Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    80.721

რუსული ბაზარი – პანაცეა თუ...


atrava

1.447 views

დიდი ხანი არა არის მას შემდეგ გასული, რაც საქართველოს სუზერენმა თანხმობა განაცხადა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. ვენი სუზერენიტები მთელი ხმით გაჰკიოდნენ იმ სიქველეებზე რასაც სინდისთან ასეთი გარიგება მოგვიტანდა. მას მერე გავიდა ექვს თვეზე მეტი და უკვე შეიძლება შეჯამება თუ რა გაკეთდა: გენადი ონიშჩენკომ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი მზადაა თავის ბაზარი გაუხსნას მინერალურ წ####ბსა და ქართულ ღვინოებს, თუ ქართული მხარე გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს. საქართველოში წარმოებულ სხვა პროდუქციაზე კი საუბარი არც კი ყოფილა. მავანნი და მავანნნი ამ განცხადებას ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში დათბობად განიხილავენ და მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ, ჩრდილოელი მეზობლის გინებაში არიან, ჩუმად მასთან დაახლოების გზებს ეძებენ, რადგანაც ძალიან დიდი წილები აქვთ ამ ბიზნესში. სოფლის მეურნეობის სხვა დარგების შესახებ არაფერს არავინ არ ლაპარაკობს, რადგან მათგან ამონაგები ძალიან მწირია. თანაც იდეალურ ვარიანტში რუსეთი, მიუხედავადთავისი ბაზრის სიდიდისა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოლოდ მცირე ნაწილს თუ მოიხმარს, უკეთეს შემთხვევაში 5%–ს. ხოლო დანარჩენ 75%–ს ქართული მოსახლეობისახლეობისათვის ხელოვნური ეიფორიის შექმნას მოახმარს. რაც მისცემს შესაძლებლობას საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ფაქტორით ისპეკულაციოს.

შეიძლება ვინმემ შემომედავოს: საქართველომ ხომ გამონახა თხილის გასაღების ბაზრებიო! ასევე გამონახავს სხვა პროდუქციის გასაღების ბაზარსო! დავეთანხმები ოპონენტს ერთი გარემოება რომ არა:

რეგიონში თხილის მთავარ მწარმოებლად თურქეთი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ იქ მოყვანილი თხილი ბევრი პარამეტრით ჩამორჩება ანალოგიურ ქართულ პროდუქციას. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თურქეთი არგენტინიდან და პერუდან აწარმოებს თხილის იმპოტრს ძალიან დაბალ ფასებში, ხოლო შემდეგ როგორც საკუთარს ისე ასღებს ევროპის ბაზარზე იმ ფასად, რა ფასადაც უჯდება ქართველ გლეხს ერთი კგ თხილის მოწევა. აღარაფერს ვამბობ სხვა პროდუქტებზე.

მხოლოდ რუსეთის ბაზრის გახსნა გამოსავალი არ არის. ჩვენ სხვა ბაზრებიც უნდა გამოვნახოთ!

2 Comments


Recommended Comments

რუსეთის ბაზარის გარეშე უფრო უკეთესად ვიცხოვრებთ, მთავარია მოხდება გაუცხოება და კულტურულ-სავაჭრო დაშორება ბაზრების გადაწყობა, კიდევ 5 წელი და რუსეთი ავსტრალია გახდება საქართველოსათვის.(მასზე ყველას გაუგია მაგრამ არავინ ჩქარობს იქ წასასვლელად).
ლინკი
×
×
  • შექმენი...