალიშვილს, ნინოს, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში ოფისმენეჯერად მუშაობდა, ვიღაც ვიღაცეები აშინებდნენ მამის პილიტიკური შეხედულებების გამო, ფარული ნომრებით ურეკევდნენ როგორც მამას ასევე შვილს და აშანტაჟებდნენ. ამან რომ არ გაჭრა, ნინო სალუქვაძე დაიბარა დირექტორმა და სამუშაოდან გაათავისუფლა ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე. ისე რომ გათავისუფლების ოფიციალური მოტივი აქამდე უცნობია. ეტყობა, სწორედ ასეთი ვითარებისათვის შექმნა ჩვენი “სასიქადულო” პრეზიდენტის გარემომ დღევანდელი შრომითი კოდექსი. ასეთი მაგალითები მთელი საქართველოს მასშტაბით საკმაოდ გახშირდა. ჯერჯერობით ამ პროცესს ქვეყანაში “პუტინიზაციას” თუ დავარქმევთ. მსგავსება პუტინის რეჟიმთან სახეზეა. ისევე როგორც პუტინს ჰყავს ხოდორკოვსკი და ლებედევი, სააკაშვილისათვის მათ როლს ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე ასრულებენ, იმ განსხვავებით, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებზე ამ ეტპაზე ჯერჯერობით ფინანსური და მორალური ზეწოლა მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ხელისუფლება ბოლო პერიოდში არადექვატურობით გამოირჩევა, სავსებით შესაძლებელია “პუტინიზაცია” “სტალინიზაციამ” შეცვალოს. არც ის არის გამორიცხული, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაიწყოს მედია საშუალებებზე ზეწოლაც, უფრო მძიმე ფორმით. არც ცენზურის შემოღებაზე იტყვის უარს ჩვენი ხელისუფლება.
  9. ჩემი აზრით, იქ სადაც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ნაცვლად, საერთაშორისო ჯანმრთელობის ორგანიზაციას წერენ აბრაზე სასიკეთოს არაფერს უნდა ელოდე
  10. ჩვენ რა უნდა ვქნათ? დინოზავრების კატეგორიაში გადავიდეთ? სამწუხარო ფაქტია
  11. სანამ ჩვენი მასმედია გაჯერებული იქნება სენსაციების ან მძიმე–მძიმე სიტუაციების ძიებით, ანალიტიკური აზროვნების ჟურნალისტები არ გვეყოლება. ეტყობა ჭორის აგორება უფრო აინტერესებთ და ფიქრობენ, რომ იგივე აინტერესებს საზოგადოებას. თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ ობივატელისათვის ცინცხალი საჭორაო ამბავი უფრო მისაღებია ვიდრე ანალიტიკა
  12. მეც მაგ აზრის ვარ. გამოსავლის ძიებას არავინ არ ცდილობს
  13. შეუცდომელი არავინაა, მით უმეტეს ჟურნალისტები. მე როგორც ჟურნალისტს გული მწყდება იმაზე რომ ძალიან ბევრ ჟურნალისტს ისეთი შეცდომები მოსდის (ეს განსაკუთრებით პირდაპირ ეთერში ხდება), რომელთა გამოც აღებული ფრაზა სულ სხვა კონტექსტით იკითხება. ამას გარდა, ძალიან ბევრ ჟურნალისტს სიტყვის მარაგი აკლია და და მისი სიუჟეტები ბარბარიზმებითაა სავსე. გთავაზობთ მცირე გამოკითხვას მოცემულ პრობლემაზე
  14. ჩვენ კი რა გვიშლის ხელს? მართალია არ არის სახელმწიფოს დაინტერესება მოცემული საკითხით. მაგრამ გამოსავალი ყოველთვის მოიპოვება. მთავარია კარგად დაფიქრება. 90–იან წლებში, როდესაც საწყავი სანთლით საძებარი იყო, იმერეთის ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში დილიჟანსითა ცხენებით გადადიოდნენ. მართალია, ეს პრობლემის არატექნოლოგიური გამოსავალია, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. აქედან გამომდინარეობს ის, არიან ჩვენში ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არ ელოდებიან წყალობას სახელმწიფოდან, ისინი თავად ქმნიან საკუთარ კეთილდღეობას. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ–ერთი გამოსავალია. თანამედროვე სახელმწიფოებრივი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ რაც არ უნდა კარგად ცხოვრობდეს ადამიანი ის მაინც სახელმწიფოს ემსახურება და არა პირიქით. სახელმწიფო ინტერესები პრიორიტეტულია. ერთი პერიოდი ევროპაში დაიწყო ამ სტერეოტიპის რღვევა, მაგრამ რატომღაც შეჩერდა. ალბათ იმიტომ, რომ მიდგომაც სტერეოტიპული იყო და მისი რეალიზების შემხვევაში ეროვნულ სახემწიფოებრიობას, რომელიც გარკვეულ ზნეობრივ პრინცეპებზე აგებული, სრული ქაოსი და ანარქია, ახლა უკვე ტრანსეროვნული, ემუქრებოდა… რადგანაც ჩვენი ცივილიზაცია ძალზე დამოკიდებულია ნამარხს რესურსებზე, რომელთა აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ეს რესურსები პრაქტიკულად მონოპოლიზირებულია. ალტერნატიულ საწვავზე მართალია ფიქრობენ აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია, მაგრამ ასეთი იდეების საყოველთაო რეალიზება, გარკვეული მიზეზებისა და გარემოებების გამო, ჩიხში ექცევა. ჩვენ ჯერჯერობით შემოგრჩა ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ არაორდინალურად ფიქრი და ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარებისათვის მყარი საფუძვლის ჩაყრა… გაგრძელება იქნება
  15. სიმართლე უნდა ვთქვა: მომბეზრდა ფსევდი პოზიტივი ჩვენი სუზერენიტატიდან რომ გამომდინარეობს, ოპოზიციური ბრავადა და მოსახლეობის გამუდმებული წუწუნი: ასე ცუდად ვცხოვრობთ, პატრონი არავინ გვყავს, უმუშევრები ვართ და ა.შ. არ არჩევნებისაგან ველოდები პოზიტიურ შედეგებს! სანამ სხვისი ხელის შემყურე ვიქნებით, მუდამ ასე იქნება. ღირსება დავკარგეთ! ხოლო ღირსება დაკარგულებს პატივს არავინ სცემს თუ არ ააქვს ძალიან ძალიან დიდი ფული, ან რესურსების ძალიან დიდი რაოდენობა. ბოდში, მაგრამ დღეს ბანანის რესპუბლიკის “პონტში” გავდივართ: ვითომ რაღაცას ვაკეთებთ, ვჩალიჩობთ, მაგრამ ერთ ადგილზე ვდგავართ. არ გვიყვარს, ბატონებო, ჩვენი თავი. თორემ თავზე არავის წამოვიჯენდით, მითუმეტეს რუსებს. დავიწყოთ სოფლის მეურნეობიდან: ვიძახით რომ არ გვაქვს თანამედროვე ტექნიკა, არ არსებობს გადამამუშავებელი მრეწველობა და ა.შ. შევიხედოდ ნებისმიერ სოფელში: ყველგან ვნახავთ სასოფლო–სამეურნეო თუ სხვა დანიშნულების ტექნიკის ნაშთებს, რომლებიც წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო ნადგურდება. პატრონი კი მხოლოდ მაშინ გამოუჩდება როცა მის წასაღებად ან გადასაადგილებლად სხვები მივლენ. მაშინ ედება ყველაფერ ამას ოქროს ფასი… არ ჰყოფნით ან არა აქვთ ჩვენს გლეხებს სასუქი! მომიტევეთ, მაგრამ არც ძველად ჰქონდათ და საქონლისა და შინაური ფრინველის ნაკელითა ნაცრის კომბირებით აპატივებდნენ მიწას და ძალიან კარგ მოსავალს ღებულობდნენ… ამ ოცი წლის განმავლობაში შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყველას უნდა, მინიმალური ენერგიის დახარჯვით მაქსიმალური მოგების ნახვა. თუ სოფელში არ არის წყალი შეკავშირდით თქვე ოჯახაშენებულებო და თავად გაიყვანეთ იგი. ნუ უყურებთ ხელისუფლებას… ხომ ინახა გამოსავალი, მაშინ, როცა მთელ საქართველოს არ ჰქონდა დენი, სოფლებში მაინც უყურებდნენ ტელევიზორებს, იმიტომ რომ მოიფიქრეს წყლის გენერატორების დამზადება და მათი მორგება წყლის წისქვილებზე, გაზქურის სანაცვლოდ ღუმელზე აკეთებდნენ საჭმელს… სიმინდს წყლის წისქვილებშივე ფქვავდნენ… თუ გლეხს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ დროულად შეესრულებინა ესა თუ ის სამუშაო, მაში იგი ნადს იძახებდა. სამაგიეროდ სხვებსაც ეხმარებოდა. არავინ არ წუწუნებდა და ხელისუფლებაც იძულებული იყო მათთვის მოესმინა. სამწუხაროდ ეს ყველაფერი კომუნისტებმა დაავიწყებინა ხალხს. გადავიდეთ ახლა ქალაქში: (საყოველთაოდ გავრცელებული ცდომილება: უმარვლესობის აზრით, ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობებია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად). სინამდვილეში ეს ასე არ არის უფულოდ ქალაქში ნახევრად მშიერი არსებობა გაქვს მხოლოდ გარანტირებული. არადა არც ცოტა ფული შველის საქმეს. ქალაქელი უფრო მეტადაა დამოკიდებული ხელისუფლებაზე, ვიდრე გლეხი. გაცილებით მეტი პრობლემების წინაშე ვდგებით. გამოსავალი აქაც არის… მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. საქართველო არ არის რესურსებით ძალიან მდიდარი ქვეყანა. განსაკუთრებით კი ისეთისა, როგორიც ნავთობი და გაზია. არც მრავალი სხვა სასარგებლო წიაღისეულით ვართ განებივრებული. ამიტომ აქცენტი მაღალ ტექნოლოგიებზე უნდა გაკეთდეს. ერთადერთი მაღალტექნოლოგიური მიღწევა, რაც საქართველოში მოხდა იყო პირველი და უკანასკნელი ქართული ხელოვნური თანამგზავრის კოსმოსში გაშვება გასული საუკუნის 90–იანი წლების შუახანებში. მას მერე საქართველოს ტექნოლოგიური გარღვევა არც ერთ სფეროში არ მოუხდენია. იქნებ ვინმემ შემომედავოს: “დიდგორი” და “ლაზიკა”, მოდერნიზებული სუ–25–ები, საქართველოში აწყობილი კომპიუტერები და ა.შ. ეს არ არის ტექნოლოგიური გარღვევა. ამ შემთვევაში სამაგალითოა იაპონია და სამხრეთ კორეა. ეს ის ქვეყნებია რომლებმაც პრაქტიკულად ნულიდან დაიწყეს და დღეს ეკონომიკურ ლიდერებს შორის არიან. გაგრძელება იქნება
  16. მგელს, რომ მგელი უძახო, ამით იგი არ გახდება ძაღლი, თუნდაც ატვეჩაი ევროსაბჭო გახდეს ))
  17. ეს ჩვენი ტექნოკრატული ცივილიზაციის ბრალია. სად მოხდა ასეთი ჩავარდნები? რა თქმაუნდა იმ ქვეყნებში სადაც ხშირად აგებენ ცათამბჯენებს. მიზეზი მარტივია გრუნტის წ####ბს უკეტავენ სადინარს. წყალი კი ახალ გასასვლელს პოულობს და წლების განმავლობაში თხრის გრუნტს შედეგი კი სახეზეა
  18. ხომ არ აჯობებს, რომ მსგავსი სტატიები რუსულადაც ვთარგმნოთ და რუსულ ბლოგებში ჩავუშვათ?
  19. დიდი ხანი არა არის მას შემდეგ გასული, რაც საქართველოს სუზერენმა თანხმობა განაცხადა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. ვენი სუზერენიტები მთელი ხმით გაჰკიოდნენ იმ სიქველეებზე რასაც სინდისთან ასეთი გარიგება მოგვიტანდა. მას მერე გავიდა ექვს თვეზე მეტი და უკვე შეიძლება შეჯამება თუ რა გაკეთდა: გენადი ონიშჩენკომ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი მზადაა თავის ბაზარი გაუხსნას მინერალურ წ####ბსა და ქართულ ღვინოებს, თუ ქართული მხარე გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს. საქართველოში წარმოებულ სხვა პროდუქციაზე კი საუბარი არც კი ყოფილა. მავანნი და მავანნნი ამ განცხადებას ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში დათბობად განიხილავენ და მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ, ჩრდილოელი მეზობლის გინებაში არიან, ჩუმად მასთან დაახლოების გზებს ეძებენ, რადგანაც ძალიან დიდი წილები აქვთ ამ ბიზნესში. სოფლის მეურნეობის სხვა დარგების შესახებ არაფერს არავინ არ ლაპარაკობს, რადგან მათგან ამონაგები ძალიან მწირია. თანაც იდეალურ ვარიანტში რუსეთი, მიუხედავადთავისი ბაზრის სიდიდისა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოლოდ მცირე ნაწილს თუ მოიხმარს, უკეთეს შემთხვევაში 5%–ს. ხოლო დანარჩენ 75%–ს ქართული მოსახლეობისახლეობისათვის ხელოვნური ეიფორიის შექმნას მოახმარს. რაც მისცემს შესაძლებლობას საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ფაქტორით ისპეკულაციოს. შეიძლება ვინმემ შემომედავოს: საქართველომ ხომ გამონახა თხილის გასაღების ბაზრებიო! ასევე გამონახავს სხვა პროდუქციის გასაღების ბაზარსო! დავეთანხმები ოპონენტს ერთი გარემოება რომ არა: რეგიონში თხილის მთავარ მწარმოებლად თურქეთი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ იქ მოყვანილი თხილი ბევრი პარამეტრით ჩამორჩება ანალოგიურ ქართულ პროდუქციას. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თურქეთი არგენტინიდან და პერუდან აწარმოებს თხილის იმპოტრს ძალიან დაბალ ფასებში, ხოლო შემდეგ როგორც საკუთარს ისე ასღებს ევროპის ბაზარზე იმ ფასად, რა ფასადაც უჯდება ქართველ გლეხს ერთი კგ თხილის მოწევა. აღარაფერს ვამბობ სხვა პროდუქტებზე. მხოლოდ რუსეთის ბაზრის გახსნა გამოსავალი არ არის. ჩვენ სხვა ბაზრებიც უნდა გამოვნახოთ!
  20. რუსეთთან სალაპარაკოდ პრაქტიკულად ყველა კოზირი დავკარგეთ, ახლა მხოლოდ ერთი გვრჩება: პირადი კონტაქტებით უნდა ვიმოქმედოთ!!!
  21. რა თქმა უნდა მართალი ხართ, მაგრამ ეს პრობლემა მარტო კერძო სექტორის გამო არ შექმნილა... ამაზე რომ ვილაპარაკო ძალიან დიდი დრო წავა. ისე დროდადრო გამოვაქვეყნებ მასალებს ამის შესახებ
  22. ოცნება კია ოცნება, მაგრამ ამ ოცნებას მოჰყვა ის, რომ 1918 წლის ომის შემდეგ მაგ ოცნების გამო დავკარგეთ ლორე და სამშვილდე. ფაქტიურად ამ ოცნებებმა დაგვაკარგვინა აფხაზეთიც.
  23. ზუტად რვა წელი გავიდა იმ დღის შემდეგ, რაც აჭარაში რევოლუციური გზით რეგიონალური დიქტატორს ძალაუფლება ჩამოართვეს და რეგიონი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაექვემდებარა. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ბათუმსა და მთლიანად აჭარაში. ბათუმი გაფართოვდა, მთელ ქალაქში მიმდინარეობს აღმშენებლობითი სამუშაოები. თანდათანობით ქალაქი მძლავრ ტურისტულ ცენტრად ყალიბდება. ყოველივე ამით ბათუმი, ახალ მთვარეს ემსგავსება, რომლის 10–15% განათებული მხარე იმდენად იზიდავს მზერას, რომ სიბნელე უკუნად იქცევა და ვერაფერს ვერ ხედავს ადამიანი. არადა პრობლემები ბათუმში იმდენად ბევრია, რომ თუ დროზე ვერ გამოინახა მათი გადაჭრის გზები, სავსებით შესაძლებელია არსებული უკმაყოფილება ერთ დიდ სოციალურ რევოლუციად გადაიზარდოს… დავიწყოთ იქედან, რომ პოლიტიკურად ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეიცვალა: ერთი სუზერენი მეორემ შეცვალა. ფაქტიურად ყველაფერი რაც ბათუმში კეთდება კვლავ ერთი ადამიანის გემოვნებაზეა მორგებული. აჭარა და ბათუმი ისევე როგორც აბაშიძის პერიოდში ახლაც რჩება მმართველი პარტიის საარჩევნო “ვოტჩინად”. არჩევნებისას ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებენ, მართალია მცირე ვარიაციებით, როგორც აღორძინება. აშენდა მხოლოდ რამდენიმე ოჯახზე გათვლილი სოციალური სახლები, მაგრამ სოციალურად დაუცველთა ძალიან დიდი რაოდენობა იძულებულია ელემენტარული პირობების გარეშე იცხოვროს. ამ რამდენიმე თვის წინ ენთუზიასტების ჯგუფმა ბათუმში რამდენიმე პატარა სოციალური გამოკითხვა ჩაატარა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. სოციალურ საკითხებზე მიძღვნილ გამოკითხვაში, კითხვაზე შეიცვალა თუ არა უკანასკნელი წლების განმავლობაში თქვენი და თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისაკენ? რესპოდენტთა 52,7%–მა უპასუხა – არა (ამათგან 22 %–მა განაცხადა, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფო დამძიმდა). მხოლოდ 22,3%–მა განაცხადა რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა (ამათგან 57%–მა განაცხადა რომ გაუმჯობესდა მხოლოდ უმნიშვნელოდ). რესპოდენტთა 13 %–მა აშკარად თავი შეიკავა კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემისაგან, ხოლო 12%–ს გაუჭირდა მასზე პასუხის გაცემა. მართალია, დროისა და სახსრების უქონლობის გამო მხოლოდ გამოიკითხა 150 რესპოდენტი, მაგრამ ციფრები მაინც დამაფიქრებელია. რვა წელიწადი საკმარიასია იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილი ცოტათი წელში გამართულიყო. ამ გამოკითხვიდან გამოიკვეთა ის, რომ გამოკითხულთა დიდი რაონობა დაახლოებით 63% დადებითად აფასებს ქალაქის მერიის სოციალურ და ჯანდაცვით პროგრამებს. მაგრამ აქაც უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ხვდება ამ პროგრამების ბენეფიციარი. თანაც ჯანდაცვის ზოგიერთი პროგრამა გათვლილია ისეთ დაავადებებზე, რომელთა ბენეფიციარები არათუ ბათუმში, არამედ მთელ აჭარაში თითო–ოროლა თუ მოიპოვება. დავუბრუნდეთ ისევ ქალაქის აღმშენებლობით პროცესს: მართალია ბათუმი ლამაზდება მაგრამ რა ფასად? საკითხავი აი ეს არის! დასრულებულ მრავალბინიანი სახლები წლობით დგანან და მაცხოვრებლების შესახლებას ელოდებიან. ბათუმელი რამდენიმე მიზეზს მოიყვანს იმისა, თუ რატომ არ შედის ამ ახლადაშენებულ ბინებში. პირველი – ეს არის ბინების ფასი, ერთი კვადრატული მეტრი ახლადაშენებულ სახლში 450–დან 1500$–ის ფარგლებში მერყეობს. გააჩნია უბანს სადაც ეს სახლია აშენებული. მეორე – ბათუმელების უმრავლობა არ იღებს იპოთეკურ სესხებს იმის გამო, რომ არ არიან დარწმუნებულნი ხვალინდელ დღეში. მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს: ბათუმის პორტში, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე წელია ყაზახური კომპანიას გადაეცა მმართველობაში, რამდენჯერმე მოხდა შემცირება და ეს შემცირება ძირითადად მუშა პერსონალს შეეხო. და ასეთი მაგალითები მრავლად მოიპოვება. რაც შეეხება ბათუმში ჩადებულ ინვესტიციებსა და ინვესტორებს: ინვესტორთა ძირითად მასას ჩვენი მეზობელი თურქები შეადგენენ. ამასთან საკმაოდ დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობენ. თურქულ კომპანიებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები პრაქტიკულად კაბალურ ვითარებაში მუშაობენ. ჯერ ერთი სამსახურიდან დათხოვნა ყოველ მათგანზე დამოკლეს მახვილივითაა ჩამოკიდებული. მეორე ანაზღაურება იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე იმავე პოზიციაზე მომუშავე თურქი მოქალაქისათვის. ამას გარდა, ქართული სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სადღესასწაულო დღეები, რომლებიც უქმე დღეებადაა გამოცხადებული, ამ კომპანიებში ფაქტიურად არ მოქმედებს. ბათუმელების აზრით, ამ ყველაფრის ატანა გაცილებით ადვილი იქნებოდა, რომ არა ამ “ინვესტორების” ადგილობრივი მოსახლეობისადმი ადგებული დამოკიდებულება. მოვიყვან ერთ მაგალითს: ბათუმის ერთ–ერთ ცენტრალურ ქუჩაზე თურქმა ინვესტორმა შეისყოდა საკმაოდ დიდი ფართობი და ხსნის სასადილოს. რამდენიმე დღის უკან მისი ბრძანებით, რამდენიმე მოსახლეს, რომლებსაც საკაბელო ტელევიზიის კაბელები ფასადის მხრიდან ჰქონდათ გამოყვანილი, მათდა დაუკითხავად ინვესტორის ბრძანებით ეს კაბელები გადაუჭრეს. დღემდე არავის არ შეუწუხებია თავი, რომ აღდგენილიყო საკაბელო მაუწყებლობა. თითქოს ეს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ნათქვამია “ზღვა წვეთით დაილიაო”. აპოლიტიკური და სტუმართმოყვარე ბათუმელი სავსებით შესაძლოა უახლოეს მომავალში ქსენოფობად იქცეს. პოლიტიკურად არც ისე სტაბილურია ბათუმი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჯერ ერთი აქ რამდენიმე პოლიტიკური მიმართულება უპირისპირდება ერთმანეთს: მართალია მოსახლეობაში ჯერჯერობით პროდასავლური შეხედულებები უფრო სჭარბობს, მაგრამ იზრდება თურქო და რუსოფილური განწყობილებებიც. ამას ხელს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტი მოქმედებს: თურქული, განსაკუთრებით საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქცია გაცილებით იაფი ღირს ვიდრე ანალოგიური ადგილობრივი წარმოების საქონელი. და საერთოდ, როგორც ჩანს ბათუმი, ყველაზე ძვირი ქალაქია საქართველოში და ეს კარგად ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად იგრძნობა. ყოველწლიურად ამ პერიოდისათვის საკვებ პროდუქტებზე ფასი მინიმუმ 20%–ით იმატებს. ეკონომისტები ამას ტურისტული სეზონის დაწყებას უკავშირებენ. მაგრამ სეზონის დასრულებისათვის ფასები მხოლოდ 10%–ით თუ იკლებს. ამაზე უკვე არავინ არაფერს არ ამბობს. ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდა ბათუმელებს, მაგრამ ერთი დღემდე პასუხგაუცემელია: რა ბედი ეწია საქართველოს საზღვაო სანაოსნოს 56 ხომალდს? არადა თითოეული მათგანს ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინაში საშუალოდ 70 მლნ. აშშ.დოლარი შემოჰქონდა თავის დროზე. ეს კი საერთო ჯამში 4 მლრდ. დოლარამდე შეადგენდა. ამას გარდა მეზღვაურებსაც დასაქმებასთან დაკავშირებით პრობლემები არ ექმნებოდათ. დღეს კი… დღევანდელი პერიოდი თავის დროზე როსტომ ხანის მმართველობას მაგონებს: ერთის მხრივ ამ ადამიანმა თითქოსდა ქართლი ეკონომიკურად გააძლირა. მაგრამ მეორეს მხრივ ირანის შაჰის ყურმოჭრილი მონა იყო და მისი პოლიტიკის აქტიური გამტარებელი. ისლამის სარწმუნოება მიღულმა ქართლის კათოლიკოსი მოაკვლევინა. ყველგან და ყველაფერში შეთქმულებას ხედავდა. დღევანდელობა ბევრით არ განსხვავდება იმ პერიოდისაგან. დღესაც სხვის დაკრულზე ვცეკვავთ და თანაც უნიჭოდ… როსტომ ხანი ქართულმა მიწამ არ მიიღო. იგი ირანშია დასაფლავებული... P.შ. ტურიზმი აგვაშენებსო გაიძახის ჩენი სუზერენი მაგრამ ბათუმსა და ქობულეთი დამსვენებლებლების რაოდენობა ძალიან მცირეა. იმისთვის რომ მიშას შეუქმნან იმის ილუზია, რომ ბათუმის პლაჟებზე დამვენებელთა ძალიან დიდი რაოდენობაა მოიფიქრენ პლაჟების ბრენდირება. გაშლილი ქოლგები ცარიელ შეზლონგებს კარგად ნიღბავს. ჩვენ ფრენოლოგს კი მეტი არც სჭირდება.
  24. ამ სტატიის კომენტირებაც თქვენთვის მომინდია Союз виноделов Армении намерен опротестовать недавнее решение Евросоюза по поводу регистрации бренда "Грузия - колыбель вина". Глава союза Аваг Арутюнян заявил газете "Новое время", что на данном этапе изучается юридическая сторона вопроса - каким образом, кто именно (юридическое или физическое лицо) и в каком порядке вправе подать апелляцию. По мнению собеседника, "факт, закрепленный брендом, мягко говоря, не соответствует действительности - на статус "колыбели виноделия" в равной степени могут претендовать все страны региона. А Армения - в первую очередь". Напомним, недавно "Грузпатент" зарегистрировал вышеуказанный бренд, мотивировав правомочность действия данными местных археологов - как пишет "Взгляд", согласно грузинским специалистам, обнаруженные в стране давильни и сосуды для вина относятся к III-II тысячелетиям до нашей эры. А 12 веков назад в Грузии была учреждена Икалтойская академия, где обучались также и виноделию. Как пишет "Новое время", "армянские археологи не противятся: не исключено, что и в Грузии есть факты, доказывающие древность местного виноделия. Но на данный момент мир признал, что древнейшим является винодельческий комплекс в Арени, обнаруженный при раскопках "Арени-1" в позапрошлом году. Как говорит руководитель археологических раскопок в Арени Борис Гаспарян, это научно-опубликованный факт, и опровержений на предмет того, что эта винодельня конца V - начала IV тысячелетия до н.э. по сей день никто не выдвигал". В свою очередь директор академического Института археологии и этнографии Павел Аветисян считает, что на статус "колыбели" в равной степени могут претендовать как Грузия, так и Армения, Иран и даже часть Азербайджана, поскольку везде в свое время были обнаружены соответствующие археологические материалы. Согласно же "Бизнес Грузия", ведомством гармонизации внутреннего рынка ЕС уже выдан соответствующий защитный документ, присваивающий Грузии право запретить компаниям любых других стран использовать комбинацию "колыбель вина" без соответствующего разрешения. Прежде всего запрет коснется экспорта, направляемого в страны Евросоюза. Правда, Армения ввозит вина лишь в Германию, Францию, Бельгию. В общей же сложности в ЕС утекает около 20% всех экспортных винных потоков. Стоит ли при такой мизерности объемов поднимать бурю в стакане вина? Эксперт парирует: "Дело не в потенциальных убытках, а в принципе!" (Analitika.at.ua). Комментируя этот вопрос, глава Центра политических инноваций и технологий Мубариз Ахмедоглу отметил, что армяне традиционно пытаются присвоить себе все достижения и блага региона. "Армения пытается снять с себя метку страны-вора, ведь все страны региона так или иначе заявляют, что армяне украли у них что-либо. В Ереване сейчас пытаются создать впечатление, что такого быть не может, мол, это у армян воруют. Но элементарно: фамилии у них персидские, тюркские или же европейские. Они присвоили нашу кухню. Теперь же решили, что колыбель виноделия - именно Армения. Но армяне - народ пришлый, они не жили испокон веков на Кавказе. Они перекочевали на нынешние территории из персидских земель и Османской империи. Кроме того, как они могут доказать, что виноделие было создано у них? В этом вопросе, конечно же, грузины полностью правы". "Вообще армяне предъявляют грузинам претензии не только касательно каких-либо товаров, есть территориальные и религиозные споры. Армяне, например, считают некоторые церкви Грузии армянскими. Интересно, что многие церкви на территории самой Армении уничтожаются, не реставрируются. И при этом армяне по всему миру поднимают шум по поводу грузинских церквей. Реальная же ситуация такова, что грузины вправе предъявлять территориальные претензии Армении. Всем известно, что Лорийская область - древняя территория Грузии, но в советское время, как и Зангезур, была передана армянам", - заключил эксперт.
  25. გულსატკენია ის, რომ ყველაფერს რასაც აკეთებ, გიყვარს და მისთვის თავს არ იშურებ, ქართულია და გგონია, რომ ეს უდავო ფაქტია, აღმოჩნდება, რომ ამაშიც მოწილეები გვყოლია... არ ვარ ნაცი, მაგრამ როდესაც შენი მეზობლები შურით აღგზნებულები საკუთარ და რუსულ მედია საშუალებებშ ავრცელებენ სრულიად საწინააღმდეგოს, ნებსით თუ უნებლიედ გახდები ნაცი. ჩვენი მეზობელი სომხები აპროტესტებენ ბრენდს "საქართველო–ღვინის აკვანი" და თვლიან, რომ ''ღვინის აკვანი" სასომხეთია... ჩამოვთვალოთ თუ რაში გვედავებიან ეს ''ხარისჭიები" ა) ქართული დამწერლობა: მეფე ფარნავაზმა კი არ შექნა, არამედ მათმა მესროპ მაცტოციმ... ბ) შოთა რუსთაველი სონეხი იყოო... გ) ''დიდი არმენია" რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა და მოსახლეობის უმრავლესობას ქართველური ტომები და ბერძნები წარმოადგენდნენ ხოლო თვად სომხები კი უმცირესობაში იყვნენ. დ) აფხაზეთის ომის დროს ხშირ შემთხვევაში ''ბაგრამიანის დივიზიის" ბოევიკები იჩენდნენ დიდ მხეცობას ქართველების წინააღმდეგ... ე) 2008 წლის აგვისტოს ომი: ეს ფაქტი არ გახმაურებულება, მაგრამ სომხური სპეცნაზი საქართველოს ტერიტორიაზე იყო დამალული, რომ რუსების წინსვილს შემთხვევაში სამცხე ჯავახეთი ჩამოეშორებინა საქართველოსათვის.ვ) 1918 წელი: ომის შედეგად სომხედმა ლორე და სამშვილდე მიითვისა... ახლა კი ღვინოსაც გვედავებიან.
×
×
  • შექმენი...