Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    80.561

“ყველაფერი რიგზე ვერ არის დანიის სამეფოში!”


atrava

1.465 views

“ყველაფერი რიგზე ვერ არის დანიის სამეფოში!” დღევანდელ ქართულ რეალობას შექსპირის ეს პერეფრაზი კარგად ედრება. თუმცა ხელისუფლების სატელიტი მასმედიის საშუალებები ყოველნაირად ცდილობენ საწინააღმდეგოს დამტკიცებას. მაგრამ ფაქტები ჯიუტია. დავიწყოთ იმით, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნების დღეს მით უფრო მატულობს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ხელისუფალთ არ სურთ ძალაუფლების ხელიდან გაშვება ხოლო მოსახლეობის 80%–ზე მეტს კი – ძველებურად ცხოვრება. საქმე იქამდე მივიდა რომ ქვეყნის პრეზიდენტი უკვე რეალურ ოპოზიციას ქვეყნის მტრებად აცხადებს, ხოლო საკუთარ თავს კი დავით აღმაშენებელს უდარებს. არადა ისტორიული შედარებები რომ მოვახდინოთ ჩვენ სუზერენს როსტომხანობა უფრო შეესაბამება.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს და და მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ქარლის სამეფოში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება სუფევდა. ამ დროს ჩნდება როსტომ ხანი, რჯულშეცვლილი, სპარსული ორიენტაციის მმართველი. ერთადერთ ნათელი ლაქა, რომელიც როსტომ ხანის მმართველობისას აღინიშნა არის ის, რომ მნიშვნელოვნა გაუმჯობესდა ქართლის ეკონომიკური მდგომარება. ეკონომიკურ აღმასვლას ქალაქური ცხოვრების გამოცოცხლება მოჰყვა. მაგრამ პარანოიდული ბუნების მმართველმა ისედაც დიდი ძალაუფლების აბსოლუტიზმში გადაყვანა მოინდომა. მაგრამ საბედნიეროდ ამის განხორციელება ვერ მოახერხა. იმდენად ცოდვილი ეღმოჩნდა როსტომ ხანი, რომ სიკვდილის შემდეგ იგი ქართულმა მიწამ არ მიიღო. სამაგიეროდ ის ზარზეიმით დაასაფლავეს სპარსეთში.

ვერ ვიტყვი იმას, რომ როსტომხანივით ჩვენი პრეზიდენტი აშკარად ებრძვის რწმენას, მაგრამ დაბეჯითებითებით შემიძლია ვთქვა რომ მოსახლეობას ნამდვილად სჩაგრავს. როსტომ ხანი თავის დროზე სპარსეთმა მოავლინა ქართლის მმათველად. სააკაშვილი პირველად ხალხმა აირჩია, მეორედ იმის ნახევარმა, ვინაც პირველად მისცა მას ხმა…

როგორც ჩანს ვერც ვერც საკუთარი გამოცდილება და ვერც ისტორიული მაგალითები არ აღმოჩნდა ამ ადამიანისთვის საკმარისი. ეტყობა საბანი ძალიან მცირე ზომისა აქვს, თორემ აუცილებლად მიხვდებოდა, რომ მისი მტერი საქართველოს მოსახლეობა კი არ არის, არც ძლიერი ოპოზიცია “ქართული ოცნების” სახით, არამედ ისინი ვინაც საკუთარი კეთილდღეობა ქვეყნის კეთილდღეობას ანაცვალა და მგლის ტყავით შემოსილი აფთრები აღმოჩნდნენ. ქვეყანა თავზე გვენგრევა, მისი 20% ოკურებულია რუსეთის მიერ, მაგრამ ჩვენი სუზერენი ამას არა საკუთარ თავს, არა საკუთარ გარემოცვას, არამედ სხვას აბრალის. არადა, გონიერი მმართველი წარუმატებლობებში საკუთარ თავს დაადანაშაულებდა მხოლოდ და არ დაადანაშაულებდა პოლიტიკურ ოპონენტებს და ქვეყნის მოღალატეების იარლიყს არ მიაკრავდა მათ.

კორუფციის წინააღმდეგ მთავარ მებრძოლად მოვლინებული თავად გახდა ელიტარული კორუფციის ნათლიმამა. სახელმწიფოს მმართველობის 9 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომები უკვე თანდათან იჩენს თავს.

დავიწყოთ შედარებით უმნიშვნელოთი: კომუნისტების დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოირჩეოდა მოსახლეობის განათლების ძალიან მაღალი დონით. იმდროინდელი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეოთხე ადამიანს უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული. და განათლების დონით პირველ ადგილზე იდგა რესპუბლიკებს შორის. ეკონომიკურადაც წარმატებული იყო საქართველო. მისი ბიუჯეტი ძალიან მაღალი იყო და გასაგები მიზეზების გამო, მხოლოს რსფსრ–ს ბიუჯეტს თუ ჩამოუვარდებოდა. ქართულ პროდუქციაზე ყოფილი სსრკ–ს მთელ ტერიტორიაზე დიდი მოთხოვნილება იყო. ეს არ შეეხებოდა მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს და მინერალურ წ####ბს…

დღეს კი… მიმაჩნია, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მოსწავლეების ინტელექტუალურ დონეს დიდად არ ამაღლებს. ძალიან შეიკვეცა მათემატიკა, ისტორია, განსაკუთრებით საქართველის ისტორია, გეოგრაფია და ა.შ. აქცენტები გაკეთდა კომპიუტერისა და უცხო ენების შესწავლაზე. მაგრამ თუ ვინმე დაინტერესდება და ახალგაზრდებს საოფისე პროგრამების ცოდნაში მოუწყობს მცირე გამოცდას დარწმუნდება რომ 10–დან 6–მა ძალიან ცუდად იცის საოფისე პროგრამები. შემცირებულია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი. შედეგი სახეზეა: დააკვირდით თუ როგორ მეტყველებენ პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტები. მათი მეყველება უარეს შემთხვევაში ქუჩურ სლენგს ფაქტიურად არაფრით ჩამოუვარდება…

ახალგაზრდამ ფაქტიურად არ იცის საქართველოს ისტორია, რადგან ძალიან მცირე დრო აქვს დათმობილი საგანს სკოლაში… და ხშირ შემთხვევაში საქართველოს ისტორიას დამახინჯებული ფრაგმენტების სახით ჩვენი სუზერენის სატელევიზიო გამოსვლებიდან სწავლობს…

რამდენი ერთი ჩამოვთვალო????????????

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...