Jump to content
Planeta.Ge

atrava

პლანეტელი
  • პოსტები

    50
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი atrava

  1. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია: მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ და რაც ყველაზე სამწუხაროა ამასი დამნაშავე თავად "ცივილიზებული" ევროპაა. გასული საუკუნის შუახანებში მათ მიერ დეკლარირებულმა და დაკანონებულმა, ხელოვნურად შექმნილმა "ადამიანის უფლებებმა" დღეს მიგვიყვანეს იქამდე, რომ ებრძვიან არა რომელიმე სახელმწიფოს, არ რომელიმე კონკრეტულად აღებულ იდეოლოგიას, არამედ თავად ქრისტიანობას მთელ ქრისტიანულ სამყაროს. თავის დროზე დე გოლმა საფრანგეთში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ნება დართო ალჟირიდან ემიგრანტებს დასახლებულიყვნენ საფრანგეთში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის მთავრობამ მიიწვია თურქეთიდან მუშები და ა.შ. ეს ყველაფერი ჯაჭვურად ისე გადაება ერთმანეთს, რომ დემოგრაფიული ვითარება კარდინალურად შეიცვალა ქრისტიანულ ევროპაში. სადაც მოსახლეობის 20%–ზე მეტს უკვე ისლამური კონფესიის წარმომადგენლები წარმოადგენენ. არის ასეთი ქართული ანდაზა: სადაცა ხარ იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიხუროო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ისლამური კონფესიის წარმომადგენლებს არ ეხებათ. ჯერ ერთი ისინი არ ცდილობენ, ყოველ შემთხვევაში ემიგრაციის ახალი ტალღა, სახელმწიფო ენის შესწავლას და საზოგადოებაში ინტეგრირებას. ხოლო დახმარებების მიღება ამ სახელმწიფოდან უნდათ. სახელმწიფო მათ უფლებებს უფრო იცავს ვიდრე საკუთარი მოსახლეობისა. და ყველაფერ ამას ტოლერანტობით ხსნიან. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ ემიგრანტების მიმართ მიყვანა საფრანგეთი ნიკოლა სარკოზის შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნისას პარიზის არაბული მოსახლეობის ბუნტამდე. ახალგაზრდა დამნაშაბის მკვლელობა პოლიციის მიერ მხოლოდ საბაბი იყო. დღეს კი მხოლოდ ძალიან გაბედულები თუ გაივლიან მსოფლიო მოდის დედაქალაქში ძვირფასეულობებით. ევროპა ვერ უმკლავდება ისლამურ ექსპანსიას. ამასთან იმდენად გაირყვნა ევროპელი ობივატელის აზროვნება, რომ ის რაც კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე უდიდეს სირცხვილად და მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა, დღეს იმას ღირსებად თვლის და საკუთარ მოვალეობად მიაჩნია იმის ექპორტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. არადა ტოლერანტობის ასეთი გაგება დამღუპველია მთელი ცივილიზაციისათვის. ევროპამ ისლამურ ექსპანსიას, საკუთარი ხელით, ლანგარზე დადებული, მიართვა კიდევ ერთი პლაცდარმი კოსოვოს სახით. იქედან ინფორმაცია ფაქტიუარ ჩვენამდე ვერ აღწევს, ამიტომ თუ რა ხდება იქ ძნელი გასარკვევია. სამაგიეროდ საერთასორისო ექსტრემისტულ ორგანიზაციებს მისცა საშუალება არაბული გაზაფხულის ქვეყნებში ძალაუფლება საკუთარ ხელში აეღო. შედეგად ისევ ტაჰრირის მოედანი მივიღეთმაგრამ ამ უკანასკნელისას ახლა უკვე მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქრისტიანული კონფესიების დევნა ეგვიპტეში ექსტრემისტების მხრიდან და მას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია გარდა ევროპელი ლიდერების შეშფოთებისა. ამ ვითარებაში გასაკვირი არ არის ევროპის ქვეყნებში ნაციონალისტური ნიშნით რადიკალური პარტიებისა თუ მოძრაობების ჩამოყალიბებისა. რადგან სახელმწიფო ავტოხტონ მოსახლეობას ფაქტიურად სარჩოს აცლის პირიდან, და "გუგულის ბარტყებს" ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ მოქალაქეები იძულებუნი ხდებიან ხელმისაწვდომი საშუალებებით წინ აღუდგეს უცხო ექსპანსიას. ამ ფონზე ისლამის ფარული ექსპანია საქართველოშიც ხორციელდება. გავიხსენოთ ბოლო რამდენიმე მოვლენა მეჩეთებთან დაკავშირებით. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ისლამის მიმდევრებმა ბათუმი საქართველოში ისლამურ დედაქალაქადაც კი მოიხსენიეს ერთ–ერთ ინტერვიუში. ასეთი რამ სწორედ ევროპულმა ე.წ. ტოლერანტობამ მოიტანა.
  2. გვინდა თუ არ გვინდა მაინც ისეთ "ხაფანგში" გავყავით თავი, რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს უკან ვერც მოვიხედავთ და ამიტომ იძულებულნი ვართ სულ წინ ვიყუროთ. წინ მძიმე თვე გველის. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი სხვებისაგაბ ძალიან მაღალი პასიურობით გამოირჩევა: საპრეზიდენტო კანდიდატები ფაქტიურად პასიურობენ. აბა რა უნდა დაერქვას მათ მოქმედებას ნება–ნება მოგზაურობას რეგიონიდან რეგიონებში თვეში ერთ ორჯერ და ამით ამოიწურა ყველაფერი, არც მასმედია არ უთმობს ამ თემას ძალიან დიდ დროსა და ადგილს. ვნებათა ღელვები ჯერ კიდევ წინაა. რადგანაც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ფაქტიურად ახალ გარემოში უნდა წარიმართოს და ამის გამო კითხვა: თუ ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? უნდა შეიცვალოს შემდეგით: რა შანსები აქვს პრეზიდენტობის კანდიდატებს? დამერწმუნეთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთავარი ბრძოლა ამასი ალბათ ყველა დამეთანხმებით პირველ ოთხეულს შორის: მარგველაშვილს, ბურჯანაძეს, ბაქრაძესა და ნათელაშვილს შორის გაიმართება. მინდოდა ამ ოთხეულში სალომე ზურაბიშვილიც დამესახელებინა, მაგრამ ჩვენი საარჩევნო ბიუროკრატიის ინერციული აზროვნების გამო იგი ჩამოაშორეს დოპინგმიღებული სპორტსმენივით, წინასაარჩევნო დისტანციას. არადა მისი შანსები მეორე ტურში გასვლისათვის ბაქრაძის შანსებს არ ჩამოუვარდებოდა. ყველაზე მაღალი შანსს პრეზიდენტად გახდომისა, რა თქმა უნდა მარგველაშვილი ინარჩუნებს რამდენიმე ფაქტორის გამო: 1) იგი ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებული კანდიდატურაა. 2) რადგან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა და ქვეყნის პრეზიდენტი კი ამ პარტიის გაკირქვებული ლიდერი, ამიტომ რჩება შანსი იმისა, რომ ნაცები ეცდებიან რევანშის აღებას ადმინისტრაციული თუ ფინანსური რესურსებით. "ოცნება" კი თავის მხრივ მაქსიმალურად შეეცდება საკუთარი ძალების სრულ მობილიზებას და საკუთარი ხმების დაცვას. 3) არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ასევე ამომრჩევლების დიდი რაოდენობის ინერციული აზროვნება. ვისაც ხელისუფლება (ამ შემთხვევაში პრემიერ–მინისტრი) დაასახელებს კანდიდატად, მას მისცემენ ხმას. ხელიშემშლელი ფაქტორი კი ისაა რომ ოცნება საკუთარ დანაპირებს ძალიან ნელი ტემპებით ასრულებს. დავით ბაქრაძე – ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი, თუ ერთადერთი არა, ყველაზე გაწონასწორებული ფიგურა. ნაცმოძის სხვა ბოსებისაგან განსხვავებით იგი არ იყო შემჩნეული არც ერთ სკანდალში, ეს იმ მონაცემებით რისი გაცნობაც ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია. არის ნაცმოძის რებრენდიგის ერთ ერთი ავტორი. მაგრამ ასეთი რებრენდინგი არ აღმოჩნდა წარმატებული. ვინაიდან ახალი სახეების გვერდით კვლავ არაპოპულარული ნაცმოძელები დგას. ეს კი – ბაქრაძეს სარეიტინგო ქულებსა და ამომრჩეველს უკარგავს. ამის გამო, ნაცმოძის ლიდერები იძულებუნი გახდებია მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ფინანსური თუ ადმინისტრაციული რესურსი. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ სააკაშვილია და დედაქალაქის მერად ჯერჯერობით უგულავა რჩება. ეს იმას ნისნავს რომ ნაცების ხელში საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსებია თავმოყრილი. არ იქნება გასაკვირი ის ფაქტი, რომ ბაქრაძის პრეზიდენტად არჩევისთანავე სააკაშვილი პრემიერად მოგვევლინოს ხოლო შემდეგ კი პრეზიდენტადაც. ე.ი. პუტინის სცენარი გათამაშდეს. ასეთ ვითარებაში სავსებით რეალურია, რომ მეორე ტურში ნინო ბურჯანაძის გასვლა. ჯერ ერთი იგი შედარებით აქტიურ კამპანიას ატარებს, მეორე მიუხედავად იმისა, რომ იგი ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდადტად პირველად ღებულობს მონაწილეობას. გარდა ამისა იგიკაცობრიობის მეორე ნახევრის წარმომადგენელია და ამიტომ ქართული პოლიტიკისათვის ქვეყნის სათავეში ქალის მოსვლა კარგად დავიწყებული წარსული იქნება და ამიტომ შესაძლოა სწორედ ამისტვის მისცეს ამომრჩეველმა მას ხმა. თუმცა თუ მოხდა ისე, რომ ბურჯანაძე გავიდა მეორე ტურში ტურს გარეთ დარჩენილმა კანდიდატებმა საკუთარი ხმები გადასცენ მას. რჩება შალვა ნათელაშვილი. ისტორიულად დასტურდება, რომ ლეიბორისტულ პარტიას საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც პარტიას სტაბილურ 5–6% ყოველ საპარლამენტო არჩევნებსი აძლევს. მაგრამ საკითხავი,ა საკმარისი იქნება თუ არა ამომრჩეველთა ეს რაოდენობა მეორე ტურში გადასასვლელად? ერთაზროვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. პარლამენტში უმრავლესობასი "ოცნების" მოსვლამ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, განსაკუთრებით დემოკრატიის კუთხით. სწორედ ამიტომ იქნება მომავალი არჩევნები საინტერესო!
  3. არასოდეს გამჩენია სურვილი წაქცეულის ჩაწიხლვისა. თუმცა მქონია ასეთი სარედაქციო დავალებები ნაცმოძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ერთ ადგილზე დიდხანს არ მაჩერებდნენ. ვმუშაობდი 5 გაზეთში, აქედან 4-ში მთავარ რედაქტორად. ვინც ამ გაზეთებს იცნობს, ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს ღირსება იყო შელახული ამ გამოცემებში. მართლაც რომ იყვნენ დამნაშავეები, ისინიც კი. დღეს კი, ამ გაგებით, ვითარება კარდინალურადაა შეცვლილი. ნაცმოძრაობა წაიქცა, მაგრამ ახლა უკვე გამიჩნდა სურვილი მისი ჩაწიხლვისა, ყოველგვარი სიბრალულის გარეშე! უღირსი საქციელია? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ბავშვობიდანვე მზრდიდნენ ერთი მთავარი გაგებით: თუ ადამიანს ღირსება არა აქვს იგი არ არის ადამიანი. მისი შედარება ცხოველთან, ამ უკანასკნელის შეურაცხყოფაა. ალბათ ამიტომაა, რომ დღეს ამ აზრზე ვარ. თუ რამე არასწორი დავწერე, უმორჩილესად გთხოვთ მომიტევოთ!
  4. საარჩევნო ვნებათაღელვა ნელ–ნელა ცხრება. სულ რამდენიმე დღეში ცესკო გამოაცხადებს საბოლოო შედეგებს. მმართველი რეჟიმი მართალია ნელა, მაგრამ შეუქცევადად, უშვებს ხელიდან განუზომელი ძალაუფლების ბერკეტებს. ხალხის ნებასა და რეჟიმს შორის ბრძოლამ ახალ სტადიასა და სიბრტყეებში გადაინაცვლა. იმის გამო, რომ სანამ ახლადარჩეული პარლამენტი მიიღებს ოფიციალურ უფლებამოსილებას, მანამდე, როგორც ჩანს არსებული რეჟიმი ცდილობს ისრგებლოს არსებული “განუკითხაობის” მომენტით და ცდილობს დარჩენილ დღეებში მეტი სარგებელი მიიღოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად. ამის მაგალითი ყოველდღიურობაში ნათლად ჩანს: ჯერ ერთი პურსა და პურპროდუქტებზე ფასი დაახლოებით 11%–ით მოიმატა. ეს იმ დროს, როდესაც შეიმჩნევა საწვავზე ფასების გაიაფების ტენდენცია. მართალია არ გაუძვირებიათ ელექტროენერგია და გაზი, მაგრამ გახშირდა შემთხვევები რამდენიმე საათობით გარკვეული რაიონების ელექტროქსელებიდან გათიშვისა. არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. მიზეზად დასახელდა ის, რომ თითქოს გზის მშენებლობისას ბულდოზერმა ძალოვანი კაბელი დააზიანა. ინფორმაციის დასაზუსტებლად ცხელ ხაზზე დარეკვას არანაირი შედეგი არ მოჰყვა, უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ ზარს არავინ პასუხობდა. ბათუმის ზოგიერთ მაღაზიაში ვერ მიიღეს ე.წ. ხელვაჩაურის პური იმის გამო, რომ ამ რაიონში მთელი ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას ადგილობრივი თვითმმართველობები თავისებურად შეხვდნენ: მაგალითად ბათუმში დაიწყეს სადარბაზოებში განათების დაყენება. ეს ერთის მხრივ მისასალმებელი ფაქტია, რამდენიმე მაგრამ რომ არა: პირველი ხშირ შემთხვევაში სართულებზე განათების პლაფონები არ მუშაობენ. მეორე კი ის არის, რომ სავსებით შესაძლებელია ეს პლაფონები მრავალსართულიანი კორპუსების ბინადართა ყოფითი დაპირისპირების მიზეზი გახდეს, იმიტომ რომ ისინი ლიფტების მრიცხველს მიაბეს. იმ კორპუსებში სადაც ლიფტით სარგებლობა ფასიანია ელექტროენერგიის გადახდაზე პრობლემა არ არსებობს. მაგრამ იქ სადაც უფასო ლიფტია აქ კი პრობლემები შეიქმნება, რადგან, როგორც ცნობილია ლიფტების უმრავლესობა მოქმედებს მხოლოდ მე–2 ან მე–3 სართულს შემდეგ. ამის გამო ამ ორსი სართულის მაცხოვრებლები არ იხდიდნენ ლიფტის მიერ გახარჯულ ელექტროენერგიის გადასახადს. ისმის კითხვა მიიღებენ თუ არა ეს ოჯახები, ამ ელექტროენერგიის დანახარჯის ანაზღაურებაში მონაწილეობას? და მეორეც – რამდენიმე სართულზე თითქმის ყველა სადარბაზოში ახლადაყენებული პლაფონები არ მოქმედებს. აქ კიდევ შეიძლება ერთი კითხის დასმაც: არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბათუმში მოქმედი ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მრავალსართულიან კორუსის ამხანაგობებმა უკვე შეკრიბა და ჩარიცხა ის თანხები, რაც პროგრამით მოსახლეობას უნდა გადაეხადა. ლიფტების კაპიტალური რემონტი სექტემბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაწყებულიყო, მიუხედავად ამისა მოსახლეობა კვლავ ავარიული ლიფტებით სარგებლობს. მართალია, ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო საპარლამენტო არჩევნები, და მათი ძირითადი სლოგანი ჰაერში დარჩა გამოკიდებული… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩამოცილებულნი არიან მმართველობას. მათ ხელში ჯერ კიდევ რჩება მართვის კოლოსალური აპარატი – ადგილობრივი თვითმმართველობები, ამიტომ უნდა მოეთხოვოს ნაცმოძრაობას აღებული ვალდებულებების 100%–იანი შესრულება. ან მოვითხოვოთ თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობები ფართომასშტაბიანი საბოტაჟის ცენტრები გახდეს.
  5. ორი დღე საკმარისია იმისათვის, რომ ემოციები ოდნავ დაცხრეს და მოვლენებს საღი თვალით შევხედოთ და გავაანალიზოთ. თანაც, ამ ორ დღეში მრავალი ისეთი ინფორმაცია ჟღერდება, რომ ძლიერი ემოციური ფონი, რომ არა ქართული საზოგადოება შესაძლოა ემოციურ კოლაფსში აღმოჩენილიყო. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მოვლენების შემდგომი განვითარების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, თავისი უსასრულო ვარიაციებით, შეიძლება წარმოვიდგინოთ. ვარიანტი პირველი განხეთქილება მმართველ გუნდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პატიმართა წამების გარშემო გაკეთებული განცხადება, რომელიც ფაქტიურად გაკეთდა მანამ, სანამ სიუჟეტები ტელევიზიებით გადაიცემებოდა, იმის მიმანიშნებელი იყო, რომ მმართველ გუნდში საქმე მთლად ისე ვერ იყო დალაგებული, როგორც ამას მთელი ამ წლების განმავლობაში ჩაგვჩიჩინებდნენ. მოგვიანებით, ამ საქმის გარშემო პრემიერ–მინისტრის გვარის გაჟღერებამ ერთ პატარა დასკვნამდე მიმიყვანა: მიმდინარეობს შიდაგუნდური ბრძოლა ზეგავლენისათვის. ამ კონტექსტში, როგორც ჩანს ერთმანეთს უპირისპირდებიან ე.წ. ახალაიების კლანი და პრემიერ–მინისტრი. რადგან სასჯელაღსრულებითი სისტემა იუსტიციის სამინისტროს გავლენის სფეროში შედის, ამიტომ სავარაუდოა, ეს აქტი ასევე იუსტიციის მინისტრის ახალაიების კლანისაგან ჩამოცილებას ემსახურებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში “გამარჯვებული” გამოვიდა ის, ვინაც პატიმართა წამებისა და გაუპატიურების შესახემ ვიდეო მასალა გადააგზავნა უცხოეთში. მიუხედავად ამისა, ერთი მაგრამ აქაც რჩება: ბაჩო ახალაიამ, ორდღიანი პორტუბერაციების მიუხედავად, არა თუ შეინარჩუნა თანამდებობა, არამედ კვლავ აღიდგინა კონტროლი პენიტენციალურ სისტემაზე. როგორც ამბობენ ეს დროებითი მოთი მოვლენაა, მაგრამ ვინ იცის… ვარიანტი მეორე არჩევნების გაუქმება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ ორი დღის განმავლობაში ემოციურმა დონემ საქართველოში პიკს მიაღწია. ეტყობა ხელისუფლებაში იყო ვარაუდი, ემოციურ ფონზე სავსებით შესაძლებელია, რომ მოსახლეობა არ დაკმაყოფილებულიყო მძლავრი საპროტესტო აქციებით… დაიწყებოდა არეულობა, ბუნტები… ხელისუფლება “იძულებული” გახდებოდა ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოეცხადებინა, განუსაზღვრელი ვადით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი აღარ იფუნქციონირებდა, პრეზიდენტი გახდებოდა “უპრაგონო” სუზერენი განუსაზღვრელი ვადით. ამ ვარაუდს ამყარებს სოზარ სუბარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაც. რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ახალაიამ თბილისში 20 კონსპირაციულ ბინაში მოაწყო იარაღისა და ტყვია–წამლის საწყობები. ამასთან თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ზოგიერთ რაიონში იქმნებოდა გაურკვეველი წარმომავლობის, ნახევრადგასამხედროებული ფორმირებები და ხდებოდა მათი წვრთვნები, ადვილი მისახვედრი ხდება თუ რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს ყველაფერი. მაგრამ ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო – უთქვამს ბრძენ ქართველს. ქართული საზოგადოება ამ გამოცდა წარმატებით აბარებს: ხელისუფლებას არ აძლევს საფუძველს საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე ფიქრისაც. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დუშეთში გამოსვლისას მოცემული რჩევა: შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ პროვოკაციებს… თუმცა ოპოზიციის სახელით, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები მაინცაა მოსალოდნელი. ვერსია მესამე ნაკლებსავარაუდო: სისტემური კრახი ხელისუფლება სისტემურ ნაკლზე ალაპარაკდა. აღიარებს რა საკუთარ ნაკლოვანებებს მხოლოდ ერთ სექტორში, ამით მოსახლეობის ყურადღების გატანას ცდილობს სხვა პრობლემებიდან, რათა დაიტოვოს მოსაფიქრებლად დრო იმისათვის თუ როგორ იმოქმედოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რადგან მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა, ნაცმოძრაობის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი დღითი დღე უფრო მცირდება. ამასთან, აღარც ევროპა დაუჭერს “ქართული აბუგრეიბის” ავტორ პარტიას და მის ხელმძღვანელობას მხარს. ჩვენს ხელისუფალს უყვარს ლაპარაკი კომპიუტერიზაციაზე, მაღალ ტექნოლოგიებზე… ის კი რჩება მხედველობიდან, რომ თუ პროგრამაში სისტემური შეცდომა ან ნაკლია, სისტემა ჯერ ცუდად მუშაობს, ხოლო შემდეგ საერთოდ ითიშება. მოცემულ შემთხვევაში ხდება სისტემის ახლით შეცვლა. ჩვენს ქვეყანაში კი ვითარება ისე წარიმართა, რომ ახალი სისტემა ხელისუფლებაში ჯერ ვერ მოიფიქრეს და თანაც არ სურთ ძველთან განშორება. ამის დასტურია ის, რომ ბაჩო ახლაია ჯერ კიდევ ინარჩუნებს ყველა ასპექტში საკმაოდ მომგებიან თანამდებობას. “სისტემური კრახი” ნაკლებსავარაუდოდ მიმაჩნია რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი ხელისუფლება არ ცდილობს რაიმე მეტნაკლებად მისაღები გამოსავლის ძიებას. არ ცდილობს ამ სისტემის შეცვლას. აქცენტები გადატანილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ მობოდიშებასა და უშუალო მონაწილეების დასჯაზე… მითუმეტეს, თუ “სისტემური კრახზე” საუბრობს ამ სისტემის შემქმნელი, პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს იმის მაუწყებელია, რომ მისი ეს განცხადება უბრალოდ დეკლარაცია იქნება მომხდარისა. ბოლო ვერსია ესეც ნაკლებსავარაუდო: მონანიება ისტორიული მაგალითები გვასწავლის რომ არ არსებობს მონანიე ხელისუფალი: საფრანგეთში იაკობინური დიქტატურა ჯერ დირექტორიამ, ხოლო შემდეგ ნაპოლეონის მმართველობამ შეცვალა. ხოლო ნაპოლენი კი ისე მიიცვალა, რომ პირზე მხოლოდ ჟოზეფინას სახელი ეკერა. ფრანკომ ესპანეთი ისე გადაულოცა მონარქებს, რომ ერთხელაც არ გამოუთქვამს წუხილი იმ უბედურებების გამო, რაც მან დაატეხა თავს რესპუბლიკურ ესპანეთს. არც პინოჩეტს გამოუთქვამს წუხილი იმის გამო რაც მან გააკეთა ჩილეში. არც ყოფილი სსრკ–ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი გამოთქვამს წუხილს იმაზე, რაც მისი მმართველობის პერიოდში მოხდა რესპუბლიკებში. და ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ვენი ხელისუფალნი ამით ინანიებდნენ თავის დანაშაულებრივ ქმედებებს. P.S. თუ ვინმეს გაუჩნდა შენიშვნები ან წინადადებები დამიკავშირდით ფეისბუქით ან skype-თი atrava12.
  6. ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა კავშირი და და აღორძინება უნისონში აძაგებდა ნაციონალურ მოზრაობას, სამთავრობო ტელევიზიები, მხედველობაში მაქვს პირველი არხი და აჭარა ისევე აძაგებდნენ ახლად შემდგარ პოლიტიკურ ორგანიზაციას, როგირც დღეს 5 სამავრობო ტელევიზია: რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი, აჭარა, რეალ ტვ. სხვა სამთავრობო არხებს სამწუხაროდ ვერ ვიჭერ . ტექსტი ზუსტად იგივეა ხშირად უფრო აგრესიულიც, რასაც მაშინ მიშასა და მის პარტიაზე ლაპარაკობდნენ. წინასაარჩევნოდ ვითარებაც ზუსტად იგივეა. ოღონდ ინფორმაციის სანდო წყაროდ ინტერნეტი მე-9 არხი და ადგილობრივი ტელევიზიები რჩება. თუ რეგიონებად დავყოფთ საქართველოს, მაშინ რეალური ინფორმაციის მიღების შანსი ამომრჩეველს ძალიან მცირე აქვს. ისევ ჩვენს ცხვრებს დავუბრუნდეთ: დიდი ხანია მაწუხებს კითხვა: მაინცა და მაინც რატომ მიმდინარეობს ასეთი საინფორმაციო ომი ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის წინააღმდეგ? მაქვს ვერსია: 1. სახელისუფლო ძალამ დაკარგა შემოსავლის ძალიან დიდი ლეგალური წყარო. 2. კოალიცია ქართულ ოცნებაში გაერთიანდა ის ძალები, რომლებმაც მოახდინეს ვარდების რევოლუცია. (ისინი, რომ არა, ნაცმოძრაობა მარტო ვერ მოახერხებდა რევოლუციას, მაშინ ეს იქნებოდა სახელმწიფო გადატრიალება). 3. დაფარონ საკუთარი მანკიერი შეცდომები, რომელიც მათ მმართველობის 8 წლის განმავლობაში ჩაიდინეს. მძიმე საარჩევნო ვითარება ისე მოქმედებს ყველაზე და განსაკუთრებით ნაციონალებზე, რომ მათ ტერმინებიც კი ეშლებათ, ისინი საკუთარ მოსახლეობას თვლიან ოპონენტად. და ალბათ ამიტომაცაა, რომ მათ შეხვედრებზე მხოლოდ დიფირამბებია დაშვებული...
  7. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები ჩემი მეთოდის სისწორეში, რომელიც მდგომარეობს ისტორიული ანალოგიების მოძებნასა და დღევანდელ ქარტულ რეალობასთან მის მისადაგებაში. ამას წაინათ ერთ–ერთ საიტზე ვუყურებდი ადოლფ ჰიტლერის ერთ–ერთ მიტინგზე გამოსვლას. მიუხედავად დროსა და სივრცეში დიდი განსხვავებისა, მე ძალიან ბევრი მსგავსება დავინახე ადოლფსა და მიშას შორის: მსგავსება 1) ორივე იწყებს ნორმალური ტონით, შემდგომ ორივე ექსტაზში შედის და ორივეს გამოსვლა გადადის ისტერიულ ყვირილსა და მუქარაში. 2) ორივეს მიტინგზე ძირითადად ახალგაზრდები ჭარბობენ. 3) ორივეგან მხოლოდ რამდენიმე ფერი დომინირებს: გერმანიაში ყავისფერი და ხაკისფერი; ქართულ რეალობაში კი წითელი და თეთრი. ყვითელი მხოლოდ მიკროავტობუსები და ავტობუსებია, რომლებითაც ნაცმოძრაობის მხარდამჭერები გადაჰყავენ. 4) ერთიც ეწევა დემაგოგიას და მეორეც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჰიტლერი გერმანულ რასას ადიდებდა, ხოლო მიშა კი, როდესაც ლაპარაკობს "ჩვენ", უნდა იგულისხმო "მე", ანუ საკუთარი თავის განდიდებითაა დაკავებული! ჰიტლერის გეგმებში ბერლინის დანგრევა და მისი ხელახალი აშენება შედიოდა. რადგან არავინ დაანებებს მიხეილ სააკაშვილს თბილისის დანგრევას, ამიტომ მან გადაწყვიტა ფუტურისტული დიზაინის ახალი ქალაქის "ლაზიკას" აშენება. დღეს, იქ სადაც ჰიტლერი სრულიად გერმანიის საფეხბურთო სტადიონს აშენებდა, სადაც 400 ათასი მაყურებელი უნდა დატეულიყო, ხელოვნური ტბაა, რადგან მხოლოდ თანხები საძირკვლისათვის მიწის ამოღებას ეყო მხოლოდ... როგორი იქნება ლაზიკის მშენებლობა ეს ღმერთმა უწყის...
  8. საზოგადოებრივ აზრს ცივილიზებულ ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, და ამ ქვეყნების მმართველები მეტნაკლები ხარისხით უსმენენ მათ. მაგრამ რაოდენ ცივილიზებულად არ უნდა ვთვლიდეთ საკუთარ სახელმწიფოს, დღევანდელ ვითარებაში საზოგადოებრივ აზრის შესწავლა ფაქტიურად არავის, მითუმეტეს სახელმწიფოს მმართველობის ზედა ეშელონებში, აინტერესებს. ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მე–4 წევრმა აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეჭვქვეშ დააყენა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო გამოკითხვა. არადა ეს ინსტირუტი ხშირად ღებულობს სამთავრობო დაკვეთებს. თუ 8 წლის წინანდელ ისტორიას გავიხსენებთ, ნაციონალური მოძრაობა ასევე აყენებდა ეჭვქვეშ ამავე ინსტიტუტის ანალოგიურ გამოკითხვას. რატომ ატყდა ამხელა ხმაური ასეთი გამოკითხვის გარშემო? იმიტომ რომ იგი არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას, ერთი პატარა მიზეზის გამო: ყველა ანკეტაში საწყის გვერდზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს რესპოდენტის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და სხვა მონაცემები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავსებით შესაძლოა, რომ ზემოთხსენებული მონაცემები მოხვდეს “სადაც ჯერ არს”, ხოლო ამას რაც მოჰყვება კაციშვილმა არ იცის. ამიტომ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ასეთი სახის გამოკითხვა წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის აშკარად დაშინების ტოლფასია. ამას ის მათქმევინებს, რომ მე თავად ვაწარმოებდი გამოკითხვებს აჭარის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის პერიოდში. დიდხანს გვჭირდებოდა მე და ჩემს ჯგუფს, რესპოდენტის დარწმუნება იმაში, რომ გამოკითხვა ანონიმური იყო და მათი ასაკისა და სქესის გარდა სხვა პირადი მონაცემები არ გვჭირდებოდა. ასე რომ მინდა ვუთხრა ნაციონალების მე–4 ნომერს, რომ არა მარტო “ქართული ოცნება” აკრიტიკებს ბოლოდროინდელ გამოკითხვას არამედ ჩვენც უბრალო მოკვდავები. არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ საარჩევნო სიის რიგით მეოთხე ნომერი სანდომიანი სახის მაქსიმუმ 25–ოდე წლის გოგონაა. აქედან დასკვნა: მივექანებით იქეთკენ საიდანაც მოვედით… გავიხსენოთ 2004 წლის მინისტრთა კაბინეტი… როგორც ჩანს ძველმა სახეებმა პარლამენტში ისე “ეფექტურად” ვერ იმუშავეს, როგორც ეს ნაცმოძრაობას სჭირდებოდა. აქედან გამომდინარეობს მხოლოდ ერთი დასკვნა: ნაცმოძრაობის რიგებში სერიოზული ინტელექტუალური რესურსის დეფიციტია.
  9. რითი მჯობია მიხეილ სააკაშვილი? ცოტა რიტორიკულად კი ჟღერს ეს კითხვა, მაგრამ პასუხი მაქვს: ჯერ ერთი მე არა ვარ ბუნებით ლაჩარი და სხვების ზურგს თუნდაც საკუთარ დაცვას ამოფარებული არ ვლანძღავ ოპონენტებს. მეორე, მე არ მჭირდება, რომ მცველთა მთელი არმია უკან დამსდევდეს. არასოდეს გამოვკიდებივარ თანამდებობას და სამუშაო ადგილებს. სადაც საჭიროდ ვთვლიდი იქ დიპლომატიას ვიყენებდი, სადაც საჭირო იყო იქ ჯიქურ გამქონდა ჩემი. სააკაშვილი კი – იქ სადაც არაა საჭირო – ძალად ეტენება, სადაც აუცილებელია დიპლომატია – იქ დაუფიქრებლად იყენებს ძალას. მერე ფიქრობს ეს რა ჩავიდინეო. მე მაქვს ჩემს მიერ ჩადენილი გაუაზრებელი, ცუდი საქციელის განცდა… მას კი ეს არა აქვს. მართალია მან ინგლისური იცის, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან მინდა განვაცხადო: მესამე ჭიქის მერე ინგლისელსაც ესმის ჩემი და მეც მისი. ასე, რომ მე ტექნიკაში ცოტა ჩახედული ვარ. მიშა? – არ ვიცი. თუმცა მას ეს არ სჭირდება. მასაც უმაღლესი აქვს დამთავრებული და მეც. მას მისიანები ეხმარებოდნენ და გამოცდებს ისე აბარებინებდნენ. მე კი პირველი კურსის შემდეგ ავტომატურად მიწერდნენ ნიშნებს, რადგან მაინტერესებდა ის საგნები, რასაც მასწავლიდნენ. იგი კი დაფრინავ მთელს მსოფლიოში მაგრამ მისი თვალსაწიერი გაცილებით ვიწროა ჩემზე. ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი კუდამოძუებული გაურბის დაბომბვას. მე კი ამ დროს გამწვევი პუნქტის კარები ატალახებული მქონდა, მაგრამ მპასუხობდნენ, რომ თურმე არ ვყოფილვარ საჭიროო, და თანაც ასაკი არ გიწყობსო ხელსო. არადა სამხედრო საქმე მასზე უკეთესად ვიცი. ასევე ვიცი ისიც რომ ფულში არ არის ბედნიერება. ვიცი იგი, რომ მე არ შევალ ისტორიაში საწყევარი სახელით. იგი კი… მე თუ ადამიანს სიტყვა მივეცი იგი უნდა შევასრულო. მიშამ კი... ახლა კი ამიხსნას ნაციონალებმა რატომ უნდა მივცე იმ პარტიას ხმა, რომლის სათავეში ასეთი ადამიანი დგას.
  10. დღევანდელი საქართველოს წინასაარჩევნო ვითარება ძალზედ ჩამოჰგავს ასლან აბაშიძის ეპოქის დროინდელ აჭარაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს. ასლან აბაშიძე შანს არ უშვებდა ხელიდან, რომ არ დაეკნინებინა ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები. ისევე როგორც ასლანი პერიოდში, ასევე დღესაც ადგილი აქვს ოპოზიციური პარტიების ოფიესების დარბევას. ასლან აბაშიძე მიხეილ სააკაშვილიდან და მისი ნაციონალური მოძრაობიდან საქართველოს მტრის ხატს ქმნიდა. ასე იქცევა მიშაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იმ პროგნოზების უმრავლესობა, რომლებსაც ასლან აბაშიძე აკეთებდა ნაცმოძრაობის მიმართ, ფაქტიურად გამართლდა, ხოლო სააკაშვილის მხრიდან ჯერ არც ერთი პროგნოზი არ გაკეთებულა. არის მხოლოდ მტრის ხატი, უშვერი ლანძღვა და გინება კამერების წინ. არის ერთი განსხვავება: ასლან აბაშიძეს არ ჰქონდა საშუალება იმისა, რომ უშუალოდ გამოეცხადებინა და განეხორციელებინა აჭარაში საგანგებო მდგომარეობა. მიშას კი ხელს არაფერი უშლის. ფაქტიურად ნიადაგი მზადაა ამისთვის: ლოპოტას ხეობაში "ბანდფორმირების" განადგურება ამაზე მიანიშნებს. მსგავსება კიდევ იმაში გამოიხატება, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობას არც ასლანი ცდილობდა და არც მიშა ცდილობს. როგორც აღმოჩნდა მრავალათასიანი შეძახილი მიშა! მიშა! მხოლოდ ფონოგრამა აღმოჩნდა. ისევე როგორც ასლანი მიშაც არღვევს საარჩევნო კანონს. საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებამ კოსმოსურ მასშტაბებს მიაღწია, მაგრამ როგორც ჩანს ნაცმოძრაობას ეშინია პირწმინდად არჩევნების წაგებისა და ამიტომ სახელმწიფო სამსახურში მომუშავეებს აიძულებენ 5–10 პირადობის მოწმობის მიტანას, რათა მიმტანმა აიძულოს ის ადამიანები, ვისაც აართვეს ეს მოწმობები, ნაცმოძრაობას მისცენ ხმა. ამის ფაქტები მრავლადაა. ის მუქარები ბიზნესმენთა მიმართ რად ღირს დაგახრჩობთ, გაგანადგურებთ და ა.შ. რომელიც მიშამ განაცხადა ფოთის აეროპორტში... P.S. ეს მხოლოდ ზოგადი დახასიათებაა. თუ ვიმე თვლის, რომ ეს არაა საკმარისი გავმართოთ პოლემიკა კომენტარებში ან facebooki-ს ჩემს გვერდზე ან გვერდ zaza-ზე
  11. 12.12.2008 г. Государственная Дума РФ ратифицировала признание независимости Абхазии, «Договор о дружбе, сотрудничестве и взаимной помощи между Российской Федерацией и Республикой Абхазия», никто не поинтересовался судьбой 40 тысяч русско культурных, российских граждан пострадавших в Абхазии оставшихся без жилья. «Власти Абхазии в целях сохранения абхазского этноса были вынуждены принять ряд законов и нормативных актов... на защиту оставшегося населения» И «абхазский этнос», спустившийся с гор, старался захватить всё больше квартир и домов ладно бы грузинских, и они не остались пустыми, они для них враги, а мы, граждане России, их кормим, даем зарплаты, пенсии. В ответ же они сделали из нашей собственности национальный абхазский бизнес! А компетентные органы России им потакают. Есть Конституция Абхазии, её всем надо бы изучить! нарушение ст. 13 Конституции РА: естественными правами и свободами человека являются, право на жизнь. Мы воспользовались предоставленным нам Конституцией РА правом на жизнь, оставив мать 1910 года рождения во время военных действий и потом в г. Москве. В связи с этим мы не можем нести неблагоприятных последствий (в виде фактического лишения права собственности) за добросовестное пользование правами, предоставленными нам Конституцией РА. Есть Конституция Абхазии, её Народному собранию надо бы то же изучить! и постановление 1327 от 15.05.06 г. давно надо отменить! Бездействие НС РА говорит о некомпетентности её 35 членов! и не только некомпетентность в НС, но и минюст, суд,прокуратура и т.д. ВОТ ТАКИМ ОБРАЗОМ В АБХАЗИИ ОТНОСЯТСЯ К РОССИЯНАМ! наилучшими пожеланиями елена отношение к россиянам замечательное, пока у тех есть деньги. местных обычаев почти нет(ну единственное не стоит по городу в купальнике расхаживать). Главное вести себя оч. самоуверенно и если вас пытаются обмануть-наезжайте и главное очю громко наезжайте (будет эффект неожиданности)!! Местный народ считает себя хозяевами мира-будте готовы. каждый второй таксист попытается вас обмануть (в середине пути-особенно вечером по дороге от границы вам назовут уже другую сумму. соглашайтесь, а когда приедете к месту назначения отдайте ЭТОМУ созданию ту сумму которую по вашему мнению он заслужил). смотрите внимательней-каждый второй за рулем пьяный или еще хуже! В каждом втором кафе вам принесут не правильный счет. Смотрите внимательней, т.к. у местных жителей есть возможность заработать только летом, они попытаются из вас выжать все, что возможно ))) Полно хороших людей (но они в основном мирно существуют на своих огородах...) Была в командировке в сентябре 2010 в г. Сухум и его окрестностях. Город ужасный и грязный, на пляже кругом мусор, может в туристических местах и убирают, то в Сухумах, где туристов на порядок меньше, не убирают совсем. Чисто было только в ведомственном санатории какого-то российского военного подразделения. Водители ездят "не по правилам, а по дорогам", могут проехать на красный свет, причем все жители друг друга знают и сигналят при встрече, как бы приветствуя друг друга. Про то что каждый второй за рулем пьяный абсолютная правда, нас возил такой же водитель, занимающий не последнее место в местных органах. Абхазию украшает только ее природа, очень красивые горы, море, но при таком уровне коррупции Республика еще долго не будет развиваться. Все вышесказанное это мое личное мнение. С удовольствием буду приезжать к вам на отдых, но вкладывать туда деньги и развивать какой-то бизнес никому не советую, ничего не получиться. Сами абхазцы очень ленивый народ, сейчас живут за счет того, что продают занятые грузинские дома и квартиры, когда все распродадут, на что жить будут не известно. Один местный мне сказал, что горцы народ такой, они привыкли шашкой махать, а не работать. Одно то, что у правительства Абхазии местные правителственные "работники" в рабочее время перед зданием режутся в домино, вместо того чтобы решать насущные проблемы, о многом говорит. Я не отрицаю, что в России так же процветает корупция и русский мужик тоже по природе ленивое созвание, но в случае с Абхазией нужно больше "пахать", развивать не только туризм. но и сельское хозяйство, в частности производство чая. Это мое сугубо личное мнение, можете с ним не согласиться. А как абхазы видят свое будущее? Россия отвернется от них, тем более сейчас есть такой повод пересмотреть отношеня - смена президента. Поедут в Россию на заработки? Действительно как работники они не очень, а вот как организованный криминал даже очень. Проработала в Абхазии 5 лет. Знаю её изнутри. Это не то место, куда надо вкладывать частные деньги и ездить отдыхать. Там-опасно. Национальное "ремесло"-похищение людей с целью выкупа у них сохранилось. Прошла через это сама. Беспредел там полный во всем! В Абхазии кроме природы, отличного моря, ничего хорошего больше нет. Население одни хамы, про манеру вождения полностью согласна с выше перечисленными комментариями, на улицах сплошная грязь. Само местное население не уважают страну где они живут. Печально.((( И при такой политике далеко ли они пойдут ???? Отдыхали в Абхазии с 6-го по 8-е мая 2012г. С первого впечатления попали как будто в сказку. Природа восхитетельная, по дороге в Гагру заехали в бывший Гантиади (Цандрипш), там есть развалины храма. Был день памяти Григория Победоносца, поставили свечи прямо на стены развалин. По приезду в Гагры остановились в квартире знакомой. Т.е. как вы поняли на жилье удалось сэкономить. Поехали на о.Рица в тот же день, все очень понравилось, правда содрали за проезд по 250р. с человека. Это нам показалось нормально в первый день. Обедали в "Апацхе" (название местных кафе) на берегу озера, шашлык был не очень, счет в среднем с бутылкой водки вышел по 500р/чел. На следующий день поехали в Новый Афон, все было супер, кроме опять же кормешки, ждать пришлось очень долго свой заказ...Так что это было первый опыт с гостиприимсвом. На третий день поехали в Сухум, поднялись в Каманы к святим местам, на обратном пути поужинали в Сухум в апацхе "НАРТАА", всем советую, цены ниже нигде в Абхазии не видели, бутылка водки 150р., лодочки - 50р., шашлык 300г.-167р. Были приятно удивлины обслуживанием и качеством еды. И на конец все впечатление испортило местное ГАИ. По возвращению с Сухум и Гагры, заехали на выезде из городе на заправку Роснефть-Абхазия, заправка находилась на противоположной стороне от нас, никаких разделительных плос (все стерто), после того как заправились поели дальше, на первом после заправке посту ДПС нас остановили, и спросили мы ли заправлялись на Роснефти? Типа мы нарушили, камера записала, (при всем при этом у нас в машине видеорегистратор). Хотели снять с нас 3500р. плюс права отобрать, в итоге сторговались до 1800р. Права отдали, но какие пришлось при этом выслушать слова, например вот такая фраза просто убила: " У тебя жена есть красива? Пусть она предет, твои права ей отдадим." Это что за сотрудник? Это какой-то козий балаган. Оказывается у них так принято, заправился в Абхазии, будь добр заплати. Спорить с ними не стали, так как говорится себе дороже. Вывод напрашивается один: В Абхазию больше ни ногой. Еще бы экономическое имбарго им объявить, чтобы они ели свою мамлыгу с мандаринами, пили вино, и усрались. 16-летнюю русскую девочку украли в горы, парню понравилась, захотелось на ней жениться. Никуда ее не отпускают, с родственниками видеться не дают, возвращать ее отказываются. Родители в ужасе, она отдыхала у родных бабушки и дедушки, они себя сейчас клянут, что за внучкой не уследили. Милиция местная говорит, что сделать ничего не могут, таков обычай. Родственники угрожают, что если начнутся какие-то активные действия по освобождению девочки, то хуже будет. Девочка - жительница Подмосковья, должна пойти в 11 класс, 17 лет будет только в августе. Абхазия-это смерть русскому!!!! Вернулась со своей дочерью и мужем день назад и до сих пор не понимаем как остались в живых.На российской стороне стоит множество абхазов и предлагают за определенную сумму показать достопримечательности и привезти обратно в Адлер. Мы согласились.На российской границе нашего провожатого очень хорошо знают не досматривая транспорт не проверяя наш ребенок не наш мы переехали границу без очереди в течении пяти минут. пересекая все запрещающие знаки, такие как сплошные и все тому подобное.Взятки Саид, так он нам назвался передавал пограничникам из рук в руки как будто здаровуется или в своем паспорте. а через абхазких пограничников мы и вовсе проехали даже без взяток. гуляли все замечательно.По дороге начали замечать что Саид все время сообщал кому то наш маршрут следования. По возвращению со столовой или с прогулки постоянно из его машины выходили какие-то люди, но мы не придавали этому значение, были на полном позитиве и только потом поняли что нас просто уже вели. По окончанию прогулки это было уже достаточно поздно где-то часов 22,мы решили возвращаться,но неожиданно нам было предложено посмотреть ночные Гагры мы согласились, но только потом мы поняли что это всего лишь тянулось время для их целей. после мы поехали к границе не доезжая метров 50 он остановился мативируя, что на границе много машин быстрее будет перейти ее пешком и мы пошли. возле забора границы я заметила скопление нескольких человек при всем том что наулице ни одной души. мы подошли к проходу на границе и стали рассчитываться. но с нас начили требовать больше цена неожиданно выросла в 20 раз.сдесь мы все поняли, узнали тех кто выходил из его машины, завязалась потосовка я толкнула дочь сказав беги за забор им пообещала что все отдам и пока они потеряли бдительность схватила мужа за руку и побежали за забор и вот мы на границе где я ждала помощи. эти звери вбежали за нами их было чуть больше 10,где начали нас избивать и моего 13 ребенка тоже. звучали угрозы, что мы останемся там навечно и некто не узнает в какой из гор мы замурованны. было очень страшно. абхазкие пограничники стояли от нас на вытянутую руку и ничего не делали. нас тащили за забор там где темно были и другие туристы но не кто не помог. когда меня душили я глазами искала своего ребенка и когда увидела что ее терзают эти сволочи я не знаю откуда взялись силы но я вырвалась и муж вырвался и мы сумели отбить дочь и успели крикнуть чтобы она бежала к нашей стороне, в общим рассказывать очень долго, нам помог только один абхазкий пограничник отвлекая внимание на себя он крикнул нам бегите каким то чудом мы прибежали к нашей границе и здесь началось еще интереснее. Также хочу сообщить что пограничники Абхазии трижды вырубали свет. что как я понимаю запрещается так как граница в это время не просматривается. когда меня и мужа избивали дочь сумела добежать до наших пограничников и прося о помощи первое что они сказали "а документы у тебя с собой". прибежав мой муж кричал по поводу их бездействия и не оказания помощи на что пограничники начали кому-то звонить о том чтобы орестовать нас за дебошь, мы несколько раз требовали зафексировать факт о ЧП на границе, но со стороны российских пограничников ничего подобного не было сделано. А почему? Да потому что на стороне России наши пограничники берут за нас туристов деньги и не знают как их отрабатывать не то помогать не то стоять. Если своим рассказом я спасу чью то жизнь буду рада. Эти звери выискиваю одиночные семьи с детьми зная что за детей отдадут последнее. Знайте что за экскурсию в автобусах в стоимость уже входит цена за вашу жизнь, определенная сумма оплачивается особым людям за вашу безопасность а значит больше шансов вернуться домой, дикарями,ездить опасно. Об этом после я узнала от Адлерских армян которые протянули нам руку помощи помогли бесплатно вернуться туда где мы на тот момент жили.Знайте что тщательно проходят проверку, кто проходит границу в частном порядке и те за кого не дали взятку. если наши погранцы получили взятку провезти через границу можно что угодно и кого угодно. Я и моя семья прошла через это знаем не по наслышке. не нужно говорить что туристы сами виноваты. когда абхазцы видят деньги они звереют, хотят много и сразу. мы отдыхая там не пили не ругались матом, но при этом всегда ощущали негатив со стороны местных. А уж как они ругаются нашим русским матом, остается только позавидовать.впечатлений куча, особенно психологических. до сих пор не понимаем откуда взялись силы, почему остались живы какое чудо нас спасло. 2.08.2012.
  12. მრავალ რუსულ საიტზე ნახავთ ანალოგიურ წერილებს. Гаишники совсем обнаглели! На машины с российскими номерами устраивают настоящую охоту!!! За превышение на 10 км содрали 600 руб, за 20-30 км 1800 руб, при это всем местные носятся и им не чего не говорят. Какой-то абориген разбил стекло в машине вытащили документы, сигнализация спасла, погнался за ним он сбросил документы.... страшно представить что потом пришлось бы делать. При переезде границы заставляли 2 раза страховаться, пришлось с ними ругаться но я отстоял свое. Короче для нашего брата у них свои законы и тарифы!!!! И цены у них не прилично высокие, а сервис оставляет желать лучшего.
  13. Выделенный Россией в 2010 году кредит для Абхазии на реабилитацию железной дороги становится в Сухуми причиной скандала. Никто не знает, куда делся кредит, который марионеточный режим выудил у Москвы тайком от своего "парламента" с нарушением всяких правил и по подложным документам. На эти деньги железную дорогу не ремонтировали. Взамен сейчас Россия требует от "дружественной Абхазии" возвращения кредита в процентах. Авторы "абхазской аферы" с начала же позаботились, и соглашение в связи с выделением данного кредита отнесли к числу "секретной информации". Между тем возвращать кредит секретно действительно не получится. Эта сумма должна отразится в бюджете Абхазии, который со своей стороны, должен утвердить парламент, " ничего не ведающий" досель в связи с этим вопросом. Тут-то и выяснилось все. Соглашение о выделении кредита в 2 миллиарда рублей было подписано в 2010 году. Согласно документу он вступал в силу сразу же по проведении процедур ратификации сторонами. Однако оказалось, что в Абхазии "парламент" не проводил данную процедуру. Он в глаза не видел документ. Так, как же получила Абхазия кредит, если соглашение не было ратифицировано? В Москву был отправлен подложный документ о том, что "парламент" Абхазии провел ратификацию. То есть, имело место афера, которую не может отрицать т.н. Министерство иностранных дел марионеточного режима, и подтверждает, что в 2011 году в Москву была отправлена нота, подтверждающая ратификацию. Скандал все больше разгорается. В случае невыплаты кредита Абхазии придется платить достаточно высокие проценты. За преступление, совершенное руководством, на котором погрели руки несколько чиновников, должен отвечать народ. Погашение кредита, безусловно, произойдет за счет населения и это означает превращение людей в постоянных должников. Нет сомнений и в том, что Россия не станет дарить этих денег Абхазии. Как раз таки из-за попытки донести этот скандал до широких масс типография не выпустила в свет очередной номер оппозиционной газеты "Нужная". Не составляет труда догадаться, что данное решение не могло быть самодеятельностью типографии, и оно идет сверху. Причем в статье, которую "Нужная" посвящала этой теме, есть намек на то, что тогда, в период выделения кредита, то есть раскрутки аферы, Анкваб также был "в верхах", занимал пост т.н. вице-президента и трудно поверить, что он тоже не знал о совершенном преступлении. Цензура в отношении газеты придала большую остроту скандалу. Редактор "Нужной" Изида Чания призывает лидера марионеточного режима повысить голос, если, разумеется, "чувствует себя президентом, а не завхозом совместного российско-абхазского предприятия".
  14. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს, ოპოზიცია საქართველოში სუსტადაა წარმოჩინებული. მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციურ პარტია თუ განაცხადებს პრეტენზიებს ნამდვილ სიძლიერეზე, მაგრამ მათში ვერც ლეიბორისტებს, ვერც ქრისტიან–დემოკრატებს და ვერც დღევანდელ პარლამენტში მოხვედრილ სხვა პარტიებს მოვიაზრებ. მრავალი მიზეზის გამო ვერ მოვიაზრებ იმ პარტიების 98%–ს, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენში მოხვდნენ, ზემოთჩამოთვლილების გარდა. იმიტომ, რომ მათ შინაგანი მუტირება განიცადეს და ფაქტიურად ნაცმოძრაობის დანამატი გახდნენ. ასეთ მუტაციას საკუთარი ახსნა გააჩნია. ჯერ ერთი, ისინი იმდენად მცირერიცხოვნები არიან, რომ ფაქტიურად მოსახლეობა მათ არ იცნობს. არც რეგიონში ჰყავთ წარმომადგენლები. და თუ ჰყავთ ისიც თითო–ოროლა… ბუნებრივია ასეთი პარტიები საარჩევნო უბნებს ფაქტიურად ვერ დააკომპლექტებენ და ამიტომ იძულებულნი არიან ისინი ნაცმოძრაობის შეთავაზებული კანდიდატურებით შეავსონ. რომლებიც, მართალია აშკარად არ დაუჭერენ მხარს ნაცებს, მაგრამ ხმების დათვლის პროცესში “ქართულ ოცნებას” და სავარაუდოდ “ახალ მემარჯვენეებს” ხმებს წაართმევენ. ამას კიდევ თუ დავუმატებ მოსახლეობის რაოდენობის ხელოვნურ გაბერვასაც… თუ ვისაუბრებთ შანსებზე, რომლებიც საერთოდ გააჩნია ოპოზიციურ სპექტრს, დავინახავთ რომ ძირითადი ბრძოლა გაიმართება არა ნაცმოძრაობის წინააღმდეგ, არამედ “ქართული ოცნების”, რომელსაც ამომრჩევლების ძალიან დიდი რაოდენობა უჭერს მხარს. ამასთან, ქართულ საარჩევნო სივრცეში, ისინი პრობლემების აღმოფხვრის კომპლექსურ მიდგომებზე საუბრობენ. შესაძლოა ზოგიერთი რამ მათი პროგრამიდან პოპულიზმად მოეჩვენოს ობივატელს, მაგრამ თუ დააკვირდებით მათ ეს პროცესები დროში კარგად ააქვთ გათვლილი . ამასთან ისინი პირველები ალაპარაკდნენ საქაღველოს საგარეო თუ საშინაო ვალზე, შრომითი კოდექსის ევროპულ ანალოგებთან მაქსიმალურად მიახლოებაზე, საპენსიო ასაკის რეალურ დაწევაზე და ა.შ. თუ შევადარებთ იგივე ლეიბორისტებს, მაშინ მათი უპირატესობა აშკარად ჩანს: ლეიბორისტების გამონათქვამს მდიდარს წავართმევთ, ღარიბს მივცემთ, პოპულიზმის გარდა ნეობოლშევიზმის სუნი ასდის. და თუ მათ მართლაც მოახერხეს ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ამ გამონათქვამის რეალიზაცია, მაშინ საქართველო შინაომის გზას დაადგება… რაც უფო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ძნელი ხდება დაბეჯითებით იმის თქმა გაიმართება თუ არა იგი 1–ლ ოქტომბერს. ლოპოტას ხეობაში დაღესტანიდან შემოსული ბანდფორმირების განადგურება შესაძლოა წინაპირობა იყოს იმისა, რომ მოსალოდნელი ტერაქტების შიშით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს გაურკვეველი ვადით. და ეს იმიტომ მოხდება, რომ ნაცმოძრაობა კარგად ხედავს იმას, თუ როგორ თხელდება მისი რიგები, როგორ ძლიერდება მასზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა. თუკი გავითვალისწინებთ ხელისუფლების საშინაო და გლობალურ გეოპოლიტიკურ შეცდომებს, ასევე იმას, რომ მას არ სურს ან არ შეუძლია ამ შეცდომების გამოსწორება. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ზემოთთქმული ვარიანტი ყველაზე მეტად სავარადუოა. თუმცა ამის ალბათობა 50/50-ეა. მანამდე კი ნებისმიერს ვურჩევ: სანამ არჩევანს გააკეთებდეს კარგად წაიკითხოს ყველა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პლათფორმა, კარგად გააანალიზოს, ხოლო შემდეგ გააკეთოს არჩევანი.
  15. იმაზე არ დაფიქრებულხართ, რომ რატომღაც ეს სპეცოპერაცია საეჭვოდ დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს. ეს ერთი, მეორეც ძველმა სპეცნაზელებმა მითხრეს, რომ თუნდაც ერთი ბანდიტის ცოცხლად აყვანის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. და მესამეც რაღა ახლა მოუვიდათ აზრად მზის ჩასვლამდე დასაფლავება ბოევიკების. ეს ცოტა არ იყოს კვალის დაფარვას უფრო ჰგავს.
  16. სიმართლე გითხრათ, მეგონა გუშინდელი ინცინდენტის შემდეგ, ინტერნეტი აფეთქდებოდა ინფორმაციის ნაკადით. მაგრამ არაფერი არ მომხდა. თითქოს არავინ არ დაღუპულა. ერთი–ორი ოფიციალური შეტყობინება და მეტი არაფერი. არადა მომხდარი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს: 1) საქართველოს საზღვრები სერიოზულ დაცვას საჭიროებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიციური ძალები ვერ აკონტროლებენ საზღვარს. ნებისმიერ შეეძლება დაუბრკოლებლად სადერმარკაციო ხაზის გადალახვა. მითუმეტეს ბანდფორმირებებს. 2) რატომაა გასაიდუმლოებული დაღუპული ბანდიტების ვინაობა? და რომელ ბანდიტურ დაჯგუფებას მიეკუთვნებიან ისინი? 3) ნუთუ არ შეიძლებოდა ერთ–ერთი ბანდიტის ცოცხლად შეპყრობა და მისგან ოპერატიულად ინფორმაციის მიღება? 4) რა მიზნით შემოაღწია ამ ჯგუფმა საქართველოს ტერიტორიაზე? რატომ არიან გაჩუმებული ყოფილი მძევლები? რა შედეგს გამოიღებს ეს ოპერაცია? და რატომ მოხდა ეს მაშინ, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვე დარჩა? საერთო სიჩუმე რატომღაც ავისმომასწავებლად მეჩვენება. რუსეთის სასაზღვრო ჯარების სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთის მხიდან უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზღვრის დარღვევას, რუსეთის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია. ესაა და ეს. რუსული საინფორმაციო საიტები მხოლოდ ქართულ ტელეარხებს ეყრდნობიან. როგორც ჩანს, მიმდინარეობს მზადება სერიოზული თამაშისათვის. სავსებით მოსალოდნელია, ვითარებ ისე შეიცვალოს, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. ეს კი იმას, ნიშნავს, რომ არჩევნები არ ჩატარდება. ვის აწყობს მოვლენათა ასეთი განვითარება? ხელისუფლების გარდა დღევანდელი რუსეთის ისტებლიშმენტს, რადგან როგორ ირკვევა მათ საკმაოდ საერიოზული კავშირები აქვთ მათ "მოწენააღმდეგე" კოლეგებთან.
  17. ამასაც დაანგრევს მიშა! რა სამწუხაროა, როდესაც ადამიანს საკუთარი ქვეყნის ისტორია და კულტურა სულაც არ ადარდებს
  18. გარიჟრაჟზე დავტოვე ბანაკი. ორი საათის სიარულის შემდეგ პეიზაჟში დიდი ცვლილებები შევამჩნიე: ტყე თანდათან გამეჩხერდა და მოულოდნელად ჩემს თვალწინ უსასრულო ტრამალი გადაიშალა. გამიკვირდა, რადგან ამ მიმართულებით კიდევ 30 კილომეტრის მანძილზე ტყე უნდა ყოფილიყო… არა უშავს, ეტყობა ვიღაცას რუქების ბეჭდვისას რაღაც აერია. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ პეიზაჟი ისევ მოულოდნელად შეიცვალა: მინდვრის ბალახი ქვებით მოფენილმა ხრიოკმა ჩაანაცვლა… ან თვალი მარყუებს ან რაღაც ანომალიასთან მაქვს საქმე… სხვა დროს გავარკვევ რაშია საქმე… მალე ხრიოკი ქვიშიანმა უდაბნომ შეცვალა… დღის შუქიც უცნაური გახდა: მზეს, თითქოს ნაცრისფერი ლიბრი გადაეკრაო... ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს საღამოსპირი დადგა. არადა, საათი შუადღეს უჩვენებდა. ქვიშის ბარქანები ამაზრზენად გამოიყურებოდნენ. უკან მოვიხედე… არც ტყე, არც ტრამალი და არც ხრიოკი… ჩემს გარშემო, სადამდეც თვალი მისწვდებოდა, ქვიშის უდაბნო იყო გადაჭიმული. რაღაც ამაზრზენი გრძნობა დამეუფლა. უსიამოვნო გრილმა ნიავმა დაუბერა… ორიენტაცია საბოლოოდ დავკარგე. ბაქანის ფერდობზე ჩამოვჯექი. აზრების მოსაკრეფად და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად, ბარქანის მწვერვალზე ასვლა და მიდამოს დათვალიერება გადავწყვიტე... ჩემს წინ, რამდენიმე ათეულ მეტრში, ახლად დაგებული (რატომღაც ასე მომეჩვენა) საავტომობილო გზა დავინახე. იგი არსაიდან იწყებოდა და სადღაც უსასრულობაში იკარგებოდა. შვებით ამოვისუნთქე: გზა მოძრაობას შემიმსუბუქებს. ამასთან, ადრე თუ გვიან დასახლებულ ადგილზეც მოვხდები და შემდგომ გავარკვევ თუ რა დამემართა… სიარული არ გამჭირვებია, თუმცა გამუდმებით ჩამესმოდა ამაზრზენი ხმა: “უკან დაბრუნდი! უკანთქო!”. მაგრამ მე ეს დაღლილობასა და ქარის ზუზუნს დავაბრალე. მზე აჭერდა, მაგრამ სიცხის მაგივრად სიცივემ ამიტანა. დღის ორი საათი იყო, როდესაც გრძელი, ქვის გალავანი დავინახე, რომელიც ძალიან ჰგავდა გვიანდელი შუა საუკუნეების ევროპული ქალაქების გალავანს. “როგორც იქნა” – გავიფიქრე და ნაბიჯს ავუჩქარე. რატომღაც არ გამკვირვებია ასეთ უდაბნოში ამგვარი დასახლებული პუნქტის გამოჩენა… ქალაქი მართლაც ძველევროპულს ევროპული ჰგავდა, ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით, რატომღაც რამდენიმესართულიანი სახლებით და სრულიად ცარიელი. დაღლილობა მომეძალა… მაგრამ ცნობისმოყვარეობაც მტანჯავდა. ეს იყო გრძნობა და არა კითხვები. ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომეძებნა, მაგრამ რა, ეს არ ვიცოდი. სახლები ერთმანეთს ტყუპიცალებივით ჰგავდნენ: უსახური, ნაცრისფერი ფასადები, მარსელის კრამითით გადახურული სახურავები და ნაგვის კონტეინერები… სულიერი არსად ჭაჭანებდა. მოულოდნელად მოედანზე აღმოვჩნდი. ჩემს წინ სამსართულიანი შენობა აღიმართა, უცნაური გუმბათით, რომელსაც ვაცის გამოსახულებიანი ფლუგერი ამშვენებდა, და დიდი უისრო საათით. ეს რატუშა უნდა იყოს… რატუშის გვერდით მდგარი შენობა ძალიან წააგავდა ყაზარმას, განსხვავდებოდა მხოლოდ ციხის გისოსებით და მის წინ ახლად აღმართული ფიცარნაგით. ეს კი სასამართლოა… მესამე შენობა სხვებისგან შედარებით ლამაზი ექსტერიერით გამორჩეოდა და მას აბრაც ეკიდა, რომელზეც ყალყზე დამდგარი ბრაზიანი ვაცი იყო გამოსახული… ლოგიკურად მივიჩნიე, რომ იქ სასტუმრო ან მის მაგვარი რამ იყო განთავსებული და იქ გავემართე. ლოგიკას არც ამჯერად უღალატია ჩემთვის… უღიმღამო გარემოდან საკმაოდ კომფორტულ და თანამედროვე გარემოში ამოვყავი თავი. თუმცა აქაც ვერ აღმოვაჩინე ვერც ერთი სულიერი. დაღლილობამ, სახსრებში ძლიერი ტკივილით, კვლავ შემახსენა თავი. მეორე სართულზე პირველივე ნომერში შევედი და ლოგინზე მოწყვეტით დავეცი. ჩამეძინა… საღამოსპირს გამომეღვიძა. მაგიდაზე ყავის ფინჯანი ხილითა და ნამცხვრით სავსე ლარნაკები დამხვდა. შიმშილმა არ იცის დაფიქრება… მეც დავრნაყრდი, შხაპი გადავივლე… ოთახში რომ დავბრუნდი მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ცვლილებები მოხდა: სუფრა ალაგებული, ხოლო კედელთან ჩართული ტელევიზორი დამხვდა. გაკვირვება ვერ შევძელი, რადგან ეკრანზე გამოჩნდა ხაკისფერ ფრენჩში გამოწყობილი ადამიანი, რომელსაც შეკრებილი ბრბო დემონური ღრიალით შეხვდა. მიტინგი დაიწყო… – საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონდა ჩვენს ქალაქს გალავანი – ხაფი ხმით დაიწყო გამომსვლელმა – დღეს კი ისეთი კედელი შემოვარტყით ქალაქს, რომ ხვლიკიც ვერ შემოძვრება… ავაშენე ახალი სასამართლო. ახლა კი ახალი ფიცარნაგიც დავაგე, მრავალფუნქციური… მასზე შეიძლება არა მარტო კონცერტებისა და სანახაობების მოწყობა შეიძლება, არამედ… ბოლო სიტყვები ბრბოს ღრიალში დაიკარგა… ამის შემდეგ, კამერა გადავიდა გამომსვლელის უკან მდგარ მანქანაზე, რომელშიც გილიოტინა ამოვიცანი… ამის შემგედ გამოსახულება გაქრა. ფანჯარასთან მივედი. ლამპიონებით განათებულ მოედანზე ძეხორციელი არ ჭაჭანებდა. მხოლოდ ჩრდილები მოძრაობდნენ. აშკარად ისმოდა ბრბოს აღტაცებული ღრიალი. სასტუმროდან გავედი და ფიცარნაგს მივუახლოვდი. არავინ არ შემხვედრია… რამდენიმე საათი ვიარე ქალაქის ქუჩებში ვინმე სულიერის აღმოსაჩენად, მაგრამ უშედეგოდ… დღისით უღიმღამო სახლები, ახლა უკვე ამაზრზენად გამოიყურებოდნენ. ავი წინათგრძნობა დამეუფლა, რომელსაც ქარის ზუზუნი კიდევ უფრო ამძაფრებდა. სასწრაფოდ სასტუმროში დავბრუნდი. ფოიეში დივანზე დავჯექი… არ მახსოვს როდის ჩამეძინა… საშინელი სიზმრები მესიზმრებოდა, მაგრამ გამოღვიძებას ვერ ვახერხებდი… უკვე კარგად განათებული იყო, როდესაც გამომეღვიძა… ქალაქი კვლავ ცარიელი იყო, სახლებს დაუბრუნდათ საკუთარი უღიმღამობა. პირველი რაც თავში მომივიდა იყო ქალაქიდან წასვლა, სულერთია საით, ოღონდ აქედან გავაღწიო… მოედანზე გასულმა, ფიცარნაგთან რამდენიმე ახლადაღმართული ფლაგშტოტი დავინახე. ერთ–ერთ მათგანზე რაღაც მომრგვალო სხეული იყო ჩამოცმული. ახლოს მივედი… საშინელებამ რამდენიმე წუთით ადგილზე გამაქვავა: ფლაგშტოტის წვერზე შუა ხნის ადამიანის თავი იყო წამოცმული… რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, რაღაცას ფეხი წამოვკარი და წავიქეცი… ჩემს ქვევის უთავო სხეული იყო გართხმული. გავიქეცი. არ მახსოვს რამდენი ხანი გავრბოდი. გონს რომ მოვეგე, კვლავ მოედანზე ვიდექი ფიცარნაგის გვერდით… ცოტა დამშვიდებულმა კვლავ გადავწყვიტე ქალაქიდან გასვლა, მაგრამ რამდენიმე საათში ისევ იქ აღმოვჩნდი სადაც ვიყავი. მივხვდი, ყველა ჩემი მცდელობა წარუმატებლად დასრულდებოდა… ნომერში ავედი, დავწექი და დავიძინე. გამოღვიძებულს ტელევიზორი ჩართული დამხვდა ოღონდ ახლა ხმა მოედნის მრიდან მოდიოდა. ფანჯრიდან გადავიხედე: მოედანზე შეკრებილ ბრბოს ჩირაღდნიანი მსვლელობა უერთდებოდა… ძირს ჩავირბინე. შავ ბალახობებში გამოწყობილი არსებებს ჩემთვის არანაირი ყურადღება არ მოუქცევიათ. მსვლელობაში შევიჭერი დისონანსის შესატანად, მაგრამ არსებები ჩემში ისე შედიოდნენ და გამოდიოდნენ, თითქოს მე იქ არც კი ვიდექი… როგორც იქნა პროცესია დამთავრდა… სხეულში საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი. იძულებული გავხდი ერთადერთ უსაფრთხო ადგილას, ნომერში დავბრუნებულიყავი. სხვა არაფრის გაკეთება არ შემეძლო… დილით მეორე ფლაგშტოტზე კიდევ ერთი თავი დავინახე ჩამოცმული, ხოლო გვერდით კი ისევ უთავო სხეული და ბევრი სისხლი. გადავწყვიტე, რაც არ უნდა დამჯდომოდა გავსულიყავი ამ ქალაქიდან… აგერ გამოჩნდა ალაყაფის კარებიც, მაგრამ კვლავ მოედანზე აღმოვჩნდი… ჩემი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. კარგა ხნის დაბნელებული იყო, როცა გადავწყვიტე სასტუმროში დაბრუნება. გზა კუ–კლუქს–კლანელთა ბალახონებში გამოწყობის არსებათა პროცესიამ გადამიღობა. ორი მათგანი მვლელობას გამოეყო და ჩემსკენ გამოემართა. ოჰო! ეტყობა პირველი კონტაქტი შედგება. ბოლოსდაბოლოს გავიგებ თუ რა ხდება ამ წყეულ ქალაქში. არსებები მომიახლოვდნენ. უსიტყვოდ ჩამავლეს ხელი და ფიცარნაგისაკენ წამათრიეს. ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, რომ ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. დაბნეულობამ რომ გადამიარა თავის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ ძალიან მაგრად ვიყავი გაკოჭილი. ხაკისფერფრენჩიანი მამაკაცი, კვლავ, დუჟმორეული ტუჩებითა და ხაფი ჩემზე რაღაცას ჰყვებოდა. მის სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ მივხვდი რომ ეს კარგს არაფერს მოსაწავებდა. სიტყვის თქმა მინდოდა, მაგრამ ტუჩებს ვერ ვამოძრავებდი, ხმის ნაცვლად ხრიალი ამომდიოდა. როგორც იქნა ფრენჩიანმა დაამთავრა მონოლოგი. ორმა ბალახონიანმა ხელში ამიტაცა და ფიცარნაგზე აღმართული გილიოტინის ლაფეტზე ზურგით დამაწვინა. ჯალათი მომიახლოვდა, საყელო შემომახია და ნიღაბი მოიცილა… წამი საუკუნედ გადაიქცა… ბოლოს რაც დავინახე იყო კარგადა ალესილი გილიოტინის დანის პირი, რომელიც ღრჭიალის ესობოდა ჩემს ხორცს… ოფლში გაწურულს გამომეღვიძა. თენდებოდა. ჩიტების ჟღუტული არემარეს აყრუებდა, ცხვირში ტყის სურნელი მეცა… მივხვდი რომ ცოცხალი ვიყავი… ზაზა პატარავა
  19. მე კი ვეუბნები, მაგრამ მისთანები ძალიან ბევრია!
  20. მე ახლაც ბათუმში ვარ და ვერ დამისვენია
  21. შესაძლოა არც კი მიმექცია ამისთვის დიდი ყურადღება, როდესაც ჩენი ტვინგახურებული "რაიკომის თავმჯდომარე" თავს დავით აღმაშენებელს რომ უტოლებს. გიჟს ეს ეპატიება, მაგრამ როდესაც ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი იყტვის, რომ დავით აღმაშენებელს არ გაუკეთებია საქართველოსთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთაო, დამერწმუნეთ ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარეობს ერთი რამ საქართველოს ისტორიის პროფანაცია ხელისუფლების მხრიდანაა ინსპირირებული. შეიძლება ამ მომენტში ჩემში უფრო ემოციები სჭარბობს, მაგრამ თუ აქამდე მხოლოდ დამკვირვებლის როლით ვიფარგლებოდი, ახლა მივხვდი, რომ მარტო დაკვირვებით წინ ვერ წავიწევთ...
  22. წინ დიდი ბათალიები გველის. გაუყალბებელი არჩევნების ჩატარების გამოცდილება საქართველოში დიდი არ არის. არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს, ვიცი ის, რომ ნაცები ყველაფერს იკადრებენ.
  23. უკანასაკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ასზე მეტი ქვეყანა მოვინახულე. ამ ვიზიტების დროს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს შევხვედრივარ - ღატაკი ბავშვებით დაწყებული, სახელმწიფოს მეთაურებით დამთავრებული. თითქმის ყველა ზრდასრული ადამიანი, ვისთანაც ამ ქვეყნებში მისაუბრია, იზიარებს მოსაზრებას, რომ წარმატებისაკენ მიმავალი გზა მეცნიერებასა და ინჟინერიაზე გადის. მართლაც,თითქმის ყველა ქვეყანაში მეცნიერები და ინჟინრები მეტად ცნობილი და პატივცემული პიროვნებები არიან. საზოგადოება მათ აღიქვამს არა უცნაურ ან უიღბლო ადამიანებად, როგორც ეს ხშირად ხდება აშშ-ში, არამედ ლიდერებად და ინოვატორებად. ჩინეთის პოლიტიკურ ელიტაში ცხრიდან რვა პოსტი პროფესიით ინჟინერს უჭირავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე თითქმის არ არიან წარმოდგენილნი ინჟინრები და მეცნიერები,მათი აქტიურობა არც საჯარო პოლიტიკურ დებატებში შეიმჩნევა. რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ თუ ამერიკელ სტუდენტებს ნეგატიური შთაბეჭდილება უყალიბდებათ (ან საერთოდ გულგრილი არიან) მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართ, მაშინ ნაკლებსავარაუდოა, რომ ისინი მომავალ პროფესიას ამ სფეროდან აირჩევენ. უკვე დღევანდელი მონაცემებით, 70% ინჟინრებისა, რომლებიც დოქტორის ხარისხს ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში მოიპოვებენ, უცხოელები არიან. თანდათან მცირდება რიცხვი იმ ნიჭიერი ადამიანებისა, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ აშშ-ში დარჩენას ამჯობინებენ - ისინი ბრუნდებიან სამშობლოში, სადაც ბევრად მეტი შესაძლებლობა ელით. აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი ასპექტი ამერიკელი მშობლების მიერ საბაზო განათლების პრიორიტეტებია; მაგრამ ასევე არსებობს პრობლემები, რომლებიც აშშ-ის საჯარო საგანმანათლებლო სისტემისათვისაა დამახასიათებელი. ჩვენთან, უბრალოდ, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მაღალკვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობაა. ბევრ მათგანს, ვინც დღეს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს ასწავლის, არასოდეს მიუღია ამ საგნებში უნივერსიტეტის დონის განათლება. მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი მასწავლებელი; და მართლაც, ნაადრევად მივატოვე ჩემი სამუშაო აეროკოსმოსური ინდუსტრიის სფეროში, რათა დამეწყო კარიერა განათლების სისტემაში. მაგრამ ჩემი ქვეყნის ყველა სკოლაში არასაკმარისად კვალიფიციურად ჩამთვალეს იმისათვის,რომ მერვეკლასელებისათვის მათემატიკა მესწავლებინა. სასაცილოა, მაგრამ გულითადად მიმიღეს პრინსტონის უნივერსიტეტში, შესაბამის ფაკულტეტზე, სადაც სტუდენტურმა გაზეთმა ჩემი კურსი დაასახელა იმ ათ კურსს შორის, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიაროს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტმა. გლობალურ, ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკაში საინჟინრო განათლებასა და ინოვაციას შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს. ჩვენი, როგორც ერის წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად გავართმევთ თავს ინოვაციურ მისიას, რამდენად კარგად განვავითარებთ სამედიცინო გამოკვლევებს, რამდენად შევძლებთ მოძველებული მიდგომებისა და მსოფლმხედველობის შეცვლას და საერთოდ, რამდენად გავაუმჯობესებთ სამყაროს. მე ვაგრძელებ აქტიურობას ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა IEEE, რათა ხელი შევუწყო საინჟინრო საზოგადოების ავტორიტეტის ამაღლებას და მივაღწიო, რომ ჩვენი ხმა გათვალისწინებული იყოს სახელმწიფო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. სწორედ ამიტომ ვცდილობ ასე თავდადებით იმის დასაბუთებას, რომ ინჟინერია უნდა ისწავლებოდეს როგორც პროფესია - არა როგორც ტექნიკურ კომპეტენციათა კრებული, არამედ როგორც მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილება. ასეთი მიდგომა გაზრდის ფართო თვალთახედვის მოაზროვნეებს, რომლებიც ნათლად ხედავენ ტექნოლოგიასა და საზოგადოებას შორის არსებულ მტკიცე კავშირს. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ერთფეროვან სამყაროში, სადაც წარმატების გასაღები ინოვაციებშია და ვერ უზრუნველვყოფთ ახალგაზრდობას კონკურენციისათვის აუცილებელი ინსტრუმენტებით. მრავალი სახელმწიფო ბევრად უკეთ ართმევს თავს ამ ამოცანას. ირლანდიამ, თითქმის განადგურებული ეკონომიკის მიუხედავად, განაცხადა, რომ ზრდის ფუნდამენტური კვლევების დაფინანსებას. რუსეთი მოსკოვის ფარგლებს გარეთ „ინოვაციათა ქალაქს" აშენებს. საუდის არაბეთში მეცნიერებისა და ინჟინერიის ახალმა უნივერსიტეტმა არნახული ოდენობის - $10-მილიარდიანი შეწირულობა მიიღო.(მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერისტეტს ამ დონის მისაღწევად 142 წელი დასჭირდა). ჩინეთში ათობით ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქმნება. კიდევ ბევრმა სხვა ქვეყანამ გააცნობიერა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად საჭიროა განათლების სისტემის გაუმჯობესება და ინოვაციების დანერგვა. ხოლო ამერიკა? ამ ორთაბრძოლაში ჯერჯერობით ვმარცხდებით. ინოვაცია ის სფეროა, რომელშიც ყოველთვის მოწინავე ადგილები გვეკავა. დღემდე უპირობო ლიდერები ვიყავით ფუნდამენტური კვლევების გზით ახალი იდეების აღმოჩენაში, მსოფლიო დონის ინჟინერთა მიერ ამ ახალი იდეების კონკრეტულ პროდუქციად გადაქცევასა და ენერგიული მეწარმეების ძალისხმევით ამ პროდუქციის ბაზარზე გატანაში. სწორედ ამ გზით მივაღწიეთ მწვერვალს და სწორედ ამ მწვერვალიდან ვეშვებით ახლა. ამ ყოველივეზე სტატისტიკა უფრო ნათლად მეტყველებს: • ამერიკელი მომხმარებლები უფრო მეტს ხარჯავენ კარტოფილის ჩიპსებზე, ვიდრე ამერიკის მთავრობა ენერგეტიკის სფეროს კვლევა-განვითარებაზე; • 2009 წელს პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში პატენტების ნახევარზე მეტი მიიღო არაამერიკულმა კომპანიებმა; • ჩინეთმა ჩაანაცვლა აშშ, როგორც მაღალი ტექნოლოგიების პირველი ექსპორტიორი; • 1996-1999 წლებში აშშ-ში 157 ახალი პრეპარატი დამტკიცდა, ათი წლის შემდეგ ეს რიცხვი 74-მდე შემცირდა; • მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი აშშ-ს 48-ე ადგილს ანიჭებს მათემატიკური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის თვალსაზრისით. მზარდ გლობალურ ეკონომიკაში ინოვაცია გადარჩენის მთავარი ფაქტორია. დღეს ვცხოვრობთ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების ხარჯზე. ჩვენ ამოვწურეთ რეზერვი და ყოველდღიურად ვაკვირდებით ჩვენი კონკურენტული შესაძლებლობების ეროზიას. როგორც ჩარლზ დარვინმა აღმოაჩინა, გადარჩენისათვის ბრძოლაში იმარჯვებს არა ყველაზე ძლიერი სახეობა, არა ყველაზე გონიერი, არამედ ის, რომელსაც უკეთ შეუძლია ცვლილებებთან ადაპტირება. დღეს აშშ ცვლილებებზე სათანადოდ არ რეაგირებს, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო. ხუთი წლის წინ იმ კომისიის წევრი ვიყავი, რომელმაც შეისწავლა და გააანალიზა ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტუნარიანობა. ჩვენ მოვამზადეთ ანგარიში „Rising Above the Gathering Storm", რომელშიც ჩამოყალიბებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და მათ განსახორციელებლად საჭირო კონკრეტული აქტივობები. ეს რეკომენდაციებია: • საბაზო განათლების სიტემაში მათემატიკური და საბუნებისმეტყველო განათლების გაუმჯობესება; • გრძელვადიან ფუნდამენტალურ კვლევებში ინვესტირება; • როგორც აშშ-ის, ასევე დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესო და გამორჩეულად ნიჭიერი სტუდენტების, მეცნიერებისა და ინჟინრების მოზიდვა და შენარჩუნება; • ინოვაციებისა და კვლევითი ინვესტიციებისათვის სტიმულის შექმნა და შენარჩუნება. ჩვენმა ანგარიშმა დადებითი შეფასება მიიღო და არნახული პოლიტიკური მხარდაჭერაც მოიპოვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლოს და ბოლოს ისევ ვუბრუნდებოდით სწორ გზას. 2007 წელს კონგრესმა მიიღო America COMPETES Act, რომელმაც ოფიციალურად დაუჭირა მხარი ჩვენს ანგარიშში არსებულ რეკომენდაციებს. 2009 წლის დასაწყისში, როდესაც მასტიმულირებელი ზომების პაკეტი მიიღეს, COMPETES Act-ით რეკომენდებული ინიციატივების უმეტესობამ დაფინანსება მიიღო. გაიზარდა საბაზო განათლების ფედერალური დაფინანსების საერთო მოცულობა; დაწესდა გრანტები და სტიპენდიები მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო დისციპლინების მომავალი მასწავლებლებისათვის; გამოიყო ფინანსური მხარდაჭერა ახალი სააგენტოს, Advanced Research Projects Agency-Energy (ARPA-E)-ის შესაქმნელად, რომელიც ფოკუსირებული უნდა ყოფილიყო მაღალი რისკისა და დიდი უკუგების ენერგეტიკული პროექტების კვლევაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხუთი წლის წინ დასრულებული ჩვენი კვლევის შემდეგ 6 მილიონმა ამერიკელმა ბავშვმა ვერ მიიღო საშუალო განათლება. როგორია მათი მომავალი? ალბათ არცთუ პერსპექტიული. სავსებით შესაძლებელია, რომ პირველად ამერიკის ისტორიაში ჩვენი ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობა საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს უტოვებს ცხოვრების უფრო დაბალ სტანდარტებს, ვიდრე თავად სარგებლობდნენ. მსოფლიო ლიდერობა თანდაყოლილი თვისება არ არის. პირველობა თაობების თავდადებული შრომით და ბრძოლით უნდა იყოს მოპოვებული. დღეს ეს არ ხდება, მაგრამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს. თუ გვსურს მომავალი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ლიდერები გავხდეთ, მაშინ ყურადღება უნდა მივაპყროთ განათლებას, კვლევით საქმიანობასა და ინოვაციებს. პირველობის დაბრუნების ერთადერთი გარანტია კი მეცნიერებასა და ინჟინერიაში ინვესტირებაა. ავტორის შესახებ: ნორმ ოგასტინი Lockheed Martin-ის ყოფილი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია.
×
×
  • შექმენი...